აფროდიზიაკები - დოპინგი სექსისათვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აფროდიზიაკები - დოპინგი სექსისათვის

სქესობრივი აქტიურობის მასტიმულირებელ საშუალებებს აფროდიზიაკები ეწოდება. ამ პრეპარატების ძირითადი კომპონენტებია ვიტამინები, უმთავრესად - A და E, რომლებიც სასქესო ჰორმონების გამომუშავებას უზრუნველყოფენ, ადაპტოგენები (ელეუტეროკოკი, ჟენშენი, ქარვის მჟავა), რომლებიც ხსნიან დაღლილობის შეგრძნებას,  კოფეინის ტიპის ფსიქოსტიმულატორები, ტროპიკული მცენარეების - მუირი პუამას, დამიანის, გუარანის, იოჰიმბეს - ექსტრაქტები და ეგზოტიკური მწერის, საყოველთაოდ ცნობილი ესპანურას (ესპანური ბუზი) სხეულის ნაწილები.

ბიოლოგიურად აქტიური დანამატების გამოყენებისას სწრაფი შედეგის მიღების იმედი ნუ გექნებათ. ეფექტს მხოლოდ მათი რეგულარული გამოყენება იძლევა.

აფროდიზიაკებს შორის არის პრეპარატები, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ ქალებისთვის ან მხოლოდ მამაკაცებისთვის, და პრეპარატები, რომელთა გამოყენება ორივე სქესს შეუძლია. ისინი სხვადასხვა ფორმით გამოდის: არსებობს წვეთები, ტაბლეტები, კაფსულები, დრაჟეები, მალამო, სპრეი.

პრაქტიკული რჩევები

  • აფროდიზიაკების გამოყენებამდე ყურადღებით შეისწავლეთ მათი ინსტრუქცია.
  • შეამოწმეთ ვარგისობის ვადა.
  • დაიცავით შენახვის წესები.
  • მასტიმულირებელი პრეპარატები ძალიან ფრთხილად უნდა გამოიყენოთ, სასურველია, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. ასეთი პრეპარატების თვითნებური გამოყენება სარისკოა, ვინაიდან მათ აქვთ რიგი უკუჩვენება: გულ-სისხლძარღვთა მწვავე ან ქრონიკული უკმარისობა, არითმია, უძილობა, მძიმე ქრონიკული და ზოგიერთი ფსიქიკური დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, პრეპარატის შემადგენელი ელემენტების ალერგიული აუტანლობა და სხვა.

    შინაგანად მისაღები მასტიმულირებელი პრეპარატების მიღება მშიერ კუჭზე ან ცოტაოდენი მსუბუქი საკვების (ხილის, ბოსტნეულის) შემდეგ სჯობს. ცხიმიანი, ტკბილი საკვები, ხორცი და შოკოლადი ანელებს პრეპარატების შეწოვას და ამცირებს მათ ძალას (ასეთივე ეფექტს ავლენენ ისინი ალკოჰოლთან ურთიერთქმედებისას, ამიტომ ზოგიერთ კაზინოსა და რესტორანში შოკოლადს უფასოდ არიგებენ, რათა სტუმრებმა უფრო მეტი ალკოჰოლური სასმელი შეუკვეთონ).

  • გარეგანი მიღებისთვის განკუთვნილი მასტიმულირებელი პრეპარატები უშუალოდ სასქესო ორგანოებზე ისმება.

ძირითადი შემადგენელი ნაწილების მიხედვით აფროდიზიაკები პირობითად შეიძლება სამ ჯგუფად დაიყოს.

  • პირველ ჯგუფში შემავალი პრეპარატების ძირითადი აქტიური ნივთიერებაა კანტარიდინი. კანტარიდინი ქიმიური შენაერთია, რომელსაც შეიცავს ესპანურას ორგანიზმი. ეს ყველაზე ძლიერი აფროდიზიაკია, ამიტომ მისი გამოყენება მხოლოდ მიკროდოზებით არის ნებადართული. ის მექანიკურ ერექციას და სასქესო ორგანოთა ლორწოვანი გარსების მიდამოში წვის შეგრძნებას იწვევს. გირჩევთ, ეს აფროდიზიაკი ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ გამოიყენოთ.
  • მეორე ჯგუფში შემავალი პრეპარატები უკვე ჩვენშიც ცნობილ იოხიმბინს - ხის ქერქისგან წარმოებულ ნივთიერებას - შეიცავს. იგი აფართოებს სისხლძარღვებს და სასქესო ორგანოების სისხლით მომარაგებას აუმჯობესებს. იოხიმბინი აძლიერებს სექსუალურ მგრძნობელობას და მოძრაობის კოორდინაციას. მისი შემცველი პრეპარატების უკუეფექტად არტერიული წნევის დაქვეითება ითვლება, ამიტომ დაბალწნევიანებმა ეს საშუალება ძალიან ფრთხილად უნდა გამოიყენონ.
  • მესამე ჯგუფში შედის უწყინარი პრეპარატები, რომლებსაც ძნელად თუ უწოდებ აფროდიზიაკებს. ეს საშუალებები უფრო მატონიზებლებია და ორგანიზმის საერთო მდგომარეობას აუმჯობესებს. ისინი შეიცავს ვიტამინებს, კოლა-რეხას, ელეუტეროკოკის, ჟენშენის ექსტრაქტებს. ეს პრეპარატები ოდნავ მაღლა სწევს არტერიულ წნევას (ჰიპერტონიკებო, ფრთხილად!), აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ორგანიზმის სტიმულაციას და ზრდის ინტერესს სქესობრივი ცხოვრების მიმართ.

ადამიანი ოდითგანვე ილტვის სექსუალური თავგადასავლებისკენ და ეძებს უნივერსალურ საშუალებებს, რათა გააძლიეროს, გააუმჯობესოს, გაახანგრძლივოს... მრავალი ხალხის მითებში, ლეგენდებსა და თქმულებებშია მოხსენიებული უკვდავების წყალი, სასწაულმოქმედი საშუალება, რომელსაც შეეძლო, ღრმად მოხუცებული ყმაწვილ კაცად ექცია. ექიმბაშები ამზადებდნენ სექსუალური ლტოლვის გამაძლიერებელ საშუალებებს - აფროდიზიაკებს. მაგრამ მთავარი ის იყო, თავად ადამიანს ერწმუნა, რომ მარტორქის რქისგან დამზადებული ფხვნილი, მანდრაგორას ფესვი, ცხოველების სათესლე ორგანოებისგან დამზადებული კერძები აუცილებლად მოახდენდა ჯადოსნურ ზემოქმედებას.

ფართოდ იყო გავრცელებული შეხედულება, რომ ხამანწკებს აღმგზნები ეფექტი ჰქონდათ. საქმე ის არის, რომ ხამანწკები ჰერმაფროდიტები - ორსქესიანი არსებები არიან და ამიტომ სექსუალური ენერგიის ორმაგ მუხტს ატარებენ. აფროდიზიაკის საპატიო ტიტული ხამანწკებს მეორე მოარულმა შეხედულებამ ჩამოართვა: ვიღაცას აზრად მოუვიდა, რომ მოლუსკების ჭამა არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას იწვევს... რაღა თქმა უნდა, ამაში ხამანწკებს არავითარი ბრალი არ მიუძღვით. ისინი, მართალია, ეგზოტიკური, მაგრამ მაინც ჩვეულებრივი კერძი გახლავთ.

აღმოსავლეთში აღმგზნებ საშუალებად ოპიუმი ითვლებოდა. ცენტრალურ ამერიკაში რიტუალური ორგიების დროს აქტიურად იყენებდნენ ჰალუცინოგენური თვისებების მქონე კაქტუსებსა და სოკოებს. ევროპაში დიდ პატივს სცემდნენ თირკმელა სოკოს - ტრუფელს, რომელსაც ”მინავლული ცეცხლის ამაგიზგიზებელს” უწოდებდნენ. ამ სოკოს ყოველდღე მიირთმევდნენ სექსის ლეგენდები - კაზანოვა და ლუდოვიკო XIV. სხვათა შორის, ჩვენებური სოკოები - ხარისფაშვა, ზეთიანა, ბებერა სოკო, ქამა სოკო - არაფრით ჩამოუვარდებიან და ზოგჯერ კონკურენციასაც უწევენ ფრანგ ”კოლეგას”. მოშუშული, შემწვარი, დამწნილებული სოკოები (მათი საკვებად გამოყენება ნებისმიერი სახით შეიძლება) ააქტიურებენ სპერმატოგენეზს და აუმჯობესებენ მამაკაცის სექსუალურ ფუნქციას. საქმე იმაშია, რომ მათ შემადგენლობაში დიდი ოდენობით შედის ადამიანისთვის აუცილებელი მიკროელემენტები, მათ შორის - თუთია, რომელიც მამაკაცის რეპროდუქციულ შესაძლებლობებზე დადებით გავლენას ახდენს. თანაც ყველაზე სასიამოვნო ის არის, რომ არავითარი ჰალუცინაცია არ შეგაწუხებს.


 

 

  • ჩვენში მეტად პოპულარული მწვანილი - ქონდარი, პიტნა, პირშუშხა, ანისული, ნიახური, ქინძი, სატაცური - ოდითგანვე ითვლებოდა ”ზარმაცი” ფალოსების შემაჯანჯღარებელ საშუალებებად. ჯავზი (მუსკატის კაკალი), პილპილი, მიხაკი, ზაფრანა, კოჭა (ჯანჯაფილი), როზმარინი, ისევე როგორც სხვა არომატული სანელებლები, ადამიანს ცდუნებისთვის განაწყობს და სასიყვარულო მადას უღვიძებს. თაფლი, კაკალი, ნუში, ფსტა, არაქისი, ბერძნული კაკალი, ქოქოსი, ნიორი, ხახვი, ფინიკი, ბანანი - აი ტრადიციული და სავსებით არამისტიკური მამაკაცური ”ენერგომატარებლების” არასრული ჩამონათვალი. კინაღამ დავივიწყეთ ჟენშენის ფესვი. იგი მცენარეული აფროდიზიაკების მეფეა, რომელსაც ოთხი ათასი წლის განმავლობაში გვირგვინი ვერავინ ჩამოართვა. მსგავსი თვისებები ახასიათებს ჩინურ ლიმონურას, ელეუტეროკოკს, არალიას. ამ ბიოლოგიურად აქტიური მცენარეების ნაყენები დღეს ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ შეიძინოთ.
  • კამერუნში, სადაც ჟენშენი არ ხარობს, მრავალი საუკუნის მანძილზე იყენებდნენ იოხიმბეს ხის ქერქს, რომელიც აძლიერებდა სქესობრივ ლტოლვას და იწვევდა ერექციას. დღეს იოხიმბეს ექსტრაქტი მრავალი ბიოაქტიური დანამატის შემადგენლობაში შედის.
  • დიდი ხანია შემჩნეულია, რომ იმ ხალხებს, რომლებიც, ტრადიციულად, თევზით იკვებებიან, მამაკაცები სექსუალურად უფრო აქტიურები ჰყავთ. მათი სქესობრივი ცხოვრება უფრო მეტხანს გრძელდება, ვიდრე ხორცის მოყვარულებისა. განსაკუთრებით სასარგებლოა ხვაში (თევზის თესლი) და ხიზილალა - პროდუქტები, რომლებიც მდიდარია შეუცვლელი ამინომჟავებითა და ფოსფორით. რეკლამა არ სჭირდება კიბორჩხალას, ზღვის მოლუსკებს, კალმარს, კრევეტებს.

    გადმოცემის თანახმად, იულიუს კეისრის უყვარდა ვენახის ლოკოკინები, რომლებიც ძლიერ სექსუალურ ლტოლვას აღძრავდა. არაბი შეიხები სასიყვარულო მარათონის წინ კარაქში შემწვარ ერბოკვერცხს მიირთმევდნენ. ალტაის მკვიდრნი სექსუალური ენერგიის მოსამატებლად მარალის (ჩრდილოეთის ირმის) დოყს (ჩვილი ირმის რქას) იყენებდნენ. სხვათა შორის, დოყისგან დამზადებული პრეპარატები პანტოკრინი და პანტოგრანი ჩვენს აფთიაქებშიც იყიდებოდა.

    კარგი აფროდიზიაკია ეთილის სპირტიც, მხოლოდ - მცირე დოზით. დიდი დოზით მიღებისას იგი ადამიანს სრულიად ართმევს სქესობრივი აქტის ჩატარების უნარს. ერთი ჭიქა კარგი მშრალი ღვინო ან სირჩა კონიაკი ხშირად არაჩვეულებრივ ეფექტს ახდენს - ხსნის სტრესს და მამაკაცს ეხმარება შეამჩნიოს, რომ სამუშაოსთან ერთად ამქვეყნად არსებობს ლამაზი ქალიც, რომელსაც ჯერ კიდევ სწყურია სიყვარული.

    თახვისა და მუშკის ირმის სპეციალური ჯირკვლების მიერ გამოყოფილი ნივთიერებები ძლიერი აღმგზნები საშუალებები გახლავთ და დიდი ხანია გამოიყენება მალამოების, ტაბლეტების და ფხვნილების სახით. ეს პრეპარატები არც ისე იაფია. მაგალითად, ერთი კილოგრამი მუშკი 60 ათასი დოლარი ღირს.

    ტაივანისა და მალაიზიის მკვიდრნი სქესობრივი ნდომის აღსაძვრელად ახალმოკლული გველის სისხლსა და ხვლიკის გამომშრალი კანისგან მიღებულ ფხვნილს იყენებენ, აფრიკელი აბორიგენები კი მარტორქის რქისაგან დამზადებულ ”სასწაულმოქმედ” ფხვნილს.

    ევროპაში აფროდიზიაკებს შორის პალმის რტოს მრავალი საუკუნის განმავლობაში ფლობდა ესპანურა - ესპანური ბუზი, რომელიც სინამდვილეში ხოჭოა. მისი ტანი და ფრთები უძლიერეს ნივთიერებას კანტარიდინს შეიცავს. ეს უკანასკნელი საშარდე გზებს აღიზიანებს და აღგზნებას იწვევს. XVIII საუკუნის საფრანგეთში ესპანურა სასიყვარულო კანფეტების, ნამცხვრებისა და ბლითების უცვლელი კომპონენტი იყო.

    მრავალი შინაური აფროდიზიაკი შხამს შეიცავდა, ამიტომ ბობოქარი სასიყვარულო ღამეების შედეგები ხშირად სავალალო გახლდათ. მასობრივი მოწამვლა თავიდან რომ აეცილებინათ, ძველ რომში სასიყვარულო წამლების დამზადებისა და გასაღების ამკრძალავი კანონები შემოიღეს, თუმცა, აფროდიზიაკები დღესაც ცოცხლობენ.

    ალბათ, ცალკე უნდა განვიხილოთ ვიაგრა, სიალისი, ლევიტრა, იმპაზა, ვუკა-ვუკა... პირველი სამი ელვისებურად სწევს მაღლა სქესობრივ ტონუსს. როცა სწრაფი ერექციაა საჭირო, ერთ-ერთი ეს პრეპარატი უნდა აირჩიოთ. მაგრამ აქაც სიფრთხილეა საჭირო: მათთვის, ვინც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს უჩივის, სექსუალური აქტივობა სახიფათოა.

რისკის ხარისხი უნდა შეფასდეს შემდეგ შემთხვევებში:

  • 90 დღის წინ გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი;
  • არასტაბილური სტენოკარდია ან სტენოკარდია, რომელიც სექსუალური აქტის დროს წარმოიშობა;
  • მეორე ტიპის გულის უკმარისობა;
  • გულის რიტმის არაკონტროლირებადი დარღვევა, ჰიპოტონია ან ჰიპერტონია;
  • ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადატანილი ინსულტი.

 

იმპაზა, ლავერონი, სეალექსი, ვუკა-ვუკა მცენარეული, შედარებით მსუბუქი სტიმულატორებია. ისინი მოქმედებას ორგანიზმში დაგროვების შემდეგ იწყებენ. ამ პრეპარატებით სჯობს თერაპიული კურსები ჩაიტაროთ.

დასასრულ, ეროტიკული ჩაის რეცეპტს შემოგთავაზებთ.

მწვანე ჩაი, ნიახური, ისპანახი, პიტნა, ლევზეას ფესვები, როდიოლას ფესვები, ექინაცეა. ჩამოთვლილი ინგრედიენტები თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს. 2 ს/კ ნარევი ჩაყარეთ წინასწარ გაცხელებულ ფაიფურის ჩაიდანში, დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი. ჩაიდანი შეფუთეთ და დააყენეთ არანაკლებ ათი წუთის განმავლობაში.