/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

აღმოჩენილია კიბოს წინააღმდეგობის მკურნალობის მექანიზმი

აღმოჩენილია კიბოს წინააღმდეგობის მკურნალობის მექანიზმი
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს მექანიზმი, რომელიც კიბოს ღეროვან უჯრედებს მკურნალობისადმი რეზისტენტობის განვითარების საშუალებას აძლევს. კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მკვლევარებმა შეისწავლეს უჯრედ-ავტონომიური (უჯრედშიდა სიგნალები) და არაუჯრედ-ავტონომიური (გარე სიგნალები) გზების რთული ურთიერთქმედება, რომლებიც განსაზღვრავენ პანკრეასის კიბოს ღეროვანი უჯრედების მახასიათებლებს.

ირკვევა, რომ კიბოს ღეროვანი უჯრედების მიმდებარე უჯრედგარე სივრცეში არის რთული მოლეკულური ღერძი, მათ შორის რეტინობლასტომის პროტეინები (pRb) და E2Fტრანსკრიფციის ფაქტორები, რომლებიც აკონტროლებენ სასიგნალო მოლეკულების გამომუშავებას და ხელს უწყობენ ქიმიოთერაპიული პრეპარატების მიმართ რეზისტენტობის განვითარებას. ადრე ითვლებოდა, რომ პღბ და E2F, ცნობილი უჯრედული რეგულატორებია და აქვთ მხოლოდ უჯრედ-ავტონომიური ეფექტი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ტრანსკრიპციის ფაქტორები E2F1 და E2F4 იწვევენ ჭNთ ლიგანდების ექსპრესიას, როგორიცაა WNT7A, WNT7B, WNT10A და WNT4, ხოლო pRb და RBL2 ცილები ამცირებენ მათ ექსპრესიას. ეს დელიკატური ბალანსი დარღვეულია კიბოს უჯრედებში, რომლებიც ატარებენ KRAS გენის მუტაციებს.

კვლევის შედეგებმა შეიძლება ხელი შეუწყოს კიბოს უფრო ეფექტური მკურნალობის განვითარებას, რადგან პოტენციურმა წამლებმა, რომლებიც მიზნად ისახავს სასიგნალო გზების იდენტიფიცირებას, შეიძლება კიბოს უჯრედები მგრძნობიარე გახადონ ქიმიოთერაპიის მიმართ და ხელი შეუშალონ მეტასტაზების წარმოქმნას.

კომენტარები (2)
იკ
კი
თარიღი : 04-11-2014
sofii
ტექსტში შეცდომაა. მიოკარდიუმის ანთებას მიოკარდიტი ეწოდება :)
თარიღი : 02-06-2014
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

გული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გული

გული სისხლის მიმოქცევის სისტემის ცენტრალური ორგანოა. იგი, ფაქტობრივად, ადამიანის ჩასახვისთანავე იწყებს მუშაობას და მხოლოდ მისი გარდაცვალებისას ჩერდება. ამ ორგანოს ხშირად ადარებენ ძლიერ ტუმბოს, რომლის განუწყვეტელი მოქმედების შედეგად სისხლი მუდმივად გადაიტყორცნება სისხლძარღვებში, ამასთან, არა მხოლოდ გულის ქვევით, არამედ მის ზევით მდებარე ორგანოებშიც.

გულის კედლები

სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოს კედლები სამი გარსისგან შედგება. პირველია გარეთა, სეროზული გარსი, რომელიც, თავის მხრივ, ორი ფურცლისგან შედგება. შიგნითა ფურცელს ეპიკარდიუმი ეწოდება, გარეთას - პერიკარდიუმი. ამ უკანასკნელს გულის პერანგსაც უწოდებენ. ამ ორ ფურცელს შორის მოთავსებულია ცოტაოდენი სეროზული სითხე, რომლის წყალობითაც გული დაზღვეულია ხახუნისგან. ამ გარსის ანთებას პერიკარდიტი ეწოდება,

გულის მეორე გარსი კუნთოვანია. მას მიოკარდიუმი ჰქვია. იგი, ჩონჩხის კუნთებისგან განსხვავებით, უნებლიეთ იკუმშება. ეს გარსი განსაკუთრებით კარგად არის განვითარებული გულის პარკუჭების მიდამოში, რადგან უმთავრესად სწორედ პარკუჭებზეა დამოკიდებული გულის შეკუმშვათა ძალა. ამ გარსის ანთებას მიოკარდიტი ეწოდება,.

მესამე, შიგნითა გარსი მოფენილია ენდოთელიუმით და მას ენდოკარდიუმი ეწოდება. ამ გარსის ანთებას ენდოკარდიტს ვუწოდებთ.

mkurnali.ge

ოთხკამერიანი საკანი

ადამიანის გული საკანს მოგაგონებთ, რომელიც ოთხი ნაწილისგან, ოთხი კამერისგან შედგება. სიგრძივი კუნთოვანი ძგიდე გულს ორ - მარცხენა და მარჯვენა - ნაწილად ყოფს, ხოლო განივი ძგიდე - წინაგულებად და პარკუჭებად. ამრიგად, გული მარცხენა და მარჯვენა წინაგულებისა და მარცხენა და მარჯვენა პარკუჭებისგან შედგება.

სარქვლები

წინაგულებსა და პარკუჭებს ერთმანეთთან ხვრელები აკავშირებს. გულის შეკუმშვის დროს სისხლი წინაგულებიდან პარკუჭებში სწორედ ამ ხვრელებით გადადის. ამ ხვრელებს აქვთ თავიანთი სარქვლებიც.

მარცხენა წინაგულსა და პარკუჭს შორის არსებულ ხვრელს ფარავს ენდოკარდიუმის გარსისგან შექმნილი ორკარიანი - მიტრალური სარქველი, ხოლო მარჯვენა წინაგულსა და პარკუჭს შორის არსებულ ხვრელს - სამკარიანი.

სისხლის მიმოქცევის დიდი და მცირე წრის დასაწყისში, გულიდან გამომავალ მსხვილ სისხლძარღვებთან, კერძოდ, მარცხენა პარკუჭიდან გამომავალ აორტასა და მარჯვენა პარკუჭიდან გამომავალ ფილტვის არტერიასთან, კი სამ-სამი ნახევარმთვარისებრი სარქველი მდებარეობს. სარქვლების ძირითადი დანიშნულებაა, არ დაუშვან სისხლის უკუდენა პარკუჭებიდან წინაგულებში და აორტიდან და ფილტვის არტერიიდან პარკუჭებში. ამრიგად, ისინი უზრუნველყოფენ სისხლის მიმოქცევას ერთი, საჭირო მიმართულებით. გულის ზოგიერთი დაავადების დროს რომელიმე ხვრელი ვიწროვდება ან დეფორმაციას განიცდის, რაც გულის ნორმალურ მუშაობას არღვევს. სწორედ ხვრელებისა და სარქვლების პათოლოგიური ცვლილებებით განპირობებულ დაავადებებს უწოდებენ გულის მანკებს.

სისხლის მოძრაობა გულში

მარცხენა გულში (მარცხენა წინაგული და მარცხენა პარკუჭი) არტერიული სისხლი მიედინება, ხოლო მარჯვენაში (მარჯვენა წინაგული და მარჯვენა პარკუჭი) - ვენური. მარჯვენა წინაგულში ჩაედინება ორი მსხვილი ღრუ ვენა - ზედა და ქვედა, აგრეთვე - გულის საკუთარი ვენები.

მარჯვენა პარკუჭიდან გამოდის ფილტვის არტერია. ფილტვის არტერიებს ვენური სისხლი ფილტვებისკენ მიაქვთ ჟანგბადით გასამდიდრებლად. მარცხენა წინაგულში ფილტვის ვენები ჩაედინება.

მარცხენა პარკუჭიდან გამოდის ყველაზე დიდი არტერიული სისხლძარღვი - აორტა, რომელიც სისხლის მიმოქცევის დიდი წრის დასაწყისს წარმოადგენს. სწორედ მისი გავლით მიედინება მთელი ორგანიზმისკენ ჟანგბადით და სუფთა საკვები ნივთიერებებით მდიდარი არტერიული სისხლი.

ყველა სხვა ორგანოს დარად, სისხლით მომარაგება გულსაც სჭირდება. ამისთვის მას აქვს საკუთარი - კორონარული სისხლძარღვები, რომლებიც სისხლს აორტიდან იღებენ. რაც შეეხება გულში წარმოქმნილ ვენურ სისხლს, იგი გულის ვენებით გროვდება გვირგვინოვან სინუსში და იქიდან მარჯვენა წინაგულში ჩაედინება.


გულის ტონები

გულის მუშაობის შედეგად წარმოიქმნება მისი მუშაობისთვის დამახასიათებელი ხმაური - ტონები. განასხვავებენ ორ ასეთ ტონს. პირველი თან ახლავს სარქვლების დახურვას პარკუჭების სისტოლის დროს. მას სისტოლური ტონი ეწოდება. იგი დაბალი და ხანგრძლივია. მეორე, დიასტოლური ტონი პარკუჭების მოდუნებას ახლავს თან და წარმოიქმნება ნახევარმთვარისებრი სარქვლების დახურვისას. იგი უფრო მაღალი და ხანმოკლეა.

გულის ტონები გულმკერდზე უშუალოდ ყურის მიდებითაც ისმის, მაგრამ უმჯობესია მათი მოსმენა სპეციალური ინსტრუმენტით - სტეთოსკოპით ან ფონენდოსკოპით. გულის ზოგიერთი დაავადების დროს, გარდა ჩვეულებრივი ტონებისა, წარმოიშობა დამახასიათებელი შუილები, რომელთაც განსაზღვრულ დაავადებათა მიმართ სადიაგნოზო მნიშვნელობა აქვთ.

სისხლის მიმოქცევის დიდი წრე

სისხლის მიმოქცევის დიდი წრე იწყება მარცხენა პარკუჭიდან აორტით და სრულდება ზედა და ქვედა ღრუ ვენებით მარჯვენა წინაგულში. მარცხენა პარკუჭიდან ამომავალი ასწვრივი აორტა მიემართება ზემოთ და წარმოქმნის ტოტებს გულისათვის, მერე ირკალება (აორტის რკალი) და წარმოქმნის მსხვილ არტერიულ ტოტებს, რომლებიც მთელ ორგანიზმში იტოტება და თანდათან უწვრილეს სისხლძარღვებში - კაპილარებში გადადის. მათ ყოველი ორგანოს უჯრედებისთვის მიაქვთ არტერიული - ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით მდიდარი სისხლი. ამ ნივთიერებებს უჯრედები მოიხმარენ. სწორედ ამას ეწოდება ნივთიერებათა ცვლა.

ნივთიერებათა ცვლის ნარჩენი, უვარგისი პროდუქტები და ნახშირორჟანგი კი უკვე ვენურ სისხლძარღვებს გამოაქვს ორგანოებიდან. ვენები, ჩვეულებრივ, თან გასდევს თანამოსახელე ღრმა არტერიებს, ხშირად - წყვილად. ორგანოებიდან გამოსვლის შემდგომ ვენები ერთმანეთს უერთდება და ორ ძირითად - ზედა და ქვედა ღრუ ვენების - ვენურ სისტემას ქმნის.

ზედა ღრუ ვენას ვენური სისხლი სხეულის ზემო ნაწილიდან: თავის, კისრის, ზემო კიდურებისა და გულმკერდის ღრუს ორგანოებიდან გამოაქვს, ქვედას კი სხეულის ქვედა ნახევრიდან: ქვედა კიდურებიდან, მცირე მენჯიდან, მუცლის ღრუს ორგანოებიდან.

შინაგანი ორგანოებიდან გამოსული ვენური სისხლი ისეა გაჯერებული ნივთიერებათა ცვლის შედეგად წარმოქმნილი ტოქსიკური ნაერთებით, რომ მათი პირდაპირ გულში მოხვედრა საშიშია, ამიტომ მუცლის ღრუს ვენები - კუჭისა, ელენთისა, ჯორჯლისა, კუჭქვეშა ჯირკვლისა და ნაღვლის ბუშტისა - ქვედა ღრუ ვენასთან მიერთებამდე ერთმანეთს უერთდება და ქმნის კარის ვენას, რომელიც ღვიძლში შედის. აქ ვენური სისხლი იწმინდება და ღვიძლის ვენების საშუალებით ქვედა ღრუ ვენაში გადადის. საბოლოოდ სისხლი ზედა და ქვედა ღრუ ვენებიდან მარჯვენა წინაგულში ჩაედინება.

სისხლის მიმოქცევის მცირე წრე

სისხლის მიმოქცევის მცირე წრე იწყება მარჯვენა პარკუჭიდან და მარცხენა წინაგულში სრულდება. იგი იწყება უშუალოდ მარჯვენა პარკუჭიდან გამომავალი ფილტვის ღეროთი, რომელიც გულმკერდის მე-4 მალის დონეზე ორ ტოტად - მარცხენა და მარჯვენა ფილტვის არტერიებად იყოფა.

ფილტვის არტერიები იტოტება, უფრო და უფრო წვრილდება და ფილტვის ალვეოლების მიდამოში ქმნის უხვ კაპილარულ ქსელს. სწორედ აქ ხდება აირთა ცვლა: ნახშირორჟანგი სისხლიდან ალვეოლებში გადადის, ხოლო ჟანგბადი ალვეოლებიდან სისხლში შედის და ამით ვენურ სისხლს არტერიულად გარდაქმნის. აქედანვე იწყება ფილტვის წვრილი ვენები, რომლებიც ერთმანეთს უერთდება და ქმნის ფილტვის ოთხ ვენას - ორ-ორს ყოველი ფილტვიდან. ეს ვენები საბოლოოდ მარცხენა წინაგულში ჩაედინება და იქ ჟანგბადით მდიდარი სისხლი მიაქვს.

სისხლის მიმოქცევის რეგულაცია

სისხლის მიმოქცევას, ისევე, როგორც ყოველი ორგანოსა და სისტემის მოქმედებას, ცენტრალური ნერვული სისტემის სათანადო ნერვული მექანიზმები არეგულირებს. გულში მოთავსებულია სპეციალური სინუსური ცენტრი და მისი გამტარი სისტემა, რომლებიც იწვევს არტერიული სისხლძარღვების სანათურის ცვლილებას - გაფართოებასა და შევიწროებას, იმისდა მიხედვით, რა სჭირდება ამა თუ იმ მომენტში ორგანიზმს.

გარდა ნერვული სისტემისა, გულის მუშაობის რეგულაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები: ადრენალინი, აცეტილქოლინი, ჰისტამინი და სხვები, - რომლებსაც განუწყვეტლივ გამოიმუშავებს ჩვენი ორგანიზმი.