/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პარაზიტოლოგია

დაუპატიჟებელი სტუმრები

დაუპატიჟებელი სტუმრები
პარაზიტების, მწერების, მღრღნელების, ქვეწარმავლებისა და ობობასნაირების მოულოდნელი სტუმრობა საკმაოდ უსიამოვნოა,

უწინარეს ყოვლისა, იმ დიდი ზიანის გამო, რომელიც შეიძლება მიაყენონ ჩვენს ჯანმრთელობას. სად შეიძლება შევხვდეთ მათ?

ჰელმინთები

მრგვალი ჭიებიდან (ნემატოდები) ყველაზე მეტად ენტერობიუსია გავრცელებული, რომელიც დაავადება ენტერობიოზს იწვევს. ვრცელდება დაავადებული ადამიანის მეშვეობით, რომლის თეძოსა და ბრმა ნაწლავშიც პარაზიტები არიან ჩაბუდებულნი. მომწიფებული ჭიები ღამით გამოდიან სწორი ნაწლავიდან და სწორი ნაწლავის კანის ნაოჭებში კვერცხებს დებენ. ეს ქავილს იწვევს. მოქავებისას კვერცხები ფრჩხილებქვეშ და თითებზე რჩება, ჰიგიენური წესების დაუცველობის შემთხვევაში ადვილად ხვდება თეთრეულზე, საოჯახო ნივთებსა და სხვა საგნებზე. მათთან უშუალო კონტაქტის დროს კვერცხი ხვდება პირის ღრუში, იქიდან კი ბრმა და თეძოს ნაწლავში ჩაითესება და ზრდა-გამრავლებას განაგრძობს.

ხშირად გვსტუმრობს ასკარიდაც. ინვაზიის წყარო დაავადებული ადამიანია, რომელიც პარაზიტის კვერცხებს განავალთან ერთად გარემოში გამოყოფს, კვერცხები მიწაში მწიფდება. მასთან კონტაქტის, ხელების დაბინძურების, წყლის, მწვანილის, ხილის, სხვა პროდუქტების თუ ნივთების მეშვეობით კვერცხი პირის ღრუდან ადამიანის ორგანიზმში ხვდება და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გადადის. წვრილ ნაწლავებში მისი გარსი იშლება და გათავისუფლებული ლარვა ნაწლავის კედელში ინერგება, გაივლის მას და სისხლძარღვებით ღვიძლსა და ფილტვებისკენ მიემართება. სასუნთქი გზების გავლით ხვდება ხახაში და ნაწლავებში, საიდანაც 2 თვეში ლარვა მწიფდება და უკვე კვერცხის დებას იწყებს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დაავადება განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში, რადგან მათ ამ პარაზიტისადმი საკმაოდ მაღალი მიმღებლობა აქვთ.

ნემატოდების წარმომადგენელია ტრიქოცეფალუსიც, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ასკარიდას მსგავსად ხვდება და საბოლოოდ ბრმა ნაწლავის ლორწოვანში იბუდებს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ. მხოლოდ ღამღამობით მაქვს ქავილის და წვის შეგრძნება ვულვის გარშემო. არ მაწუხებს გამონადენი ან სუნი. უკანა ტანიდან მეწყებოდა ეს უცნაური ქავილის შეგრძნება. შემდეგ ვსვი ნისტატინი, კლოტრიმაზოლის სანტელს და კლოტრიმაზოლის მალამოს ვიზელდი და უკეთესობა მაქვს. მაგრამ საფენების გამოყენების შემდეგ კვლავ დამეწყო.კანი არ მაქვს მოშვებული და არც დახეთქილი. ხანდახან კანზე ქავილის შემდეგ ვგრძნიბ სისველეს და აქერცლილივით მაქვს კანი. სისხლის საერთო ანალიზი გამაკეთებინა ექიმმა და ნორმაში მაქვს ყველაფერი. ეგებ რამე მირჩიოთ, რა ვქნა?</p>

დიდი საფრთხის შემცველია ადამიანის ინვაზირება სპირალური ტრიქინელათი, რომელიც "ცვრიანი მწვადის" სახელწოდებით ცნობილ დაავადებას - ტრიქინელოზს იწვევს. ინვაზიის წყაროს მტაცებლები და მღრღნელები წარმოადგენენ. ადამიანი უმთავრესად ღორისგან ინვაზირდება. თერმულად არასათანადოდ დამუშავებული, ტრიქინელას ლარვების შემცველი ხორცის ჭამისას პარაზიტის ჩანასახი ნაწლავის სანათურში ხვდება, გადის ნაწლავის კედელს, სისხლძარღვების მეშვეობით კუნთოვან ქსოვილში ითესება, ლოკალიზდება და კაფსულას იკეთებს.

ლენტისებრი ჭიებიდან ადამიანისთვის ყველაზე დიდი ზიანის მიყენება ხარისა და ღორის სოლიტერს შეუძლია. ხარის სოლიტერი ტენიარინქოზს იწვევს. ინვაზიის წყარო დაავადებული ადამიანია, რომელიც განავალთან ერთად გამოყოფს პროგლოტიდებს - მომწიფებული კვერცხებით სავსე სხეულის ნაწილებს. ისინი იფანტებიან მიწაზე, ბალახებზე. თუ ხარმა, ძროხამ ან კამეჩმა ამ კვერცხებით დაბინძურებული ბალახი შეჭამა, ისინი მის ორგანიზმში მოხვდებიან და იქ განაგრძობენ განვითარებას. თუ ადამიანმა ასეთი ცხოველის თერმულად დაუმუშავებული ხორცი მიიღო, დაინვაზირდება. პარაზიტი ბუდეს ადამიანის ნაწლავში იდებს და იქ განაგრძობს 3-5-წლიან სიცოცხლეს.

ღორის სოლიტერით გამოწვეული ტენიოზის დროს პარაზიტის საბოლოო მასპინძელი ასევე ადამიანი გახლავთ, შუამავალი მასპინძელი კი ღორია. ადამიანის განავალთან ერთად გამოყოფილი მომწიფებული კვერცხები ღორის ნაწლავებში მოხვედრის შემდეგ არღვევენ ნაწლავის კედელს, ხვდებიან სისხლძარღვებში და კუნთოვან ქსოვილში იბუდებენ. თუ ადამიანმა ასეთი ხორცი სათანადო თერმული დამუშავების გარეშე შეჭამა, მომწიფებული კვერცხები მის ნაწლავში მოხვდებიან.

ძალზე საშიშია ექინოკოკით გამოწვეული ექინოკოკოზი. პარაზიტით დასნებოვნება სამი გზით შეიძლება მოხდეს:

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსიდან. გაურეცხავ ან ცუდად გარეცხილ მწვანილსა და ბოსტნეულთან, მიწიდან აკრეფილ ხილთან ერთად ადამიანი ყლაპავს ჭიის კვერცხებს. ზოგჯერ ექინოკოკის კვერცხები შინაური ცხოველების - კატის, ძაღლის ბეწვზეც არის მიკრული.
  • სასუნთქი გზებისა და ფილტვების ლორწოვანი გარსიდან. დაავადების გამომწვევი ბრონქებში ჰაერიდან ხვდება, თუმცა ექინოკოკის ჩანასახი ბრონქულ ხეში მეორეულადაც შეიძლება მოხვდეს, როცა სხვა ადგილას არსებული ექინოკოკის ცისტა სპონტანურად სკდება და შვილეული ბუშტუკები მთელ ორგანიზმს მოედება.
  • ჭრილობის ზედაპირიდან. ექინოკოკი ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს ძაღლის ნაკბენიდან, თუ ცხოველს პირის ღრუში პარაზიტის ჩანასახები აქვს. არის შემთხვევები, როდესაც ქირურგიული ჩარევის დროს ექინოკოკის ცისტა ირღვევა და ჭრილობაში შვილეული ბუშტები ხვდება.

მწერები და ობობასნაირები

ფუტკარი, კრაზანა, ბზიკი, კელა, ჭიანჭველა, მკბენარები და სისხლისმწოველები - ტკიპა, კოღო, მოსკიტი, მუმლი, ბუზანკალი, ტილი, რწყილი, ბაღლინჯო - ეს ის მწერები არიან, რომელთაგან ზაფხულში განსაკუთრებული საფრთხე გველის. ფუტკარს, კელას, კრაზანასა და ბზიკს სოფლად ყველგან შეხვდებით, განსაკუთრებით - სკების სიახლოვეს და ხეხილის ბაღებში.

ფუტკარი და კელა ადამიანს თავს არასოდეს ესხმიან, ისინი მხოლოდ თავდაცვის მიზნით იკბინებიან, ამ მხრივ გაცილებით საშიშნი არიან კრაზანა და ბზიკი, რომლებიც ადამიანს თავს უმიზეზოდ ესხმიან და კბენისას ორგანიზმში დიდი ოდენობით შხამს უშვებენ. კოღოები და ბუზანკლები წყალსატევებთან, დატბორილ სარდაფებსა და გუბეებში ბინადრობენ, აქტიურდებიან ღამით. იკბინებიან მდედრი კოღოები. მათ ერთ ჯერზე საკუთარ წონაზე მეტი სისხლის ამოწოვა შეუძლიათ. ადვილად აღწევენ ტანსაცმელში, ამიტომ მათგან გრძელსახელოიანი ტანსაცმელიც ვერ გვიცავს. მათი აქტიურობა იკლებს ძლიერი ქარის, წვიმის დროს, ასევე მაშინ, როდესაც გარემოს ტემპერატურა 7-10 გრადუსს არ აღემატება.

კოღოების მრავალრიცხოვანი ოჯახიდან განსაკუთრებით საშიშია ანოფელესი. იგი სხეულით მიკროორგანიზმ პლაზმოდიუმს დაატარებს და მძიმე ინფექციურ დაავადებას - მალარიას იწვევს.

ქინქლის ნაკბენი თავისთავად საშიში არ არის; მისგან მომავალი საფრთხე იმ მრავალი დაავადების გამომწვევს უკავშირდება, რომლებსაც ისინი სხეულით დაატარებენ - ესენი არიან პარაზიტები, ვირუსები, სპიროქეტები. საბედნიეროდ, ქინქლები ქსოვილში ვერ აღწევენ, ამიტომ გრძელსახელოებიანი ტანსაცმელი მათგან საიმედოდ გვიცავს.

კომენტარები (4)
tamuna
ვიპოვე მტრედი ტავი ეგრიხება იკცევა ტავს ვერ იკავებს მეკი ვუვლი სასHIსHI იკნება მასტაN სHეხება რაუნდა ვუყოყო
თარიღი : 08-11-2015
teko
2ტვის იკნება მიახლოებიტ პატარა მტრედია ვიპოვედა სახლსჰი ავიყვანე ტავი ეგრიხება მაგრამ ვაჰმევ ვუვლი და ხელს ხსჰირად ვკიდებ ვეფერები სასჰიHი იკნება მასტან ასეტი კონტაკტი ???
თარიღი : 08-11-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

კანის რომელი პარაზიტული დაავადებები იწვევს ქავილს
კანის რომელი პარაზიტული დაავადებები იწვევს ქავილს
კანის ქავილი ძლიერი დისკომფორტის შემქმნელი და ექიმ-დერმატოლოგთან მიმართვის ყველზე ხშირი მიზეზია.
სრულად
რა ზიანს აყენებენ ჰელმინთები ადამიანის ორგანიზმს
რა ზიანს აყენებენ ჰელმინთები ადამიანის ორგანიზმს
ჰელმინთი მრავალუჯრედიანი, შედარებით მაღალგანვითარებული ცხოველური ორგანიზმია.
სრულად
რომელი დაავადების გადამტანები არიან კოღოები
რომელი დაავადების გადამტანები არიან კოღოები
კოღოები გარდა უსიამოვნო ხმისა და კბენისა, კანზე ტოვებენ კვალს და შესაძლებელია სხვადასხვა დაავადების გადამტანებიც აღმოჩნდნენ.
სრულად
მოსკიტი, უმთავრესად მდედრი - საშიში დაავადების, ლეიშმანიოზის, გამომწვევი პარაზიტის გადამტანი - რა უნდა ვიცოდეთ ინფექციაზე
მოსკიტი, უმთავრესად მდედრი - საშიში დაავადების, ლეიშმანიოზის, გამომწვევი პარაზიტის გადამტანი - რა უნდა ვიცოდეთ ინფექციაზე
გვესაუბრება ინფექციონისტი ივეტა მურუსიძე.
სრულად
საშიშია თუ არა ობობის ნაკბენი და რომელ ორი სახეობას შეუძლია განსაკუთრებული ზიანის მოტანა ადამიანისათვის
საშიშია თუ არა ობობის ნაკბენი და რომელ ორი სახეობას შეუძლია განსაკუთრებული ზიანის მოტანა ადამიანისათვის
თითქმის ყველა ობობა შხამიანია. თუმცა, სახეობების უმრავლესობას ძალზე მოკლე ან რბილი მარწუხები აქვთ, რის გამოც ადამიანის კანის გაჩხვლეტა შეუძლებელია.
სრულად
ყველაზე გავრცელებული ნაწლავური ინფექციები, რომლებსაც წელიწადის ცხელ პერიოდში უნდა ვერიდოთ
ყველაზე გავრცელებული ნაწლავური ინფექციები, რომლებსაც წელიწადის ცხელ პერიოდში უნდა ვერიდოთ
გვესაუბრება ექიმი ვიტალი ხარაშვილი.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

დაუპატიჟებელი სტუმრები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დაუპატიჟებელი სტუმრები

უწინარეს ყოვლისა, იმ დიდი ზიანის გამო, რომელიც შეიძლება მიაყენონ ჩვენს ჯანმრთელობას. სად შეიძლება შევხვდეთ მათ?

ჰელმინთები

მრგვალი ჭიებიდან (ნემატოდები) ყველაზე მეტად ენტერობიუსია გავრცელებული, რომელიც დაავადება ენტერობიოზს იწვევს. ვრცელდება დაავადებული ადამიანის მეშვეობით, რომლის თეძოსა და ბრმა ნაწლავშიც პარაზიტები არიან ჩაბუდებულნი. მომწიფებული ჭიები ღამით გამოდიან სწორი ნაწლავიდან და სწორი ნაწლავის კანის ნაოჭებში კვერცხებს დებენ. ეს ქავილს იწვევს. მოქავებისას კვერცხები ფრჩხილებქვეშ და თითებზე რჩება, ჰიგიენური წესების დაუცველობის შემთხვევაში ადვილად ხვდება თეთრეულზე, საოჯახო ნივთებსა და სხვა საგნებზე. მათთან უშუალო კონტაქტის დროს კვერცხი ხვდება პირის ღრუში, იქიდან კი ბრმა და თეძოს ნაწლავში ჩაითესება და ზრდა-გამრავლებას განაგრძობს.

ხშირად გვსტუმრობს ასკარიდაც. ინვაზიის წყარო დაავადებული ადამიანია, რომელიც პარაზიტის კვერცხებს განავალთან ერთად გარემოში გამოყოფს, კვერცხები მიწაში მწიფდება. მასთან კონტაქტის, ხელების დაბინძურების, წყლის, მწვანილის, ხილის, სხვა პროდუქტების თუ ნივთების მეშვეობით კვერცხი პირის ღრუდან ადამიანის ორგანიზმში ხვდება და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გადადის. წვრილ ნაწლავებში მისი გარსი იშლება და გათავისუფლებული ლარვა ნაწლავის კედელში ინერგება, გაივლის მას და სისხლძარღვებით ღვიძლსა და ფილტვებისკენ მიემართება. სასუნთქი გზების გავლით ხვდება ხახაში და ნაწლავებში, საიდანაც 2 თვეში ლარვა მწიფდება და უკვე კვერცხის დებას იწყებს.

დაავადება განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში, რადგან მათ ამ პარაზიტისადმი საკმაოდ მაღალი მიმღებლობა აქვთ.

ნემატოდების წარმომადგენელია ტრიქოცეფალუსიც, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ასკარიდას მსგავსად ხვდება და საბოლოოდ ბრმა ნაწლავის ლორწოვანში იბუდებს.

დიდი საფრთხის შემცველია ადამიანის ინვაზირება სპირალური ტრიქინელათი, რომელიც "ცვრიანი მწვადის" სახელწოდებით ცნობილ დაავადებას - ტრიქინელოზს იწვევს. ინვაზიის წყაროს მტაცებლები და მღრღნელები წარმოადგენენ. ადამიანი უმთავრესად ღორისგან ინვაზირდება. თერმულად არასათანადოდ დამუშავებული, ტრიქინელას ლარვების შემცველი ხორცის ჭამისას პარაზიტის ჩანასახი ნაწლავის სანათურში ხვდება, გადის ნაწლავის კედელს, სისხლძარღვების მეშვეობით კუნთოვან ქსოვილში ითესება, ლოკალიზდება და კაფსულას იკეთებს.

ლენტისებრი ჭიებიდან ადამიანისთვის ყველაზე დიდი ზიანის მიყენება ხარისა და ღორის სოლიტერს შეუძლია. ხარის სოლიტერი ტენიარინქოზს იწვევს. ინვაზიის წყარო დაავადებული ადამიანია, რომელიც განავალთან ერთად გამოყოფს პროგლოტიდებს - მომწიფებული კვერცხებით სავსე სხეულის ნაწილებს. ისინი იფანტებიან მიწაზე, ბალახებზე. თუ ხარმა, ძროხამ ან კამეჩმა ამ კვერცხებით დაბინძურებული ბალახი შეჭამა, ისინი მის ორგანიზმში მოხვდებიან და იქ განაგრძობენ განვითარებას. თუ ადამიანმა ასეთი ცხოველის თერმულად დაუმუშავებული ხორცი მიიღო, დაინვაზირდება. პარაზიტი ბუდეს ადამიანის ნაწლავში იდებს და იქ განაგრძობს 3-5-წლიან სიცოცხლეს.

ღორის სოლიტერით გამოწვეული ტენიოზის დროს პარაზიტის საბოლოო მასპინძელი ასევე ადამიანი გახლავთ, შუამავალი მასპინძელი კი ღორია. ადამიანის განავალთან ერთად გამოყოფილი მომწიფებული კვერცხები ღორის ნაწლავებში მოხვედრის შემდეგ არღვევენ ნაწლავის კედელს, ხვდებიან სისხლძარღვებში და კუნთოვან ქსოვილში იბუდებენ. თუ ადამიანმა ასეთი ხორცი სათანადო თერმული დამუშავების გარეშე შეჭამა, მომწიფებული კვერცხები მის ნაწლავში მოხვდებიან.

ძალზე საშიშია ექინოკოკით გამოწვეული ექინოკოკოზი. პარაზიტით დასნებოვნება სამი გზით შეიძლება მოხდეს:

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსიდან. გაურეცხავ ან ცუდად გარეცხილ მწვანილსა და ბოსტნეულთან, მიწიდან აკრეფილ ხილთან ერთად ადამიანი ყლაპავს ჭიის კვერცხებს. ზოგჯერ ექინოკოკის კვერცხები შინაური ცხოველების - კატის, ძაღლის ბეწვზეც არის მიკრული.
  • სასუნთქი გზებისა და ფილტვების ლორწოვანი გარსიდან. დაავადების გამომწვევი ბრონქებში ჰაერიდან ხვდება, თუმცა ექინოკოკის ჩანასახი ბრონქულ ხეში მეორეულადაც შეიძლება მოხვდეს, როცა სხვა ადგილას არსებული ექინოკოკის ცისტა სპონტანურად სკდება და შვილეული ბუშტუკები მთელ ორგანიზმს მოედება.
  • ჭრილობის ზედაპირიდან. ექინოკოკი ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს ძაღლის ნაკბენიდან, თუ ცხოველს პირის ღრუში პარაზიტის ჩანასახები აქვს. არის შემთხვევები, როდესაც ქირურგიული ჩარევის დროს ექინოკოკის ცისტა ირღვევა და ჭრილობაში შვილეული ბუშტები ხვდება.

მწერები და ობობასნაირები

ფუტკარი, კრაზანა, ბზიკი, კელა, ჭიანჭველა, მკბენარები და სისხლისმწოველები - ტკიპა, კოღო, მოსკიტი, მუმლი, ბუზანკალი, ტილი, რწყილი, ბაღლინჯო - ეს ის მწერები არიან, რომელთაგან ზაფხულში განსაკუთრებული საფრთხე გველის. ფუტკარს, კელას, კრაზანასა და ბზიკს სოფლად ყველგან შეხვდებით, განსაკუთრებით - სკების სიახლოვეს და ხეხილის ბაღებში.

ფუტკარი და კელა ადამიანს თავს არასოდეს ესხმიან, ისინი მხოლოდ თავდაცვის მიზნით იკბინებიან, ამ მხრივ გაცილებით საშიშნი არიან კრაზანა და ბზიკი, რომლებიც ადამიანს თავს უმიზეზოდ ესხმიან და კბენისას ორგანიზმში დიდი ოდენობით შხამს უშვებენ. კოღოები და ბუზანკლები წყალსატევებთან, დატბორილ სარდაფებსა და გუბეებში ბინადრობენ, აქტიურდებიან ღამით. იკბინებიან მდედრი კოღოები. მათ ერთ ჯერზე საკუთარ წონაზე მეტი სისხლის ამოწოვა შეუძლიათ. ადვილად აღწევენ ტანსაცმელში, ამიტომ მათგან გრძელსახელოიანი ტანსაცმელიც ვერ გვიცავს. მათი აქტიურობა იკლებს ძლიერი ქარის, წვიმის დროს, ასევე მაშინ, როდესაც გარემოს ტემპერატურა 7-10 გრადუსს არ აღემატება.

კოღოების მრავალრიცხოვანი ოჯახიდან განსაკუთრებით საშიშია ანოფელესი. იგი სხეულით მიკროორგანიზმ პლაზმოდიუმს დაატარებს და მძიმე ინფექციურ დაავადებას - მალარიას იწვევს.

ქინქლის ნაკბენი თავისთავად საშიში არ არის; მისგან მომავალი საფრთხე იმ მრავალი დაავადების გამომწვევს უკავშირდება, რომლებსაც ისინი სხეულით დაატარებენ - ესენი არიან პარაზიტები, ვირუსები, სპიროქეტები. საბედნიეროდ, ქინქლები ქსოვილში ვერ აღწევენ, ამიტომ გრძელსახელოებიანი ტანსაცმელი მათგან საიმედოდ გვიცავს.


ტკიპები

ტკიპებიდან განსაკუთრებით საშიშია ტყის ტკიპა, რომელიც ტყეში ბინადრობს. მას დამოუკიდებლად დიდ მანძილზე გადაადგილების უნარი არ გააჩნია, ზის ბალახზე, ტოტზე, ფოთოლზე, ნიადაგის ნაპრალებში, ხეების ქერქის ან ფესვების ქვეშ და მიახლოებულ ადამიანს კანზე ეწებება, პოულობს მოხერხებულ ადგილს და სისხლის წოვას იწყებს. ჭრილობაში ტკიპა დიდი რაოდენობის ნერწყვს და მასთან ერთად უამრავ მიკრობს უშვებს, რომელთა შორის განსაკუთრებით საშიშია ენცეფალიტის გამომწვევი.

ტკიპების მეორე სახეობის თავშესაფარი დახურული გარემოა, მღრღნელების, კუს სოროები და ფრინველთა ბუდეები. თუ ადამიანი სეირნობის ან მიწის დამუშავების დროს მათ ახლოს აღმოჩნდა, კანზე ეწებებიან და სისხლს სწოვენ.

კანის დაავადების გამომწვევია მუნის ტკიპა, რომელიც დაავადებული ადამიანისგან ჯანმრთელს უშუალოდ კონტაქტით ან პირადი მოხმარების საგნების - ტანსაცმლის, საწოლის, პირსახოცის საშუალებით გადაედება. ხშირია საზოგადოებრივ ტრანსპორტში ინფიცირების შემთხვევებიც - მომწიფებული ტკიპა დაწყლულებული ადგილიდან ტრანსპორტის სახელურებზე რჩება და მათთან კონტაქტის დროს ჯანმრთელ ადამიანსაც ასნებოვნებს.

ადამიანის სხეულზე პარაზიტობს ტკიპების კიდევ ერთი წარმომადგენელი დემოდექსი, რომელიც დაავადება დემოდეკოზს იწვევს. ტკიპა დემოდექსი ცხოველების (ძაღლის, კატის) ბეწვზე, ფრინველების (მტრედის, თუთიყუშის) ბუმბულში ბინადრობს. მათთან კონტაქტის დროს იგი გადადის ადამიანის სხეულზე და სახეზე, კისერზე, ყურის ნიჟარაში სახლდება.

რწყილები და ბაღლინჯოები პატარა უფრთო არსებები არიან, თუმცაღა არცთუ ისე უწყინარნი - მღრღნელებისგან შავი ჭირი და ტულარემია გადააქვთ. თავს განსაკუთრებით კომფორტულად გრძნობენ ნესტიან და ცუდად განიავებულ სათავსებში, ბინადრობენ ქვეშაგების ნაკერებში, კვერცხებს დებენ შპალერის უკან, ხის ნაპრალებში, ღამით აქტიურდებიან, დღისით კი იმალებიან. ობობასნაირებიდან განსაკუთრებით საშიშნი არიან შავი ობობები, რომლებსაც სხეულზე თეთრი, ყვითელი ან წითელი ლაქები აქვთ, გამორჩევით კი მორიელი. ის უმთავრესად დიდ, გაშლილ ადგილებსა და ტროპიკულ ველებზე ბინადრობს.

ტილები

ტილები ყველაზე მეტად გავრცელებული მწერები არიან. ბუნებაში მათი 150-მდე სახეობა არსებობს, რომელთაგანაც ადამიანის პარაზიტია სამი: თავისა, ტანსაცმლისა და ბოქვენისა.

ტანსაცმლის ტილი ქსოვილის ნაოჭებში ბუდობს და კანზე მხოლოდ საკვების მოსაპოვებლად გადადის. ამის კვალობაზე, ქავილი უფრო ხშირია იმ ადგილებში, სადაც ტანსაცმელი ყველაზე ინტენსიურად ეხება კანს. ტანსაცმლის ტილით დატილიანება შესაძლოა მოხდეს დატილიანებული ადამიანის ტანსაცმლის ჩაცმის, მის საწოლში ჩაწოლის და სხვა სახის უშუალო კონტაქტის დროს.

ბოქვენის ტილი კანის თმიან ადგილებზე ბუდობს, უპირატესად - ბოქვენზე, სასქესო ორგანოებზე, სათესლე პარკზე, უკანა ტანის არეში, მუცლის, იღლიის ფოსოებში. მისი გავრცელების ყველაზე ხშირი გზა სქესობრივი კონტაქტია. იგი ადვილად ვრცელდება პარტნიორთა არასქესობრივი კონტაქტის დროსაც, პირადი საგნებითა და თეთრეულით სარგებლობისას.

თავის ტილი უპირატესად კეფასა და საფეთქლებს ეტანება. იგი ერთი ადამიანისგან მეორეს თავების მიახლოებისას, ერთად თამაშისას გადაედება, როდესაც ტილს ეძლევა ერთი თავიდან მეორეზე გადაცოცების საშუალება. ტილები არ დაფრინავენ!

ბუზები

ბუზების საარსებო ადგილი ადამიანის საცხოვრებელი და მის გარეთ არსებული გარემოა. საშიშნი არიან სისხლისმწოველი სახეობები, რადგან მათ უამრავი დაავადების გადატანა შეუძლიათ. ისინი განსაკუთრებით აქტიურდებიან გაზაფხულზე და ზაფხულში, როცა ჰაერის ტემპერატურა 18-19 გრადუსია. ბუზები ყველგან არიან და ყველგან მრავლდებიან, კვერცხებსაც ყველგან დებენ.

მღრღნელები

მღრღნელებს უმთავრესად ნაგავსაყრელებთან, სარდაფებში, ცუდად განიავებულ და განათებულ ადგილებში უყვართ ცხოვრება. მათგან ორი სახის საშიშროება მომდინარეობს: საშიშია როგორც საკუთრივ ნაკბენი, ისე იმის ალბათობა, რომ კბენისას ადამიანი მეტად საშიში დაავადების გამომწვევით დაინფიცირდეს, რომლის გადამტანებიც ხშირად არიან რუხი და შავი ვირთაგვები.

ქვეწარმავლები

გველები იმ ადგილებს ეტანებიან, სადაც ბევრი მღრღნელი და ბაყაყია. მათ მაღალი ბალახი და თხრილები მოსწონთ, ხშირად წვებიან მოთიბული ბალახის ქვეშ, ხის ფუღუროში, მოჭრილი ან დამპალი კუნძის სიახლოვეს. გველი ადამიანს პირველი თავს არ ესხმის. ის მხოლოდ მაშინ დაგგესლავთ, თუ გააღიზიანებთ ან შემთხვევით დადგამთ ფეხს.