რა არის ბრადიკარდია, რა იწვევს მას და როდის უნდა მიმართოთ ექიმს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის ბრადიკარდია, რა იწვევს მას და როდის უნდა მიმართოთ ექიმს

გულისცემის შენელება შეიძლება მიუთითებდეს ჯანმრთელობის პრობლემაზე, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის.

ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) მიხედვით, ადამიანის გულისცემა დასვენების დროს ჩვეულებრივ 60-დან 100-მდეა.

ამერიკის გულის ასოციაციის მიხედვით, დასვენების დროს თუ გულისცემა 60 დარტყმაზე ნაკლებია, ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს ბრადიკარდია. ბრადიკარდიის შესაძლოა სხეულის გარკვეულ უბნებში ჟანგბადით მდიდარი საკმარისისისხლის მიწოდება შეფერხდეს.

მკურნალობის გარეშე ბრადიკარდიამ შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში გართულებები, როგორიცაა სინკოპე.

თუმცა, ადამიანს ბუნებრივად შეიძლება ჰქონდეს დასვენების დროს ნელი გულისცემა ფიზიკური ვარჯიშის ან ასაკის გამო.

სიმპტომები

ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც აქვს ბრადიკარდია, არ აღენიშნება სხვა სიმპტომები, გარდა ნელი გულისცემისა. ბრადიკარდიის მქონე ზოგიერთ ადამიანს აღენიშნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:

  • დაღლილობისა და სისუსტის გრძნობა;
  • სისუსტე ან თავბრუსხვევა;
  • ჰაერის უკმარისობა;
  • სუნთქვის გაძნელება ვარჯიშის დროს

თუ ადამიანის ბრადიკარდია გამოწვეულია სერიოზული სამედიცინო მდგომარეობის გამო, მან შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში გართულებები მკურნალობის გარეშე.

არანამკურნალევი ბრადიკარდიის გართულებები მოიცავს:

  • სახის, თავის ან ორთოპედიული ტრავმას გაბრუების შედეგად;
  • მკერდის ტკივილს;
  • დაბალ ან მაღალ წნევას;
  • გულის უკმარისობას;
  • თირკმლის უკმარისობას

ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მსუბუქი ბრადიკარდია ან იშვიათად ჰქონდეს სიმპტომები. თუ ისინი შეამჩნევენ, რომ მათ აქვთ ნელი გულისცემა, უნდა მიმართონ ექიმს, რათა დადგინდეს მიზეზი.

თუ ადამიანს არ აქვს სხვა სიმპტომები და აქვს სტრუქტურულად ნორმალური გული, მისი ბრადიკარდია შეიძლება გამოწვეული იყოს დამატებითი ფაქტორით, როგორიცაა ფიზიკური ვარჯიში. ადამიანებს, რომლებიც დიდ ფიზიკურ აქტივობას ეწევიან, უფრო ძლიერი გული აქვთ, რაც ანელებს პულსს.

ზოგიერთმა სამედიცინო მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ბრადიკარდია. ესენი მოიცავს:

  • სინუსური კვანძის დისფუნქცია;
  • გულის სხვა პრობლემები - თუ გულს არ შეუძლია ელექტრული სიგნალების გაგზავნა ბლოკირების ან გულის დაავადების გამო, ამან შეიძლება გამოიწვიოს ბრადიკარდია.
  • გულის სრული ბლოკირება ხდება მაშინ, როდესაც ადამიანის წინაგულებსა და პარკუჭებს შორის კომუნიკაციის სრული დაკარგვა ხდება. ეს ხდება მაშინ, როდესაც SA კვანძს არ შეუძლია გაატარის სიგნალი AV კვანძისთვის. გულის სრული ბლოკადა იწვევს ადამიანის წინაგულებისა და პარკუჭების გააქტიურებას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ეს შეიძლება იყოს ფატალური, თუ ადამიანი სწრაფად არ მიიღებს მკურნალობას.
  • მეტაბოლურ პრობლემები - ზოგიერთ მეტაბოლურ დარღვევას შეუძლია შეანელოს გულისცემა. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არის ჰიპოთირეოზი, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი არ გამოიმუშავებს საკმარის ჰორმონებს. ჰიპოთირეოზმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლძარღვების ჯანმრთელობაზე, რამაც შეიძლება შეანელოს გულისცემა.

სხვა მეტაბოლური პირობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ბრადიკარდია, მოიცავს: აციდოზი, ჰიპერკალიემია, ჰიპოკალიემია, ჰიპოთერმია.

გულის დაზიანება

გარკვეული მდგომარეობის გამო გულის დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს მისი უფრო ნელა და ნაკლებად ეფექტურიად მუშაობა. პირობები, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს გული, მოიცავს:

  • გულის შეგუბებითი უკმარისობა;
  • კორონარული არტერიის დაავადება;
  • გულის შეტევა;
  • მიოკარდიტი;
  • ლაიმის დაავადება;
  • გასქელებული გულის კუნთი;
  • ჰიპერტენზია;
  • შაქრიანი დიაბეტი
  • ჰიპოქსია

მოზრდილები და ბავშვები, რომლებსაც აქვთ დაბალი პულსი და აღენიშნებათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულმკერდის ტკივილი, სისუსტე ან ვარჯიშის აუტანლობა უნდა მიმართონ ექიმს.

ასევე, ადამიანმა უნდა მიმართოს ექიმს, როდესაც:

განიცდის გულისცემის აუხსნელ ცვლილებას, რომელიც გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში.

აქვს ბრადიკარდია და გულის ჯანმრთელობის სხვა რისკ-ფაქტორები, როგორიცაა დიაბეტი.

ადამიანმა უნდა მიმართოს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, თუ აღმოაჩენს სიმპტომებს, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს გულის შეტევაზე.

სიმპტომები მოიცავს: გულმკერდის ტკივილს, წნევას ან შებოჭილობას, ტკივილს, რომელიც შეიძლება გავრცელდეს მკლავებზე, კისერზე, ყბაზე ან ზურგზე, გულისრევას და ღებინებას, ოფლიანობას, გულძმარვას, ჰაერის უკმარისობას, ხველას, თავბრუსხვევას, შფოთვას, რომელიც შეიძლება პანიკის შეტევის მსგავსი იყოს.

ბრადიკარდიის მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.