/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნეფროლოგია

თირკმლისმიერი ჰიპერტენზია

თირკმლისმიერი ჰიპერტენზია
უეცრად დისკომფორტი ვიგრძენით ან სრულიად უმიზეზოდ გავიზომეთ წნევა და აღმოვაჩინეთ, რომ ციფრები საკმაოდ მაღალია. "ნუთუ თირკმლის ბრალია?!" - უმალვე იბადება კითხვა.

არტერიული წნევის მატებას მართლაც ხშირად ვაბრალებთ თირკმელს, თუმცა დადგენილია, რომ ამა თუ იმ დაავადებას უკავშირდება არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევათა მხოლოდ 10%, სადაც თირკმლისმიერი ჰიპერტენზიის წილი არცთუ ისე დიდია.

როდის უნდა ვივარაუდოთ თირკმლისმიერი ჰიპერტენზია

არსებობს სიმპტომები, რომლებიც თირკმლისმიერი ანუ რენული ჰიპერტენზიის საკმაოდ მაღალ ალბათობაზე მიუთითებს. ეს სიმპტომებია:

  • არტერიული წნევის მომატების პირველი ეპიზოდი 25 წლამდე ან 50 (მეტადრე - 60) წლის შემდეგ;
  • არტერიული ჰიპერტენზიის რეზისტენტობა მკურნალობის მიმართ - მდგომარეობა, როცა სათანადოდ შერჩეული მედიკამენტებით წნევის მაჩვენებლების ნორმამდე დაწევა შეუძლებელია;
  • არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც ადრე კონტროლირებადი იყო, ახლა კი მედიკამენტურ მკურნალობას აღარ ემორჩილება;
  • მძიმე არტერიული ჰიპერტენზია - არტერიული წნევის ისეთი მომატება, როცა დიასტოლური წნევა ვერცხლისწყლის სვეტის 110 მილიმეტრს აღემატება;
  • არტერიული ჰიპერტენზიის ავთვისებიანი მიმდინარეობა. ამ დროს დიასტოლური წნევა მკვეთრად არის მომატებული - აღემატება ვერცხლისწყლის სვეტის 110 მილიმეტრს. შეინიშნება რეზისტენტობა მკურნალობის მიმართ.

ავთვისებიანი ჰიპერტენზიისთვის დამახასიათებელია თავის ძლიერი ტკივილი, თავბრუხვევა, ღებინება, მხედველობის დაქვეითება, ქოშინი, უმადობა, ხშირი კრიზი. ეს ნიშნები გარკვეულწილად დაავადების სწრაფ პროგრესირებასა და არტერიული ჰიპერტენზიის სამიზნე ორგანოების ადრეულ ეტაპზევე დაზიანებას უკავშირდება.

რენოპარენქიმული ჰიპერტენზია

არტერიული ჰიპერტენზიის გამომწვევი თირკმლის დაავადებები პირობითად ორ ჯგუფად იყოფა: უშუალოდ თირკმლის დაავადებებად და თირკმლის არტერიების (მკვებავი სისხლძარღვების) დაავადებებად.

უშუალოდ თირკმლის დაავადებებით გამოწვეულ ჰიპერტენზიას მედიცინაში რენოპარენქიმულს უწოდებენ, ხოლო თირკმლის არტერიების დაავადებებთან დაკავშირებულს - რენოვასკულურს.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 26 წ გადავიღე თირკმელზე ცოტაოედენი სილა მითხრეს,ძან იშვიათად ორთვეშ ერთხელ მაქვს ტკივილი თირკმელში ამას ახლავს ხშირი შარდვა უფრო ღამით.. ეს მდგომარეობა თავისით წამლის გარეშე გვარდება... რა შეიძლება მივიღო ასედროს თირკმლის ჩაი ან რას მირჩევთ მადლობა წინასწარ</p>

რენოპარენქიმული ჰიპერტენზიის მიზეზებია: მწვავე გლომერულონეფრიტი, ქრონიკული გლომერულონეფრიტი, ქრონიკული პიელონეფრიტი, ქრონიკული ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმელების პოლიკისტოზი, ჰიდრონეფროზი. არტერიული წნევა საგრძნობლად იმატებს თირკმელების ქრონიკული უკმარისობის დროსაც. სამწუხაროდ, ჩვენ მიერ ჩამოთვლილი დაავადებები არცთუ იშვიათად ყოველგვარი გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს, რასაც ექიმები ფარულ ანუ ლატენტურ მიმდინარეობას უწოდებენ.

ფარულად მიმდინარე თირკმლის დაავადებების დიაგნოსტიკა განსაკუთრებით რთულია. ასეთი დაავადება მოულოდნელად ვლინდება პროფილაქტიკური გამოკვლევისას, ანდა მისი ერთადერთი აშკარა ნიშანი არტერიული წნევის მომატებაა. ამ დროს ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, რა არის პირველადი - თირკმლის დაავადება თუ არტერიული წნევის მომატება. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივი არ არის, ვინაიდან არტერიული ჰიპერტენზიის აღმოცენებიდან გარკვეული ხნის შემდეგ მეტ-ნაკლებად აუცილებლად ზიანდება არტერიული ჰიპერტენზიის სამიზნე ორგანოები - თავის ტვინი, გული, თირკმელები, არტერიები, თვალის ფსკერი. ამრიგად, თირკმელების დაზიანება არტერიული ჰიპერტენზიის მიზეზიც შეიძლება იყოს და შედეგიც.

როგორ მკურნალობენ რენოპარენქიმულ ჰიპერტენზიას

რენოპარენქიმული ჰიპერტენზიის მკურნალობა ნეფროლოგების, კარდიოლოგების, თერაპევტების კომპეტენციაა. გამონაკლისია თირკმელების პოლიკისტოზი, ჰიდრონეფროზი და პიელონეფრიტის ზოგიერთი შემთხვევა, რომლებიც უროლოგიის სფეროს ეკუთვნის და ხშირად საჭირო ხდება ოპერაციული ჩარევა.

რენოპარენქიმული ჰიპერტენზიის დროს თირკმლის დაავადებების პროგრესირების შესაფერხებლად აუცილებელია, არტერიული წნევა 130/80-85, ზოგ შემთხვევაში კი 125/75 მმ ვწყ.სვ-მდე დავაქვეითოთ. წნევის ნორმალიზება აუცილებელია, ვინაიდან თირკმლისმიერი ჰიპერტენზია, როგორც სიმპტომური ჰიპერტენზიის ერთ-ერთი სახეობა, სამიზნე ორგანოებს გაცილებით სწრაფად აზიანებს, ვიდრე ბანალური ჰიპერტენზია.

მკურნალობა არტერიული წნევის ნორმალიზებასთან ერთად, უპირველეს ყოვლისა, თირკმელების პათოლოგიის მკურნალობას გულისხმობს, ეს კი საკმაოდ რთულია, ვინაიდან ექიმისა და პაციენტისგან რეჟიმის ზედმიწევნით დაცვას მოითხოვს, მაგრამ აუცილებელია - დადგენილია, რომ თირკმლის მწვავე დაავადებების უკუგანვითარებისას არტერიული წნევა ნორმას უახლოვდება.

რაც შეეხება თირკმელების ქრონიკულ დაავადებებს, ბოლოდროინდელი გამოკვლევების თანახმად, ზოგიერთი ჯგუფის ანტიჰიპერტენზიულ ანუ წნევის დამწევ პრეპარატს შესწევს უნარი, შეაფერხოს თირკმლის დაზიანება, რასაც მედიცინაში რენოპროტექტორული ეფექტი ეწოდება.

რენოვასკულური ჰიპერტენზია - დიაგნოსტიკა, მკურნალობა

რენოვასკულური ჰიპერტენზია თირკმლის არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი შევიწროებით არის განპირობებული. უმეტესად ის ათეროსკლეროზით ან არტერიის ფიბროზულ-კუნთოვანი დისპლაზიით - პოპულარული ენით თუ ვიტყვით, კუნთოვანი შრის გასქელებით - არის გამოწვეული. თირკმლის არტერიის ათეროსკლეროზული შევიწროება უმეტესად ორმხრივია და 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში გვხვდება, თირკმლის არტერიის ფიბროზულ-კუნთოვანი დისპლაზია კი უფრო ხშირია 30 წლამდე ასაკის ქალებში.

რენოვასკულურ ჰიპერტენზიაზე ეჭვის შემთხვევაში ვენიდან იღებენ სისხლს და განსაზღვრავენ მასში რენინის შემცველობას. ეს არის ნივთიერება, რომელსაც თირკმელი ჭარბად გამოიმუშავებს ჟანგბადის ნაკლებობისას. რენინის შემცველობა ხშირად ესენციური ჰიპერტენზიის დროსაც იმატებს, ამიტომ შემდგომი დიაგნოსტიკისთვის ტარდება სინჯი გარკვეული პრეპარატით, განისაზღვრება რენინის შემცველობა თირკმლის ვენებიდან სპეციალური კათეტერით აღებულ სისხლში.

დიაგნოზს ადასტურებს თირკმლის არტერიების ანგიოგრაფია - სპეციალური კათეტერით მათში საკონტრასტო (რენტგენის სხივებისთვის შეუღწეველი) ნივთიერების შეყვანა და რენტგენის სურათის გადაღება, რომელზეც თვალნათლივ ჩანს სისხლძარღვის შევიწროება. რიგ შემთხვევაში ამავე დროს ტარდება ანგიოპლასტიკა - შევიწროებული სისხლძარღვის განვლადობის აღდგენა, რაც რენოვასკულური ჰიპერტენზიის მკურნალობის მეთოდია.

ჩამოთვლილი არცთუ მარტივი და იაფი გამოკვლევების ჩატარება და დიაგნოზის დაზუსტება არა მარტო მიზანშეწონილი, არამედ აუცილებელიც არის, ვინაიდან თირკმლის არტერიის შევიწროება, თუნდაც მედიკამენტური მკურნალობით წნევა ნორმამდე დავწიოთ, მაინც გამოიწვევს ორგანოს ფუნქციის მოშლას და თირკმელების უკმარისობას, ხოლო ანგიოპლასტიკა და ქირურგიული ჩარევა ამ გართულებას თავიდან აგვაცილებს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

თირკმლისმიერი ჰიპერტენზია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები