/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კარდიოლოგია

რამდენის გული გადარჩენილა

რამდენის გული გადარჩენილა
კარდიოქირურგიული ოპერაციები საქართველოში მრავლად ტარდება. ყველა ოპერაცია რომ თავისებურად რთული და გამორჩეულია, ეს ყველაზე უკეთ ქირურგებმა იციან.

თუმცა არის საგანგებო შემთხვევებიც, რომლებიც განსაკუთრებულად ამახსოვრდებათ ექიმებს. სწორედ ამ საინტერესო და გამორჩეული შემთხვევების შესახებ გვიამბობს აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოქირურგიული სექციის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი ზაზა კაციტაძე.

- თქვენი მრავალწლიანი პრაქტიკიდან განსაკუთრებულად რომელ შემთხვევას გამოყოფდით?

- გვყავდა ერთი ინფარქტგადატანილი პაციენტი, 55 წლის (ძალზე ახალგაზრდა გარეგნობითა და შემართებით) მამაკაცი, რომელსაც ძალიან დაბალი განდევნის ფრაქცია ჰქონდა, კერძოდ - 23. საერთოდ, მარცხენა პარკუჭის ფუნქცია (შეკუმშვის ხარისხი) განისაზღვრება განდევნის ფრაქციით. ნორმა არის 52 და მეტი. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს განდევნის ფრაქცია 40, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მდგომარეობა ყველა შემთხვევაში საგანგაშოა და ადამიანი ვერ იცოცხლებს. გადატანილი ინფარქტი, სარქვლოვანი პათოლოგიები, ჰიპერტონიული დაავადების ხანგრძლივი არსებობა და მრავალი სხვა ფაქტორი განაპირობებს გულის ფუნქციის დაქვეითებას და, შესაბამისად, ამცირებს განდევნის ფრაქციას. პაციენტები, რომელთაც აღნიშნული მაჩვენებელი 30-ზე დაბალი აქვთ, რისკის ჯგუფს წარმოადგენენ. ასეთი პაციენტების ოპერირება არანაკლებ სარისკოა ქირურგისთვისაც. ამას დაწვრილებით იმიტომ გიყვებით, რომ წარმოიდგინოთ, როგორი განსაკუთრებული შემთხვევის წინაშე აღმოვჩნდით ექიმები.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რეალურად, საქართველოში მძიმე და რთული ოპერაციების მიზეზი ის გახლავთ, რომ პაციენტები მეტისმეტად გვიან აკითხავენ ექიმს და დაავადება, როგორც წესი, შორს არის წასული.

ზოგჯერ ოპერაციულ ჩარევას აზრი არც აქვს, ის გაცილებით უფრო სარისკოა პაციენტისთვის, ვიდრე არსებული მდგომარეობა. ასეთი შემთხვევების დროს, ჩვეულებრივ, ვიკრიბებით კარდიოლოგი, კარდიოქირურგი, რეანიმატოლოგი, ანესთეზიოლოგი, ერთვება კლინიკის დირექტორიც და ვბჭობთ, ვაანალიზებთ კონკრეტულ შემთხვევას. ამ დროს დღის წესრიგში სამი მთავარი საკითხი დგას: პირველი - რა საფრთხე ემუქრება პაციენტის სიცოცხლეს ოპერაციის გარეშე (ანუ თუ ოპერაცია არ გაუკეთდა, რა რისკის წინაშე აღმოჩნდება პაციენტი), მეორე - ოპერაციის რისკი უფრო მაღალია თუ ოპერაციის გარეშე სიცოცხლისა და მესამე - რა შედეგს მოიტანს ოპერაცია. ამ საკითხებზე დიდხანს ვმსჯელობთ, ვაანალიზებთ გამოკვლევათა შედეგებს, ვაჯამებთ, ვწონით და ისე გამოგვაქვს გადაწყვეტილება. ყოველივეს ვუხსნით და ვუსაბუთებთ პაციენტსაც. ეს არცთუ ისე იოლი საქმეა და გამოდის, რომ ზოგჯერ გარკვეულწილად ქირურგებიც ვრისკავთ. რაც შეეხება ზემოხსენებულ პაციენტს, მის შემთხვევაში იყო გარკვეული რესურსი, მიუხედავად იმისა, რომ განდევნის ფრაქციის ძალზე დაბალი (23-ის ტოლი) მაჩვენებელი საკმაოდ ცუდია ოპერაციის შედეგების პროგნოზირების თვალსაზრისით.

შეკითხვა ექიმს
<p>-სწორ განყოფილებაში ვკითხულობ თუ არა არ ვიცი მაგრამ ხომ ვერ მეტყვით როცა ვწვები ზურგზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში თავბრუს ხვევის შეგრძნება მაქვს, და შეგრძნება მაქ თითქოს თვალებში წნევა მიწევს .თავს ქვეშ ბალიში რო დავიდო ან თავი წამოვწიო მაშინ მივლის ეს ეფექტი. ხო ვერ მეტყვით ეს რისი.ბრალი უნდა იყოს??</p>

დიდი მსჯელობისა და ანალიზის შემდეგ გადაწყდა ოპერაციის ჩატარება (შუნტირება უნდა გაკეთებულიყო). ოპერაცია გაუჩერებელ, მომუშავე გულზე ჩატარდა, დაედო ორი შუნტი. იყო პრობლემები, რომლებიც, ჩვეულებრივ, თან სდევს მსგავს ოპერაციებს, მაგრამ საოცარი ის გახლდათ, რომ ერთი თვის შემდეგ ეს პაციენტი მოვიდა 43 განდევნის ფრაქციით. მართლაც რომ გასაოცარი შედეგი იყო! ფაქტობრივად, ეს პაციენტი სიკვდილს გადაურჩა, მეტიც, აბსოლუტურად ადეკვატური დაუბრუნდა ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს, მაშინ როცა პრაქტიკულად დაკარგული იყო, ვერ დადიოდა, ჭამის დროსაც კი სერიოზული ტკივილები ჰქონდა, მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებოდა - ერთი სერიოზული შეტევა და დაღუპული იყო. მთავარი სისხლძარღვი ივსებოდა სხვა სისხლძარღვიდან, რომელიც ასევე სტენოზირებული იყო და საბრალოს უეცარი სიკვდილი ელოდა. ასე გადავარჩინეთ ეს ახალგაზრდა მამაკაცი და ჩვენდა გასაოცრად, საუკეთესო შედეგიც მივიღეთ (რა თქმა უნდა, მისი ორგანიზმის სარეზერვო რესურსების წყალობით).

- რომელი სისხლძარღვები გამოიყენეთ შუნტირებისთვის? იქნებ აგვიხსნათ, როგორ ატარებთ ასეთ რთულ მანიპულაციას - მომუშავე გულზე სისხლძარღვის ჩაკერებას?

ასევე დაგაინტერესებთ
გულისათვის სასარგებლო პროდუქტი

- ერთი სისხლძარღვი ავიღეთ წვივიდან (დიდი საჩინო ვენა), მეორე კი გახლდათ გულმკერდის შიგნითა არტერია, როგორც ყოველთვის ხდება შუნტირებისას. რაც შეეხება გაუჩერებელ გულზე მანიპულირებას, არსებობს სპეციალური, საკერავი მანქანის მსგავსი აპარატი, რომლითაც უდგები გულის იმ უბანს, რომელზეც გსურს ჩარევა. აპარატს აქვს რბილი მუხლი, რომელიც გულის სათანადო უბანზე მოთავსებისას ერთგვარ ვაკუუმს ქმნის (ფაქტობრივად, აპარატის მუხლი იწოვს მას და უბანი ხისტი ხდება). ამ აპარატის წყალობით ჩერდება მხოლოდ ის ადგილი, რომელზეც გვსურს ჩარევა, დანარჩენი კი მუშაობს. მეორე ეტაპია სისხლძარღვის გახსნა. რაც არ უნდა დახშული იყოს სისხლძარღვი, სისხლი მასში მაინც მოძრაობს, შესაბამისად, მანიპულირება ძალიან რთულია. არსებობს სპეციალური ინტრაკორონალური შუნტი, რომელიც იდგმება სისხლძარღვში და ხელს არ გვიშლის მანიპულირებაში - ტექნიკურად ანასტომოზის გაკეთებაში. მნიშვნელოვანია აგრეთვე სისხლძარღვის ერთგვარი გამორეცხვაც - მისი სანათურის განთავისუფლება ყველა ზედმეტი ნაწილაკისგან. ამისთვის გამოიყენება სპეციალური ჰაერის ჭავლის შემბერი აპარატი, რომელშიც ხდება ფიზიოლოგიური სითხისა და CO2 -ის აღრევა (CO2-ის წყალობით სისხლძარღვების ემბოლიის ალბათობა ნაკლებია), აპარატი უბერავს ჰაერის ჭავლს, მაქსიმალურად განდევნის სისხლის პატარა ნაწილაკებს და ათავისუფლებს სისხლძარღვის სანათურს.

- ჩემთვის ცნობილია, რომ თქვენ არაერთი ადამიანი გადაარჩინეთ. რა დიდი პასუხისმგებლობა და დატვირთვაა ქირურგისთვის ყოველი ოპერაცია, ეს ყველაზე უკეთ ექიმებმა ვიცით...

- ყოველთვის ვცდილობთ, პაციენტისთვის უმჯობესი გადაწყვეტილება მივიღოთ. სამწუხაროდ, გულთან დაკავშირებული პრობლემები საქართველოში მასობრივი ხასიათისაა. უამრავი პაციენტი გვაკითხავს. ზოგიერთი დაჟინებით ითხოვს ოპერაციას, არადა ზოგჯერ ქირურგიული ჩარევა უფრო დიდი რისკია და შედეგობრივი თვალსაზრისითაც, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ აქვს აზრი. ისიც უნდა მოგახსენოთ, რომ ერთია გამოკვლევებით შესწავლილი და შეფასებული მდგომარეობა პაციენტისა და მეორეა გულმკერდის გახსნის შემდეგ რეალურად დანახული სურათი. სამწუხაროდ, საქართველოში ძალზე ახალგაზრდებს აღენიშნებათ სისხლძარღვების უკიდურესად მძიმე დაზიანებები. როდესაც საქმე დიაბეტით დაავადებულ ადამიანს ეხება, ეს კიდევ გასაგებია, - მოგეხსენებათ, დიაბეტი ვერაგი დაავადებაა და პერიფერიულ სისხლძარღვებთან ერთად კორონარებსაც (გულის გვირგვინოვან არტერიებს) სერიოზულად აზიანებს. მაგრამ როდესაც ხსნი იმ ახალგაზრდა პაციენტის გულმკერდს, რომელსაც დიაბეტი არ აქვს და სისხლძარღვთა საოცარ დაზიანებას ხედავ, განცვიფრებასთან ერთად თავსატეხიც გიჩნდება - როგორ დაასრულო ოპერაცია. და, იცით, აღნიშნული დაზიანებები უმთავრესად პოსტსაბჭოთა ქვეყნების პაციენტებისთვის არის დამახასიათებელი, სხვაგან ასეთი რამ არ გვხვდება. ამაზე მე შვეიცარიაში მოღვაწეობის დროს მიმაქცევინეს ყურადღება.

- როგორ ფიქრობთ, რისი ბრალია ეს?

- ალბათ მაინც კვების რეჟიმისა, ჰიპოდინამიისა (უმოძრაობისა) და ჭარბი წონისა. პაციენტების უმრავლესობა, რომელთათვისაც განსაკუთრებულად მძიმე ოპერაციები ჩაგვიტარებია, ჭარბი წონით გამოირჩეოდა, თანაც ძალზე ახალგაზრდა ასაკში.

- ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი რა ასაკის გყოლიათ?

- 28 წლის. ესეც გამორჩეული შემთხვევა გახლდათ. პაციენტს მიოკარდიუმის ინფარქტი ჰქონდა გადატანილი, სამივე სისხლძარღვი (კორონარული არტერია) ჰქონდა დაზიანებული. კომბინირებული ოპერაცია გაუკეთდა. პირველად, 2001 წელს, როდესაც კლინიკაში მიიყვანეს, შემომხვევი არტერიის მწვავე დახურვა აღმოაჩნდა. მაშინ იმავე კლინიკაში ჩაუდგეს სტენტი. ერთი თვის შემდეგ ჩვენ ჩავერთეთ, გავუკეთეთ შუნტირება, იმ სტენტს ხელი არ ვახლეთ, რადგან დახურული არ იყო. აღმოჩნდა, რომ ასეთ ახალგაზრდას უკვე ვერაგი დაავადება ჰქონდა... მალევე მოგვაკითხა.

- განმეორებითი ინფარქტით?

- არა, ინფარქტამდე არ იყო პროცესი მისული, პაციენტი გაფრთხილებული გვყავდა, რომ მცირე ტკივილის შემთხვევაშიც კი მოემართა ჩვენთვის. სამწუხაროდ, სტენტის რესტენოზი აღმოჩნდა. სათანადო ოპერაციული ჩარევით ეს ადამიანიც გადარჩა. ჩვენი ქვეყნისგან განსხვავებით, დასავლეთში არ ჰყავთ ასეთი ახალგაზრდა პაციენტები. ეს, რა თქმა უნდა, საგანგაშო და სამწუხაროა. არ შემიძლია, არ მოგიყვეთ ერთი შემთხვევის შესახებ. შვეიცარიაში 98 წლის კაცს გაუკეთდა აორტული სარქვლის პროთეზირება. გამოცვლილ სარქველს 20-25-წლიანი ვადა აქვს. სხვა ქირურგებთან ერთად შემოვლაზე ვარ და პალატაში შესვლამდე პაციენტის ასაკი რომ შევიტყვე, უცხოელ კოლეგას გავეხუმრე - ახლა ამ კაცმა სარქვლის ვადებზე რომ დაგიწყოს საუბარი-მეთქი. პალატაში შესულ ქირურგს პაციენტმა მართლაც დააყარა შეკითხვები. მე ფრანგული არ ვიცი და კოლეგას ჩავეკითხე, რა აწუხებს, რაზე ლაპარაკობს-მეთქი. სიცილით მიპასუხა, შენი ხუმრობა მართალი აღმოჩნდაო.

- ჩვენთან ამ ასაკის პაციენტი ალბათ არც კი გაიკეთებს ოპერაციას...

- ჩვენთანაც ყოფილა შემთხვევები, როდესაც 80 წელს გადაცილებულთათვის გაგვიკეთებია ოპერაცია. გვყავდა 84 წლის მამაკაცი, 82 წლის ქალბატონი... ესეც იშვიათი შემთხვევა გახლდათ - ამ ქალბატონს ვერც კი ვაწვენდით, რვა სანტიმეტრის ზომის მიქსომა (კუნთოვანი შრისგან განვითარებული კეთილთვისებიანი სიმსივნე) ჰქონდა მარცხენა წინაგულში. სისტოლის დროს წარმონაქმნი მიტრალურ სარქველს აწვებოდა. მიქსომა ამოვკვეთეთ და ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

როგორც ხედავთ, პროფესიონალთა წყალობით ყველაზე პრობლემური და საგანგებო შემთხვევებიც კი კეთილად სრულდება. სწორედ ამის წყალობით არის, რომ საქართველოში აღარ უფრთხიან კარდიოქირურგიულ ოპერაციებს, ჩვენი სახელოვანი კარდიოქირურგები კი თავს არ ზოგავენ სხვათა გულების გადასარჩენად.

კომენტარები (3)
ნათია
საოცრად გულისხმიერი და დიდი პროფესიონალია ზაზა ექიმი.ჩემი მეუღლის სიცოცხლე მან გადაარჩინა.დიდი მადლობა და დიდხანს სიცოცხლე და ულევი წარმატება მას.
თარიღი : 20-06-2024
Tamila
ზაზა ექიმმა გადაარჩინა ჩემი მეუღლე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას&#128591;&#128591;&#128591;&#128591;
თარიღი : 11-02-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რამდენის გული გადარჩენილა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები