/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

როგორ შევარჩიოთ კოსტიუმი

როგორ შევარჩიოთ კოსტიუმი
შავი კოსტიუმი, ერთი შეხედვით, კლასიკურია, მაგრამ თანამედროვე ეტიკეტი მოითხოვს, ის საქმიანი გარდერობიდან ამოიღოთ, თუ, რა თქმა უნდა, მცველი ან ოფიციანტი არ ბრძანდებით.

.

  • კიდევ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, როდესაც კოსტიუმის შეძენას გადაწყვეტთ?

  1. ქსოვილს. ალბათ, ზედმეტია იმის თქმა, რომ სინთეტიკური ქსოვილი ნატურალურს ბევრი რამით ჩამოუვარდება. იარლიყზე მითითებულია, რისგან არის შეკერილი თქვენ მიერ მოწონებული კოსტუმი. შალის ნართისა და მისი ნაწარმის ხარისხის კონტროლს შალის საერთაშორისო სამდივნო ახორციელებს. მხოლოდ ამ კონტროლის გავლის შემდეგ აქვს უფლება საწარმოს, თავის ნაწარმზე დასვას Pure wool ანWoolmark ნიშანი, რომელსაც საქმიან წრეებში მეტად აფასებენ. საერთაშორისო სახელის მქონე საფეიქრო საწარმოს პროდუქციაზე, ჩვეულებრივ, სახელობით მარკასაც აკერებენ, რაც ასევე მაღალი ხარისხის მაჩვენებელია.
  2. ნაკერებს. კარგი კოსტიუმის დამზადებისას წებო, პრაქტიკულად, არ გამოიყენება. რაც უფრო ელიტურია ნაკეთობა, მით უფრო ნატიფია მასში ტრადიციული ნაკერები და მეტია ხელით შესრულებული სამუშაო. ასე რომ, ყურადღება მიაქციეთ ნაკერებს. მრუდე და გამოძენძილი ნაკერი ნაკეთობის დეფექტის მაჩვენებელია.

კოსტიუმი არ უნდა იყოს:

  1. არც დიდი, არც პატარა. ის არც მოძრაობაში უნდა გიშლიდეთ ხელს და არც საკიდივით გეკიდოთ ტანზე. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ შარვალს. კლასიკური მოთხოვნისამებრ, მისი ქვედა ტოტი თავისუფლად უნდა ეშვებოდეს ფეხსაცმელზე და ერთ მცირე ნაკეცს ქმნიდეს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ შარვლის ტოტი ქუსლის მხარეს 1-1,5 სმ-ით გრძელია. და კიდევ: ჯდომისას შეიძლება გამოჩნდეს წინდები და არა შიშველი წვივები.
  2. შავი. ის მისაღებია მხოლოდ ფორმალურ ღონისძიებებზე. გამონაკლისია ავანგარდული შავი კოსტიუმი, რომლითაც შეგიძლიათ ეწვიოთ ღამის კლუბს ან სამორინეს. სხვა შემთხვევაში შავი კოსტიუმი ოფიციანტების, მეტრდოტელებისა და მცველების უნიფორმაა. უკიდურეს შემთხვევაში, არჩევანი შავ, ვიწროზოლიან ქსოვილზე შეაჩერეთ. თანამედროვე საქმიანი ეტიკეტი კლა¬სიკურ რუხ და ლურჯ ქსოვილებს ანიჭებს უპირატესობას.
  3. აბრეშუმის ან ბამბის. ეს ქსოვილები წლის ცივ პერიოდში ისევე მიუღებელია, როგორც ღია ფერის მსუბუქი ქსოვილი საქმიან შეხვედრაზე.
  4. ყველა ღილზე შეკრული. შეიკარით ნებისმიერი ღილი, ქვედას გარდა. ეს ძველებური ინგლისური წესი დღემდე უცვლელია. პიჯაკი შეგიძლიათ შეიხსნათ სუფრასთან და სავარძელში ჩაჯდომისას, ხოლო გახდა დასაშვებია მხოლოდ არაფორმალურ ვითარებაში.
  • რაზე მეტყველებს ღილების რაოდენობა

ერთი ღილი - ასეთი რამ მხოლოდ შოუბიზნესის წარმომადგენელთა ტანსაცმელზე შეიძლება ნახოთ. საქმიანი ადამიანებისთვის ერთღილიანი პიჯაკი მიუღებელია. ორღილიანი პიჯაკი ბანკირის უნიფორმაა. იკვრება მხოლოდ ზედა ღილზე. სამი ღილი, რომელთაგან ზედას ოდნავ ფარავს ლაცკანი. იკვრება ორი ზემოთა ან მხოლოდ შუა ღილი. შეხვდებით როგორც საქმიან, ისე არაფორმალურ კოსტიუმებზე. ოთხი ღილი სპორტული ვარიანტია. დასაშვებია მხოლოდ არაფორმალურ კოსტიუმზე.

  • ფერთა მომგებიანი შეხამება

  1. რუხი ლურჯთან (პერანგთან, ჰალსტუხთან, სვიტერთან, ქამართან) - ფერთა კლასიკური შეხამებაა და მიუხედავად ტრადიციულობისა, არასოდეს ძველდება.
  2. რუხი ცისფერთან - ეს ფერი თეთრის შესანიშნავი ალტერნატივაა, თუ არ გსურთ, მეტისმეტად მკაცრი იერი გქონდეთ.
  3. რუხი ზღვის ტალღის ფერთან - ძალიან ელეგანტურია. იდეალურია ღია წაბლისფერთმიანი მამაკაცებისთვის.

  1. ლურჯი თეთრთან- კლასიკაა. ბანალური რომ არ გამოჩნდეთ, `გააზავეთ~ ფერთა ეს შეხამება მესამე კონტრასტული ფერით - შავით, ყვითლით ან იისფერით.
  2. ლურჯი შინდისფერთან - თამამი, მეტად ეფექტური შეხამებაა.
  3. ლურჯი ვარდისფერთან - საზეიმო ვარიანტია კლასიკურ ინგლისურ სტილში.

  1. ყავისფერი სტაფილოსფერთან- თუ ექსპერიმენტების არ გეშინიათ, სინჯეთ: ნათელი ფერები ერთფეროვანი მასიდან გამოგარჩევთ (რასაკვირველია, თუ დრო და ადგილი ამისთვის შესაფერისია).
  2. ყავისფერი ხაკისფერთან - ტრადიციული შეხამებაა.
  3. ყავისფერი ჩალისფერთან - იდეალური პალიტრაა შავგვრემანი მამაკაცისთვის.

  1. შავი შავთან - მისაღებია კლუბური საღამოსთვის, მაგრამ არა ოფისში სამუშაოდ. ვიზუალურად ხვეწს აღნაგობას, ხაზს უსვამს კანის სიფითრეს.
  2. შავი წითელთან- შეუმჩნეველი ნამდვილად არ დარჩებით.
  3. შავი რუხთან - უტყუარი კომბინაციაა, მაგრამ უღიმღამოდ რომ არ გამოიყურებოდეთ, ანსამბლი მესამე ფერით გამოაცოცხლეთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

პნევმონია - გამომწვევი მიზეზები, გართულებები და რისკ-ფაქტორები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პნევმონია - გამომწვევი მიზეზები, გართულებები და რისკ-ფაქტორები

პნევმონია ვითარდება სასუნთქი გზების ინფექციური პროცესების დროს, როგორც გართულება.

  • პნევმონიამ შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი ან მწვავე გართულებები ნებისმიერი ასაკის ადამიანში;
  • თუკი არ მოხდება პნევმონიის მკურნალობა შესაძლოა სიცოცხლისთვის სახიფათო გართულებები გამოვლინდეს;
  • 5 წლის ასაკამდე ბავშვები და 65 წელს ზემოთ პირები განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან

პნევმონიის მწვავე მიმდინარეობით განვითარების რისკ-ჯგუფებში შედიან:

  • 5 წლამდე ბავშვები;
  • 65 წლის ზემოთ პირები;
  • პირებს რომელთაც აღენიშნებათ: ასთმა,ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, გულის, თირკმლის, ღვიძლის დაავადებები, დიაბეტი;
  • პირები, რომელთაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ;
  • მწეველები

ძირითადი სიმპტომებია:

  • სუნთქვის გაძნელება;
  • ტკივილი გულმკერდის არეში;
  • დაღლილობა, სისუსტე;
  • მადის დაქვეითება;
  • ხველა;
  • ციანოზი(ჟანგბადის ნაკლებობით გამოწვეული);
  • ტემპერატურა(თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მიმდინარეობდეს სიცხის გარეშეც);
  • თავის ტკივილი

პნევმონიის მძიმე მიმდინარეობისას ჟანგბადის მოხვედრა სისხლში გაძნელებულია, რაც ჰაერის უკმარისობას იწვევს. ჟანგბადის დაბალი მაჩვენებელი კი სიცოცხლისთვის საშიში შეიძლება აღმოჩნდეს. პნევმონიისას, ზოგიერთ შემთხვევაში, ვითარდება ფილტვის აბსცესი(ფილტვის ქსოვილში ლოკალიზებული ჩირქოვანი წარმონაქმნი).

პნევმონიის პროფილაქტიკა შესაძლებელია ვაქცინაციით.

ფილტვები ანთების დროს აუცილებელია შესაბამისი მკურნალობის დაწყება. ამას გარდა, საჭიროა დასვენება, დიდი რაოდენობით სითხის მიღება, ჰიგიენის დაცვა.