/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

როგორ შევარჩიოთ ახალშობილისთვის ტანსაცმელი

როგორ შევარჩიოთ ახალშობილისთვის ტანსაცმელი
ორსულობის პირველი თვეების გასვლის შემდეგ მომავალი დედა იმაზე იწყებს ფიქრს, რა ჩააცვას ახალშობილს, როგორ მოაწყოს ბავშვის კუთხე ან ოთახი, რომ პატარამ

თავი მყუდროდ და კომფორტულად იგრძნოს. ზოგი მშობელი ამ საკითხს ცრურწმენით ეკიდება და ბავშვის დაბადებამდე არაფერს ყიდულობს. მშობიარობის შემდეგ კი ახალგაზრდა დედას იმის დრო და საშუალება ნამდვილად არ ექნება, მაღაზიებში ირბინოს, ან ყველაფრის ნაჩქარევად ყიდვა მოუწევს. თანამედროვე ახალგაზრდა წყვილები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას წარსულიდან გადმოყოლილ ცრურწმენებს და ყველაფერს ადრევე ყიდულობენ.

ორსულობის ბოლო თვეებში მომავალ დედას უამრავი თავისუფალი დრო აქვს იმისათვის, რომ მოიფიქროს, რა ნივთები დასჭირდება მას და მის პატარას. ბავშვის დაბადების შემდეგ კი შეიძლება ვერც იშოვოს აუცილებელი საგნები, განსაკუთრებით, თუ ოჯახში პირველი ბავშვი ჩნდება. გარდა ამისა, ასეთი სახის საყიდლები ქალს ფსიქოლოგიურადაც ამზადებს დედობისთვის.

დღეს უამრავი საბავშვო მაღაზიაა და პროდუქციაც მრავალფეროვანია, ამიტომ ბევრს და ძალიან ძვირს ნურაფერს შეიძენთ. ბავშვს წლამდე ბევრი არაფერი სჭირდება. შემდეგ რჩება უამრავი ჩაუცმელი ტანსაცმელი და ქარს გატანებული ფული. ბავშვთა ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ყველაზე პატარებისთვის შევარჩიოთ პასტელის ფერის ტანსაცმელი. ბავშვის თვალს არ გააღიზიანებს ნაზი ვარდისფერი, ცისფერი, კრემისფერი. შეიძლება რჩევა ჰკითხოთ მაღაზიის კონსულტანტებს ან ბავშვის ტანსაცმლის გამყიდველებს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მომავალი მშობლები ბავშვის ტანსაცმელს სილამაზის მიხედვით აფასებენ, თუმცა უპირველესი კრიტერიუმია მოხერხებულობა - ტანსაცმელი არ უნდა ბოჭავდეს ბავშვის მოძრაობას და სრულებით ზედმეტია სამშვენისის დანიშნულების მჭიდრო შესაკრავები და რეზინები. სამოსი რაც უფრო ადვილად ჩასაცმელი იქნება, ნაკლებ უხერხულობას შეუქმნის ბავშვს.

  • ზომა

ტანსაცმელი არ უნდა იყოს ვიწრო ან ფართო, რადგან პატარები ძალიან სწრაფად იზრდებიან, უმჯობესია ერთი ზომის 2-3 ხელი სამოსი შეუძინოთ მხოლოდ.

  • ხარისხი

შეკითხვა ექიმს
<p>-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?</p>

რა თქმა უნდა, ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი უფრო ჯანსაღიც არის და კომფორტულიც, ამიტომ ეცადეთ, ახალშობილს მხოლოდ ნატურალური ქსოვილის სამოსი უყიდოთ. მნიშვნელოვანია შეკერვის ხარისხიც. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რამდენად ფაქიზადაა ნაკერები გაკეთებული, კარგად არის თუ არა მიკერებული ღილები, როგორ იხსნება კნოპები. თუ ძნელად იხსნება, მაშინ მის ირგვლივ ქსოვილი ადვილად დაიხევა. რაიმე რომ არ გამოგრჩეთ, პირველ ხანებში პატარასთვის ტანსაცმლის სია წინასწარ შეადგინეთ.

  • პერანგები:

5-6 მსუბუქი, 2-3 თბილი და კიდევ ერთი შალის პერანგი, გარეთ სასეირნოდ, სრულებით საკმარისია.

  • კომბინეზონი:

ასევე დაგაინტერესებთ
ახალშობილთა კანის არაინფექციური დაავადებები

1-2 თბილი, ზამთრის კომბინეზონი;

  • ბოდი:

2-3 მოკლესახელოებიანი და ამდენივე გრძელსახელოებიანი.

  • საცოცავი:

3-4 ცალი.

  • ქუდი ან ჩაჩი:

2-3 გრილი, 1-2 თბილი და თბილი ქუდი შემოდგომა-ზამთრისთვის.

  • წინდები:

2 წყვილი ბამბისა და 1 წყვილი შალის. წლის ბავშვს შედარებით მეტი წინდა დასჭირდება.

სეირნობისთვის შეიძლება შეიძინოთ საძილე ტომარა და თხელი კონვერტი საზაფხულოდ, ბეწვისა კი საზამთროდ. ჩახსნილ პერანგებს პირველი თვეებისთვის უმჯობესია გარეგანი ნაკერები ჰქონდეს, მხარზე კი ღილებითა და კნოპებით იკვრებოდეს. ეს ძალიან მოხერხებულია ბავშვისთვის.

ბავშვის ტანსაცმლის ყველაზე მოხერხებული ვარიანტია ბოდი, განსაკუთრებით პამპერსის ხმარებისას. ცნობილია, რომ არც ერთ ბავშვს არ უყვარს ჩაცმა, ბოდი კი საშუალებას გვაძლევს პამპერსი ყოველგვარი უხერხულობის გარეშე გამოვცვალოთ. აუცილებელია მსუბუქი, თხელი ქსოვილის ხელთათმანებიც, ბავშვმა სახე რომ არ დაიფხაჭნოს. შესაძლოა, პატარამ ისინი ადვილად წაიძროს, ამიტომ პერანგზე მიაკერეთ. სიფხიზლის დროს ჯობს ბავშვი ხელით გეხებოდეთ, საგნებს ეჭიდებოდეს, რომ მცირე მოტორიკა განუვითარდეს, თათმანები კი აუცილებელია ძილის დროს, უნებურად თავი რომ არ დაიზიანოს. ჩაჩი აუცილებელია მხოლოდ პირველი ორი თვის განმავლობაში, შემდეგ ბავშვები მას, როგორც წესი, თავზე აღარ იჩერებენ. ამიტომ ჩაჩს ბევრს ნუ იყიდით, პირველ ხანებში სრულიად საკმარისია 1-2 ცალი. ქუჩაში ის აუცილებელია, ზაფხულში - თხელი, ზამთარში კი - თბილი.

ახალგაზრდა მშობლებს გვინდა ვურჩიოთ, ბავშვს ამინდის შესაბამისად ჩააცვან. მას არც უნდა სციოდეს და არც სცხელოდეს. ბავშვის ჩაფუთვნა არ შეიძლება - შესაძლოა გაოფლიანდეს და ადვილად გაცივდეს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

თუ ბავშვს გზაში გული ერევა - როგორ მოვიქცეთ გამგზავრებამდე და მგზავრობისას
თუ ბავშვს გზაში გული ერევა - როგორ მოვიქცეთ გამგზავრებამდე და მგზავრობისას
ბავშვებში მგზავრობისას გულისრევა და დისკომფორტი გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ბევრი მშობლისთვის ნაცნობია.
სრულად
უნდა დავალევინოთ თუ არა ახალშობილს წყალი? - თანამედროვე რეკომენდაცია
უნდა დავალევინოთ თუ არა ახალშობილს წყალი? - თანამედროვე რეკომენდაცია
სრული სახელმძღვანელო მშობლებისთვის
სრულად
სად დავისვენოთ ზაფხულში წლამდე ბავშვთან ერთად
სად დავისვენოთ ზაფხულში წლამდე ბავშვთან ერთად
იდეალური მიმართულებები და პრაქტიკული რჩევები მშობლებისთვის
სრულად
სწავლის პრობლემები
სწავლის პრობლემები
ბევრი მშობელი წუხს იმის გამო, რომ მათ შვილებს პრობლემები აქვთ სწავლაში, თანატოლებს ჩამორჩებიან და
სრულად
დიასახლისი დედები და დასაქმებული დედები
დიასახლისი დედები და დასაქმებული დედები
ამბობენ, რომ დიასახლისი დედები დასაქმებულ დედებთან შედარებით უფრო დეპრესიულები, ბრაზიანები და სევდიანები არიან.
სრულად
როგორ მოვამზადოთ ბავშვი სასკოლოდ
როგორ მოვამზადოთ ბავშვი სასკოლოდ
სკოლაში ბავშვი ახალ სივრცეში ხვდება. აკადემიური გარემო მისგან განსხვავებულ ქცევას და უნარებს მოითხოვს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

როგორ შევარჩიოთ ახალშობილისთვის ტანსაცმელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები