/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თვალი

დროული დიაგნოსტიკა თავიდან აგაცილებთ სიბრმავეს

გვესაუბრება ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ოფთალმოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, ოფთალმოქირურგი ანა დვალიშვილი:

- სენაკში დავიბადე და იქ დავამთავრე სკოლაც, სადაც ბებია და ბაბუა მასწავლებლები იყვნენ. დედა ექიმია, ამიტომ ბავშვობიდან მქონდა შეხება პაციენტებთან, მაგრამ ოფთალმოლოგობაზე თავიდან არ მიფიქრია, ეს ყველაფერი ეტაპობრივად, უკვე სტუდენტობის ბოლო წლებში გადაწყდა.

სამედიცინოს სტუდენტისათვის შემდგომი პროფესიის არჩევა საკმაოდ რთული საკითხია და ხშირად ძნელია გადაწყვეტილების მიღება, მე გამიმართლა. ყოველდღიურად უფრო და უფრო მიყვარდება ჩემი პროფესია, რაც ნაწილობრივ ალბათ ჩემი მასწავლებლების დამსახურებაა.2009 წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

2015 წელს, სწავლის დასრულების შემდეგ, მინსკში, რეზიდენტურაში, კონკრეტულად ოფთალმოლოგიის მიმართულებით დავიწყე სწავლა. მინსკის ოფთალმოლოგიის რესპუბლიკურ ცენტრში ორ წელიწადზე მეტი გავატარე. საკმაოდ საინტერესო გამოცდილება მივიღე. გავიცანი და ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ბელორუსის მთავარმა ოფთალმოლოგმა, ტატიანა იმშინეცკაიამ, რომელიც შემიძლია ჩავთვალო ჩემთვის მაგალითის მომცემად.

სწორედ მან გამიწია დიდი დახმარება ოფთალმოლოგიის სრულფასოვნად შესწავლაში, ჩვენ დღესაც ვინარჩუნებთ ახლო ურთიერთობას, სწორედ ის არის ჩემი სამეცნიერო სადისერტაციო ნაშრომის თანახელმძღვანელი. შემდეგ იყო თურქეთის თვალის აკადემია, პარიზის გლაუკომის უნივერსიტეტი და ვენის ჰანუშ კრაკენჰაუსის კლინიკა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებით.

- ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა საქართველოსა და მთლიანად რეგიონში თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ძირითადი მომწოდებელია. ასეთ ახალგაზრდა ასაკში როგორ მოხვდით ესოდენ საპასუხისმგებლო მიმართულების ხელმძღვანელად?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, 4 წლის ბავშვს სრულწლოვანებამდე რომ არ გაეზარდოს მინუსი ძალიან მაღლა, რა მიდგომები არსებობს ამისთვის? ახლა -3 აქვს, სადამდე შეიძლება ვარაუდი,-6 -7 აცდება?</p>

- გამორჩეულად მახსოვს ჩემი შეხვედრა ბატონ გოჩა ინგოროყვასთან. საქართველოში დაბრუნების შემდეგ გადავწყვიტე, რომ მინდოდა მოღვაწეობა ჩემს ქვეყანაში გამეგრძელებინა. შეხვედრამდე, რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი. ის არის ადამიანი, რომელსაც სამედიცინო სფეროში ყველა იცნობს და პატივს სცემს.

ადამიანი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა და შეაქვს ქართული თანამედროვე მედიცინის განვითარებაში. როდესაც შეხვედრაზე მივდიოდი, ვერ წარმოვიდგენდი, თუ წინ ეს შემოთავაზება მელოდა. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო ის ფაქტი იყო, რომ ოფთალმოლოგიაში ყველა ახალ დიაგნოსტიკურ და სამკურნალო მეთოდებში ბატონი გოჩა დეტალურად ერკვეოდა. ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ კლინიკაში ოფთალმოლოგიური დეპარტამენტის ფორმირება სწორედ ჩემი ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. ამიტომაც, კლინიკის ადმინისტრაციის სრული ჩართულობითა და თანადგომით, ვნერგავ იმ გამოცდილებასა და მიდგომებს, რაც ევროპის საუკეთესო კლინიკებში მაქვს მიღებული.

– რა დაგეხმარათ კარიერულ წინსვლაში?

– ალბათ, მიზანი და შრომისმოყვარეობა. ვიცოდი, რომ ქართულ განათლებასთან ერთად, აუცილებელი იყო მენახა, როგორ ვითარდებოდა სხვა ქვეყნებში ოფთალმოლოგია. ამაში ძალიან დამეხმარა სასწავლო გრანტები. ევროპის ოფთალმოლოგთა ასოციაციის სასწავლო გრანტი, ევროპის გლაუკომის ასოციაციის სასწავლო გრანტი, ევროპის კატარაქტული და რეფრაქციული ქირურგიის სასწავლო გრანტი, ევროპის ბადურას ასოციაციის სასწავლო გრანტი, ევროპის ოფთალმოლოგთა ასოციაციის სასწავლო გრანტი, თურქეთის თვალის აკადემიის სასწავლო გრანტი, რამაც საშუალება მომცა, რეზიდენტურის დასრულების შემდეგ რამდენიმე წელი მსოფლიოს წამყვან კლინიკებში გამეგრძელებინა მოღვაწეობა.

– პაციენტისგან თუ ყოფილა ოდესმე უნდობლობა თქვენი ასაკის გამო?

– ძალიან საინტერესო რამ დავაფიქსირე, რაც ჩემი სტუდენტობის დროს არ შემიმჩნევია. საოცრად გაზრდილია მოსახლეობის ნდობა ახალგაზრდა ექიმების მიმართ. ძალიან ხშირად თვითონ პაციენტები აღნიშნავენ, რომ ურჩევნიათ ახალგაზრდა, ევროპული გამოცდილების ექიმთან მკურნალობა. მაგრამ, როდესაც საქმე ქირურგიას ეხება, ბევრჯერ პირდაპირ უკითხავთ - თქვენ უნდა გამიკეთოთ ოპერაცია? ამას ყოველთვის გაგებით ვეკიდები. სამედიცინო სფერო მუდმივად განიცდის განვითარებას. არის მიმართულებები, რომლებიც შედარებით ახალია და ახლა ვითარდება. ამიტომ ასეთ მიმართულებებში ახალგაზრდა თაობა აქტიურადაა ჩართული.

- რა პრობლემები აწუხებთ თქვენს პაციენტებს ყველაზე ხშირად?

– ყველაზე ხშირია მხედველობის ასაკობრივი დაქვეითება, რასაც, უმეტესად, ბროლში ასაკობრივი ცვლილებები იწვევს. ხშირად გვხვდება პაციენტები გლაუკომის დიაგნოზით, სამწუხაროდ, ხშირია პაციენტები გლაუკომის უკვე ბოლო სტადიით, რომელიც აღარ ექვემდებარება მკურნალობას. ამიტომ, აუცილებელია, პაციენტებმა, განსაკუთრებით 40 წლის შემდეგ, წელიწადში ერთხელ მაინც გაიარონ ოფთალმოლოგის კონსულტაცია. ქრონიკული დაავადებებიდან აღსანიშნავია შაქრიანი დიაბეტისა და თირკმლის პათოლოგიის მქონე პაციენტები, რომლებიც ხშირად კომპლექსურ მკურნალობას საჭიროებენ. აღსანიშნავია, რომ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში არსებობს მჭიდრო კონტაქტი ნეფროლოგიის, ნევროლოგიის, ენდოკრინოლოგიისა და ოფთალმოლოგიის მიმართულებებს შორის.

drouli-diagnostika-1-1633077381.jpg

– რომელი მიმართულებების განვითარებაზე მუშაობთ ამ ეტაპზე?

– აქტიურად ვმუშაობთ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების თვალისმხრივი დაზიანებების პრევენციის ღონისძიებებზე. ჩვენს კლინიკაში დიალიზზე მყოფი 300-ზე მეტი პაციენტი ყოველთვიურ სრულ ოფთალმოლოგიურ გამოკვლას გადის, რათა თირკმლის რეტინოპათიისათვის დამახასიათებელი ცვლილებების ადრეული გამოვლენა და მართვა შევძლოთ. ქრონიკული დაავადების პაციენტთა თვალის დაზიანება უმეტესად ნელა და შეუმჩნევლად მიმდინარეობს და როდესაც პაციენტი ექიმს მიმართავს, უკვე თითქმის შეუძლებელია სრული მხედველობის აღდგენა. მინდა შევეხო გლაუკომასაც, რომელიც საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. გლაუკომის ყველაზე გავრცელებულ ფორმას ახასიათებს უსიმპტომო მიმდინარეობა, ეს ნიშნავს, რომ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს გლაუკომა, მაგრამ ამის შესახებ არაფერი იცოდეს. ჩვენ გვყოლია პაციენტები მაღალი ცენტრალური მხედველობითა და შორსწასული გლაუკომის დიაგნოზით. სამწუხაროა, რომ გლაუკომისას დაზიანებული ნერვული ბოჭკოების აღდგენა არ ხდება, ამიტომ თითქმის შეუძლებელია დაკარგული პერიფერიული მხედველობის აღდგენა. ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში თითოეული პაციენტისთვის გლაუკომის ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობის ტაქტიკის ინდივიდუალური შერჩევა თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდებით ხდება.

– კერძოდ რას მოიცავს თქვენი ამჟამინდელი საქმიანობა?

– ჩვენი ოფთალმოლოგიური განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე ამერიკული, ევროპული და იაპონური აპარატურით, რაც საშუალებას გვაძლევს სრულფასოვნად შევისწავლოთ და დავადგინოთ თვალის დაავადების გამომწვევი მიზეზი და საჭიროების შემთხვევაში უმაღლესი ევროპული სტანდარტით შევასრულოთ ოპერაციული მკურნალობა.

– რომელი მიმართულების განვითარებას გეგმავთ სამომავლოდ?

– ჩვენს კლინიკაში აქტიურად მიმდინარეობს თვალის დაავადებების თერაპიული და ქირურგიული მკურნალობა. ჩართული ვართ გლაუკომის მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შექმნასა და საქართველოში დანერგვაში. გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა ბელორუსის ოფთალმოლოგიის რესპუბლიკურ ცენტრთან, ასევე ჰარვარდის გლაუკომის ცენტრთან. გლაუკომის ბოლო სტადიისა და მტკივნეული გლაუკომის დროს საკმაოდ აქტიურად იყენებენ ენუკეაციის, ანუ თვალის ამოღების მეთოდს, რაც საკმაოდ რთულია პაციენტისათვის, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ვიზუალური კუთხით. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად შევუნარჩუნოთ პაციენტს თვალი. ამისათვის აქტიურად ვიყენებთ ყველა სახის შუნტს, ასევე გლაუკომის ტრადიციულ ქირურგიას. მაქსიმალურად ვცდილობთ შესაძლებლობების ფარგლებში მივმართოთ ნაკლებინვაზიურ მიდგომებს.

– რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მოგმართოთ თქვენ?

– თავდაპირველად უნდა აღვნიშნოთ, რომ ოფთალმოლოგიაში საკმაოდ ბევრი პათოლოგია საწყის ეტაპზე სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს და პაციენტი მათ ამჩნევს მხოლოდ მაშინ, როდესაც მხედველობა შეუქცევადად არის დაკარგული.პაციენტები მაღალი არტერიული წნევით, შაქრიანი დიაბეტით, თირკმლის პათოლოგიებით აუცილებლად საჭიროებენ სისტემურ ოფთალმოლოგიურ კონსულტაციას.40 წელს გადაცილებულთათვის წელიწადში ერთხელ მაინც აუცილებელია ოფთალმოლოგთან ვიზიტი.მხედველობის პროგრესირებადი დაქვეითება, გაორება, თვალების ტკივილი და მოჭერის შეგრძნება, ნათებები და შავი წერტილები თვალების წინ, მხედველობის გარდამავალი დაბინდვა - ეს ის სიმპტომებია, რომელთა არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ოფთალმოლოგთან ვიზიტი.ოფთალმოლოგიაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადრეულ დიაგნოსტიკას და მკურნალობის დროულ დაწყებას. სკრინინგის პოპულარიზაციისთვის ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა აგრძელებს მოსახლეობის საქველმოქმედო, უფასო ოფთალმოლოგიურ სკრინინგ-პროგრამას. საქართველოს საპენსიო ასაკის მოქალაქეები მიიღებენ უფასო სრულ ოფთალმოლოგიურ გამოკვლევას, რომელიც მოიცავს:

  • ვიზომეტრიას - მხედველობის სიმახვილის გამოკვლევას;
  • სათვალის შერჩევას;
  • ტონომეტრიას - თვალშიგა წნევის გაზომვას;
  • ბიომიკროსკოპიას - ნაპრალოვანი სანათით დიაგნოსტიკას;
  • თვალის ფსკერის დათვალიერებას და დიაგნოსტიკას;
  • ოფთალმოლოგის კონსულტაციას და მკურნალობის დანიშვნას.

პაციენტები მიიღებიან წინასწარი ჩაწერით.

ტელ: 032 205 05 00 თბილისი, წინანდლის 9.

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა (ავლაბარი, მეტრო 300 არაგველის მიმდებარე ტერიტორია).

გელოდებით უფასო კონსულტაციებზე ყოველ პარასკევს, 9 ოქტომბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით.

თქვენ და თქვენს მკითხველს ვუსურვებ ჯანმრთელობას!

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

დროული დიაგნოსტიკა თავიდან აგაცილებთ სიბრმავეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები