/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კარდიოლოგია

"გულის" წნევა

"გულის" წნევა
მოგეხსენებათ, არტერიული წნევის გაზომვა ის სამედიცინო გამოკვლევაა, რომელსაც ჩვენში ძალიან ხშირად იტარებენ და ამისთვის საჭიროდ არ მიაჩნიათ ექიმთან მისვლა

ან მედდის დახმარება, რადგან საქართველოში წნევის გაზომვა დიასახლისების დიდმა ნაწილმა საკმაოდ კარგად იცის.

წნევის შემთხვევითი გაზომვისას კი შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ მისი მაჩვენებლები ნორმასთან შედარებით მაღალია. იმის აღნიშვნა, რომ წნევის გაზომვისას მის ორ მაჩვენებელს ვაფიქსირებთ, შესაძლოა მკითხველთა დიდმა ნაწილმა ზედმეტ ინფორმაციადაც ჩაგვითვალოს. მიუხედავად ამისა, მაინც გავიმეორებთ, რომ წნევის გაზომვისას ჩვენ სისტოლური და დიასტოლური წნევის დონეს განვსაზღვრავთ. ჩვეულებრივ, მათ "ქვედა" და "ზედა" წნევას უწოდებენ.

"ზედა" ანუ სისტოლური წნევა - სისტოლური წნევა ის წნევაა, რომელსაც გული ავითარებს შეკუმშვისას, ხოლო დიასტოლური წნევა არის წნევა გულის მოდუნების დროს, ასევე, ხშირად იხსენიებენ "გულის" წნევად. ის გვიჩვენებს, როგორი წნევაა სისხლძარღვებში გულის შეკუმშვათა შორის ანუ მაშინ, როცა გული მოსვენებულ მდგომარეობაშია.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

წნევის გაზომვის დროს სისტოლურ წნევას ვაფიქსირებთ პირველი ტონის მოსმენისთანავე, ხოლო დიასტოლურს - მაშინ, როცა ტონები ქრება. დღის განმავლობაში დიასტოლური წნევა საკამოდ ხშირად იცვლება. იმ ფაქტორთა შორის, რომლებიც დიასტოლური წნევის ხშირ ცვალებადობას იწვევს, უნდა აღვნიშნოთ:

  • სხეულის მდგომარეობის შეცვლა (ვერტიკალურიდან ჰორიზონტალურში გადასვლა ან პირიქით);
  • ფიზიკური დატვირთვა;
  • საერთო დაძაბვა;
  • თამბაქოს წევა.

რა მნიშვნელობა აქვს დიასტოლურ წნევას

როგორც ცნობილია, გულის შეკუმშვისას სისხლი ჯერ აორტაში, მერე კი მთელი ორგანიზმის სისხლძარღვებში გადაიტყორცნება. აორტა იტოტება არტერიებად, არტერიოლებად და საბოლოოდ - კაპილარებად. სწორედ ნორმალური დიასტოლური წნევა უზრუნველყოფს სისხლის დინებას ასეთ ქსელში და მთელი ორგანიზმის სათანადოდ მომარაგებას.

შეკითხვა ექიმს
<p>პროთრომბინის დრო PT/TIME 11.8 N(11 - 16) საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება PT/INR 1.10 N(0.8 - 1.2) აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო APTTTIME 40.9 H(28 - 39) ფიბრინოგენის კონცენტრაცია FIBR 4.16 H(2 - 4) მაინტერესებს როგორი პასუხია.</p>

თუ დიასტოლური წნევა ნორმასთან შედარებით მეტისმეტად შემცირდა, პერიფერიული ორგანოები და ქსოვილები სისხლით სათანადოდ ვეღარ მომარაგდება. დიასტოლური წნევის დაბალ მაჩვენებლად ითვლება მისი დაქვეითება ვერცხლისწყლის სვეტის 60 მილიმეტრზე მეტად. როგორც ვხედავთ, დიასტოლური წნევა არის წნევა გულის მოდუნების დროს. ის გვიქმნის წარმოდგენას გულის მოდუნებისა და ამ დროს მთელ ორგანიზმში სისხლის დინების შესახებ.

მაღალი დიასტოლური წნევა

წესისამებრ, პაციენტებს აშფოთებთ მდგომარეობა, როცა მომატებულია დიასტოლური წნევა. ვერცხლისწყლის სვეტის 90 მილიმეტრამდე დიასტოლური წნევის მაჩვენებელი ნორმალურია. ამაზე მაღალი მაჩვენებელი არის მაღალი წნევა ანუ არტერიული ჰიპერტენზია.

საკამოდ ხშირად პაციენტები სვამენ ასეთ კითხვას: როგორ შევაფასოთ წნევის მაჩვენებელი, თუ მომატებულია დიასტოლური წნევა, ხოლო სისტოლური ნორმალურია? მიუხედავად იმისა, რომ სისტოლური წნევა შეიძლება ნორმალური იყოს, წნევის მატების ასეთ შემთხვევებს მაინც არტერიულ ჰიპერტენზიად, ჰიპერტონიულ დაავადებად მიიჩნევენ.

როდის ქვეითდება დიასტოლური წნევა?

არსებობს დაავადებები, რომელთა დროსაც დიასტოლური წნევა ქვეითდება. ეს დაქვეითება ზოგ შემთხვევაში საკმაოდ მნიშვნელოვანია. დიასტოლური წნევის დაქვეითების მიზეზთაგან უნდა დავასახელოთ აორტის სარქვლის ნაკლოვანება, თირეოტოქსიკოზი, ანემია, სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანება. რისი ბრალია ამ დროს დიასტოლური წნევის დაქვეითება?

აორტის სარქვლის ნაკლოვანება გულის მანკია. ჩვეულებრივ, გულის შეკუმშვის ანუ სისტოლის დროს აორტის სარქველი იღება და სისხლი გულის მარცხენა პარკუჭიდან აორტაში გადაიტყორცნება. გულის მოდუნების ანუ დიასტოლის დროს აორტის სარქველი იხურება და აორტაში გადატყორცნილ სისხლს პარკუჭში უკუდინების შესაძლებლობას არ აძლევს. შედეგად სისხლი გულის დიასტოლის ფაზაშიც ახორციელებს გარკვეულ ზეწოლას აორტის კედლებზე, ადამიანს აქვს ნორმალური დიასტოლური წნევა. აორტის სარქვლის ნაკლოვანებისას სარქველი ბოლომდე ვერ ხურავს აორტის ხვრელს, რის გამოც პარკუჭის დიასტოლის ანუ მოდუნების ფაზაში, როცა სარქველი დახურული უნდა იყოს, შესაძლებელი ხდება სისხლის უკუდენა მარცხენა პარკუჭისკენ. ეს იწვევს დიასტოლის ფაზაში აორტის კედლებზე სისხლის ზეწოლის დაქვეითებას, დიასტოლური წნევის შემცირებას. ამასთან ერთად, მარცხენა პარკუჭში დიასტოლის დროს უფრო მეტი სისხლი გროვდება, ვიდრე ჯანმრთელ გულში, რადგან დიასტოლისას წინაგულიდან ჩამოსულ სისხლს ემატება აორტიდან უკუდენის შედეგად პარკუჭში დაბრუნებულიც. ამის გამო გული სისტოლის დროს აორტაში დიდი რაოდენობით სისხლს გადაისვრის, რაც სისტოლური წნევის მომატებას იწვევს. როგორც ხვდებით, აორტის სარქვლის ნაკლოვანებისას მომატებულია სისტოლური და დაქვეითებულია დიასტოლური წნევა, სხვაობა მათ შორის გაზრდილია. რა თქმა უნდა, ეს მდგომარეობა არის არტერიული ჰიპერტენზია და მკურნალობა სხვა ღონისძიებებთან ერთად არტერიული წნევის დასაქვეითებლადაც არის მიმართული.

თირეოტიქსიკოზიარის კლინიკური მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში მომატებულია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შემცველობა.

კომენტარები (17)
კონახიძე ნათელა
გამარჯობა. მეუღლეს (82 წლის) აქვს სარქველის ღია ოპერაცია გაკეთებული 10 თვეა. ამჟამად ნორმალურად არის ვმკურნალობთ სახლში. მაგრამ წნევა ახლა უჩვენებს 100/80 მაინტერესებს ნორმალურია თუ არა? ან რა უნდა მიიღოს ამ დროს? მადლობა
თარიღი : 18-08-2024
მაია
ავადმყოფს აქვს ორი გულის სარქველი დახურული წნევას ვერ ურეგულირებ უფრო ხშირად აქვს მაღალი პულსაცია დაბალი აქვს გახშირებული სუნთქვა ისმის ხრიალის ხმა ხშირად აქვს მაღალი წნევა როგორ მოვიქცე რას ირჩევთ ასაკით არის 77წლის და ექიმი შუტირება და ოპერაციას რიცხვს
თარიღი : 22-04-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

"გულის" წნევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"გულის" წნევა

ან მედდის დახმარება, რადგან საქართველოში წნევის გაზომვა დიასახლისების დიდმა ნაწილმა საკმაოდ კარგად იცის.

წნევის შემთხვევითი გაზომვისას კი შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ მისი მაჩვენებლები ნორმასთან შედარებით მაღალია. იმის აღნიშვნა, რომ წნევის გაზომვისას მის ორ მაჩვენებელს ვაფიქსირებთ, შესაძლოა მკითხველთა დიდმა ნაწილმა ზედმეტ ინფორმაციადაც ჩაგვითვალოს. მიუხედავად ამისა, მაინც გავიმეორებთ, რომ წნევის გაზომვისას ჩვენ სისტოლური და დიასტოლური წნევის დონეს განვსაზღვრავთ. ჩვეულებრივ, მათ "ქვედა" და "ზედა" წნევას უწოდებენ.

"ზედა" ანუ სისტოლური წნევა - სისტოლური წნევა ის წნევაა, რომელსაც გული ავითარებს შეკუმშვისას, ხოლო დიასტოლური წნევა არის წნევა გულის მოდუნების დროს, ასევე, ხშირად იხსენიებენ "გულის" წნევად. ის გვიჩვენებს, როგორი წნევაა სისხლძარღვებში გულის შეკუმშვათა შორის ანუ მაშინ, როცა გული მოსვენებულ მდგომარეობაშია.

წნევის გაზომვის დროს სისტოლურ წნევას ვაფიქსირებთ პირველი ტონის მოსმენისთანავე, ხოლო დიასტოლურს - მაშინ, როცა ტონები ქრება. დღის განმავლობაში დიასტოლური წნევა საკამოდ ხშირად იცვლება. იმ ფაქტორთა შორის, რომლებიც დიასტოლური წნევის ხშირ ცვალებადობას იწვევს, უნდა აღვნიშნოთ:

  • სხეულის მდგომარეობის შეცვლა (ვერტიკალურიდან ჰორიზონტალურში გადასვლა ან პირიქით);
  • ფიზიკური დატვირთვა;
  • საერთო დაძაბვა;
  • თამბაქოს წევა.

რა მნიშვნელობა აქვს დიასტოლურ წნევას

როგორც ცნობილია, გულის შეკუმშვისას სისხლი ჯერ აორტაში, მერე კი მთელი ორგანიზმის სისხლძარღვებში გადაიტყორცნება. აორტა იტოტება არტერიებად, არტერიოლებად და საბოლოოდ - კაპილარებად. სწორედ ნორმალური დიასტოლური წნევა უზრუნველყოფს სისხლის დინებას ასეთ ქსელში და მთელი ორგანიზმის სათანადოდ მომარაგებას.

თუ დიასტოლური წნევა ნორმასთან შედარებით მეტისმეტად შემცირდა, პერიფერიული ორგანოები და ქსოვილები სისხლით სათანადოდ ვეღარ მომარაგდება. დიასტოლური წნევის დაბალ მაჩვენებლად ითვლება მისი დაქვეითება ვერცხლისწყლის სვეტის 60 მილიმეტრზე მეტად. როგორც ვხედავთ, დიასტოლური წნევა არის წნევა გულის მოდუნების დროს. ის გვიქმნის წარმოდგენას გულის მოდუნებისა და ამ დროს მთელ ორგანიზმში სისხლის დინების შესახებ.

მაღალი დიასტოლური წნევა

წესისამებრ, პაციენტებს აშფოთებთ მდგომარეობა, როცა მომატებულია დიასტოლური წნევა. ვერცხლისწყლის სვეტის 90 მილიმეტრამდე დიასტოლური წნევის მაჩვენებელი ნორმალურია. ამაზე მაღალი მაჩვენებელი არის მაღალი წნევა ანუ არტერიული ჰიპერტენზია.

საკამოდ ხშირად პაციენტები სვამენ ასეთ კითხვას: როგორ შევაფასოთ წნევის მაჩვენებელი, თუ მომატებულია დიასტოლური წნევა, ხოლო სისტოლური ნორმალურია? მიუხედავად იმისა, რომ სისტოლური წნევა შეიძლება ნორმალური იყოს, წნევის მატების ასეთ შემთხვევებს მაინც არტერიულ ჰიპერტენზიად, ჰიპერტონიულ დაავადებად მიიჩნევენ.

როდის ქვეითდება დიასტოლური წნევა?

არსებობს დაავადებები, რომელთა დროსაც დიასტოლური წნევა ქვეითდება. ეს დაქვეითება ზოგ შემთხვევაში საკმაოდ მნიშვნელოვანია. დიასტოლური წნევის დაქვეითების მიზეზთაგან უნდა დავასახელოთ აორტის სარქვლის ნაკლოვანება, თირეოტოქსიკოზი, ანემია, სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანება. რისი ბრალია ამ დროს დიასტოლური წნევის დაქვეითება?

აორტის სარქვლის ნაკლოვანება გულის მანკია. ჩვეულებრივ, გულის შეკუმშვის ანუ სისტოლის დროს აორტის სარქველი იღება და სისხლი გულის მარცხენა პარკუჭიდან აორტაში გადაიტყორცნება. გულის მოდუნების ანუ დიასტოლის დროს აორტის სარქველი იხურება და აორტაში გადატყორცნილ სისხლს პარკუჭში უკუდინების შესაძლებლობას არ აძლევს. შედეგად სისხლი გულის დიასტოლის ფაზაშიც ახორციელებს გარკვეულ ზეწოლას აორტის კედლებზე, ადამიანს აქვს ნორმალური დიასტოლური წნევა. აორტის სარქვლის ნაკლოვანებისას სარქველი ბოლომდე ვერ ხურავს აორტის ხვრელს, რის გამოც პარკუჭის დიასტოლის ანუ მოდუნების ფაზაში, როცა სარქველი დახურული უნდა იყოს, შესაძლებელი ხდება სისხლის უკუდენა მარცხენა პარკუჭისკენ. ეს იწვევს დიასტოლის ფაზაში აორტის კედლებზე სისხლის ზეწოლის დაქვეითებას, დიასტოლური წნევის შემცირებას. ამასთან ერთად, მარცხენა პარკუჭში დიასტოლის დროს უფრო მეტი სისხლი გროვდება, ვიდრე ჯანმრთელ გულში, რადგან დიასტოლისას წინაგულიდან ჩამოსულ სისხლს ემატება აორტიდან უკუდენის შედეგად პარკუჭში დაბრუნებულიც. ამის გამო გული სისტოლის დროს აორტაში დიდი რაოდენობით სისხლს გადაისვრის, რაც სისტოლური წნევის მომატებას იწვევს. როგორც ხვდებით, აორტის სარქვლის ნაკლოვანებისას მომატებულია სისტოლური და დაქვეითებულია დიასტოლური წნევა, სხვაობა მათ შორის გაზრდილია. რა თქმა უნდა, ეს მდგომარეობა არის არტერიული ჰიპერტენზია და მკურნალობა სხვა ღონისძიებებთან ერთად არტერიული წნევის დასაქვეითებლადაც არის მიმართული.

თირეოტიქსიკოზი არის კლინიკური მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში მომატებულია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შემცველობა.


ჭარბი ჰორმონების ორგანიზმზე ზემოქმედების ერთ-ერთი შედეგია გულის შეკუმშვათა სიხშირისა და ძალის მატება და ამასთან ერთად პერიფიერიული სისხლძარღვების წინააღმდეგობის დაქვეითება. ეს ცვლილებები იწვევს სისტოლური წნევის მატებასა და დიასტოლურის დაქვეითებას. თითქმის იმავე მექანიზმით ვითარდება დაისტოლური წნევის დაქვეითება და სისტოლურის მომატება ანემიის დროს.

სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანებისას დიასტოლური წნევა მცირდება სისხლძარღვთა ელასტიკურობის მკვეთრი დაქვეითების გამო. ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს წნევის გაზომვისას არცთუ იშვიათად თავს იჩენს ერთგვარი უცნაურობა - ტონების გაქრობისას მანომეტრის ჩვენება საკმაოდ დაბალია, იშვიათად ნულოვანიც კი. ეს თავისებურება დაკავშირებულია ზემოთ აღწერილ ჰემოდინამიკურ (სისხლის დინების) ცვლილებებთან და შეშფოთების მიზეზი არ უნდა გახდეს.

გაითვალისწინეთ, რომ დიასტოლური წნევის დაქვეითება ზოგჯერ ნევროზის დროსაც აღინიშნება. ამავე დროს, თუ თავს ჯანმრთელად მიიჩნევთ და აღმოაჩინეთ, რომ დიასტოლური წნევა მეტისმეტად დაბალი გაქვთ, რეკომენდებულია ერთი ვიზიტი ექიმთან, რათა შეფასდეს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა და გამოირიცხოს განხილული პათოლოგიების არსებობა.

ვისაუბროთ სისტოლურ წნევასთან დაკავშირებული საინტერესო მონაცემების შესახებაც.

რატომ იმატებს მხოლოდ სისტოლური წნევა?

მხოლოდ სისტოლური წნევის მომატებამდე ანუ იზოლირებული სისტოლური ჰიპერტენზიის განვითარებამდე მივყავართ ასაკთან დაკავშირებულ სისხლძარღვოვან და ნეიროჰუმორულ ცვლილებებს. ასაკთან ერთად ვითარდება სისხლძარღვთა სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებები, უარესდება არტერიების დამყოლობა. აღმოცენებული ცვლილებები იწვევს სისხლძარღვთა კედლის ცვლილებებს, იმატებს სისხლძარღვთა რიგიდულობა, საგრძნობლად იკლებს მათი კუმშვადობა. 60 წელს გადაცილებულ პირებში სისხლის სისტოლური წნევა იმატებს, მაშინ, როცა დიასტოლური წნევა უცვლელი ან შემცირებულია. შედეგად იზრდება პულსური წნევა – სხვაობა სისტოლურ და დიასტოლურ წნევათა შორის.

რა საფრთხეს გვიქადის მხოლოდ სისტოლური წნევის მატება?

როგორც ვთქვით, პაციენტებს ხშირად აწუხებთ ის ფაქტი, რომ შეინიშნება დიასტოლური წნევის მატება ან მცირე განსხვავება სისტოლურ და დიასტოლურ წნევას შორის. სინამდვილეში კი რაც უფრო მეტია განსხვავება სისტოლურ და დიასტოლურ წნევას შორის, მით უფრო მყიფე და ნაკლებად ელასტიკურია არტერიები, შესაბამისად, მით უფრო მაღალია ინსულტის რისკი.

არსებობს მონაცემები, რომელთა თანახმადაც მაღალი სისტოლური წნევა უფრო ხშირად იწვევს ინსულტსა და გულის შეტევას, ვიდრე მაღალი დიასტოლური წნევა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ პაციენტს აქვს წნევა, მაგალითად, ვერცხლისწყლის სვეტის 160/70 მილიმეტრი, ეს ნიშნავს, რომ მისი არტერიები გამყიფებულია, შევიწროებულია და იმდენად შეცვლილი, რომ ორგანიზმს შესაძლოა გაუჭირდეს ინსულტის ან გულის შეტევის გადატანა. ასეთი იზოლირებული სისტოლური ჰიპერტენზია, რომელიც 50 წელს გადაცილებულთა შორის არის ხშირი, გულის შეტევის არასასურევლი პროგნოზული ნიშანია. მაღალი დიასტოლური წნევა კი ასეთ საშიშროებაზე მეტყველებს, როცა 50 წელზე ახალგაზრდას აღენიშნება.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ასაკთან ერთად იზოლირებული სისტოლური ჰიპერტენზიის გავრცელება იმატებს. მხოლოდ სისტოლური წნევის მატება ჰიპერტენზიის ყველაზე გავრცელებული ტიპია ასაკოვანთა შორის. იზოლირებული სისტოლური ჰიპერტენზიის სიხშირე მაღალია 65 წელს გადაცილებულ როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში.

როგორ ვუმკურნალოთ ჰიპერტენზიას?

ხშირად პაციენტები თავს იმით ინუგეშებენ, რომ დიასტოლური ანუ, როგორც თავად უწოდებენ, "გულის" წნევა ნორმალური ან დაბალიც კია და საჭიროდ არ მიაჩნიათ მკურნალობა. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ადამიანი მკურნალობაზე იმის გამო ამბობს უარს, რომ სისტოლური წნევა აქვს ნორმალური, დიასტოლური წნევის მაჩვენებლის მატებას კი არად აგდებს. ორივე პოზიცია მცდარია. მკურნალობა საჭიროა როგორც არტერიული წნევის ორივე მაჩვენებლის, ასევე მხოლოდ სისტოლური ან მხოლოდ დიასტოლური წნევის მატებისას. მკურნალობის პრინციპი სამივე შემთხვევაში ერთნაირია: წნევის ნორმალიზება, უპირველეს ყოვლისა, არამედიკამენტური ღონისძიებებით. მათ შორის აღსანიშნავია ცხოვრების სტილის შეცვლა:

  • ფიზიკური აქტივობა;
  • მარილის მოხმარების შეზღუდვა;
  • ჭარბი წონის მქონე პაციენტებისთვის - სხეულის მასის შემცირება;
  • სიგარეტისთვის თავის დანებება;
  • ჭარბ ალკოჰოლზე უარის თქმა.

ყოველივე ამის შედეგად უნდა მოხერხდეს წნევის ნორმალიზება, ის არ უნდა აღემატებოდეს ვწყ. სვ. 140/90 მმ-ს.

გახსოვდეთ: ჩვენი მიზანია როგორც სისტოლური, ასევე დიასტოლური წნევის მოწესრიგება. წნევის სამიზნე ციფრები უფრო დაბალია, როცა პაციენტს არტერიული წნევის მომატებასთან ერთად აქვს შაქრიანი დიაბეტი ან თირკმელების ქრონიკული უკმარისობა. ასეთ შემთხვევებში მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ წნევა 130/80-ზე მაღალი არ იყოს. თუ ცხოვრების სტილის შეცვლა არ იძლევა წნევის სამიზნე დონის მიღწევის საშუალებას, სისხლის წნევის კონტროლისთვის რეკომენდებულია მედიკამენტური მკურნალობა.