/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საფენს

როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საფენს

ბავშვის პირველი საფენები გასული საუკუნის 60-იან წლებში გამოჩნდა, როგორც დედის შრომის შესამსუბუქებელი საშუალება არა მთელი დღე-ღამის განმავლობაში, არამედ დროის გარკვეულ კონკრეტულ პერიოდში. საქართველოში 25 წელია, რაც აქტიურად იყენებენ ბავშვის საფენებს და დღემდე რჩება ახალგაზრდა მშობლების ოჯახური ბიუჯეტის განუყოფელ ნაწილად.

რა ხანგრძლივობით მოგვიწევს საფენების შეძენა და არსებობს თუ არა ბავშვის საფენიდან ქოთანზე სწრაფად გადასმის მეთოდი, როგორ გავიგოთ როდისაა საფენის გადაჩვევის საუკეთესო დრო?

ნორმის დროს პატარები 3-4 წლი­სთვის უკვე მშრალები უნდა იღვიძებდნენ და ქოთანზე სხდებოდნენ. მაგრამ საფენის მუდმივმა გამოყენებამ გამოიწვია ის, რომ ენურეზის შემთხვევები სულ უფრო ხშირია 5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვთა შორის.

რამდენად მავნეა საფენი, ეს მეორე საკითხია, თუმცა მნიშვნელოვანია რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გადავაჩვიოთ ბავშვი საფენს და მივაჩვიოთ ქოთანს.

ახალშობილებს არ შეუძლიათ შარდის შეკავება. წლამდე ასაკის ბავშვის ტვინი და ნერვული სისტემა ჯერ კიდევ არაა პასუხისმგებელი ორგანიზმის გამომყოფსისტემაზე და მხოლოდ 18 თვის ასაკიდან ჩნდება კონტროლი სწორი ნაწლავისა და შარდის ბუშტის მუშაობაზე. სწორედ ამ ასაკიდან აქვს აზრი ვაკონტროლოთ პამპერსის გადაჩვევის პროცესი. თავისთავად, ბავშვი თავადაც უნდა „მომწიფდეს“, რათა დედას მარტოს არ მოუხდეს ამ სამუშაოს ჩატარება და „თანამშრომლობა“ უფრო ეფექტური იყოს.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მყავს 11 თვის პატარა და დაუდგინდა ჭინჭრის ციება. სისხლის ანალიზებში არანაირი ცვლილება არ იყო. ესლოტინის, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დასალევად დანიშნული. მეთორმეტე დღეს მხოლოდ ბარძაყებზე გამოაყარა პატარა ბრტყელი ვარდისფერი ლაქები და აულაგდა იმ დღესვე. 20 დღე ვიმკურნალეთ. შესაძლებელია კიდევ რომ გაუმეორდეს? მყავს ბუნებრივ კვებაზე. რასაც მანამდე ვჭამდი და მასაც ვაჭმევდი, სიახლე არ გვქონია არაფერი. შესაძლებელია მცენარეს ან მწერის ნაკბენს გამოეწვია ჭინჭრის ციება? დაუუდოვებელს არ ვაცმევ და დაუუთოვებელში არ ვაწვენ. შიში დამრჩა რომ გაუმეორდება, ლამის ღამეც არ დავიძნო და ვათვალიერებ სულ ახალი გამონაყარაი ხომ არ აქვს სადმე. 20 დღეა დიეტაზე ვართ. ეგებ მირჩიოთ რამე.</p>

აღსანიშნავია, რომ 6 თვის ასაკიდან ბავშვებს მშრალი პაუზის შენარჩუნება მაქსიმუმ 3 საათის განმავლობაში შეუძლიათ. შარდის ბუშტზე საბოლოო კონროლი კი 3-4 წლის ასაკისათვის ჩნდება და ამ ასაკიდან უკვე არც ღამით და არც დღისით აღარ უნდა იყოს ჩასველების შემთხვევები.

შესაბამისად, პატარას ქოთანზე გადასმისა და საფენზე უარის თქმის იდეალური ასაკი 18-24 თვეა.

როგორ გავიგოთ, რომ ბავშვი მომწიფდა?

  • შარდვა ხდება დროის კონკრეტულ შუალედში, ანუ აღინიშნება ერთგვარი რეჟიმი (ძილის, ჭამის, გასეირნების შემდეგ);
  • პატარას თავად შეუძლია ტრუსის ჩაწევა;
  • ბავშვი მშობელს ეუბნება, როდის უნდა მოშარდვა ან დეფეკაცია (ჟესტებით, ბგერებით და ა.შ.);
  • ბავშვი უკმაყოფილებას გამოხატავს დასვრილი და გადავსებული საფენის გამო;
  • საფენი რეგულარულად მშრალია 2-3 საათის განმავლობაში;
  • ბავშვი დაინტერესდა ქოთნით, მუდმივად ჯდება მასზე ან სვამს თავის სათამაშოებს;
  • ბავშვი მუდმივად იხდის საფენს ან უკმაყოფილებას გამოთქვამს მისი ჩაცმისას.

როგორ გადავაჩვიოთ საფენს

პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და რთული შეიძლება აღმოჩნდეს და საჭიროებს მოთმინებას, რათა ეს ეტაპი ბავშვთან ერთად შედარებით სწრაფად და უმტკივნეულოდ გავიაროთ.

პირველ რიგში, მოვიმარაგოთ დიდი რაოდენობით კოლგოტი და შევარჩიოთ ყველაზე ლამაზი ქოთანი, რომელიც მოეწონება ჩვენს პატარას. კოლგოტი არ უნდა იყოს ძალიან ვიწრო, რათა ბავშვმა თავად შეძლოს მისი გახდა და ჩაწევა. გავაცნოთ პატარას ქოთანი, ავუხსნათ, როგორ შეიძლება მისი მოხმარება. დავსვათ ქოთანზე, რათა გამოსცადოს ახალი მოწყობილობა. დილიდან ნუ ჩააცმევთ ბავშვს საფენს და დასვით ქოთანზე ყოველ ნახევარ საათში. თუ ბავშვმა ჩაისველა, მაშინვე ნუ გამოუცვლით. მოიცადეთ 3-5 წუთი, ვიდრე პატარა თავად იგრძნობს, რომ სველ შარვალში ყოფნა არაკომფორტულია. შემდეგ გახადეთ, ჩაბანეთ და ჩააცვით კოლგოტი ან შარვალი. როგორც წესი, ეს მეთოდი მაქსიმუმ 2 კვირაში იძლევა შედეგს.

მეორე მეთოდია საფენის გადაჩვევა დადებით მაგალითზე. როგორც წესი, ბავშვებს უყვართ უფროსი ბავშვების თითოეული სიტყვისა და მოქმედების გამეორება. თუ ოჯახში არის უფროსი ბავშვი, საფენის გადაჩვევის პროცესი უფრო სწრაფად წარიმართება.

თუ ოჯახში უფროსი ბავშვი არ არის, გამოიყენეთ თამაშის საშუალება. ყველა პატარას აქვს საყვარელი სათამაშო. დასვით ის მინიქოთანზე და შესთავაზეთ ბავშვს, დაჯდეს სათამაშოს გვერდით.

ყველა ეს მეთოდი მისაღებია დღის განმავლობაში, მაგრამ სეირნობისას როგორ მოვიქცეთ? თან იქონიეთ (ზაფხულის პირობებში) რამდენიმე კოლგოტი ან ტრუსი და გამოუცვალეთ. სიცივეში, რასაკვირველია, უნდა გავუკეთოთ საფენი, პატარა რომ არ გაგვიცივდეს. სპეციალისტები საფენის გადაჩვევას ზაფხულის დასაწყისიდან გვირჩევენ. ასევე მნიშვნელოვანია ბავშვის განწყობაც. თუ ბავშვი ჭირვეულობს, უნდა დავიცადოთ ერთი-ორი დღე.

როგორ მივაჩვიოთ ბავშვი საფენის გარეშე ძილს?

მთავარია აღვიჭურვოთ მოთმინებით, რადგანაც ძილში პატარა თავს ნაკლებად აკონტროლებს.

  • შეზღუდეთ სითხის მიღება ძილის წინ;
  • თუ ბავშვი ძილში წრიალებს, იღვიძებს, დასვით ქოთანზე;
  • ძილის წინ დასვით ქოთანზე;
  • გაღვიძებისთანავე დასვით ქოთანზე, მიუხედავად იმისა, მშრალმა გაიღვიძა თუ სველმა;
  • მზად გქონდეთ გამოსაცვლელი თეთრეული, საღამური და სველი ხელსახოცები. თუ ღამით ბავშვს აბაზანაში წავიყვანთ დასაბანად, შემდეგ მისი დაძინება დიდხანს მოგვიწევს. რეკომენდებულია, დავიდგათ გვერდით ღამის ქოთანი;
  • ჩამოაყალიბეთ მიზეზშედეგობრივი კავშირი. ბავშვმა უნდა გაიხსენოს ქოთანი, როგორც კი მოშარდვის სურვილი გაუჩნდება.

რაც მთავარია, ყოველთვის შეაქეთ მშრალი ტრუსისა და საწოლის გამო, რათა მან დაიმახსოვროს, რომ შეუძლია დედის გახარება.

რისი გაკეთება არ შეიძლება კატეგორიულად

  • კატეგორიულად არ შეიძლება ქოთანზე ბავშვის დასმა, თუ ის გვეწინააღმდეგება ან არ არის ხასიათზე. კარნახი არ გვიშველის, უფრო გააღრმავებს პრობლემას და გაახანგრძლივებს საფენის გადაჩვევის პროცესს.
  • ბავშვის გაკიცხვა სველი ტრუსის ან საწოლის გამო. ეს გამოიწვევს ბავშვის ნევროზსა და ენურეზს, რომლის მკურნალობაც კიდევ უფრო დიდ დროს საჭიროებს. არ უნდა დავუყვიროთ ბავშვს და შევარცხვინოთ იგი.
  • დავაწვინოთ ბავშვი ჩვენს საწოლში. ბავშვი თავიდანვე საკუთარ საწოლში უნდა იწვეს. მისი კომფორტისათვის საჭიროა შესაბამისი პირობების შექმნა (დიზაინი, სათამაშოები, იავნანა, ოჯახური რიტუალი ძილის წინ, დაბანა, ზღაპარი, დედის კოცნა და ა.შ.).
  • საფენის გაკეთება შუა ღამეს, თუ ტრუსების გამოცვლით დაიღალეთ. ბავშვის თვითდისციპლინა მშობლების მაგალითით ვითარდება.
  • ყოველ 2-3 საათში ბავშვის ლოგინიდან წამოყენება და ქოთანზე დასმა.

სტატისტიკისა და სამედიცინო კვლევების თანახმად, ჩვევის ფორმირებას დაახლოებით 20-21 დღე სჭირდება. მთავარია, სწორი ატმოსფერო, სიყვარული და, რასაკვირველია, მოთმინება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საფენს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები