/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კარდიოლოგია

ტყუილ-მართალი ინფარქტის შესახებ

ტყუილ-მართალი ინფარქტის შესახებ
მართალია თუ არა, რომ... ინფარქტის შემდეგ ერექციული დისფუნქცია ვითარდებაერექციული დისფუნქცია რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს უკავშირდება,

უკვე მეცნიერულადაც არის დადასტურებული, მაგრამ ინფარქტგადატანილ პაციენტებს შორის ეს პრობლემა სათანადოდ შესწავლილი და დამტკიცებული არ გახლავთ. 2007 წელს ჩატარდა გამოკვლევა, რომელმაც აჩვენა, რამდენად ხშირად უვითარდებათ მამაკაცებს ინფარქტის შემდეგ ერექციული დისფუნქცია.

მეცნიერებმა შეისწავლეს 30-დან 75 წლამდე ასაკის 89 პაციენტი, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ინფარქტის შემდგომი სოციალური რეაბილიტაციის პროგრამაში და მიღებული შედეგები შეადარეს ამავე ასაკის 91 ჯანმრთელი ადამიანის მონაცემებს. ინფარქტგადატანილთა შორის 82%-ს აღმოაჩნდა ერექციასთან დაკავშირებული სირთულეები, ხოლო საკონტროლო ჯგუფში ეს მაჩვენებელი 42,9%-ს გაუტოლდა. ამასთანავე, ერექციული დისფუნქციის სიხშირე ასაკთან ერთად ორივე ჯგუფში ერთნაირად იმატებდა. 30-დან 39 წლამდე ასაკის ინფარქტგადატანილ პაციენტებს ერექციული დისფუნქცია 6 თვის შემდეგ უმცირდებოდათ. სხვა ასაკობრივ ჯგუფებში ნაინფარქტალებსა და ჯანმრთელებს შორის არავითარი განსხვავება არ ყოფილა. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ერექციული დისფუნქცია ერთ-ერთი იმ პრობლემათაგანია, რომელთა წინაშეც დგება ინფარქტგადატანილი მამაკაცი. ეს პრობლემა საჭიროებს მულტიდისციპლინურ მიდგომას. იგი აქტიურად უნდა იქნეს შესწავლილი, რათა პაციენტებს დაავადების გადატანის შემდეგ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების საშუალება მიეცეთ.

სექსის დროს მამაკაცს შეიძლება ინფარქტი დაემართოს

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ეს აბსოლუტურად მცდარი შეხედულებაა. გამოკვლევები ცხადყოფს, რომ 50 წლამდე ასაკის მამაკაცს ინფარქტის განვითარების მილიონიდან ერთი შანსი აქვს, სქესობრივი აქტის დროს კი ინფარქტი შეიძლება მილიონიდან ორ შემთხვევაში განვითარდეს. ეს იმდენად მცირე ალბათობაა, რომ მისი სათვალავში ჩაგდებაც კი არ ღირს.

ზედმეტი წონა გულისთვის საშიშია

შეკითხვა ექიმს
<p>პროთრომბინის დრო PT/TIME 11.8 N(11 - 16) საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება PT/INR 1.10 N(0.8 - 1.2) აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო APTTTIME 40.9 H(28 - 39) ფიბრინოგენის კონცენტრაცია FIBR 4.16 H(2 - 4) მაინტერესებს როგორი პასუხია.</p>

როცა საქმე ჭარბ წონას ეხება, უწინარეს ყოვლისა სწორედ გულის დაავადებებს ვუფრთხით. არადა არიან მეცნიერები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ზედმეტი წონა გულისთვის სასარგებლოც კია - ის მისთვის ერთგვარ "უსაფრთხოების ბალიშს" წარმოადგენს. 1987 წელს ფინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ ადამიანებს, რომელთა სმი (სხეულის მასის ინდექსი) 26,5-დან 28,5-მდეა, 30-დან 49 წლამდე ასაკში მიოკარდიუმის ინფარქტით სიკვდილის ალბათობა ნორმალური სმი-ის პატრონებთან შედარებით 2,75-ჯერ ნაკლები აქვთ. ასეთივე პარადოქსული დასკვნა გამოიტანეს 20 წლის წინ გერმანელმა და შვეიცარიელმა სწავლულებმა. მათი დაკვირვებით, ზედმეტად მსუქან ადამიანებსაც კი, რომელთაც ხშირად ემართებათ ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი, გაცილებით უკეთესად გადააქვთ მიოკარდიუმის ინფარქტი, ვიდრე ნორმალური წონის პატრონებს. საინტერესოა, რატომ. საქმე ის არის, რომ საშუალოზე მსუქან ადამიანებს უფრო აქტიური ენდოგენური კანაბიოიდური სისტემა აქვთ. ეს არის ორგანიზმის საკუთარი ნარკოტიკული ანალგეტიკები, რომლებიც ტკივილით მოგვრილი შოკისა და სხვა უსიამოვნებების გადატანაში გვეხმარება. ერთი სიტყვით, ჭარბწონიანებს უფრო ხშირადაც რომ ემართებოდეთ მიოკარდიუმის ინფარქტი, ლეტალური შედეგით მათი ავადმყოფობა უფრო იშვიათად სრულდება, ვიდრე გამხდარი ადამიანებისა.

ქოლესტერინი გულის მტერია

ასევე დაგაინტერესებთ
როგორ შევამციროთ სიცხეში ინფარქტის რისკი

ერთხელ და სამუდამოდ დავიმახსოვროთ, რომ ქოლესტერინი მავნე არ არის! ქოლესტერინს აბრალებენ ინფარქტს, გასუქებას და ზოგჯერ ნაადრევ სიბერესაც კი. არადა, იგი მონაწილეობს უჯრედების გარსის შენებაში, ნაღვლის მჟავას სინთეზში, D ვიტამინის, თირკმელზედა ჯირკვლისა და სასქესო ჰორმონების წარმოებაში. დიახ, ქოლესტერინის წყალობით წარმოიქმნება ათეროსკლეროზული ფოლაქები, რომლებიც ახშობენ სისხლძარღვის სანათურს და ინფარქტს იწვევენ, მაგრამ ყოველგვარი ქოლესტერინი როდია ასეთი "შავბნელი საქმეების" ჩამდენი. არსებობს "კარგი" ქოლესტერინიც (სხვაგვარად - მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები), რომელსაც ორგანიზმისთვის მხოლოდ სარგებლობა მოაქვს. ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნაში კი ბრალი "ცუდ" (დაბალი სიმკვრივის) ქოლესტერინს მიუძღვის, მაგრამ მისი სიჭარბის შემთხვევაშიც კი სისხლძარღვის შიგნითა კედელზე მავნე ცხიმების დალექვას სხვა, დამატებითი ფაქტორებიც სჭირდება. ქოლესტერინის მავნე გავლენისგან თავის დასაცავად ბევრი ცხიმიან საკვებს თავს არიდებს. მათ გასაგონად ვამბობთ: ორგანიზმში არსებული ქოლესტერინის მხოლოდ 20%-ია საკვებიდან მიღებული, 80%-ს ორგანიზმი თვითონვე გამოიმუშავებს. ასე რომ, გაცილებით მნიშვნელოვანია ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება, "ცუდი" ქოლესტერინი ჭარბად რომ არ წარმოიშვას. ეს უკანასკნელი უმთავრესად უჯერი ცხიმებისგან სინთეზირდება, ამიტომ უფრო გონივრული იქნება, საკვები მენიუდან უჯერი ცხიმების შემცველი პროდუქტები ამოვიღოთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ტყუილ-მართალი ინფარქტის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები