სქესობრივი გზით მრავალი ინფექცია გადაედება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცებო, ფრთხილად! სქესობრივი გზით მრავალი ინფექცია გადაედება

მრავალი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში ეს პრობლემა განსაკუთრებით მასობრივ ხასიათს ატარებს. ამ კუთხით არაერთი საკითხია განსახილველი. ყოველ მათგანზე დაწვრილებით საუბარი ჟურნალის ერთ ნომერში შეუძლებელია, ამიტომ ეტაპობრივად შემოგთავაზებთ. ამჯერად კი "ავერსის კლინიკის" ექიმი დერმატოვენეროლოგი რუსუდან კახიძე სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შესახებ გვესაუბრება:

- სქესობრივი გზით გადამდები რომელი დაავადებების დიაგნოზს უსვამენ მამაკაცებს ყველაზე ხშირად?

- ვენერული დაავადებებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება ათაშანგი, იგივე სიფილისი, საზოგადოდ კი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები უმთავრესად შერეული ინფექციებია. ჩვენ, ექიმები, ამას თაიგულს ვუწოდებთ - ქლამიდიოზი, გონორეა, გენიტალიური ჰერპესი, კანდიდოზი, კონტაგიოზური მოლუსკი და სხვა. ისიც გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული პრობლემების მქონე პაციენტები მარტო ვენეროლოგს არ მიმართავენ - ჩამოთვლილ დაავადებებს ხშირად უროლოგები და გინეკოლოგებიც მკურნალობენ, რაც, ჩემი აზრით, გაუმართლებელია. მეტსაც გეტყვით: ხშირად, როდესაც ქალი ამა თუ იმ ინფექციური დაავადების სამკურნალოდ გინეკოლოგთან მიდის, ეს უკანასკნელი გამოკვლევის გარეშე, კლინიკური ნიშნების გაუთვალისწინებლად, წამალს უნიშნავს მის პარტნიორსაც. გინეკოლოგი შესაძლოა კვალიფიციური და ძალზე გამოცდილიც იყოს, მაგრამ ასე ზეპირად მკურნალობა გაუმართლებელია. წყვილმა ერთად უნდა იმკურნალოს ვენეროლოგთან, მკურნალობა კი აუცილებლად ორივე პარტნიორის სრულფასოვანი კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით უნდა დაინიშნოს.

საზოგადოდ, ადამიანი მაშინ მიმართავს ექიმს, როცა დაავადება ახალია და კლინიკურად არის გამოხატული - აწუხებს წვა, ქავილი, გამონადენი სასქესო ორგანოდან. ზოგჯერ ადამიანი ავად არის, მაგრამ მკვეთრად გამოხატული ჩივილები არ აქვს. ეს იმიტომ, რომ ორგანიზმის იმუნური სისტემა ებრძვის ინფექციას და დაავადება ფარულად, ტორპიდულად მიმდინარეობს. ზოგჯერ დაავადება კლინიკურად არამანიფესტირებულია, არადა უკვე ძველია, თანაც ძალიან ძველი (აქვე განვმარტავ: დღეს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს მწვავე და ქრონიკულ ფორმებად აღარ ყოფენ, დროის მიხედვით განასხვავებენ; შესაბამისად, საუბრობენ ახალ და ძველ დაავადებაზე). ისეთი შემთხვევებიც ხშირია, როდესაც ერთ პარტნიორს აქვს ჩივილები, მეორეს კი არაფერი აწუხებს. ასეთ დროს ჰგონიათ, რომ ერთი ავად არის, მეორე კი არა. ეს შეცდომაა. შეცდომაა ისიც, რომ მხოლოდ ქალი მკურნალობს, დადის გინეკოლოგთან, იტარებს სისტემურ თერაპიას, ადგილობრივ პროცედურებს, განიკურნება, რამდენიმე სქესობრივი კონტაქტის შემდეგ კი ისევ ავადდება და ასე უსასრულოდ. ადამიანი გაუთავებელი მკურნალობით ისე იღლება, რომ გაღიზიანებასა და დაძაბულობას ვეღარ ერევა. პრობლემები იჩენს თავს ურთიერთობაშიც: ცოლი ქმარს აბრალებს, ქმარი - ცოლს... ასე რომ, წმინდა სამედიცინო მხარესთან ერთად მრავალი ნიუანსია გასათვალისწინებელი, თუნდაც ის ფსიქოლოგიური ბარიერი, რის გამოც პაციენტები დაგვიანებით, დაავადების შორსწასულ და გართულებულ შემთხვევებში მიმართავენ სპეციალისტს.

- რატომღაც მეგონა, რომ სიფილისი ბოლო ხანს ნაკლებად იყო გავრცელებული. თუ არსებობს, საზოგადოდ, ავადობის სარწმუნო სტატისტიკა?

- წინათ არსებობდა, რადგან დაავადების ყველა შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ვენ-ინსტიტუტში იყრიდა თავს. მკურნალობა იძულებითიც კი იყო. ახლა, მოგეხსენებათ, ყველაფერი სხვაგვარადაა. მკურნალობა ნებაყოფლობითია. მე ვფიქრობ, მასობრივი დისპანსერიზაცია რომ ჩატარდეს და სტატისტიკური გამოვლენა მოხდეს, სიფილისი განვლილ წლებთან შედარებით მომატებულიც კი აღმოჩნდება. ეს იმიტომ, რომ ახლა უფრო თავისუფალი ურთიერთობებია, სქესობრივი ცხოვრების ჰიგიენა დაბალ დონეზეა, მოსახლეობას ამ კუთხით განათლება და ინფორმაცია აკლია. ერთადერთი, შიდსის გამო არიან შეშინებულები და ცდილობენ, თავი დაიცვან. ავიწყდებათ, რომ სხვა საშიში ინფექციებიც არსებობს.

გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში თავდაცვის საშუალებების სწორად გამოყენებაც არ იციან. ერთი სიტყვით, ძალიან ბევრი და სერიოზული პრობლემაა. მთლიანობაში ეს ძალიან ვრცელი თემაა და მასზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი. მაგალითად, წინათ სხვაგვარი დამოკიდებულება იყო. რაც არ უნდა პატარა ჩარევა დასჭირვებოდა კლინიკაში მოხვედრილ ადამიანს, სავალდებულოდ ითვლებოდა მისთვის ვასერმანის რეაქციის ჩატარებაც. ყველა პაციენტის ისტორიაში უთითებდნენ, RW დადებითი იყო თუ უარყოფითი. ასევე უდგებოდნენ პედიკულოზს ანუ დატილიანებას, რადგან აღნიშნული დაავადებები საშიშ კონტაგიოზურ (გადამდებ) დაავადებებად მიიჩნეოდა. დღეს ასე არ არის. ხშირად ადამიანს ქირურგიული ჩარევა სჭირდება, სავალდებულო გამოკვლევები კი გამორჩენილია. ამ და სხვა მიზეზების გამო სტატისტიკა არ არსებობს და, შეიძლება ითქვას, არც არავის აინტერესებს და აღელვებს. ამიტომაც გეგონათ თქვენ და შესაძლოა სხვასაც, რომ დაავადების გავრცელება შემცირდა.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ სიფილისი სხვადასხვა სტადიაში სხვადასხვანაირად მიმდინარეობს. ზოგჯერ - ფარულად, კლინიკური მანიფესტაციის გარეშე, - პაციენტს არაფერი აწუხებს, არაფერი სტკივა, აქედან გამომდინარე, ექიმთან მისვლაზე არც კი ფიქრობს. პროცესში იმუნური სისტემის აქტიური ჩართვის შედეგად სიფილისის დამახასიათებელი ელემენტი, შანკრი (წყლული), ხშირად თავისთავად ქრება, მაგრამ სისხლში რჩება და მრავლდება ტრეპონემები. დაავადება პირველ ფარულ სტადიაში გადადის. ამას მოსდევს ადრეული მეორე სტადია, რომელსაც სხეულზე როზეოზული გამონაყარი ახასიათებს. ამ უკანასკნელს ხშირად ალერგიულ გამონაყარად მიიჩნევენ და ასე გრძელდება წლების განმავლობაში. თუ ადამიანი არ არის გათვითცნობიერებული, არაფერი აწუხებს - ბუნებრივია, ვერ ხვდება, რომ ავად არის. თუ ის კლინიკაში არ მოხვდა, არ ჩაუტარდა სისხლის სპეციალიზებული ანალიზი, მისი სეროლოგიური გამოკვლევა, - ვერ გაიგებს, რომ სიფილისით არის დაავადებული. მეტსაც გეტყვით: ხშირად მასზე მაშინაც კი არ მიაქვთ ეჭვი, როდესაც ნევროლოგიური გამოვლინება იკვეთება, სიფილისი ფაქტობრივად მესამე სტადიაშია გადასული და პროცესი შორს არის წასული. ცხადია, ასეთი ადამიანები საშიშნი არიან როგორც სქესობრივი პარტნიორისთვის, ასევე ოჯახის წევრებისა და, საზოგადოდ, საყოფაცხოვრებო კონტაქტში მყოფი ადამიანებისთვისაც, განსაკუთრებით - როდესაც დაავადების აქტიურ პერიოდში პაპულური ელემენტები აღენიშნებათ.


- უმთავრესად რა ასაკის მამაკაცები მოგმართავენ და რა ჩივილებით?

- ყველა ასაკისანი, თუმცა უმთავრესად 20-დან 40 წლამდე - ეს ასაკი სქესობრივი თვალსაზრისით ყველაზე აქტიურია. უჩივიან უსიამოვნო შეგრძნებებს, ქავილს, წვას, გამონადენს სასქესო ორგანოდან. მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ახალი დაავადება ზოგჯერ მალევე რჩება, მაგრამ მისი უყურადღებოდ დატოვება არამც და არამც არ შეიძლება. უნდა გვესმოდეს, რომ უბრალო გაღიზიანებისგან შანკრის გარჩევა მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია, მან უკეთ იცის, როდის უნდა აუღოს პაციენტს სისხლის ანალიზი, რომ ანტისხეულები გამოჩნდეს, როდის როგორი მკურნალობა დაუნიშნოს. რაც მთავარია, არ არის საჭირო ამ პრობლემებში სხვების, მით უფრო მშობლების, ჩარევა, - წყვილმა ეს თავად უნდა მოაგვაროს. ხშირად ხდება გარჩევები, ცოლ-ქმრის ოჯახები ერთმანეთს ემტერებიან, ურთიერთობაში არათუ ბზარი, ზოგჯერ უფსკრულიც კი ჩნდება. ჩვენ, ვენეროლოგებს, მრავალი ოჯახი გადაგვირჩენია. ზოგჯერ მეუღლე მოსიყვარულე და ერთგულია, მაგრამ დაოჯახებამდე ჰქონია სხვა პარტნიორთან სქესობრივი კავშირი და არც კი იცის, რომ დაავადებულია. ისიც ერთბაშად დგება ფაქტის წინაშე. პრობლემის აღმოჩენისთანავე წყვილმა პირდაპირ ვენეროლოგს უნდა მიაკითხოს. არ არის საჭირო გინეკოლოგსა და უროლოგთან ცალ-ცალკე მისვლა. მკურნალობა ერთ კაბინეტში, შეთანხმებულად, ვენეროლოგის მეთვალყურეობით უნდა ჩატარდეს.

- რაკი მკურნალობაზე ჩამოვარდა სიტყვა, რა სიახლეებია დღეს ამ თვალსაზრისით?

- დღეს, რა თქმა უნდა, მკურნალობა გაცილებით დახვეწილი და სრულყოფილია. წინათ, მაგალითად, ბევრი ქრონიკული დაავადება მკურნალობის დასაწყებად მწვავე ფორმაში გადაგვყავდა. დღეს, ძლიერ დახვეწილი პრეპარატების წყალობით, ეს აღარ არის საჭირო. წინათ სტაციონარში სიფილისით დაავადებულებს სხვადასხვა სქემით მკურნალობდნენ. მაგალითად, იყო 28-დღიანი სქემები, პაციენტს დღეში 6 ნემსიც კი უკეთდებოდა, მერე - ყოველდღიურად თითო ინექცია. დღეს პრეპარატები ბევრად უფრო სრულყოფილია, შესაბამისად, სათანადო და დროულად დაწყებული მკურნალობის შედეგად სიფილისიც სავსებით იკურნება. სხვა ინფექციურ დაავადებათა სამკურნალოდაც არაერთი საშუალება არსებობს - ინექციები, აბები, ადგილობრივი პროცედურები.

- დასასრულ, რას ურჩევდით მამაკაცებს?

- უპირველეს ყოვლისა, ყველა მამაკაცმა უნდა დაიმახსოვროს, რომ შუბლზე არავის აწერია, ინფიცირებულია თუ არა, ამიტომ თავი უნდა არიდონ შემთხვევით სქესობრივ კავშირებს. გარდა პრეზერვატივის სწორად გამოყენებისა, უნდა იცოდნენ, რომ ის არა მხოლოდ არასასურველი ორსულობისგან, არამედ ინფექციებისგან თავდასაცავი საშუალებაც არის. საზოგადოდ, მიმაჩნია, რომ რაც უფრო ცივილიზებულია ადამიანი, მით უფრო უკეთ აქვს შეგნებული, რომ ერთი პარტნიორი უნდა ჰყავდეს. ამ ურთიერთობას იმიტომ ჰქვია ინტიმური, რომ ორ ადამიანს შორის ხდება... ქართველ მამაკაცებს რატომღაც სხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ: მიაჩნიათ, რომ ცოლი უნდა იყოს შვილების დედა, დიასახლისი, მზარეული, სექსისთვის კი სხვა ქალი უნდა ჰყავდეთ.

დასავლეთის ქვეყნებში, რომელთაც თითქოს აღვირახსნილობას ვუკიჟინებთ, პირიქით არის: როცა მამაკაცი ოჯახს ეკიდება, ცოლს აღარ ღალატობს. არ დაიჯერებთ და ავადობა იქ გაცილებით ნაკლებია. ჩვენთან გაუთვითცნობიერებლად და მოუმზადებლად იწყებენ სქესობრივ ცხოვრებას, არ იციან, თავი როგორ დაიცვან, ხშირად არც პრეზერვატივის გამოყენება იციან წესიერად. ზოგიერთ მამაკაცს, როდესაც რომელიმე ინფექციას შეეჯახება, ისეთი შიში იპყრობს, ისეთი ფსიქოლოგიური პრობლემები უჩნდება, რომ სქესობრივ ცხოვრებაზე საერთოდ უარს ამბობს.

ისიც მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც წყვილი სქესობრივ კავშირს იწყებს, ხდება მათი მიკროფლორის შეგუება (მოგეხსენებათ, სასქესო ორგანოთა ლორწოვან გარსზე ქალსაც და მამაკაცსაც მათთვის დამახასიათებელი, ინდივიდუალური მიკროფლორა აქვთ). მიკროფლორის შეგუების, შერწყმა-შეჩვევის პროცესი ზოგჯერ ერთგვარ დისკომფორტს იწვევს. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, როცა ურთიერთობაში მესამე პირი ერევა ანუ პროცესში მისი მიკროფლორაც ერთვება - შეგუების პროცესი ჭიანურდება და უფრო დიდ დისკომფორტს ქმნის. ყოველივე ეს უნდა გაითვალისწინონ მამაკაცებმა. დაოჯახებულებს ვურჩევ, უერთგულონ მეუღლეებს, საზოგადოდ მამაკაცებს კი - დასჯერდნენ ერთ პარტნიორს, ხოლო თუ ერთი ქალი არ აკმაყოფილებთ, მიზეზი საკუთარ თავში ეძებონ.