არტერიული ჰიპერტენზია და ერექციული დისფუნქცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არტერიული ჰიპერტენზია და ერექციული დისფუნქცია

როდის გვაქვს საქმე ერექციულ დისფუნქციასთან და როდის არის აუცილებელი ექიმის დახმარება?

განვიხილოთ რამდენიმე მდგომარეობა:

  • ხანგრძლივი და სტრესებით აღსავსე სამუშაო დღის შემდეგ შინ დაბრუნდით. გხვდებათ პარტნიორი, რომელიც მთელი დღე ელოდა თქვენს მოსვლას. ის დასვენებულიცაა, საგანგებოდ გამოპრანჭულა კიდეც და კარგა ხანია თქვენს ალერსს ელოდება. თქვენც მიხვდით ამას, მაგრამ გრძნობთ, რომ აღარაფერი გინდათ. მეორე დღეს, როცა დასვენებული ხართ, ყველაფერი რიგზეა. ასეთ დროს არავითარ პრობლემასთან არ გვაქვს საქმე და არც სამედიცინო ჩარევაა საჭირო, მაგრამ თუ ისეთი დღეები, როცა პარტნიორის მიმართ გულგრილი რჩებით, გახშირდა, უმჯობესია ექიმს მიმართოთ.
  • ზოგჯერ სქესობრივი კავშირის მცდელობისას ერექცია საკმაოდ სუსტია ან საერთოდ არ აღინიშნება, კავშირის დამყარება ვერ ხერხდება. ამ შემთხვევაში მცირედ გამოხატული ერექციის დარღვევაც კი ექიმთან ვიზიტის ჩვენებაა.
  • ერექცია სრულყოფილია, მაგრამ სქესობრივი კონტაქტის დამყარების მცდელობისას ქრება. თქვენ სასოწარკვეთილება გეუფლებათ. როდესაც ერექციის ხანგრძლივობა საკმარისი არ არის სქესობრივი კონტაქტის დასამყარებლად, საქმე გვაქვს ერექციულ დისფუნქციასთან. დადგენილია, რომ ერექციული დისფუნქციის შემთხვევათა 80% ფიზიკურ მიზეზებთან არის დაკავშირებული. ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი მაღალი არტერიული წნევაა. დანარჩენი 20% კი ფსიქოლოგიური პრობლემების შედეგია. ადამიანის ფსიქიკა, მისი განწყობა მართლაც მნიშვნელოვანია ერექციისათვის. შესაძლოა, ერექცია დაირღვეს ბრაზის ან თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის უთანხმოების გამო. ექიმი რეალური მიზეზის გარკვევაში დაგეხმარებათ.
  • ექიმმა ახალი პრეპარატი დაგინიშნათ და აღმოაჩინეთ, რომ ერექცია დაირღვა. მედიკამენტების გვერდითი ეფექტი ერექციულ დისფუნქციათა 25%-ის მიზეზია. არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები პაციენტმა მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნდა მიიღოს, მათი ერთ-ერთი და, უნდა ითქვას, არცთუ იშვიათი გვერდითი ეფექტი კი ერექციული დისფუნქციაა. გარდა წნევის სამკურნალო პრეპარატებისა, ერექციული დისფუნქციის მიზეზად შეიძლება იქცეს:
  1. ანტიდეპრესანტები;
  2. ანტიფსიქოზური საშუალებები;
  3. სედაციური პრეპარატები;
  4. კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები.

პრობლემის არსებობის შემთხვევაში აუცილებლად მიაწოდეთ თქვენს ექიმს სრული ინფორმაცია თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტების შესახებ. დღის განმავლობაში, ჩვეულებრივ, დიდი რაოდენობით ალკოჰოლს იღებთ, რის შემდეგაც სქესობრივი კონტაქტის დამყარება გიჭირთ. ჭარბი ალკოჰოლი ერექციული დისფუნქციის ერთ-ერთი მიზეზია, დასაშვებია მხოლოდ ერთი ჭიქა ღვინო. ალკოჰოლი დამთრგუნველად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ჭარბი ალკოჰოლი კი აუცილებლად გამოიწვევს ერექციულ დისფუნქციას. როდესაც ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებისას სქესობრივი კონტაქტის დამყარება ძნელდება, აუცილებლად უნდა დაანებოთ თავი სმას, რათა თავიდან აიცილოთ ერექციული დისფუნქციის მედიკამენტური მკურნალობის საჭიროება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ალკოჰოლი ხანგრძლივ ტოქსიკურ ეფექტს ახდენს ნერვებზე, რის გამოც ერექციული დისფუნქცია შესაძლოა მას შემდეგაც კი გაგივითარდეთ, რაც სმას თავს დაანებებთ.


ერექციულ დისფუნქციას მრავალი ფაქტორი განაპირობებს. ერთ-ერთი მათგანი, როგორც უკვე ვთქვით, მაღალი არტერიული წნევაა. 1988 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ მაღალი არტერიული წნევის მქონე 40-79 წლის მამაკაცთა 49%-ს ეს პრობლემა აწუხებს, 2000 წელს გამოქვეყნებული კვლევის მონაცემების თანახმად კი მაჩვენებელი 68-ს უტოლდება. დარღვევის მიზეზია მაღალი არტერიული წნევის დამაზიანებელი ზემოქმედება უშუალოდ ერექციის პროცესზე. გარდა ამისა, მაღალი არტერიული წნევის მქონე მამაკაცებს შემცირებული აქვთ ტესტოსტერონის დონე. ტესტოსტერონი მამაკაცის ჰორმონია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სექსუალური აღგზნების პროცესში. ყოველივე ამას ემატება არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატის ეფექტიც. ასეთ პრეპარატთაგან, პირველ რიგში, უნდა დავასახელოთ შარდმდენები და ბეტა ბლოკერები, რომლებსაც საკმაოდ ხშირად იყენებენ მაღალი წნევის სამკურნალოდ. შარდმდენები ამცირებს სასქესო ასოსაკენ სისხლის მიდინებას, გარდა ამისა, შესაძლოა დააქვეითოს ორგანიზმში თუთიის შემცველობა, თუთია კი აუცილებელია ტესტოსტერონის სინთეზისთვის. ბეტა-ბლოკერები აქვეითებს ერექციის გამომწვევ ნერვულ იმპულსებს. გარდა ამისა, ართულებს ასოს არტერიების გაფართოებას და მათ სისხლით ავსებას. არ არის გამორიცხული, ძილიანობამ მოიმატოს და დეპრესიაც ჩამოყალიბდეს, ადამიანის საერთო მდგომარეობა და განწყობა კი ყოველთვის ასრულებს გარკვეულ როლს სქესობრივ ურთიერთობაში.  ზოგჯერ ერექციულ დისფუნქციას ხელს უწყობს მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანის მავნე ჩვევა, მაგალითად, თამბაქოს წევა. თამბაქოს წევისას იმატებს წნევა, ზიანდება სისხლძარღვები, სისხლის მიმოქცევა მთელ სხეულში.  შესაძლოა, ამ ინფორმაციამ პესიმისტური განწობა შეგიქმნათ, მაგრამ ვითარება ნამდვილად არ არის უიმედო. ნორმალური წნევისა და სქესობრივი ჯანმრთელობის შენარჩუნება თქვენს ხელთაა. ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით და ექიმთან თანამშრომლობით თქვენ დიდხანს შეინარჩუნებთ სრულფასოვან ცხოვრებას. ერექციული დისფუნქციის მკურნალობისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია არტერიული წნევის მოწესრიგება. სამწუხაროდ, ბევრისთვის საამისოდ ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა არ კმარა, აუცილებელია წნევის სამკურნალო მედიკამენტების მიღება, მაღალი წნევის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი კი, როგორც აღვნიშნეთ, თვითონვე იწვევს ერექციულ დისფუნქციას. ამიტომ მამაკაცთა მნიშვნელოვანი ნაწილი მკურნალობაზე უარს ამბობს. მით უფრო, რომ თავად მაღალი წნევა ხშირად არავითარ სიმპტომს არ იწვევს.

ჩვენი არჩევანი

როგორც ითქვა, მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო მრავალი პრეპარატი ერექციულ დისფუნქციას იწვევს, თუმცა ხდება საპირისპირო მოვლენაც - ზოგიერთი მედიკამენტი ერექციულ ფუნქციას აუმჯობესებს კიდეც. უკვე ვთქვით, რომ შარდმდენებმა და ბეტა-ბლოკერებმა შესაძლოა ერექციული დისფუნქცია გამოიწვიონ. ასეთი გვერდითი ეფექტის შემთხვევაში აუცილებელია ინფორმაცია მივაწოდოთ ექიმს. ის აუცილებლად შეცვლის დანიშნულ პრეპარატს, თუმცა არ არის გამორიცხული ამ მედიკამენტებით წნევის მოწესრიგებისას სქესობრივი პრობლემები მოიხსნას. ამასთან ერთად, არსებობს მედიკამენტები, რომელთა მიღება არავითარ პრობლემას არ ქმნის. ასეთი საშუალებებია:

  • ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები: კაპტოპრილი, ენალაპრილი, ლიზინოპრილი და სხვა - აფართოებს სისხლძარღვებს და ზრდის სისხლის მიწოდებას. მათი გვერდითი ეფექტი იშვიათად არის ერექციული დისფუნქცია; ეს არასასურველი მოვლენა ასიდან მხოლოდ 1 შემთხვევაში აღინიშნება;
  • ალფა-ბლოკერები - არ იწვევს ერექციულ დისფუნქციას; უფრო მეტიც - ერთ-ერთი კვლევის თანახმად, არ არის გამორიცხული, ერექციული ფუნქცია გააუმჯობესოს კიდეც;
  • კალციუმის ანტაგონისტები: დილთიაზემი, ვერაპამილი, ამლოდიპინი - იშვიათად იწვევს ერექციულ დისფუნქციას;
  • ანგიოტენზინის რეცეპტორის ბლოკერები - არ იწვევს ერექციულ ფუნქციას, მდგომარეობის გაუმჯობესებაც კია მოსალოდნელი. კვლევამ ცხადყო, რომ ამ ჯგუფის პრეპარატებით მკურნალობის ფონზე ერექციული დისფუნქციის პროცენტული მაჩვენებელი 75-დან 12-მდე შემცირდა.

როგორ მოვიქცეთ, თუ მკურნალობამ პრობლემები წარმოშვა?

თუ აშკარად ამჩნევთ, რომ ერექციული დისფუნქცია მკურნალობის დაწყების შემდეგ აღმოცენდა, განიხილეთ ეს საკითხი ექიმთან ერთად. არასოდეს შეწყვიტოთ ექიმთან შეუთანხმებლად იმ პრეპარატის მიღება, რომელიც, თქვენი აზრით, "დამნაშავეა"  ერექციის დაქვეითებაში, რადგან თავად მაღალი წნევაც ამ პრობლემის ერთ-ერთი მიზეზია. არსებობს უშუალოდ ერექციულიEდისფუნქციის სამკურნალო საშუალებები, თუმცა მათი მიღება მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით შეიძლება.

ცხოვრების წესი

რასაკვირველია, იცით, რომ ჯანსაღი კვება და ზომიერი ფიზიკური დატვირთვა ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ იმაზე ალბათ არ გიფიქრიათ, რომ ეს ღონისძიებები უშუალოდ არის დაკავშირებული ნორმალურ სქესობრივ ფუნქციასთან. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი თამბაქოსთვის თავის დანებებაა - ერთი იმ უარყოფით ეფექტთაგანი, რომლებიც მოწევას ახლავს თან, ერექციული დისფუნქციაა, ვინაიდან თამბაქო სისხლძარღვებზე დამაზიანებელ ზემოქმედებას ახდენს. დადგენილია, რომ არტერიული ჰიპერტენზიის დროს ერექციული დისფუნქცია მწეველებში უფრო ხშირია, ვიდრე არამწეველებში.