1.ბარამბო. ბარამბოს თეთრი ყვავილები და ლიმონის ნაზი არომატი აქვს, მას სამკურნალო თვისებებიც გააჩნია. ის განსაკუთრებით ეფექტურია სისხლისმწოველი მწერების დასაფრთხობად.
2. კავკასიური გვირილა. კოღოების საწინააღმდეგო ძველი ხალხური საშუალებაა. ამ სახეობის გვირილას
3. რეჰანი. მეცნიერების კვლევებმა აჩვენა, რომ რეჰანს ერიდება ბუზი, კოღო, ბუგრი და ტკიპა. თუ რეჰანს ჩავრგავთ ქოთანში და დავდგამთ ფანჯრის რაფაზე, მწერები ვეღარ გარისკავენ სახლში შემოფრენას. შეიძლება
4. ლავანდა. ლავანდის სუნი აფრთხობს კოღოსა და ჩრჩილს. მისი მოშენება შეიძლება ქოთანში აივანზე.
5. პიტნა. პიტნის სუნი არ უყვართ ჭიანჭველებს, ტილებს, ბუზებსა და კოღოებს. ის აფრთხობს ასევე თაგვებს. შეგიძლიათ პიტნის ფოთლები განალაგოთ სათავსოში.
6.როზმარინი. შეგიძლიათ გამოიყენოთ კოღოების საწინააღმდეგოდ. 7.ასფურცელა. ის არა მარტო კოღოებს, არამედ ბუზებსაც უმკლავდება.
8. გულყვითელა. შესანიშნავი საშუალებაა კოღოების მოსაშორებლად.
9. დიდგულა. მას სპეციფიური არომატი აქვს, რომელიც ყველას არ მოსწონს. თუმცა ახლადმოწყვეტილ ტოტებს თუ მოვათავსებთ ლარნაკში, კოღოების შესაჩერებელ შესანიშნავ საშუალებას მივიღებთ.
გარდა ამისა, მიხაკის, რეჰანის, ევკალიპტის, ჩაის ხის ეთერზეთებს თუ მოვათავსებთ რაიმე ცხელ ზედაპირზე, ესეც დაგვხმარება მწერებისგან გათავისუფლებაში.
ლალი ჩხიკვაძე
როგორ ვებრძოლოთ კოღოს ნაკბენებს
თუ მწერებმა კბენით დაგაჯილდოეს
მწერის ნაკბენი
კოღოს ნაკბენს ლეიშმანიოზის გამოწვევა შეუძლია