/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

პროფესორი არჩილ ხომასურიძე - რეპროდუქტოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში - 80 წლისაა

პროფესორი არჩილ ხომასურიძე - რეპროდუქტოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში - 80 წლისაა
პროფესორი არჩილ ხომასურიძე - „პროფ. ჟორდანიასა და პროფ. ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის“ გენერალური დირექტორი,

საქართველოს რეპროდუქციუილი ჯანმრთელობის ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის გამგე.

არჩილ ხომასურიძე დაიბადა ქალაქ თბილისში, 1942 წლის 11 თებერვალს. მას წელს 80 წელი უსრულდება.

მისი დედა, ვანანა ცინცაძე, დიასახლისი იყო. მას განსაკუთრებული ადგილი აქვს ბატონი არჩილის ცხოვრებაში, ის არის ადამიანი, ვინც ყველაზე მეტად უყვარს. ამბობს, რომ დედა ერთადერთი ადამიანია, ვის ამაგსაც ვერასოდეს გადაიხდის და ვისი ვალიც აქვს ცხოვრებაში.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მამა - გიორგი ხომასურიძე, წლების განმავლობაში თბილისის აბრეშუმის ფაბრიკის მთავარი ინჟინერი იყო, უზადოდ კარგად იცოდა თავისი საქმე, შეიძლება ითქვას იგი იყო მსუბუქი მრეწველობის ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოში.

იზრდებოდა ორჯონიკიძის ქუჩაზე მდებარე პატარა ბინაში. შემდეგ მამას აბრეშუმის ფაბრიკიდან ბინა დოლიძის ქუჩაზე მისცეს და იქ გადავიდნენ საცხოვრებლად. ბავშვობის პერიოდი ია-ვარდებით არ ჰქონდა მოფენილი. მამა ტუბერკულოზით იყო დაავადებული, დედის ძალისხმევითა და მზრუნველობით, პატარა არჩილს ეს დაავადება არ შეხვდა და ჯანმრთელი გაიზარდა.

შეკითხვა ექიმს
<p>-Რამოდენიმე დღეა ხან მუცელი მტკივა ხან წელი ხან თავი ხან უბრალოდ გულისრევის შეგრძნებამაქ საჭმლის დროს ვიბერები! Ზოგჯერ უბრალოდ სუსტადვარ ზოგჯერ შემახურებს 5 წუთი მერე შემაციებს 5 წუთს მერე ისევ კარგადვარ ზოგჯერ თავი კიარ მტკივა უბრალოდ რაღაც რიგზე არარის თავში ესეთი განცთამაქ დამძიმებული მძიმე გულირომისდის ადამიანს რაღაც ეგეთი შეგრძნება თავის არეში! Რისი ბრალი იქნება ვინ ვნახო ან რატესტი გავიკეთო დიაგნოსტიკისთვის</p>

დედა წარმოშობით გურიიდან იყო. დედის მშობლიური სოფელი _ ჩოხატაურის რაიონის სოფელი იანეული, განსაკუთრებით უყვარს ბატონ არჩილს. აქ აღადგინა და გაარემონტა მამაპაპისეული ძველი ხის სახლი და დღემდე მისი საყვარელი ადგილია, ძალიან დიდ დროს ატარებს იანეულში. თვლის, რომ უფრო გურულია, ვიდრე რაჭველი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის მე-7 ვაჟთა სკოლა, სადაც ბევრი კარგი მეგობარი შეიძინა. ბავშობიდან საუკეთესოდ შეისწავლა უცხო ენები _ ინგლისური და რუსული. სკოლის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. იყო საუკეთესო სტუდენტი.

უყვარდა სპორტი. იყო საკმაოდ პერსპექტიული კალათბურთელი, თამაშობდა საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებში, იყო გუნდის კაპიტანიც, საბჭოთა კავშირის სპარტაკიადებში არაერთგზის გამარჯვებული.

სპორტი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, კარგად თამაშობდა ჩოგბურთს, არის საბჭოთა კავშირში ჩოგბურთის ფედერაციის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, რის გამოც ხშირად იყო ოლიმპიური კომიტეტის წევრი და ესწრებოდა ოლიმპიადებს უცხოეთში. დღემდე ვარჯიშობს.

სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, პრაქტიკა გაიარა ჟორდანიას ინსტიტიტში, ბატონ თამაზ ბეგიაშვილთან, რომელიც იყო ცნობილი ფიზიოლოგი და ანდროლოგიის ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოში. ახალგაზრდა არჩილს ყურადღება მიაქცია ჟორდანიას ინსტიტუტის მაშინდელმა დირექტორმა, ჯემალ ციციშვილმა, რომელთანაც შემდეგ ძალიან დამეგობრდა.

ბატონი არჩილი ასპირანტურაში ჩაირიცხა მოსკოვში, ურთიერთობა ჰქონდა მედიცინის კორიფეებთან, გამოჩენილ მეცნიერებთან.

მოსკოვში ერთ-ერთი პირველი შეხვედრა ჰქონდა ქართველ პროფესორთან, გიორგი ცერცვაძესთან, რომელიც შემდგომში იხსენებს, როგორი ნიჭიერი, მშრომელი და მიზანდასახული ახალგაზრდა იყო არჩილ ხომასურიძე, ქართველისათვის უჩვეულო თვისებებით, რომელმაც განუცხადა, რომ გინეკოლოგია ნაკლებად აინტერესებდა და რეპროდუქციულ საკითხებზე მუშაობა სურდა.

საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო: „ჰიპოთირეოზის გავლენა შთამომავლობის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე“.

თემის ხელმძღვანელი გახლდათ პროფესორი გოლბერი. 26 წლის ასაკში გახდა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

36 წლისამ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ჰორმონული კონტრაცეპციის გავლენა ფარისებრ, თირკმელზედა, კუჭუკანა ჯირკვლებზე, თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციაზე“.

დოქტორანტურაში მისი კონსულტანტი იყო ცნობილი მეცნიერი პერსიანინოვი, რომელსაც განსაკუთრებული სითბოთი და პატივისცემით იხსენებს.

არჩილ ხომასურიძის ცხოვრებაში პროფესიული თვალსაზრისით დიდი კვალი დატოვა მარი ლვოვნა კრიმსკაიამ, რომელიც იყო ცნობილი გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგი, პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის კლასიფიკაციის ავტორი.

არჩილ ხომასურიძე მოსკოვში დიდი პოპულარობით სარგებლობდა თავისი ცოდნის, ნიჭისა და გარეგნობის წყალობით.

მოსკოვის დედათა და ბავშვთა დაცვის ინსტიტუტში იყო განყოფილების გამგე. მისი ძირიათადი ინტერესის სფეროს ადამიანის რეპროდუქციული ფუნქცია წარმოადგენდა.

გამორჩეული ინტელექტისა და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნის გამო, ყურადღებას იქცევდა საერთაშორისო შეხვედრებზე. ბევრი მეგობარი შეიძინა, ცნობილი მეცნიერები, გინეკოლოგიის მსოფლიო კორიფეები, აირჩიეს რეპროდუქტოლოგიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსად. იყო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტი. კითხულობდა ლექციებს.

მოსკოვში 20-წლიანი წარმატებული კარიერის შემდეგ, შესთავაზეს თბილისში, ჟორდანიას ინსტიტუტის დირექტორად გადმოსვლა, რაზეც უარი განაცხადა. მაგრამ, როდესაც მოხუცმა დედამ დაურეკა ტირილითა და იმავე თხოვნით, აღარც დაფიქრებულა, მაშინვე დათანხმდა.

1985 წელს არჩილ ხომასურიძე ჟორდანიას ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა. ეს იყო უშვილობის პირველი კლინიკა მსოფლიოში, რომელიც პროფესორმა იოსებ ჟორდანიამ 1958 წელს დაარსა და 4 წლის შემდეგ ავიაკატასტროფაში დაიღუპა. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, როგორ დაუთმო პროფესორმა ჟორდანიამ თვითფრინავის ბორტზე მყოფ უბილეთო პატარა გოგონას თავისი მაშველი ჟილეტი, თვითონ კი დაიღუპა.

არჩილ ხომასურიძის საქართველოში დაბრუნების პერიოდში ჟორდანიას ინსტიტუტი დასუსტებული იყო, მის დახურვას და ჩაჩავას ინსტიტუტთან შეერთებას გეგმავდნენ. როდესაც შევარდნაძეს მოახსენეს ამის შესახებ, მას უთქვამს, როგორ შეიძლება საქართველოში უშვილობის ინსტიტუტის დაკეტვა, ვინმე მოძებნეთ, რომ უხელმძღვანელოს ინსტიტუტსო. ამის გამო ბატონი არჩილი ძალიან აფასებდა ედუარდ შევარდნაძეს და შემდგომში მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მის ოჯახთან.

არჩილ ხომასურიძემ უმაღლეს დონეზე აიყვანა ჟორდანიას ინსტიტუტი. მას მიენიჭა საბჭოთა კავშირის სათაო ინსტიტუტის სტატუსი, წლების განმავლობაში იყო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სათანამშრომლო ცენტრი, ხორციელდებოდა სხვადასხვა პროგრამა, ინსტიტუტი მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტებში და ეს ყველაფერი ხდებოდა ბატონი არჩილის ავტორიტეტითა და ძალისხმევით.

არჩილ ხომასურიძემ საქართველოში დაბრუნებისთანვე დაიწყო ხელოვნურ აბორტებთან ბრძოლა, რაც თანამედროვე კონტრაცეპციის დანერგვით გახდა შესაძლებელი. 80-იან წლებში საქართველოში ხელოვნური აბორტების რიცხვი 300 ათასი იყო, ახლა კი მათი რიცხვი 10 ათას არ აღემატება. ხელოვნური აბორტი ჩაანაცვლა ჯერ მინი აბორტმა და შემდეგ მედიკამენტურმა აბორტმა. საინტერესოა ბატონი არჩილის ინიციატივა ე. წ. სააბორტე აბების _ მიფეპრისტონის, გამოყენება უმტკივნეული მშობიარობისთვის. წლების განმავლობაში საქართველოში მოსახლეობას უსასყიდლოდ აძლევდნენ კონტარცეპტივებს, კონდომებს. არჩილ ხომასურიძის ძალისხმევით, საქართველოში, ჟორდანიას ინსტიტუტში პირველად შემოიტანეს ქალის ჰიგიენური საშუალებები.

ბატონი არჩილ ხომასურიძე არის ნოვატორი, ამ პერიოდში მედიცინაში დანერგილი ყოველი სიახლე მის სახელს უკავშირდება.

არჩილ ხომასურიძის ინიციატივით, ამ ხნის განმავლობაში საქართველოში დაინერგა არაერთი ინოვაცია: 1986 წელს ჟორდანიას ინსტიტუტში გაკეთდა პირველი ლაპარასკოპია, 2000 წელს ინსტიტუტში ჩატარდა ამიერკავკასიაში პირველი ინ ვიტრო განაყოფიერება.

1996 წელს რეპროდუქტოლოგია გამოეყო მედიცინის სხვა დარგებს, მიენიჭა დამოუკიდებელი გრიფი, შეიქმნა დისერტაციების დაცვის სპეციალიზებული საბჭო რეპროდუქტოლოგიაში, 1998 წელს მეცნიერებათა აკადემიაში დაარსდა რეპროდუქტოლოგიის პირველი კათედრა, 1998 წელს გამოიცა პირველი სამეცნიერო ჟურნალი „რეპროდუქტოლოგია“.

მნიშვნელოვანი იყო, ბატონ როინ მეტრეველის ინიციატივით, 1997 წელს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ მედიცინის ფაკულტეტის და შემდეგ მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის აღდგენა, რაც ბატონი არჩილის მონაწილეობით განხორციელდა. იგი დღემდე ამ კათედრას ხელმძღვანელობს.

სტუდენტები, და საზოგადოდ, ახალგაზრდა ექიმებისა და მომავალი თაობების აღზრდა ბატონი არჩილის პრიორიტეტია. იგი არის სარეზიდენტო პროგრამის _ `რეპროდუქტოლოგია~ დირექტორი, რაც ხორციელდება მის ინსტიტუტში. ის არის ძალიან კარგი პედაგოგი, სტუდენტები და რეზიდენტები ყოველთვის დიდი ინტერესით უსმენენ მის ლექციებს.

ბატონი არჩილი არის საქართველოს რეპროდუქციული ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. ძალიან ნაყოფიერია ამ საზოგადოების საქმიანობა, რეგულარულად იმართება საერთაშორისო კონფერენციები ექიმების ცოდნის ასამაღლებლად, ასოციაციის მიერ შეიქმნა ორიგინალური კითხვები ექიმების სალიცენზიო გამოცდისთვის რეპროდუქტოლოგიაში, სხვადასხვა დაავადების გზამკვლევები, სარეზიდენტო პროგრამა რეპროდუქტოლოგიაში და სხვა მრავალი.

ბატონი არჩილი არის ახალი დარგის, რეპროდუქტოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში. 2019 წელს მისი ძალისხმევით რეპროდუქტოლოგია გამოეყო მეანობა-გინეკოლოგიას და ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, გახდა დამოუკიდებელი დისციპლინა. რეპროდუქტოლოგია დღეს ძალიან პოპულარული და ტურბულენტურად განვითარებადი დარგია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში.

ბატონმა არჩილმა თაობები აღზარდა. დღეს თუ ვინმე ავტორიტეტული ექიმია რეპროდუქტოლოგიაში, ყველა ჟორდანიას ინსტიტუტშია აღზრდილი. მისი მოწაფეები წამყვან რეპროდუქციულ კლინიკებს ხელმძვანელობენ საქართველოში, ზოგიერთი უცხოეთში მოღვაწეობს.

ბატონი არჩილი ხშირად გულისტკივილით აღნიშნავს, რომ მის ზოგიერთ მოწაფეს არ ახსოვს მისი ამაგი და რომ საერთოდ არ ახსენებენ ჟორდანიას ინსტუტუტს.

პროფესორი არჩილ ხომასურიძე არის პროფესიონალი, ამასთან, ძალზე წესიერი ექიმი, ყოველთვის ცდილობს პაციენტის დახმარებას, ხშირად ანალიზებსაც უფასოდ უკეთებს მათ, არასდროს აუღია კონსულტაციის საფასური. თავისი კლინიკის ექიმებსაც ამ სულისკვეთებით მუშაობისკენ მიუთითებს.

ძალიან წუხს, რომ მედიცინაში ღრმადაა შეჭრილი კომერციალიზაცია, კრიტიკულად უყურებს სუროგაციის პროგრამებსაც ინ ვიტრო განაყოფიერებაში, თვლის, რომ ეს მხოლოდ ალტრუისტული უნდა იყოს და არა გამდიდრების წყარო.

დღეს ის ხელმძღვანელობს პროფ. ჟორდანიას და პროფ. ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტს, რომელიც ძველი ჟორდანიას ინსტიტუტის მსგავსად, რჩება დედა ინსტიტუტად, სადაც გრძელდება თაობების აღზრდა, უშვილობის მკურნალობა ტრადიციული და თანამედროვე მეთოდებით. პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია, კლიმაქსის მკურნალობა, ბაშვთა და მოზარდთა გინეკოლოგია, ანდროლოგია, სექსოლოგია და ა.შ.

„ოჯახის მკურნალის“ რედაქცია ულოცავს ბატონ არჩილ ხომასურიძეს იუბილეს, ვუსურვებთ მას დიდხანს ჯანმრთელ სიცოცხლეს რეპროდუქტოლოგიის, მედიცინისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

2013 წლის შემდეგ პირველად, საქართველოში ჯილეხით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

2013 წლის შემდეგ პირველად, საქართველოში ჯილეხით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალსოფელში ჯილეხით დაავადებულმა მამაკაცმა სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართა. მას ჯილეხის კანის ფორმა ჰქონდა, რაც დაავადებულ ცხოველთან კონტაქტის შედეგად განუვითარდა.

ზახაშვილის თქმით, 2013 წლის შემდეგ გარდაცვალების შემთხვევა პირველად დაფიქსირება. ბოლო რვა თვის მონაცემებით, საქართველოში სულ დაავადების 20 შემთხვევაა გამოვლენილი და ყველა მათგანი კანის ფორმაა. ანალოგიური იყო შემთხვევების რაოდენობა 2016 წელსაც.

„ზოგადად, ბოლო ორი წლის მანძილზე საქართველოში ადამიანის ჯილეხით დაავადების შემთხვევები ინტენსიურად კლებულობს. მხოლოდ კანის ფორმა ფიქსირდება, რაც დაავადებული ცხოველის დაკვლის, გატყავების ან ხორცის მომზადების მცდელობისას ხდება. ჯილეხი მძიმე დაავადებაა, რომელიც ზოგჯერ სიკვდილით მთავრდება. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი დროულად არ მიმართავს ექიმს და არ დაიწყებს მკურნალობას. დაავადება მკურნალობას ექვემდებარება და განკურნებადია. დაავადებულმა მამაკაცმა გვიან მიმართა ექიმს, რის გამოც პროცესის გენერალიზაცია დაიწყო და პაციენტის სიკვდილი გამოიწვია“, - განაცხადა ზახაშვილმა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჯილეხით, 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა 26 აგვისტოს მოხდა. როგორც საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ დემნა ხელაიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გარდაცვლილი საქონლის დაკვლის პროცესში დაავადდა. შემთხვევის ადგილზე სპეციალისტები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს.

"მდგომარეობა შევისწავლეთ. პირველ რიგში სანიტარული ღონისძიებები ჩატარდა. ტერიტორიაზე ვაქცინაცია მოხდა. ყველა სულადობა აცრილია",- განაცხადა დემნა ხელაიამ. რა დაავადებაა ჯილეხი (ციმბირის წყლული)