თირკმლის პრობლემების გამაფრთხილებელი ნიშნები
მუდმივი დაღლილობა
თირკმელები ფილტრავენ ნარჩენებს თქვენი სისხლიდან. ნარჩენები შარდით გამოიყოფა. როდესაც თირკმელები სწორად არ მუშაობს, ტოქსინები შეიძლება დაგროვდეს ორგანიზმში. ამის ერთ-ერთი გავრცელებული მინიშნება არის დაღლილობა. შეიძლება იგრძნოთ გამოფიტვა, სისუსტე, კონცენტრაციის გაძნელება. თირკმელები წარმოქმნიან ჰორმონს, რომელიც სისხლის წითელი უჯრედების შექმნაში მონაწილეობს. თუ ამ ჰორმონის ნაკლებობაა, სისხლი ვერ მიაწვდის იმდენ ჟანგბადს კუნთებსა და ტვინს, რამდენიც მათ სჭირდებათ.
კანის ქავილი
ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, თუ თირკმელები ვერ გამოდევნის ტოქსინებს და ისინი გროვდება სისხლში. ამან შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი ან ქავილი.
შეშუპებული სახე და ფეხები
როდესაც თირკმელები კარგად ვერ ათავისუფლებს ნატრიუმს, ორგანიზმში სითხე გროვდება. ამან შეიძლება გამოიწვიოს შეშუპებული ხელები, ფეხები, ტერფები ან შეშუპებული სახე. შეიძლება შეამჩნიოთ შეშუპება განსაკუთრებით ტერფების არეში, ხოლო შარდში ცილის გაჟონვის შემთხვევაში შეშუპება შეიძლება გამოჩნდეს თვალების ირგვლივ.
კუნთების კრუნჩხვები
კრუნჩხვები ფეხებში და სხვაგან შეიძლება იყოს თირკმელების ცუდი ფუნქციის ნიშანი. ნატრიუმის, კალციუმის, კალიუმის ან სხვა ელექტროლიტის დონის დისბალანსმა შეიძლება შეაფერხოს თქვენი კუნთებისა და ნერვების მუშაობა. თუმცა, კუნთების კრუნჩხვა აუცილებლად თირკმლის დაავადებას არ ნიშნავს.
სუნთქვის გაძნელება
როდესაც გაქვთ თირკმელების დაავადება, ორგანოები არ გამოიმუშავებენ საკმარისად ჰორმონს, რომელსაც ეწოდება ერითროპოეტინი. ჰორმონები თქვენს სხეულს სიგნალს აძლევს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას. ამის გარეშე შეიძლება ანემია და ქოშინი იგრძნოთ. კიდევ ერთი მიზეზი არის სითხის დაგროვება. შეიძლება გაგიჭირდეთ სუნთქვის შეკავება. სერიოზულ შემთხვევებში, დაწოლისას შეიძლება იგრძნოთ, რომ იხრჩობით.
მეხიერების პრობლემები
როდესაც თირკმელები არ ფილტრავს ყველა ნარჩენს სხეულიდან, ტოქსინებმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტვინზე. შეიძლება გაგიჩნდეთ თავბრუსხვევა, პრობლემები კონცენტრაციასთან და მეხსიერებასთან.
მადის დაქვეითება
თირკმელების დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა ან ღებინება. ამან შეიძლება საკვებისადმი ლტოლვა შეამციროს, რაც ზოგჯერ წონის კლებას იწვევს.
არასასიამოვნო გემო პირის ღრუში
როდესაც თირკმელებს არ შეუძლიათ ნარჩენების გაფილტვრა, ამან შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობა, რომელსაც ურემია ეწოდება, რაც პირის ღრუში არასასიამოვნო სუნს იწვევს.
ყავისფერი ან სისხლიანი შარდი