როგორ ვებრძოლოთ კოღოს ნაკბენებს
ამიტომ აუცილებელია ქავილისგან თავის შეკავება.
ქავილის მოხსნის მიზნით კარგია ნაკბენის მრავალჯერადი გაწმენდა სოდიანი ხსნარით. ასევე უნდა მოხდეს ნაკბენი არის დამუშავება - სპირტით, კალენდულას ნაყენით, კორვალოლით ან ვალოკორდინით, ან რომელიმე სხვა ანტიჰისტამინური საშუალებით, ჩაის ხის ზეთით, პროპოლისის ხსნარით და ა.შ.
ნაკბენ ადგილზე უნდა დაიდოთ რაიმე ცივი - ცივი ხსნის ქავილს და აცხრობს შეშუპებას.
შეიძლება ანტიჰისტამინური საშუალების დალევა (მაგალითად, სუპრასტინი, ტავეგილი ან სხვ.). ეს იქნება ალერგიული რეაქციის პროფილაქტიკა.
აუცილებლად წაისვით ნაკბენზე ბრილიანტის მწვანე.
თუ კოღოს ნაკბენი ადგილი ძლიერ შეშუპდა და გაწითლდა, მაშინ აუცილებელია ალერგოლოგთან დროული ვიზიტი.
რაც შეეხება პროფილაქტიკას, კოღოებისგან თავის დასაღწევად არსებობს ეთერზეთები (ლიმნის, პიტნის, ევკალიპტის) - საკმარისია 1 წვეთი ტანისამოსს წავუსვათ – და ეს სურნელი კოღოებს აფრთხობს, თუმცა გასათვალისწინებელია ალერგიული რეაქცია არ გქონდეთ აღნიშნულ საშუალებებზე, ასევე მრავალი კრემი და ლოსიონია, რომლის შერჩევაში ფარმაცევტები დაგეხმარებიან.
იხილეთ აგრეთვე სტატიები "თუ მწერებმა კბენით დაგაჯილდოეს" და "კოღოს ნაკბენს ლეიშმანიოზის გამოწვევა შეუძლია"