რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი

რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,

ამის შესახებ შპს "ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკურის" თორაკოაბდომინალური დეპარტამენტის თორაკალური განყოფილების ექიმი ადმინისტრატორი, თორაკოქირურგი რობერტ გობეჩია გვესაუბრება.

- ბატონო რობერტ, რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი?

- პნევმოსკლეროზი - პნეუმოსცლეროსის - ბერძნული სიტყვაა და ქართულად ასე შეიძლება გავშიფროთ: პნეუმონ - ფილტვი, სცლეროსის - გამსხვილება, გასქელება. ამ ცნების სინონიმებია პნევმოფიბროზი, ფილტვების სკლეროზი.

რაც შეეხება თავად დაავადებას: ამ დროს ფილტვში ანთებითი ან დისტროფიული პროცესის შედეგად იზრდება შემაერთებელი ქსოვილი, რაც არღვევს დაზიანებული უბნის ელასტიკურობას და

აირთა ცვლას. ფილტვებში შემაერთებელი ქსოვილის განვითარება იწვევს ბრონქების დეფორმაციას და ფილტვის ქსოვილის შეჭმუხვნასა და გამსხვილებას. ფილტვი ხდება უჰაერო, მკვრივდება და პატარავდება. შედეგად ირღვევა ფილტვის ფუნქცია. პნევმოსკლეროზის უბნები ემფიზემასთან მონაცვლეობს.


- რა ასაკში შეიძლება განვითარდეს პნევმოსკლეროზი? მამაკაცებში უფრო ხშირად გვხვდება თუ ქალებში?
- პნევმოსკლეროზი ნებისმიერ ასაკში

შეიძლება განვითარდეს, უფრო ხშირად ის მამაკაცებში გვხვდება. გავრცელების მიხედვით პნევმოსკლეროზი შეიძლება იყოს ლოკალური (შემოსაზღვრული) და დიფუზური. ფილტვის ცალკეული სტრუქტურული ელემენტების უპირატესი დაზიანების მიხედვით გამოყოფენ ინტერსტიციულ, ალვეოლურ, პერივასკულურ, პერიბრონქულ, პერილობულურ პნევმოსკლეროზს.


- რა შეიძლება იქცეს პნევმოსკლეროზის განვითარების მიზეზად?
- პნევმოსკლეროზი შეიძლება აღმოცენდეს ფილტვების სხვადასხვა დაავადებისა და დაზიანების დროს. მაგალითად, კეროვანი პნევმოსკლეროზი შეიძლება განვითარდეს ფილტვის აბსცესის ან ტუბერკულოზის შედეგად. ბრონქებში ქრონიკული ჩირქოვანი პროცესის (მაგალითად, ბრონქოექტაზიის) დროს დაზიანებული ბრონქის ირგვლივ ასევე შეიძლება განვითარდეს ფილტვის ქსოვილის ცვლილება - პერიბრონქული სკლეროზი. პნევმოსკლეროზის მიზეზად შეიძლება იქცეს ჩვეულებრივი პნევმონია, რომლის შედეგად ფორმირდება კეროვანი პნევმოსკლეროზის განსაკუთრებული ფორმა - კარნიფიკაცია. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ხშირი გაციება, აგრეთვე - ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლა. პნევმოსკლეროზი შეიძლება იყოს ფილტვის ქსოვილის მექანიკური (ჭრილობა) დაზიანების შედეგიც. ეს დაავადება შეიძლება გამოიწვიოს ბრონქულ ხეში უცხო სხეულის მოხვედრამაც. ამრიგად, პნევმოსკლეროზის განვითარებას მრავალი მიზეზი აქვს: პნევმონია, პნევმოკონიოზი, ბავშვთა ინფექციები (წითელა, ყივანახველა), მავნე, შხამიანი ნივთიერებების ჩასუნთქვა და ფილტვების დაბინძურება, ქრონიკული ბრონქიტი ხშირი გამწვავებით, ბრონქოექტაზია. გარდა ამისა, პნევმოსკლეროზი შეიძლება განვითარდეს სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში ჰემოდინამიკის დარღვევის შედეგადაც, მაგალითად, მარცხენაპარკუჭოვანი გულის უკმარისობის, მიტრალური სტენოზის, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (განსაკუთრებით - მორეციდივე ფორმის) დროს. პნევმოსკლეროზი შეიძლება გამოიწვიოს აგრეთვე მაიონიზებელმა გამოსხივებამ, ზოგიერთმა მედიკამენტმა, რომლებიც ტოქსიკურ პნევმოტროპულ ეფექტს ახდენს. პნევმოთორაქსი ასევე შეიძლება განვითარდეს ხანგრძლივი გასტროეზოფაგური რეფლუქსისა და კუჭის შიგთავსის ასპირაციის შედეგად. ბოლო ხანს გაიზარდა პნევმოსკლეროზის განვითარებაში ვირუსებით, მიკოპლაზმით, რიკეტსიებით, პნევმოცისტებით, ლეგიონელებითა და სხვა მიკროორგანიზმებით გამოწვეული პნევმონიის როლი. ასეთი პნევმონიები აღენიშნებათ ხანდაზმულებს, აგრეთვე - პირებს, რომლებსაც დაქვეითებული აქვთ იმუნოლოგიური რეაქტიულობა. ამ შემთხვევაში ანთებითი პროცესის სრული ალაგება არ ხდება, ამასთან, ფილტვის დაზიანებულ უბანში ვითარდება შემაერთებელი ქსოვილი, ობლიტერირდება ალვეოლის სანათური.


- თქვენ პნევმოსკლეროზის ფორმები ახსენეთ. რამდენად ირღვევა ფილტვის ფუნქცია ლოკალური თუ დიფუზური პნევმოსკლეროზის დროს?
- ლოკალური პნევმოთორაქსი არსებით გავლენას არ ახდენს ფილტვის აირთა ცვლის ფუნქციასა და მექანიკურ თვისებებზე. დიფუზური პნევმოსკლეროზის დროს ფილტვი ხდება რიგიდული, საგრძნობლად მცირდება ადეკვატური ვენტილაციისა და პერფუზიის შესაძლებლობები.


- რა ჩივილებით ვლინდება პნევმოსკლეროზი?
- ლოკალური, კეროვანი პნევმოსკლეროზი კლინიკურად შესაძლოა არც კი გამოვლინდეს. პაციენტი შესაძლოა უჩიოდეს სუსტ ხველას ნახველით. გასინჯვისას ზოგჯერ შეინიშნება გულმკერდის ჩაზნექა დაზიანებულ მხარეს. დიფუზური პნევმოსკლეროზის მუდმივი ნიშანია ქოშინი, რომელსაც ხშირად პროგრესირების ტენდენცია ახასიათებს. საწყის სტადიაში ქოშინი შესაძლოა აღმოცენდეს მხოლოდ ფიზიკური დატვირთვისას, მოგვიანებით კი მოსვენების დროსაც. პნევმოსკლეროზს ყოველთვის ახლავს თან ქრონიკული ბრონქიტის მოვლენები, ამიტომ პაციენტები უჩივიან ხველას, თავდაპირველად - იშვიათად, მხოლოდ დილაობით, მერე და მერე ხველა ხშირდება და უფრო შეუპოვარი ხდება. ამოხველებისას ადრეულ სტადიებში გამოიყოფა ლორწოვანი ნახველი, ხოლო მოგვიანებით - ჩირქოვანი. არ არის გამორიცხული ყრუ ტკივილი გულმკერდის არეში, წონის დაკლება, ზოგადი სისუსტე, ადვილად დაღლა. ფილტვების ელასტიკურობის დაქვითების გამო გაძნელებულია ჩასუნთქვა, ხოლო ჰიპოქსია,  რომელიც თანდათანობით ღრმავდება, იწვევს პნევმოსკლეროზის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშნის - ციანოზის ჩამოყალიბებას. დაავადების პროგრესირება იწვევს ფილტვ-გულის უკმარისობას, ციანოზს, კისრის ვენების დაბერვას, ქოშინს.



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 24-04-2015
დათო
რას ნიშნავს პერიბრონქული ინფილტრაცია?კიბოს ხომ არა?
დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
კატეგორიის სხვა სტატიები
გთავაზობთ 4 ეფექტურ საშუალებას, თუ როგორ გაიწმინდოთ ფილტვები მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხდებით, 2030 წლისთვის ტუბერკულოზის ეპიდემიის ლიკვიდაცია უნდა მოხდეს.
პირის ღრუს ჰიგიენას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ კბილების, არამედ ფილტვების ჯანმრთელობისთვისაც
ვიდეო დაგეხმარებათ პნევმონიის არსის გაგებაში და მისგან განკურნების მართვაში.
ტრაქეა ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და „სასუნთქ ყელს, არტერიას“ ნიშნავს.
ბრონქებისა და ფილტვების დაავადებების განვითარების თავისებურებებსა და
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად