/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პროქტოლოგია

ანალური არხის ნახეთქი (ანალური ნაპრალი)

ანალური არხის ნახეთქი (ანალური ნაპრალი)
ანალური ნახეთქი ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული პროქტოლოგიური პრობლემაა. ის ანალური არხის ლორწოვანი გარსის მთლიანობის დარღვევას უკავშირდება.

ანუსის უკანა კედელზე განვითარებული ქსოვილის ნახეთქები სხვადასხვა სიღრმისა და სიგრძისაა ხოლმე. დროთა განმავლობაში ჭრილობა სახეს იცვლის, მის კიდეებზე გრანულაცია (ერთგვარი ამობურცულობები) ვითარდება, რომელიც შესაძლოა ფიბროზულ პოლიპადაც კი იქცეს.

ანალური ნახეთქის უყურადღებოდ დატოვება ყოვლად დაუშვებელია, რადგან არანამკურნალები პათოლოგია სხვა, უფრო მძიმე გართულებებს აძლევს დასაბამს.

სწორედ ამ პრობლემის თავისებურებებზე გვესაუბრება და რეკომენდაციებს გვაძლევს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი ქირურგიულ კათედრაზე, ექიმი-პროქტოლოგი – თეა ზურაბიშვილი:

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

– ქალბატონო თეა, საზოგადოდ, პროქტოლოგიურ პათოლოგიებს შორის რომელი უფრო ხშირად გხვდებათ, ანალური ნაპრალი თუ სწორი ნაწლავის სოლიტარული წყლული?

– ანალური ნაპრალი არის ნახეთქი (ჭრილობა) ანალურ არხში, რაც იწვევს ტკივილს, წვას, ქავილს ანალურ მიდამოში. ანალური ნაპრალი შეიძლება ჩამოუყალიბდეს ნებისმიერი ასაკისა და სქესის წარმომადგენელს, უმთავრესად უვითარდებათ ახალგაზრდებს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ. ვარ 28 წლის გოგო, დეფეკაციის დროს შევნიშნე სისხლი, ამის შემდეგ ვიყავი პროქტოლოგთან გამსინჯა და მითხრა რო არაფერი კვლევა არ მესაჭიროებოდა, მხოლოდ ნატალსიდის სანთელი დამინიშნა 10 დღე... დიაგნოზი: შიგნითა ჰემოროიდული კვანძი, ეროზიის და წყლულის გარეშე.. დიეტა არ გჭირდებაო ასე მითხრა და ისიც მითრა არაფერი არ არის ეს ისეთი, ყველას აქვს თითქმისო.. დავიწყე ამ სანთლის გაკეთება და მეორე გაკეთების დროს ვიგრძენი წვა და დამეწყო ფაღარათი.. რომ დავურეკე წვა იცის ცოტაო, მაგრამ ფაღარათი არაო.. მაშინ შეწყვიტეო. შევწყვიტე 1 კვირისწინ.. გუშინ მომიწია ალკოჰოლის დალევა და დღეს ვგრძნობ უსიამოვნო შეგრძნებას უკანა ტანში და ცოტა წვას... თქვენი აზრი მაინტერესებს ამ დიაგნოზზეც და სანთელზეც.. ანუ ასე თავისით ჩაცხრება რო არ გავიკეთო ან რო გამირთულდეს... მადლობა წინასწარ</p>

ანალური ნაპრალი თავისთავად იწვევს მომჭერი აპარატის (სფინქტერის) სპაზმს, რაც ამ მიდამოში სისხლის მიმოქცევის მოშლას განაპირობებს და აფერხებს ნაპრალის შეხორცებას. რაც შეეხება საკუთრივ სფინქტერს – ანალურ არხს, აქვს ორი სფინქტერი, გარეთა და შიგნითა. გარეთა სფინქტერი ადამიანის ნებას ემორჩილება, შიგნითა მუდმივად დაჭიმულია და ხელს უწყობს შეკავებას. სწორედ შიგნითა სფინქტერის პათოლოგიური სპაზმი ვითარდება ანალური ნაპრალის დროს.

სწორი ნაწლავის სოლიტარული წყლული ვითარდება სწორი ნაწლავის ლორწოვანზე და ჩივილებით წააგავს ანალურ ნაპრალს, თუმცა ამ შემთხვევაში წყლულოვანი დეფექტი არა ანალურ არხში, არამედ სწორ ნაწლავში მდებარეობს, ამიტომ მისი დიაგნოსტიკა და მკურნალობის მეთოდები განსხვავდება ანალური ნაპრალის მკურნალობისგან.

სწორი ნაწლავის სოლიტარული წყლული იშვიათად დიაგნოსტირებადი დაავადებაა, მისი განვითარების მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არ არის, ვარაუდობენ, რომ მიზეზი შესაძლოა იყოს ხანგრძლივი დიარეა, ძლიერი ჭინთვები, სწორი ნაწლავის პროლაფსი. პათოლოგიის დიაგნოსტირებისთვის საჭიროა კოლონოსკოპიური კვლევა და უჯრედების მორფოლოგიური შესწავლა. აღნიშნული დაავადება სწორი ნაწლავის წყლულების 20%-ს შეადგენს, თითქმის თანაბრად არის გადანაწილებული ორივე სქესის წარმომადგენლებთან, ოდნავ ჭარბობს მდედრობითი სქესის წარმომადგენლებთან.

სწორი ნაწლავის სოლიტარული წყლული წარმოდგენილია შემდეგი ჩივილებით: სისხლდენა დეფეკაციის დროს, დეფეკაციის ცრუ მოთხოვნილება, ტკივილი მცირე მენჯსა და მუცლის ქვედა ნაწილში, დეფეკაციის შემდგომ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება.

მკურნალობაც განსხვავდება ანალური ნაპრალის მკურნალობისგან, აღნიშნულ შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის გეგმის შედგენა გამომწვევი მიზეზის მიხედვით, ძირითადად მოიცავს მკურნალობის კონსერვატიულ მეთოდს. სწორი ნაწლავის პროლაფსით გამოწვეული სოლიტარული წყლულის მკურნალობისთვის კი საჭიროა ქირურგიული ჩარევა.

– რა განაპირობებს ანალური ნაპრალის ჩამოყალიბებას?

– ანალურ ნაპრალს აქვს რამდენიმე გამომწვევი მიზეზი, უმთავრესია ანალური არხის ტრავმირება, რაც შემდეგი მექანიზმებით შეიძლება მოხდეს:

  • შეკრულობა;
  • დეფეკაცია მკვრივი მასებით;
  • დიარეა (ფაღარათი);
  • ორსულობა და მშობიარობა;
  • უცხო სხეულით დაზიანება;
  • ჰემატოლოგიური დაავადებები;
  • მსხვილი ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებები.

– ვინ არის რისკჯგუფში? ქალებთან უფრო ხშირია პათოლოგია თუ მამაკაცებთან?

– რისკჯგუფს მიეკუთვნებიან პაციენტები ქრონიკული ყაბზობით, ორსულები, ჰემატოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტები (ლეიკემიებით დაავადებულები) და მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადების მქონე პაციენტები. რაც შეეხება სქესთა ბალანსს, დაავადება თანაბარი სიხშირით გვხვდება როგორც ქალებთან, ასევე მამაკაცებთან.

– რა ჩივილები აქვთ ასეთ დროს პაციენტებს? რა თავისებურებებით გამოირჩევა ამ პათოლოგიის მიმდინარეობა? რომელი სიმპტომების არსებობისას უნდა მიმართოს პირმა ექიმს?

– ამ პათოლოგიის დროს ადამიანს აწუხებს:

  • ტკივილისა და წვის შეგრძნება კუჭის მოქმედების დროს. შესაძლოა ტკივილი იყოს ძალიან ძლიერი. ტკივილი ხანმოკლეა ან გრძელდება კუჭის მოქმედების შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში;
  • ქავილი ანალურ არეში;
  • სისხლდენა; სისხლი არის ალისფერი და კუჭის მოქმედების დასრულების შემდეგ ჩნდება.

შესაძლოა ანალური ნაპრალი იწვევდეს მხოლოდ სისხლდენას ტკივილის გარეშე.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ჩივილის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმ სპეციალისტს, რომ არ მოხდეს მწვავე ანალური ნაპრალის ქრონიზაცია.

– როგორ ხდება ანალური ნაპრალის დიაგნოსტირება?

– ექიმი პაციენტის ჩივილებისა და ფიზიკური გამოკვლევების საფუძველზე სვამს ანალური ნაპრალის დიაგნოზს, ეს გამოკვლევებია:

  • ანალური მიდამოს დათვალიერება დუნდულოების გადაწევით;
  • ანალური არხის თითით გამოკვლევა;
  • ანოსკოპია – მოკლე სინათლის წყაროზე მიბმული ხელსაწყოს საშუალებით ანალური არხის დათვალიერება.

– რა გართულებები ახასიათებს ანალურ ნაპრალს?

– ანალური ნაპრალი ღია ჭიშკარია პერიანალურ მიდამოში ჩირქოვან-ანთებითი პროცესების განვითარებისთვის. ნაპრალის არეში დარღვეულია ლორწოვანი გარსის მთლიანობა და იგი ვეღარ ასრულებს ბარიერის ფუნქციას. ამიტომ, აუცილებელია ამ დაავადების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ისეთი გართულების ასარიდებლად, როგორიცაა მწვავე პარაპროქტიტი.

– როგორ მკურნალობენ ანალურ ნაპრალს?

mkurnali.ge

mkurnali.ge

– ანალური ნაპრალის სამკურნალოდ საჭიროა კომპლექსური მიდგომა, რომელიც მოიცავს:

  • შეკრულობის არიდებას – დიეტის დაცვას და უფრო ხშირად ხილით, ბოსტნეულით, წვნიანი საკვებით, უჯრედისით მდიდარი პროდუქტებით კვებას;
  • ლაქსატივების მიღებას – საშუალებების, რომლებიც არბილებენ ფეკალურ მასებს და დეფეკაციას ნაკლებად მტკივნეულს ხდიან (დოზირებას და პრეპარატის მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი);
  • თბილ ჯდომით აბაზანებს.

ძირითადი და წამყვანი ანალური ნაპრალის მკურნალობაში არის სფინქტერის პათოლოგიური სპაზმის მოხსნა, რაც შესაძლებელია სპეციალური მალამოებით და ბოტოქსის ინიექციით ამ მიდამოში.

ბოტოქსის ინიექცია ანალურ მიდამოში არის ამბულატორიული პროცედურა – ავადმყოფი ინიექციის შემდეგ რამდენიმე წუთში მიდის სახლში და უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. თავად პროცედურა კი 5-7 წუთს გრძელდება და უმტკივნეულოა.

– რას ურჩევთ მკითხველს აღნიშნული პათოლოგიის საპროფილაქტიკოდ?

– ანალური ნაპრალის პროფილაქტიკისთვის სასურველია დარეგულირდეს დეფეკაციის რიტმი, თავიდან იქნეს აცილებული შეკრულობა ან ფაღარათი, დაბალანსდეს კვება და კვების რეჟიმი, ჩივილების გამოჩენისთანავე პაციენტმა მიმართოს ექიმ სპეციალისტს სწორი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გეგმის დასახვისთვის.

კომენტარები (4)
მარიამი
დღეს ზუსტად ეგ დამიდგინა და ორივე ერთად ყნდა გაკეთდეს
თარიღი : 03-02-2025
გელა
1 წელია ვიტანჯები ბუასილით და მგონი უკვე ანალური ნაპრალიც მაქვს. ყველანაირი საშუალება ვცადე. ოინტმენტები პირიქით, უფრო აძლიერებს ქავილის შეგრძნებას. ალბათ ოპერაციის გარდა არაფერი არ მიშველის. ანუ უნდა გაკეთდეს ბუასილის და ნაპრალის ოპერაცია ერთად?
თარიღი : 13-07-2024
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ანალური არხის ნახეთქი (ანალური ნაპრალი) - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები