თვალის ვირუსული კონიუნქტივიტი

გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრის ექიმი ოფთალმოლოგი სოფია იმედაშვილი.
მცირე ანატომიური ექსკურსი
კონიუნქტივა თვალის გარეთა შემაერთებელი ქსოვილია, რომელიც ასრულებს ბარიერულ, დამატენიანებელ, მკვებავ ფუნქციებს. იგი ფარავს ხილულ თეთრ გარსს (სკლერას) და ქუთუთოების შიგნითა ზედაპირს.
- რა დაავადებაა კონიუნქტივიტი?
- კონიუნქტივიტი კონიუნქტივის ანთებაა. არსებობს ბაქტერიული, სოკოვანი, ვირუსული და ალერგიული კონიუნქტივიტები.
- როგორ გადაედება დაავადება?
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- დაავადება გადაედება ჰაერწვეთოვანი გზით. მისი ფართო გავრცელება განპირობებულია ვირუსის გამძლეობით მშრალ ზედაპირზე, საინკუბაციო პერიოდი კი 4-10 დღეა.
კონიუნქტივიტის დაწყებიდან 12 დღის განმავლობაში დაავადებული ადამიანი ვირუსის გადამტანია. დაავადებას მაღალი კონტაგიოზურობა ახასიათებს. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში რეგისტრირებული იყო ეპიდემიის მსხვილი კერები და პანდემიაც კი. დღეს უკვე 150-ზე მეტი ვირუსია აღიარებული ადამიანისთვის პათოგნომურად. ამასთან, მათ უმრავლესობას ამა თუ იმ ფორმით შეუძლია მხედველობის ორგანოს დაზიანებაც.
- რომელი ვირუსები აზიანებს თვალს?
- თვალის ვირუსულ დაავადებებს უმთავრესად იწვევს
- ჰერპესვირუსი;
- ციტომეგალოვირუსი (ცმვ);
- ადენოვირუსი.
ვირუსული ინფექციები საგრძნობლად ხშირდება მწვავე რესპირატორული ინფექციების პერიოდში. თვალის დაზიანება ხშირია ჩუტყვავილას გართულებული ფორმის დროსაც.
- თვალის რომელი პათოლოგიები ვითარდება ვირუსული ინფექციის შედეგად?
- არსებობს ვირუსული ეტიოლოგიის კონიუნქტივიტი (ლორწოვანი გარსის ანთება), ბლეფარიტი (ქუთუთოს ანთება), კერატიტი (რქოვანა გარსის ანთება), უვეიტი (სისხლძარღვოვანი ტრაქტის ანთება) და მათი კომბინირებული ვარიანტები.
- რას უჩივის ამ დროს პაციენტი?
- თვალის ვირუსული დაავადება უმეტესად ცალი თვალიდან იწყება და გადადის მეორეზე. დაავადების დასაწყისი მწვავეა. ხშირად წინ უძღვის ზედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირატორული ინფექცია, სხეულის ტემპერატურის მატება. თან ახლავს სინათლის შიში, მხედველობის დაქვეითება, თვალის კაკლის სიწითლე, ქუთუთოების შეშუპება, წვისა და სიმხურვალის, უცხო სხეულის შეგრძნება თვალში, ცრემლდენა, სეროზული ან ჩირქოვანი გამონადენი, ყურისწინა ლიმფური ჯირკვლების გადიდება.
რამდენიმე დღის შემდეგ პროცესში ერთვება მეორე თვალი.
- რით შეიძლება გართულდეს თვალის ვირუსული დაავადება?
- დაავადების გართულება მოსალოდნელია, თუ ოფთალმოლოგს დაგვიანებით მიმართეთ. დაავადების დაწყებიდან 7-10 დღის შემდეგ შესაძლოა პროცესში ჩაერთოს რქოვანაც, ამიტომ აუცილებელია, დაავადების პირველივე ნიშნებზე მიმართოთ ექიმს. დროული მკურნალობის შემთხვევაში დაავადება გართულების გარეშე ჩაივლის.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ჰერპესვირუსითა და ადენოვირუსით გამოწვეული კონიუნქტივიტი, რომელსაც ხანგრძლივი და მორეციდივე მიმდინარეობა ახასიათებს.
თვალის ინფექციურ დაავადებებს შორის რქოვანას შემღვრევისა და სიბრმავის ყველაზე გავრცელებული მიზეზია ჰერპესული კერატიტი, რომელმაც შესაძლოა რქოვანას პერფორაციამდე (გახვრეტამდე) მიგვიყვანოს.
თუ ვირუსული ინფექცია გაგრძელდა 3-4 კვირაზე მეტხანს, შესაძლოა დაზიანდეს თვალის რქოვანა გარსიც. შორს წასულ შემთხვევებში შესაძლოა რქოვანა იმდენად შეიმღვრეს, რომ საჭირო გახდეს მისი გადანერგვა.