/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კარდიოლოგია

რატომ ჩქარდება გულისცემა

რატომ ჩქარდება გულისცემა
გულის მდგომარეობა იდეალურად მიიჩნევა, როდესაც ადამიანი მის მუშაობას ვერ გრძნობს. სამწუხაროდ, ამით ბევრი ვერ დაიტრაბახებს. გულის მუშაობას ყველაზე ხშირად მაშინ

უჩივიან, როდესაც გულისცემა უჩქარდებათ.

  • რატომ ჩქარდება გულისცემა და არის თუ არა ეს ორგანიზმში მიმდინარე სერიოზული ძვრების გამომხატველი სიმპტომი?

გულისცემის სიხშირე ანუ გულის შეკუმშვათა რიცხვი, საზოგადოდ, იმაზეა დამოკიდებული, რა რაოდენობის სისხლი უნდა გადაქაჩოს გულმა სისხლძარღვებში. ჩვეულებრივ, გულს მეტი ჯაფა ადგება ფიზიკური დატვირთვისას.

  1. საშუალოსტატისტიკური ზრდასრული ადამიანის გულისცემის სიხშირე (ნორმალური პულსი) წუთში 60-დან 80-მდე მერყეობს,
  2. სპორტსმენების გულისცემის სიხშირე 40-დან 60-მდეა,
  3. ასაკოვანი და დასუსტებული ადამიანის გულისცემამ შესაძლოა წუთში 90-100 დარტყმას მიაღწიოს,
  4. ბავშვებს უფრო ხშირი გულისცემა აქვთ, ვიდრე მოზრდილებს - წუთში 80-130 დარტყმა, ასაკის შესაბამისად.

პულსი არტერიული კედლის რიტმული რხევაა, რომელსაც მარცხენა პარკუჭიდან აორტაში სისხლის გადასვლის შედეგად მისი კედლის შერხევა და ამ ტალღის სისხლძარღვის კედლის გასწვრივ გავრცელება განაპირობებს.

პულსი ისინჯება მაჯაზე (ამ შეთხვევაში ითქმის "მაჯისცემა"), საფეთქელზე, ქვედა ყბის კუთხესთან, საზარდულის არეში და სხვა. მისი სიხშირე შეესაბამება გულის შეკუმშვათა რიცხვს. ეს უკანასკნელი ყველაზე ნაკლებია წოლისას, წამოჯდომისას 4-6 დარტყმით იმატებს, ადგომისას კი 5-6 დარტყმით. ბუნებრივია, სიარულისა და, მით უფრო, სირბილის დროს გულისცემა ჩქარდება. ამ შემთხვევაში წუთში 160 დარტყმაც კი ნორმად მიიჩნევა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ნავარჯიშები ადამიანის გული გაცილებით რიტმულად და მშვიდად მუშაობს, თანაც მეტისმეტად არ ჩქარდება.

ყურადსაღები და საგანგაშოა მდგომარეობა, როდესაც გულისცემა ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვის გარეშე, მოსვენებისას, წუთში 100 დარტყმას აღწევს, აგრეთვე - მდგომარეობა, როდესაც სირბილისა თუ მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ გულის ნორმალური რიტმი 5-10 წუთში არ აღდგება - ეს შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების ნიშანი იყოს.

შეკითხვა ექიმს
<p>-სწორ განყოფილებაში ვკითხულობ თუ არა არ ვიცი მაგრამ ხომ ვერ მეტყვით როცა ვწვები ზურგზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში თავბრუს ხვევის შეგრძნება მაქვს, და შეგრძნება მაქ თითქოს თვალებში წნევა მიწევს .თავს ქვეშ ბალიში რო დავიდო ან თავი წამოვწიო მაშინ მივლის ეს ეფექტი. ხო ვერ მეტყვით ეს რისი.ბრალი უნდა იყოს??</p>

გულისცემა ნერვული დაძაბულობისა და ძლიერი ემოციების დროსაც ჩქარდება. გულს აჩქარებული რიტმით მუშაობას არაერთი დაავადება და ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილება აიძულებს. მაგალითად, სხეულის ტემპერატურის ყოველი გრადუსით მომატებისას ზრდასრული ადამიანის გულისცემა წუთში 8-10 დარტყმით იმატებს, ბავშვისა - 15-20 დარტყმით.

გულისცემის სიხშირეს ცვლის არტერული წნევის მერყეობა, ასთმა, ანემია, ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა. ტაქიკარდია ანუ გულის შეკუმშვათა გახშირება აღენიშნებათ აგრეთვე გულის უკმარისობის მქონე პაციენტებს და იმ ადამიანებს, რომლებმაც სტენოკარდიული შეტევები გადაიტანეს.

ასევე დაგაინტერესებთ
გულის ფრიალი შესაძლოა, ჰორმონალურმა ცვლილებებმა გამოიწვიოს
მოციმციმე არიტმია

გულის მუშაობის რიტმიდან ამოვარდნას ხელს უწყობს კოფეინი, ნიკოტინი, ნარკოტიკული საშუალებები, ალკოჰოლი და ზოგიერთი მედიკამენტი. ამიტომაც მოგვიწოდებენ მედიკოსები ჯანსაღი წესით ცხოვრებისკენ. გულის ნორმალური მუშაობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია კვების რეჟიმი.

ჭარბი წონის მქონე პირთა გული გაცილებით ძნელად უმკლავდება თავის ფუნქციას. თუ ზედმეტი კილოგრამების დაკლება გადაწყვიტეთ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ დიეტის დროსაც კი ორგანიზმს ყველა საჭირო საკვები ნივთიერება უნდა მიაწოდოთ, განსაკუთრებით - კალიუმი და B ჯგუფის ვიტამინები. მინერალური ცვლის მოშლამ შესაძლოა გულისცემის მნიშვნელოვანი აჩქარება გამოიწვიოს.

  • როგორ შევაჩეროთ ტაქიკარდია

ფიზიოლოგიურმა ტაქიკარდიამაც კი შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ორგანიზმს. გულისცემის აჩქარების გამო სისხლის ცირკულაცია ირღვევა, შესაბამისად, ორგანოებსა და ქსოვილებს აკლდება ჟანგბადი. ასეთ დროს ჰიპოქსიის (ქსოვილებში ჟანგბადის რაოდენობის შემცირება) მანიშნებელია თავბრუხვევა, ტკივილი გულის არეში, ქოშინი, გულის წასვლა. ტაქიკარდია ზრდის ინსულტის აღმოცენების რისკს, აუარესებს გულის მუშაობას და მისი უეცარი გაჩერებაც კი შეიძლება გამოიწვიოს.

  1. თუ ტაქიკარდია ფიზიკური დატვირთვის შედეგად აღმოცენდა, აუცილებლად დაჯექით (უმჯობესია დაწვეთ) და 10-15 წუთი ასე დარჩით. შეეცადეთ, ისუნთქოთ ნელა და ღრმად. ყოველივე ეს ტაქიკარდიის უარყოფითი შედეგების მინიმუმამდე დაყვანის საშუალებას მოგცემთ - ქსოვილები ჟანგბადით გაჯერდება და თვითშეგრძნებაც გაგიუმჯობესდებათ.
  2. თუ ტაქიკარდიის მიზეზი ძლიერი ემოციური დატვირთვაა, დალიეთ მსუბუქი დამამშვიდებელი საშუალება, მაგალითად, კატაბალახას ან შავბალახას ნაყენი. კარგია პიტნის ნაყენიც. მიიღეთ ზღვის მარილის აბაზანა, მოუსმინეთ მშვიდ მუსიკას.
  3. თუ ტაქიკარდია უეცრად აღმოცენდა და გულისცემის სიხშირემ წუთში 100 დარტყმას მიაღწია, თვალთ გიბნელდებათ და გულის მუშაობის დარღვევებს შეიგრძნობთ, სახეზე ცივი (უმჯობესია, ყინულიანი) წყალი შეისხით და წამოწექით, დალიეთ კორვალოლი ან ვალოკორდინი, მოგვიანებით კი აუცილებლად მიმართეთ ექიმს ტაქიკარდიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად და ადეკვატური მკურნალობის დასანიშნავად.
  4. გულისცემის აჩქარებისას ძლიერად დააწექით თვალის კაკლებს. ყოველი ზეწოლა 8-10 წამს უნდა გაგრძელდეს, მთლიანად პროცედურა კი - 5 წუთს მაინც. როგორც წესი, ამის შემდეგ გულისცემის სიხშირე ნორმას უბრუნდება.
  5. თუ გულისცემა წუთში 120-140-ს აღწევს, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მის მოსვლამდე კი სიმშვიდე შეინარჩუნეთ.
  6. ტაქიკარდიის განმეორებითი შეტევების თავიდან ასაცილებლად მიიღეთ კალიუმისა და მაგნიუმის პრეპარატები, მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, დაიცავით კვებისა და დასვენების რეჟიმი, ამოიღეთ რაციონიდან შოკოლადი და კოფეინის შემცველი სასმელები, სპირტიანი სასმელები.

უკვე ითქვა, რომ ტაქიკარდია - გულის შეკუმშვათა გახშირება (წუთში 90-ზე მეტი დარტყმა) - შეიძლება იყოს როგორც ნორმალური, ფიზიოლოგიური, ასევე პათოლოგიურიც.

ფიზიოლოგიური ტაქიკარდია აღინიშნება ფიზიკური დატვირთვის, მღელვარების (თუნდაც სასიამოვნო მღელვარების), შიშის დროს, პათოლოგიური ტაქიკარდია კი მრავალი დაავადებისა თუ პათოლოგიური პროცესის დამახასიათებელი სიმპტომია. ის რამდენიმე მიზეზის გამოა საშიში. ჯერ ერთი, შეკუმშვების გახშირებისას გულის მუშაობის ეფექტურობა საგრძნობლად ქვეითდება. ასეთ რეჟიმში გულის პარკუჭები ვერ ასწრებს სისხლით ავსებას, შესაბამისად, ეცემა არტერიული წნევა და მცირდება ორგანოებისკენ მდენი სისხლის ნაკადი. მეორეც, უარესდება საკუთრივ გულის სისხლით მომარაგება.

აჩქარებისას გულს გაცილებით მეტი სამუშაოს შესრულება უხდება და, ბუნებრივია, მეტი ჟანგბადიც სჭირდება, ეს უკანასკნელი კი სისხლით მომარაგების დაქვეითების გამო გულის კუნთს სათანადო ოდენობით ვერ მიეწოდება, ამიტომ იზრდება იშემიური დაავადების, შედეგად კი ინფარქტის განვითარების რისკი.

ტაქიკარდიას ყველაზე ხშირად ვეგეტატური ნერვული და ენდოკრინული სისტემების ფუნქციის დარღვევა, ჰემოდინამიკის მოშლა და არითმია იწვევს.

  • ნერვული და ენდოკრინული სისტემების გავლენა

სიმპათიკური ნერვული სისტემის სტიმულაციის გაზრდამ შესაძლოა გულისცემის აჩქარება გამოიწვიოს, ამასთან, როგორც გულზე სიმპათიკური ნერვული ბოჭკოების პირდაპირი ზემოქმედებით, ასევე თირკმელზედა ჯირკვლებზე ზეგავლენითა და ადრენალინის სეკრეციის (გამოყოფის) გაზრდით. სიმპათიკური ნერვული სისტემის ზემოქმედებით გამოწვეული ტაქიკარდია სრულიად ჯანმრთელ ადამიანებსაც კი შეიძლება განუვითარდეთ აღელვებისას, კოფეინის მიღებისას და სხვა. ენდოკრინული დარღვევებიდან კი ტაქიკარდიის მიზეზებად ადრენალინის გაძლიერებული გამოყოფით მიმდინარე პათოლოგიები გვევლინება, მაგალითად, ფეოქრომოციტომა, ჰიპოთალამური სინდრომია და სხვა.

  • ჰემოდინამიკური მახასიათებლები

სისხლის წნევის შემანარჩუნებელი, უკუკავშირის პრინციპით მოქმედი მექანიზმების გავლენით გულის შეკუმშვათა რიცხვი იზრდება არტერიული წნევის დაქვეითების დროს, ამიტომ ტაქიკარდია აღმოცენდება როგორც საპასუხო რეაქცია სისხლის მოცულობის შემცირებისას, მაგალითად, სისხლდენისას, ორგანიზმის გაუწყლოებისას. სისხლის წნევის მკვეთრი ვარდნა და ტაქიკარდია შესაძლოა სხეულის მდებარეობის უეცარმა ცვლილებამაც გამოიწვიოს.

  • არითმიები

ტაქიკარდიის მიზეზი ზოგჯერ სინუსური რიტმის მოშლაა. ამ დროს ირღვევა გულის რიტმის მაკონტროლებელი სინუსური კვანძის მიერ იმპულსთა გენერაცია (წარმოქმნა). ამ შემთხვევაში სინუსურ ტაქიკარდიაზე საუბრობენ. ზოგჯერ ტაქიკარდიის მიზეზი წარმოქმნილ იმპულსთა სინუსური კვანძიდან პარკუჭებისკენ გატარების დარღვევაა.

კომენტარები (20)
ნათია
სისტემატიურად აჩქარებული გულის ცემა,ექოსკოპია გადაღებული გვაქვს ყველაფერი წესრიგშია,ფარისებრი სრულად გვაქვს გამოკვლეუი აქაც ყველაფერი წესრიგშია დ ვირამინიც ნორმაში.სხვა რა მიზეზი შეიძლება იყოს ასაკი 7წლის
თარიღი : 06-03-2025
Gulo saldadze
Gamarjobat me ukve samitvea magali gulos cneva maqvs,120 ki artyams uxaerobsc maqvs,ki sanevriulo shemxmda,tan iset samsaxurshi var gamit adgoma vicevs,dedas damamshideblebi gamovagzavnineagram arafeli mishvela,rogor moviqce var 39 clis
თარიღი : 22-01-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რატომ ჩქარდება გულისცემა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები