/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

მწერის ნაკბენი

მწერის ნაკბენი
ზაფხული საუკეთესო დროა ყოველგვარი მწერის გავრცელებისა და გამრავლებისთვის. ცხოველქმედების პროცესთა გააქტიურების კვალდაკვალ

ისინი გაცილებით ხშირად და მჭიდროდ კონტაქტობენ ადამიანთან და უსიამოვნებასაც გვაყენებენ - გვკბენენ, სისხლს გვწოვენ, რაც, ტკივილთან ერთად, ალერგიულ რეაქციებსა და ძლიერ ქავილსაც იწვევს. არც ნაკბენის მეორეული ინფექციით გართულებაა გამორიცხული.

გასწავლით, როგორ მოიქცეთ, რათა ერთი შეხედვით უვნებელი მწერის ნაკბენი სერიოზული პრობლემის მიზეზად არ გექცეთ.

  • მწერმა გიკბინათ?

მწერის ნაკბენი ადვილი ამოსაცნობია ქავილით, რაც ორგანიზმის ადგილობრივი საპასუხო რეაქციაა იმ ნივთიერებაზე, რომელსაც მწერი კბენისას ორგანიზმში ნერწყვთან ერთად უშვებს. ქავილი შესაძლოა აღმოცენდეს როგორც კბენისთანავე, ისე რამდენიმე საათის შემდეგ; შესაძლოა იყოს ადგილობრივიც და გენერალიზებულიც - მთელი ორგანიზმი მოიცვას.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მწერების უმრავლესობის ნაკბენი მხოლოდ ადგილობრივ რეაქციებს იწვევს, თუმცა ფუტკრის, მაწუხელას, კრაზანას, ბუზანკალისა და მორიელის კბენის შემდეგ ხშირად ვითარდება ზოგადალერგიული რეაქცია, რაც იმ ტოქსინის აუტანლობის ბრალია, რომელსაც მწერები კბენისას უშვებენ ორგანიზმში.

ადგილობრივი ალერგიული რეაქციისას ნაკბენი შუპდება და წითლდება, ადამიანი უჩივის წვასა და ქავილს. ეს სიმპტომები რამდენიმე საათს გრძელდება, შესაძლოა, 24 საათზე მეტხანსაც გასტანოს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. იქნებ მირჩიოთ, რომელი პროფილის ექიმს მივმართო. პერიოდულად, ასეთი სიმპტომები მაქვს- ჯერ მეწყება თვალების წვა. შუილი ყურებში. მერე 37-მდე ტემპეტატურის მატება. სისუსტე. სახსრების და კუნთების ტკივილი. და მსუბუქი კუჭის აშლა. ადრე, მაქსიმუმ წელიწადში ერთხელ თუ მქონდა ხოლმე ეს პერიოდები. კოვიდის შემდეგ უფრო ხშირად, და უფრო მძაფრად. აი თითქოს გრიპი მეწყება, დაახლოებით ასეთი მდგომარეობა. იქნებ რამე მირჩიოთ. მადლობა წინასწარ.</p>

ზოგადი ალერგიული რეაქციისას ადგილობრივ მოვლენებთან ერთად აღინიშნება აღგზნება, გაფანტული გამონაყარი, ტემპერატურის მომატება, შესაძლოა, ლიმფური კვანძების გადიდებაც.

ზოგადი რეაქციის ყველაზე მძიმე გამოვლინებაა ანაფილაქსიური შოკი. იგი ალერგიულ პირებს ფეხსახსრიანთა ტოქსინის მიმართ უვითარდებათ და დროული სამედიცინო დახმარების გარეშე სიცოცხლეს რეალურ საფრთხეს უქადის.

გამოიცანით, რომელი დაგესხათ თავს

  • კოღო

კოღოს ნერწყვი, რომელიც კბენისას ხვდება კანქვეშ, შეიცავს ტოქსინსა და ანტიკოაგულანტს - სისხლის შედედების შემაფერხებელ ნივთიერებას. ნაკბენი ადგილის გაღიზიანება და ძლიერი ქავილი სწორედ ნერწყვზე ორგანიზმის ალერგიის შედეგია.

კოღოები ღია წყალსატევებში, დატბორილ სარდაფებსა და გუბეებში ბინადრობენ, აქტიურდებიან ღამით, ძლიერ ქარიან ან წვიმიან ამინდში კი მათი მოძრაობა, პირიქით, იზღუდება, ისინი ქარსა და წვიმას გაურბიან და იმალებიან. იკბინებიან მხოლოდ მდედრი კოღოები. ისინი ადვილად აღწევენ ტანსაცმელშიც. ამ მრავალრიცხოვანი მოდგმიდან ყველაზე საშიში ანოფელესის გვარის კოღოა. იგი სანერწყვე ჯირკვლებში მძიმე ინფექციური დაავადების, მალარიის, გამომწვევ პლაზმოდიუმს ინახავს.

  • ქინქლები

ქინქლები ყველგან არიან, განსაკუთრებით - წელიწადის ცხელ პერიოდში. მათი ნაკბენი, კოღოს ნაკბენისგან განსხვავებით, უმტკივნეულოა, რადგან კბენისას ისინი კანში ანესთეზინს უშვებენ. მათი ტოქსინი მომწამვლელია და შესაძლოა, ძლიერი ქავილი გამოიწვიოს. თავად ნაკბენი ნაკლებსაშიშია, რასაც ვერ ვიტყვით იმ დაავადებათა გამომწვევებზე, რომელთა პოტენციური მტარებლებლიც შესაძლოა ქინქლები იყვნენ.

  • რწყილები და ბაღლინჯოები

უფრთო, მაგრამ საკმაოდ საშიში მწერები არიან. მათი დიდი ნაწილი ცხოველთა ორგანიზმზე პარაზიტობს, თუმცა არსებობს ადამიანის რწყილიც, რომლის ზოგიერთ სახეობას ბაქტერიული დაავადების, მღრღნელებისგან კი შავი ჭირისა და ტულარემიის გადატანა შეუძლია.

ბაღლინჯოები თავს განსაკუთრებით კომფორტულად გრძნობენ ნესტიან და ცუდად განიავებულ სათავსებში, ბინადრობენ ქვეშაგების ნაკერებში, კვერცხებს დებენ შპალერის უკან, ხის ნაპრალებში. ბაღლინჯოები განსაკუთრებით ღამით აქტიურდებიან, დღისით კი იმალებიან. ისინი აქტიურად კბენენ ადამიანს. ნაკბენი საკმაოდ დიდი ზომის, შეწითლებული, კანის ზედაპირზე კონუსისებურად მდებარე ჭრილობაა, რომელიც შეშუპებულია და ძლიერ მქავანა.

  • ფუტკარი, კელა, კრაზანა და მაწუხელა

აღსანიშნავია, რომ ფუტკარი და კელა ადამიანს თავს არასოდეს ესხმიან, კრაზანასა და მაწუხელას კი ამისთვის მიზეზი არ სჭირდებათ და კბენის დროსაც გაცილებით მეტ შხამს უშვებენ ორგანიზმში.

ფუტკარი, კრაზანა და მაწუხელა გარეგნულად ერთმანეთს ძლიერ ჰგვანან, არადა, მკურნალობისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომელმა დაგკბინათ, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ფუტკარი კბენისას კანში ნესტარს ტოვებს, კრაზანა და მაწუხელა კი - არა.

  • ტკიპები

დიდია ტკიპას კბენის შემდეგ მოსალოდნელი საფრთხეც. ყველაზე საშიშია პარაზიტული ტკიპა, რომელიც სისხლით იკვებება. მათ შორის არიან იქსოდიდები და არგაზიდები.

იქსოდიდები ღია თავშესაფრებში ბინადრობენ: ტყეში, მინდორში, ნიადაგის ნაპრალებში, ხეების ქერქის ან მის ფესვებქვეშ;

არგაზიდები დახურულ თავშესაფართა ბინადრები არიან, მათი ადგილსამყოფელი მელიის, მღრღნელების, კუს სოროები და ფრინველთა ბუდეებია.

იქსოდიდები და არგაზიდები თავს მაშინ ესხმიან ადამიანს, როდესაც იგი სეირნობისას ან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისას მათ ახლოს აღმოჩნდება. ტკიპა კანზე მიეკვრება ადამიანს და 7-10 დღე მოუშორებლად სწოვს სისხლს, ვიდრე სრულ ულუფას არ მიიღებს. ადამიანი ვერაფერს გრძნობს, რადგან ტკიპა მის სხეულში ანესთეზინს (ტკივილგამაყუჩებელი ნივთიერება) უშვებს, მაშინვე უშვებს დაავადებათა იმ გამომწვევებსაც, რომლის მატარებელიც შესაძლოა იყოს: რიკეტსიებს, ვირუსებს, მიკრობებს ან ბორელიებს. ანესთეზინის გამო ადამიანი რამდენიმე ათეული ტკიპას ერთდროულ კბენასაც კი ვერ გრძნობს.

კომენტარები (1)
მზია
სოფელში ვარ და ბალახს ვგლეჯდი. ვერ მივხვდი, რამ მიკბინა. ერთი ნაჩხვლეტია,მაგრამ მწარე.სარეცხის საპნით გავისუფთავე,სპირტიც მოვისვი, მაგრამ ჯერ დამიწითლდა,შეშუპდა,(საღამოს), ახლა კი -(უკვე დილით)გასივდა.ალერტეკი დავლიე მეორედ. რას მირჩევთ?
თარიღი : 11-08-2016
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ადამიანთა რომელი კატეგორიისთვის არის ყველაზე საშიში სოციალური ქსელები
ადამიანთა რომელი კატეგორიისთვის არის ყველაზე საშიში სოციალური ქსელები
BMCP: სოციალური ქსელები საშიშია ფსიქიკური დაავადების მქონე ადამიანებისთვის.
სრულად
სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულების შესახებ
სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულების შესახებ
კვლევამ აჩვენა, რომ სოციალურმა ქსელებმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთივე დამოკიდებულება,
სრულად
დაძინებამდე რამდენი საათით ადრე უნდა შეწყვიტოთ სოციალური ქსელებით სარგებლობა
დაძინებამდე რამდენი საათით ადრე უნდა შეწყვიტოთ სოციალური ქსელებით სარგებლობა
დიუკისა და იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს მიზეზობრივი კავშირი საღამოს სოციალური მედიის გამოყენებასა და ძილის ცუდ ხარისხს შორის.
სრულად
როგორია სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულების უარყოფითი ეფექტები
როგორია სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულების უარყოფითი ეფექტები
იმისათვის, რომ გავარკვიოთ რამენად ვართ დამოკიდებული სოციალურ ქსელებზე, მასზე უარი უნდა ვთქვათ ერთი კვირის განმალვობაში.
სრულად
სოციალური ქსელების მომხმარებლები დეპრესიისადმი არიან მიდრეკილნი
სოციალური ქსელების მომხმარებლები დეპრესიისადმი არიან მიდრეკილნი
"რაც უფრო მეტად იძირები სოციალურ ქსელებში, მით მეტად გიტევს დეპრესია" - აცხადებენ ამერიკელი
სრულად
ვის ემუქრება ყველაზე მეტად სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება
ვის ემუქრება ყველაზე მეტად სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება
რატომ ხდება, რომ ზოგიერთებს სოცილურ ქსელებზე ძლიერი დამოკიდებულება უვითარდებათ, სხვებს კი არა? რა
სრულად
სოციალური ქსელებით მეგობრების ურთიერთობა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებს
სოციალური ქსელებით მეგობრების ურთიერთობა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებს
მთელი რიგი კვლევებით დასტურდება, რომ სოციალური ქსელების გამოყენება
სრულად
უსაფრთხო ინტერნეტი
უსაფრთხო ინტერნეტი
მყავს 11 წლის ბიჭუნა. თავისუფალი დროის დიდ ნაწილს კომპიუტერთან ატარებს. ძალიან მაღელვებს მისი
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

მწერის ნაკბენი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მწერის ნაკბენი

ისინი გაცილებით ხშირად და მჭიდროდ კონტაქტობენ ადამიანთან და უსიამოვნებასაც გვაყენებენ - გვკბენენ, სისხლს გვწოვენ, რაც, ტკივილთან ერთად, ალერგიულ რეაქციებსა და ძლიერ ქავილსაც იწვევს. არც ნაკბენის მეორეული ინფექციით გართულებაა გამორიცხული.

გასწავლით, როგორ მოიქცეთ, რათა ერთი შეხედვით უვნებელი მწერის ნაკბენი სერიოზული პრობლემის მიზეზად არ გექცეთ.

  • მწერმა გიკბინათ?

მწერის ნაკბენი ადვილი ამოსაცნობია ქავილით, რაც ორგანიზმის ადგილობრივი საპასუხო რეაქციაა იმ ნივთიერებაზე, რომელსაც მწერი კბენისას ორგანიზმში ნერწყვთან ერთად უშვებს. ქავილი შესაძლოა აღმოცენდეს როგორც კბენისთანავე, ისე რამდენიმე საათის შემდეგ; შესაძლოა იყოს ადგილობრივიც და გენერალიზებულიც - მთელი ორგანიზმი მოიცვას.

მწერების უმრავლესობის ნაკბენი მხოლოდ ადგილობრივ რეაქციებს იწვევს, თუმცა ფუტკრის, მაწუხელას, კრაზანას, ბუზანკალისა და მორიელის კბენის შემდეგ ხშირად ვითარდება ზოგადალერგიული რეაქცია, რაც იმ ტოქსინის აუტანლობის ბრალია, რომელსაც მწერები კბენისას უშვებენ ორგანიზმში.

ადგილობრივი ალერგიული რეაქციისას ნაკბენი შუპდება და წითლდება, ადამიანი უჩივის წვასა და ქავილს. ეს სიმპტომები რამდენიმე საათს გრძელდება, შესაძლოა, 24 საათზე მეტხანსაც გასტანოს.

ზოგადი ალერგიული რეაქციისას ადგილობრივ მოვლენებთან ერთად აღინიშნება აღგზნება, გაფანტული გამონაყარი, ტემპერატურის მომატება, შესაძლოა, ლიმფური კვანძების გადიდებაც.

ზოგადი რეაქციის ყველაზე მძიმე გამოვლინებაა ანაფილაქსიური შოკი. იგი ალერგიულ პირებს ფეხსახსრიანთა ტოქსინის მიმართ უვითარდებათ და დროული სამედიცინო დახმარების გარეშე სიცოცხლეს რეალურ საფრთხეს უქადის.

გამოიცანით, რომელი დაგესხათ თავს

  • კოღო

კოღოს ნერწყვი, რომელიც კბენისას ხვდება კანქვეშ, შეიცავს ტოქსინსა და ანტიკოაგულანტს - სისხლის შედედების შემაფერხებელ ნივთიერებას. ნაკბენი ადგილის გაღიზიანება და ძლიერი ქავილი სწორედ ნერწყვზე ორგანიზმის ალერგიის შედეგია.

კოღოები ღია წყალსატევებში, დატბორილ სარდაფებსა და გუბეებში ბინადრობენ, აქტიურდებიან ღამით, ძლიერ ქარიან ან წვიმიან ამინდში კი მათი მოძრაობა, პირიქით, იზღუდება, ისინი ქარსა და წვიმას გაურბიან და იმალებიან. იკბინებიან მხოლოდ მდედრი კოღოები. ისინი ადვილად აღწევენ ტანსაცმელშიც. ამ მრავალრიცხოვანი მოდგმიდან ყველაზე საშიში ანოფელესის გვარის კოღოა. იგი სანერწყვე ჯირკვლებში მძიმე ინფექციური დაავადების, მალარიის, გამომწვევ პლაზმოდიუმს ინახავს.

  • ქინქლები

ქინქლები ყველგან არიან, განსაკუთრებით - წელიწადის ცხელ პერიოდში. მათი ნაკბენი, კოღოს ნაკბენისგან განსხვავებით, უმტკივნეულოა, რადგან კბენისას ისინი კანში ანესთეზინს უშვებენ. მათი ტოქსინი მომწამვლელია და შესაძლოა, ძლიერი ქავილი გამოიწვიოს. თავად ნაკბენი ნაკლებსაშიშია, რასაც ვერ ვიტყვით იმ დაავადებათა გამომწვევებზე, რომელთა პოტენციური მტარებლებლიც შესაძლოა ქინქლები იყვნენ.

  • რწყილები და ბაღლინჯოები

უფრთო, მაგრამ საკმაოდ საშიში მწერები არიან. მათი დიდი ნაწილი ცხოველთა ორგანიზმზე პარაზიტობს, თუმცა არსებობს ადამიანის რწყილიც, რომლის ზოგიერთ სახეობას ბაქტერიული დაავადების, მღრღნელებისგან კი შავი ჭირისა და ტულარემიის გადატანა შეუძლია.

ბაღლინჯოები თავს განსაკუთრებით კომფორტულად გრძნობენ ნესტიან და ცუდად განიავებულ სათავსებში, ბინადრობენ ქვეშაგების ნაკერებში, კვერცხებს დებენ შპალერის უკან, ხის ნაპრალებში. ბაღლინჯოები განსაკუთრებით ღამით აქტიურდებიან, დღისით კი იმალებიან. ისინი აქტიურად კბენენ ადამიანს. ნაკბენი საკმაოდ დიდი ზომის, შეწითლებული, კანის ზედაპირზე კონუსისებურად მდებარე ჭრილობაა, რომელიც შეშუპებულია და ძლიერ მქავანა.

  • ფუტკარი, კელა, კრაზანა და მაწუხელა

აღსანიშნავია, რომ ფუტკარი და კელა ადამიანს თავს არასოდეს ესხმიან, კრაზანასა და მაწუხელას კი ამისთვის მიზეზი არ სჭირდებათ და კბენის დროსაც გაცილებით მეტ შხამს უშვებენ ორგანიზმში.

ფუტკარი, კრაზანა და მაწუხელა გარეგნულად ერთმანეთს ძლიერ ჰგვანან, არადა, მკურნალობისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომელმა დაგკბინათ, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ფუტკარი კბენისას კანში ნესტარს ტოვებს, კრაზანა და მაწუხელა კი - არა.

  • ტკიპები

დიდია ტკიპას კბენის შემდეგ მოსალოდნელი საფრთხეც. ყველაზე საშიშია პარაზიტული ტკიპა, რომელიც სისხლით იკვებება. მათ შორის არიან იქსოდიდები და არგაზიდები.

იქსოდიდები ღია თავშესაფრებში ბინადრობენ: ტყეში, მინდორში, ნიადაგის ნაპრალებში, ხეების ქერქის ან მის ფესვებქვეშ;

არგაზიდები დახურულ თავშესაფართა ბინადრები არიან, მათი ადგილსამყოფელი მელიის, მღრღნელების, კუს სოროები და ფრინველთა ბუდეებია.

იქსოდიდები და არგაზიდები თავს მაშინ ესხმიან ადამიანს, როდესაც იგი სეირნობისას ან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისას მათ ახლოს აღმოჩნდება. ტკიპა კანზე მიეკვრება ადამიანს და 7-10 დღე მოუშორებლად სწოვს სისხლს, ვიდრე სრულ ულუფას არ მიიღებს. ადამიანი ვერაფერს გრძნობს, რადგან ტკიპა მის სხეულში ანესთეზინს (ტკივილგამაყუჩებელი ნივთიერება) უშვებს, მაშინვე უშვებს დაავადებათა იმ გამომწვევებსაც, რომლის მატარებელიც შესაძლოა იყოს: რიკეტსიებს, ვირუსებს, მიკრობებს ან ბორელიებს. ანესთეზინის გამო ადამიანი რამდენიმე ათეული ტკიპას ერთდროულ კბენასაც კი ვერ გრძნობს.


პირველი დახმარება

  • უპირველეს ყოვლისა, გახსოვდეთ: თუ მწერები გარს შემოგეხვივნენ, არ აჰყვეთ პანიკას; თუ კანზე დაგაჯდათ, ხელის მსუბუქი აქნევით მოიცილეთ და მშვიდად დატოვეთ მათი ადგილსამყოფელი.
  • ნებისმიერი მწერის ნაკბენზე დაიდეთ ყინული ან ფიზიოლოგიურ ხსნარში დასველებული ცივი კომპრესი, რომელიც პერიოდულად უნდა იცვალოთ. ეს დაგიამებთ ტკივილს და შეშუპებასაც დააცხრობს.
  • ნაკბენთა უმეტესობა ძლიერ მქავანაა. ქავილის დასაამებლად შეგიძლიათ ნაკბენზე საჭმელი სოდის წყალხსნარში დასველებული კომპრესი დაიდოთ.
  • ნუ გახეთქავთ ნაკბენ ადგილას გაჩენილ სითხიან ბუშტუკებს.
  • თუ, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც გიკბინათ ფუტკარმა, კრაზანამ ან მაწუხელამ, ნუ ეცდებით მათი ნესტრის მოცილებას თვითნებურად, ბასრპირიანი პინცეტით ან ფრჩხილებით - ასე ხორთუმის ნაწილი შესაძლოა კანში დარჩეს და შხამის გავრცელებასაც შეუწყოთ ხელი. დაიხმარეთ ვინმე, ნაკბენზე სპირტში ან ზეითუნში დასველებული ბამბის ტამპონი დაიდეთ, რათა ხორთუმი თავისთავად მოსცილდეს კანს. ხორთუმის მოცილების შემდეგ ნაკბენი ადგილი საპნით ჩამოიბანეთ.
  • კატეგორიულად აკრძალულია ტკიპას ხელით მოძრობაც, რადგან მისი ხორთუმი კანში რჩება და შესაძლოა ინფექციის მიზეზად იქცეს. ტკიპები 1-2 კვირა სახლობენ ადამიანის სხეულზე, თავიანთი ულუფა სისხლის ამოწოვის შემდეგ კი თავისით სცილდებიან.

თუ ტკიპას მოცილება გსურთ, ზემოდან დაადეთ სპირტში ან ზეითუნის ზეთში დასველებული ბამბის ტამპონი და ცოტა ხანს (1 საათს) გაიჩერეთ - ტკიპას დაეხშობა საწოვარი აპარატი, იგი მოდუნდება და თავად მოძვრება.

თავდაცვა ყველაფერს სჯობია!

  1. ნუ ისეირნებთ ფეხშიშველი ბაღებსა და ბოსტნებში;
  2. ნუ მოკრეფთ ხილსა და ყვავილებს ისეთი ადგილებიდან, რომლებიც დაბურულია ხშირი ტოტებით და დახუნძლულია ტკბილი ნაყოფით - გამორიცხული არ არის, იქ რომელიმე ძლიერ აგრესიულ მწერს ბუდე ჰქონდეს.
  3. გახსოვდეთ! ბზიკის მოკვლის შემდეგ შხამიანი ტომსიკის დაზიანების შედეგად თავისუფლდება ქიმიური ნივთიერება, რომელსაც გრძნობენ მწერები და ეს მათ გაშმაგებული ბრძოლისკენ უბიძგებს. ასე რომ, ბზიკის ან კრაზანას მოკვლის შემდეგ მყისვე მოსცილდით ამ ადგილს, წინააღმდეგ შემთხვევაში რამდენიმე წამში მთელი ჯარის მოგერიება მოგიწევთ.
  4. იქ, სადაც ბევრი მწერია, გამოიყენეთ რეპელენტები, ატარეთ გრძელსახელოიანი ტანსაცმელი და გრძელტოტებიანი შარვლები.
  5. საღამოობით ნუ გააღებთ ფანჯრებს, თუ ოთახში სინათლე გინთიათ, მწერებს მიიზიდავთ.
  6. ერიდეთ მწერების ბუდეებსა და სოროებს, მათ ადგილსამყოფელთან სიახლოვისას ნუ ჩაიცვამთ მკვეთრი ფერის ტანსაცმელს, ნურც ტკბილი არომატის მქონე სუნამოებს იხმართ.
  7. ექსკურსიებსა და პიკნიკებზე მეტი ყურადღება გამოიჩინეთ - ხორთუმიან მწერებს ძლიერ უყვართ ტკბილი საკვები და უალკოჰოლო სასმელები.
  8. შინ და აგარაკზე ნუ დაგავიწყდებათ სავენტილაციო მილებსა და ფანჯრებზე დამცავი ბადეების აკვრა.

მიმართეთ ექიმს

  1. თუ ნაკბენი რამდენიმე დღის შემდეგაც გაწუხებთ. ტკივილი, შეშუპება და სიწითლე შესაძლოა ინფექციური პროცესის მანიშნებელი იყოს.
  2. სპეციალისტთან დაუყოვნებლივ ვიზიტია საჭირო, თუ ამჩნევთ, რომ სუნთქვა ან ყლაპვა გაგიძნელდათ, თავბრუ გესხმით.
  3. ჩვეულებრივ, ადამიანს 500 მწერის ნაკბენის ატანა შეუძლია, მაგრამ მომატებული მგრძნობელობის (ალერგიული) ორგანიზმისთვის შესაძლოა ერთიც კი ლეტალური აღმოჩნდეს, ამიტომ თუ ადამიანი ალერგიულია, ნუ დაელოდებით ორგანიზმის რეაქციას, სწრაფად მიეცით რომელიმე ანტიჰისტამინური პრეპარატის 1 აბი და გადაიყვანეთ საავადმყოფოში.
  4. სწრაფი ჰოსპიტალიზაციაა საჭირო მრავლობითი ნაკბენის დროსაც, როცა ადამიანს თავბრუ ესხმის, თავი სტკივა, აღებინებს, ამცივნებს და სხეულის ტემპერატურა უწევს.