ანაფილაქსიური შოკი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ანაფილაქსიური შოკი

(ცილა, შრატი, მედიკამენტი და სხვა) განმეორებით შეყვანის შემთხვევაში ვითარდება, შესაძლოა გამოიწვიოს მწერის ნაკბენმა. ანაფილაქსიური შოკის შემთხვევათა 10-20% ლეტალურად (სიკვდილით) მთავრდება.

აღნიშნული გენერალიზებული ალერგიული რეაქცია უხშირესად ალერგენთან კონტაქტის შემდეგ რამდენიმე წამში ან წუთში აღმოცენდება. თუმცა, შესაძლოა რამდენადმე მოგვიანებით (2 საათის ფარგლებშიც) განვითარდეს. ძლიერ სენსიბილიზებულ (ანუ მაღალი მგრძნობელობის მქონე) პირებთან ანაფილაქსიური რეაქციის განვითარებაში ალერგენის არც დოზა და არც ორგანიზმში შეყვანის გზა გადამწყვეტ როლს არ თამაშობს (ანუ ანტიგენის სულ უმნიშვნელო დოზაც კი საკმარისია შოკის განვითარებისათვის), თუმცაღა პრეპარატის დიდი დოზა რამდენადმე ამძიმებს შოკის მიმდინარეობას და ახანგრძლივებს კიდეც მას.

სამწუხაროდ, ანაფილაქსიური შოკის განვითარება ბოლო პერიოდში მეტისმეტად გახშირდა სხვადასხვა თერაპიული და დიაგნოსტიკური ჩარევების დროს. მას იწვევს სხვადასხვა ანტიბიოტიკის, პენიცილინისა და მისი ანალოგების, სტრეპტომიცინის, B1 ვიტამინის, ამიდოპირინის, ანალგინის, ნოვოკაინის, სხვადასხვა იმუნური შრატების, ვაქცინების, იოდშემცველი რენტგენოკონტრასტული ნივთიერებების გამოყენება, სისხლისა და მისი შემცვლელების ტრანსფუზია (გადასხმა), კანზედა ტესტები, სხვადასხვა ალერგენების დახმარებით ჰიპომადესენსიბილიზებელი თერაპია (ანუ მგრძნობელობის დაქვეითებისათვის მიმართული მკურნალობა) და სხვა.

რა ხდება ანაფილაქსიური შოკის დროს

ანაფილაქსიური შოკის დროს ჰიპერრეაქციას განაპირობებს სისხლის პლაზმაში გარკვეული ანტიგენებისადმი ანტისხეულების არსებობა. ანტიგენის (ალერგენის) ორგანიზმში მოხვედრის დროს ხდება მათი შებოჭვა ანტისხეულების მიერ, ანუ ვითარდება ანტიგენ-ანტისხეულის რეაქცია, რის შედეგადაც ღრუბლისებური უჯრედებიდან (ღვიძლის, ნაწლავების, ბადექონის, პლევრის, ენის, ცხვირის ლორწოვანი გარსის და სხვა) თავისუფლდება დიდი რაოდენობით ჰისტამინი და სეროტონინი. ეს ნივთიერებები თავის მხრივ იწვევენ არტერიოლების გენერალიზებულ დილატაციას, ანუ გაფართოება-მოდუნებას, შესაძლოა ვენების კონსტრიქციაც (შევიწროება) და გლუვი კუნთების სპაზმი. შოკის განვითარებაში მონაწილეობენ პოლიპეპტიდებიც – ბრადიკინინი, რომელიც იწვევს სისხლძარღვთა დილატაციას და ზრდის მათ განვლადობას და ე. წ. „ნელა მოქმედი სუბსტანცია“, რომელიც განაპირობებს გლუვი კუნთების ხანგრძლივ სპაზმს (განსაკუთრებით, ბრონქებისა და ბრონქიოლების).

მთავარი რგოლი ანფილაქსიური შოკის პათოგენეზში არის:

  • კოლაფსი – მწვავე სისხლძარღვოვანი ნაკლოვანება;
  • სისხლის დიდი მასის გადანაწილება პერიფერიაზე სისხლძარღვთა დილატაციის გამო;
  • პლაზმის დაკარგვა სისხლძარღვთა განვლადობის მკვეთრად გაზრდის გამო;
  • სუნთქვის დარღვევა ბრონქიოლების სპაზმის გამო.

შოკის ძირითადი, ყველაზე არსებითი ნიშანი არის – უჯრედების მიერ დიდი რაოდენობით გამოყოფილი ჰისტამინის, სეროტონინისა და სხვა მედიატორების გავლენით განპირობებული სისხლის ნაკადის შემცირება, როგორც პერიფერიული, ასევე ცენტრალური სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა. კანის საფარველი ამ დროს ცივი, ნამიანი და ციანოზური ხდება. სისხლის მიმოქცევის მოშლა არღვევს თავის ტვინისა და ცალკეული შინაგანი ორგანოების ფუნქციას, ვითარდება ცნობიერების დაბინდვა, ქოშინი, ირღვევა შარდის გამოყოფა.

კლინიკური სურათი

ანაფილაქსიური შოკის გამოვლენის ხარისხი და სიმძიმე დიდად არის დამოკიდებული სისხლძარღვოვანი კოლაფსის განვითარების სისწრაფეზე და შესაბამისად, თავის ტვინის ფუნქციის დარღვევის ხარისხზე.

შოკის მსუბუქი ფორმა (განვითარების ხანგრძლივობა – რამდენიმე წუთიდან 2 საათამდე) ვლინდება კანის ჰიპერემიით (სიწითლით), ქავილით, ცხვირცემინებით, რინორეით (ცხვირიდან უხვი გამონადენით), თავბრუსხვევით, თავის ტკივილით, ჰიპოტენზიით (წნევის დაქვეითებით), ტაქიკარდიით, სიმხურვალისა და ძლიერი სისუსტის შეგრძნებით, უსიამოვნო შეგრძნებებით სხეულის სხვადასხვა უბნებში.

საშუალო სიმძიმის ფორმა ხასიათდება შედარებით მკვეთრად გამოხატული სიმპტომებით – ტოქსიდერმიით (კანის დაზიანება ალერგენის მოქმედებით), კვინკეს შეშუპებით, კონიუნქტივიტით (თვალის ლორწოვანი გარსის ანთება), სტომატიტით (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება), ცირკულარული დარღვევებით – ტაქიკარდიით, ტკივილებით გულის არეში, არითმიით, არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითებით, მკვეთრად გამოხატული სისუსტით, ძლიერი თავბრუსხვევით, მხედველობის დარღვევით, სმენის დაქვეითებით, მოუსვენრობითა და აგზნებით, სიკვდილის შიშის შეგრძნებით. ადამიანს ამ დროს კანკალი იპყრობს, ცივი წებოვანი ოფლი ასხამს, თავში ძლიერ ხმაურსა და რეკვას შეიგრძნობს, ვითარდება გულისწასვლა. ამ ფონზე შესაძლოა განვითარდეს ობსტრუქციული სინდრომი – ბრონქული ასთმის შეტევის ტიპით, ციანოზით, შესაძლოა გამოიკვეთოს კუჭ-ნაწლავისეული სინდრომი (ღებინება, გულისრევა, მუცლის შებერვა, ენის შეშუპება, ძლიერი ტკივილი მუცლის არეში, ფაღარათი სისხლის მინარევით) ან თირკმლისეული სიმპტომები (პოლიურია – გახშირებული შარდვა).

ანაფილაქსიური შოკის მძიმე ფორმის დროს ელვისებური სისწრაფით ვითარდება კოლაფსი (ციანოზი, სიფერმკრთალე, ძაფისებრი პულსი, არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნა), კომური მდგომარეობა (გონების დაკარგვა, უნებლიე შარდვა და დეფეკაცია), გუგები ამ დროს გაფართოებულია, სინათლეზე რეაქცია არ არსებობს. არტერიული წნევის ვარდნის კვალად მაჯა და წნევა არ ისინჯება, გული ჩერდება და სუნთქვა წყდება.

შეიძლება გამოვლინდეს ანაფილაქსიური შოკის სხვადასხვა ვარიანტი ანუ გენერალიზებული ალერგიული რეაქცია განვითარდეს უპირატესად:

1) კანის საფარველის დაზიანებით (დამახასიათებელია კანის ჰიპერემია და მწველი ქავილი, კვინკეს შეშუპება, ჭინჭრის ციება);

2) ნერვული სისტემის დაზიანებით (ცერებრული ვარიანტი). ამ დროს ადამიანს აღენიშნება თავის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, პარესთეზია – ჩხვლეტის, წვის, ჭიანჭველების ცოცვის, სიმხურვალისა და სხვა ტიპის ცრუ შეგრძნებები, ჰიპერესთეზია – გაძლიერებული მგრძნობელობა, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა ეპილეფსიის ტიპის კლინიკური გამოვლინებებით.

3) სასუნთქი სისტემის ორგანოთა დაზიანებით (ასთმური ვარიანტი), როდესაც დომინირებს სულხუთვა, ვითარდება ასფიქსია (იგივე გაგუდვა). ამ უკანასკნელის მიზეზი არის ზედა სასუნთქი გზების გამავლობის დარღვევა ხორხის შეშუპების გამო, აგრეთვე წვრილი და საშუალო ბრონქების გამავლობის დარღვევა.

4) გულის დაზიანებით (კარდიოგენული ვარიანტი), რომელიც ხასიათდება მწვავე მიოკარდიტის (მიოკარდიუმის – გულის კუნთოვანი გარსის ანთება) ან მიოკარდიუმის ინფარქტის კლინიკური სურათის განვითარებით.

რა არის სიკვდილის მიზეზი ანაფ ილაქსიური შოკის დროს

ანაფილაქსიური შოკის დროს სიკვდილი შესაძლოა განვითარდეს ბრონქოსპაზმით ან ფილტვების შეშუპებით გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობის გამო, ასევე გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობის ან ტვინის შეშუპების გამო.

ანაფილაქსიური შოკის მკურნალობა ეფუძნება:

  • სისხლში ანტიგენის (ალერგენის) გადასვლის ბლოკირებას;
  • ანტიგენ-ანტისხეულის რეაქციის შედეგად დიდი რაოდენობით წარმოქმნილი და სისხლში მოხვედრილი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების განეიტრალებას;
  • ჰიპოფიზ-თირკმელზედა ჯირკვლის (ჰორმონული) უკმარისობის აღდგენას;
  • ავადმყოფის კოლაფსიდან გამოყვანას;
  • ბრონქოსპაზმის მოხსნას;
  • ასფიქსიის მოვლენათა ლიკვიდაციას;
  • სისხლძარღვთა კედლის გამავლობის შემცირებას;
  • ფსიქომოტორული აგზნების დაქვეითებას;
  • მოგვიანებითი გართულებების თავიდან აცილებას, როგორც გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და თირკმლების, ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ცენტრალური ნერვული სისტემისა და სხვა ორგანოთა მხრივ.

ანაფილაქსიური შოკის დროს დაუყოვნებლივ საჭიროა სასწრაფო დახმარება, რადგან დაბნეულობისა და დაყოვნების ყოველი წუთი და წამიც კი, შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს ავადმყოფისთვის. პაციენტი უპიველესად უნდა დააწვინოთ, თავი გვერდზე მოუბრუნოთ (თუ პროთეზი აქვს პირის ღრუში, ასფიქსიის თავიდან ასაცილებლად მისგან გაათავისუფლოთ). მედიკამენტის შეყვანის ადგილის ზემოთ შეძლებისდაგვარად ღვედი გადაუჭიროთ.

აუცილებელია ალერგენის შეყვანის ადგილზე 0,1%-იანი ადრენალინის ხსნარიც შეიყვანოთ (1-0,5 მლ) და ყინული დაადოთ, რათა ალერგენის შეწოვა მაქსიმალურად შეაფერხოთ. თუ ალერგენი ადამიანს დალეული აქვს, საჭიროა კუჭის ამორეცხვა. 0,1%-იანი ადრენალინის ხსნარი 1 მლ-ის მოცულობით კანქვეშაც უნდა შეიყვანოთ, საჭიროა აგრეთვე კორდიამინის (2 მლ), კოფეინის 10%-იანი ხსნარის (2 მლ), პრედნიზოლონის (60 მგ) ან ჰიდროკორტიზონის (125 მგ) შეყვანა. ადრენალინისა და კორდიამინის ინიექციები შესაძლოა ყოველ 10-15 წუთში გაიმეოროთ არტერიული წნევის აწევამდე. თუ ადრენალინის კანქვეშა ინიექციები არაეფექტურია, მაშინ 0,5 მლ ადრენალინი 20 მლ 40%-იან გლუკოზის ხსნართან ერთად ვენაში უნდა შეიყვანოთ. ადრენალინი ჰისტამინის (ქსოვილოვანი ჰორმონის) გამოთავისუფლების ძლიერი ანტაგონისტია და ამავე დროს აღადგენს სისხლძარღვთა ტონუსს.

ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების განეიტრალებისათვის აუცილებელია სუპრასტინის, პიპოლფენის ან დიმედროლის ხსნარების შეყვანა კუნთში, კალციუმის ქლორიდის ან კალციუმის გლუკონატის ხსნარისა კი – ვენაში.

ბრონქოსპაზმის დროს ვენაში შეჰყავთ ეუფილინის ხსნარი 10 მლ 40%-იან გლუკოზის ხსნართან ერთად. თუ ჩატარებული თერაპიით ხორხის შეშუპება არ იხსნება, მიმართავენ ტრაქეოტომიას – სასულის გაკვეთას და მასში სპეციალური მილის ჩადგმას სუნთქვის აღსადგენად. ანაფილაქსიური შოკიდან პაციენტთა გამოყვანისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება კორტიკოსტეროიდებს (პრედნიზოლონს, დექსამეტაზონს, ჰიდროკორტიზონს).

ანაფილაქსიური შოკის განვითარების შემთხვევაში პაციენტებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ათავსებენ და კომპლექსურ მკურნალობას უტარებენ გართულებათა ასარიდებლად.