/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნივთიერებათა ცვლა

იოდი

იოდი
იოდი იმ მიკროელემენტთა რიცხვს ეკუთვნის, რომელთა გარეშე ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირება წარმოუდგენელია.

,

  • ბუნებაში გავრცელება

ამჟამად დედამიწა მარაგის სახით 15 მილიონ ტონა ბუნებრივ იოდიდს შეიცავს, რომლის 99% ჩილესა და იაპონიაშია თავმოყრილი. სწორედ ამ ქვეყნებში მიმდინარეობს იოდის ინტენსიური მოპოვება, სადაც წელიწადში 720 ტონა იოდი იწარმოება. თავისუფალი სახით (თუმცა მცირე ოდენობით) ელემენტი მოიპოვება იტალიაში მდებარე ვეზუვისა და ვულკანოს ვულკანთა თერმულ საბადოებში.იოდს დიდი ოდენობით შეიცავს ზოგიერთი წყალმცენარე, ისინი ნიადაგიდან ისეთი ტემპით აგროვებენ ამ ელემენტს, რომ მათ იოდის კონცენტრატორებსაც კი უწოდებენ. ფიკუსის, ლამინარიას, ფილოფორას ორგანიზმის 1% იოდია, ხოლო ზოგიერთი ღრუბლოვანი წყალმცენარის ორგანიზმი 8,5%-ით ამ ელემენტისგან შედგება. მედიცინაში გამოყენებული იოდის დიდი ნაწილი სწორედ წყალმცენარეებისგან არის მიღებული.

  • ორგანიზმში გავრცელება

ორგანიზმში იოდი ჰაერის, წყლისა და საკვების საშუალებით ხვდება. მას უმთავრესად მცენარეული სურსათი შეიცავს. იოდის დიდი ნაწილი წვრილი ნაწლავების დასაწყისში შეიწოვება. ორგანიზმში 20-დან 50 მგ-მდე იოდი გროვდება. აქედან 10-15 მგ - კუნთებში, ხოლო 15-25 მგ ფარისებრ ჯირკვალში. საზოგადოდ, ორგანიზმში მოხვედრილი იოდის 60-80% ფარისებრ ჯირკვალშია ლოკალიზებული. ჯირკვლის უჯრედებს ერთი მეტად საინტერესო თვისება აქვთ - მიკროელემენტის კონცენტრაცია უჯრედის შიგნით 300-ჯერ მეტია, ვიდრე სისხლის პლაზმაში. ფარისებრ ჯირკვალში არსებული იოდის თითქმის მთელი რაოდენობა (99%) მის ჰორმონთა შემადგენლობაში შედის, მხოლოდ 1%-ია წარმოდგენილი არაორგანული იოდის სახით. ადამიანი გასაოცარი მუდმივობით ინარჩუნებს სისხლში იოდის მუდმივ კონცენტრაციას (10-5-10-6), რასაც სისხლის იოდური სარკე ეწოდება.

იოდის არაორგანული მარილების ორგანიზმში შეყვანისას სისხლში მისი კონცენტრაცია 1000-ჯერ იზრდება, მაგრამ ეს საშიში არ არის, ვინაიდან 24 საათის შემდეგ, განსაზღვრულ მექანიზმთა წყალობით, სისხლის იოდური სარკე კვლავ ნორმას უბრუნდება. ადამიანისთვის იოდის 2-3 გრამი სასიკვდილოა, მაშინ როცა იოდიდის (იოდის მარილების) სახით მისი მიღება არავითარ საფრთხეს არ უქადის. ორგანიზმიდან იოდი უპირატესად (70-80%) თირკმელების საშუალებით, შარდთან ერთად გამოიყოფა, დანარჩენი კი - რძის, ნერწყვისა და ოფლის, ნაწილობრივ ნაღვლის მეშვეობით გამოიდევნება.

  • რამდენი იოდი გვჭირდება

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ადამიანის ორგანიზმში იოდის ცვლა განუწყვეტლივ მიმდინარეობს, ვინაიდან ამ მთავარი საშენი მასალით ფარისებრი ჯირკვლის მუდმივი შევსება აუცილებელია. სწორედ ეს განაპირობებს ორგანიზმის მოთხოვნას ამ მიკროელემენტზე, რაც რამდენიმე შინაგან და გარეგან ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის:

  1. სხეულის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე - ზრდისა და განვითარების პერიოდში მასზე მოთხოვნილება საგრძნობლად იმატებს.
  2. წელიწადის დროზე - სექტემბრიდან იანვრამდე სისხლში იოდის კონცენტრაცია ქვეითდება, თებერვლი-დან კი კვლავ იმატებს. მაის-ივნისში იოდური სარკე უმაღლეს დონეს აღწევს. ამ ცვლილებებს შედარებით მცირე ამპლიტუდა აქვს, ამასთანავე, მათი მიზეზი მეცნიერებისთვის დღემდე გამოცანად რჩება.
  3. გარემოს ტემპერატურა - სიცივეში იოდზე ორგანიზმის მოთხოვნა იზრდება.

იოდის დღეღამური მოთხოვნილება სხეულის მასის 1 კგ-ზე საშუალოდ 3 მკგ-ს შეადგენს, თუმცა ეს მაჩვენებელი მეტად პირობითია, ვინაიდან მოთხოვნა, როგორც ვთქვით, იზრდება ორსულობის, ორგანიზმის ინტენსიური ზრდისა და გადაცივებისას. იოდზე ორგანიზმის მოთხოვნა განსხვავდება ასაკის მიხედვითაც. ზრდასრულ ადამიანს დღე-ღამეში საშუალოდ 100-200 მკგ ეს ელემენტი სჭირდება, წლამდე ასაკის პატარებს - 40-50 მკგ, 1-3 წლისებს – 70 მკგ, 4-6 წლისებს - 90 მკგ, 6-დან 12 წლამდე - 120 მკგ, ხოლო 12 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის 150 მკგ-მდე იოდია საჭირო. მამაკაცებისთვის იოდის ოპტიმალური ნორმა 150 მკგ-ია. ამდენივე სჭირდებათ 50 წლამდე ასაკის ქალებს, 50 წელს გადაცილებულთათვის კი 175-200 მკგ-ია საჭირო. გამონაკლისს წარმოადგენენ ორსულები და მეძუძური დედები. მათ დღე-ღამეში აუცილებლად უნდა მიიღონ 250 მკგ იოდი. ორსულობისას იოდის დეფიციტი განსაკუთრებით საშიშია ნაყოფისთვის, ვინაიდან ფერხდება მისი ზრდა-განვითარება და ტვინის სტრუქტურული ჩამოყალიბება, რაც შესაძლოა განვითარების მანკების მიზეზად იქცეს.

  • რა მისია აკისრია იოდს

ჰორმონი, რომელთა სინთეზშიც იოდი მონაწილეობს, სულ სამია: თიროქსინი ანუ ტეტრაიოდთირონინი, ტრიიოდთირონინი და თირეოკალციტონინი.

თიროქსინი და ტრიიოდთირონინი სხეულის ზრდასა და განვითარებაზე ახდენს გავლენას. ისინი აუცილებელია ნერვული სისტემის, გულისა და სასქესო ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მათ გარეშე ნივთიერებათა ცვლა სათანადო ინტენსივობით ვერ წარიმართება. ამ ჰორმონთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა თერმორეგულაციურ რეაქციათა გააქტიურება, რის შედეგადაც რეგულირდება უჯრედების მიერ სითბოს გამომუშავება.

ასევე დაგაინტერესებთ
იწვევს თუ არა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები აკნეს?
რა შეუძლია იოდს - იოდის სამკურნალო თვისებები

თირეოკალციტონინის მთავარი ფუნქცია ორგანიზმში კალციუმის ცვლის რეგულირებაა. როცა ეს ჰორმონი სისხლში საჭირო ოდენობით მოიპოვება, ნორმალურად მიმდინარეობს გაძვალების პროცესები და კბილების ფორმირება. ამიტომ არის, რომ თირეოკალციტონინის დონე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჩონჩხის ჩამოყალიბების, ზრდისა და განვითარების პერიოდში - ამ ეტაპზე სისხლში ჰორმონის კონცენტრაცია პირდაპირ განსაზღვრავს ჩონჩხის ძვლებისა და კბილების ნორმალურ ფორმირებას. განსხვავებულ ფუნქციათა მიუხედავად, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ერთნაირი გეგმითა და საბრძოლო ტაქტიკით მოქმედებენ:

  1. თითოეული მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ ორგანოზე ახდენს გავლენას;
  2. ბიოლოგიურად მეტად მაღალი აქტივობა ახასიათებთ;
  3. აქვთ შედარებით მცირე მოლეკულური ზომა, რაც უადვილებთ სისხლიდან უჯრედთა მემბრანაში გადასვლას და სამიზნე ორგანოებამდე დროულ მისვლას.
  • იოდის ცვლა

იოდის ცვლის მთავარი დანიშნულება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შეუფერხებელი მუშაობაა, რისთვისაც აუცილებელია, სისხლში მუდმივად იყოს სათანადო ოდენობის იოდი და ამინომჟავა თიროზინი, რომელსაც უმთავრესად ცხოველური წარმოშობის პროდუქტები შეიცავს. იოდის ცვლა ფარისებრი ჯირკვლიდან მიკროელემენტის სისხლში გადასვლით იწყება, სადაც მას ამინომჟავა თიროზინისგან წარმოქმნილი ცილა თირეოგლობულინი ხვდება. იოდი უერთდება მას და იწყებს თიროქსინის, ტრიიოდთირონინისა და თირეოკალციტონინის სინთეზს.

ასე რომ, შეიძლება ითქვას, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციები პირდაპირ არის დამოკიდებული სისხლში იოდის ნორმალურ კონცენტრაციაზე. იოდის სიმცირისას საჭიროზე ნაკლები რაოდენობის ჰორმონები წარმოიქმნება, სიჭარბისას კი - ზომაზე მეტი. შესაბამისად, ორგანიზმში ვითარდება ჰორმონთა დეფიციტითა თუ ჰიპერპროდუქციით გამოწვეული პათოლოგიური მდგომარეობანი, რომლებიც დიდ საფრთხეს უქადის ჯანმრთელობას. ჰორმონთა სინთეზში ჯირკვალში არსებული მთელი იოდი არ მონაწილეობს. მისი მცირე ნაწილი თავისუფალი სახით აქტიურად ერთვება ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებში და ენერგიის ცვლას უწყობს ხელს.

  • იოდის ძირითადი ფუნქციები

  1. იოდი არეგულირებს ფარისებრი ჯირკვლის მოქმედებას;
  2. აღადგენს ორგანიზმის ჰორმონულ ბალანსს;
  3. ხელს უწყობს ნერვული სისტემის სტაბილიზაციას;
  4. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის ნებისმიერი რგოლის წარმართვას, ბავშვების გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას;
  5. დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოსექსუალურ სფეროზე.
  • ფარისებრი ჯირკვლის მარეგულირებელი ფუნქცია

იოდი, ვინაიდან ტრიიოდთირონინისა და თიროქსინის სინთეზში მონაწილეობს, აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციათა განსახორციელებლად, რომელთა წყალობითაც ჩქარდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები.

ზრდა-განვითარებაზე მოქმედება - იოდი მონაწილეობს ძვალხრტი-ლოვან ქსოვილთა უჯრედების პროლიფერაცია-გამრავლებაში, უზრუნველყოფს სხეულის ნორმალურ ზრდას, ასტიმულირებს ცილების სინთეზს და აუმჯობესებს კუნთებში კრეატინფოსფატის ცვლას, საბოლოოდ კი ხელს უწყობს კუნთების უკეთ შეკუმშვა-მოდუნებას, ზრდის ადამიანის ფიზიკური შრომის უნარს, აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს და ხელს უშლის გადაღლას.

ნერვული სისტემის ნორმალიზება - იოდი უზრუნველყოფს ნერვული სისტემის უჯრედთა ზრდას, აუმჯობესებს ნერვულ-ფსიქიკურ განვითარებას, განსაკუთრებით - ბავშვებში, აწესრიგებს ადამიანის ემოციურ ფონს და აღკვეთს ზედმეტ გაღიზიანებადობას.

ნივთერებათა ცვლის სხვა რგოლებზე ზემოქმედება - ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ლიპიდურ და ნახშირწყლოვან ცვლაზე ზემოქმედება.

ცხიმოვანი ცვლა - იოდი ზრდის ლიპოლიზს, ცხიმების დაშლა-მონელებას, ააქტიურებს ფარისებრი ჯირკვლის იმ ფუნქციას, რომელიც შერჩევითად აქვეითებს გაცხიმოვნებას. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ააქტიურებენ ცხიმოვან ქსოვილებში კატაბოლურ პროცესებს, რომლებიც, თავის მხრივ, ორგანიზმს ენერგიით ავსებს. ბიოლოგიური იოდი ააქტიურებს უშუალოდ კანქვეშა ცხიმოვან უჯრედებში ცხიმების დაშლას და ამით ხელს უშლის გაცხიმოვნების თანამდევი მეტად უსიამოვნო მოვლენის - ცელულიტის განვითარებას. ნახშირწყლოვანი ცვლა - იოდი ააქტიურებს ფარისებრი ჯირკვლის იმ ფუნქციას, რომელიც აძლიერებს გლუკონეოგენეზს (გლუკოზის წარმოქმნას), ნახშირწყლების ნაწლავებში შეწოვას და საჭიროებისას დეპო ორგანოებიდან მათ დროულ მობილიზაციას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

იოდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები