რუბრიკები

    სამკურნალო წერილები

    ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
    ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
    გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
    კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
    პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
    გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
    სრულად

    როგორ დავადგინოთ, გადავიტანეთ თუ არა კოვიდ-19? როდის და რატომ ცდება ტესტი? - მოკლედ კორონავირუსული კვლევების შესახებ - მკურნალი.გე

    ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

    როგორ დავადგინოთ, გადავიტანეთ თუ არა კოვიდ-19? როდის და რატომ ცდება ტესტი? - მოკლედ კორონავირუსული კვლევების შესახებ

    გვესაუბრება სამედიცინო ცენტრ "ციტოს" კლინიკური მენეჯერი ნინო ბაკურაძე:

    როგორც ვიცით, კოვიდ 19-ის გამოსავლენად არსებობს რამდენიმე ტექნოლოგია. ტესტები პირობითად იყოფა: სკრინინგ-ტესტებად და სადიაგნოსტიკოდ. სწრაფი, მარტივი ტესტები სწორედ სკრინინგ-ტესტებად მოიაზრება, ხოლო სადიაგნოსტიკოდ მიღებულია ოქროს სტანდარტად აღიარებული, ნუკლეინის მჟავების ამპლიფიკაციის ტესტი, ე.წ PCR-ტესტირება.

    როგორც, PCR-ტესტისრებისთვის, ასევე სწრაფი ანტიგენის ტესტის დროს, მასალა ცხვირ-ხახიდან უნდა იქნას აღებული.

    არსებობს ტენდენცია, რომ ცხვირიდან ცალკე და ხახიდან ცალკე აიღონ პაციენტის ბიოლოგიური მასალა, მაგრამ ოქროს სტანდარტი არის, მაინც ცხვირ-ხახა.

    როდის უნდა გავიკეთოთ სწრაფი ტესტი და როდის PCR-ტესტი?

    - ეს კითხვა აწუხებს ძალიან ბევრს. სპეციალისტები განმარტავენ, რომ ანტიგენის ტესტი, ანუ სწრაფი ტესტი უნდა გაკეთდეს სკრინინგისთვის, მას ახასიათებს დაბალი სპეციფიკურობა და მაღალი მგრძნობელობა, ანუ სენსიტიურობა. ამის გამო, მარტივად შეუძლია "ჩაიჭიროს" ვირუსი და ამოიცნოს ის. სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება PCR-ტესტირება და იმისათვის, რომ დაცულები იყოთ, ტესტი უნდა გაკეთდეს სიმპტომების გამოვლენიდან ერთი-ორი დღის შემდეგ.

    რა შემთხვევაშია ტესტი ცრუ-დადებითი, ან ცრუ-უარყოფითი?

    - პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ტესტს აქვს თავისი სიზუსტე და ყოველთვის არსებობს ცდომილების გარკვეული პროცენტი. შესაძლოა, ტესტი აღებული იყოს ისეთ პერიოდში, რომ "ჩაჭერის" დონემ ვერ შეძლოს ვირუსის აღმოჩენა. ასეთ დროს, ვლინდება ცრუ-უარყოფითი პასუხი. ტესტი ცრუ-უარყოფითია მაშინ, როდესაც ბიოლოგიურ მასალას არასწორად იღებენ და სინჯში შესაბამისი გენეტიკური მასალა ვერ ხვდება.

    ცრუ-დადებითი შესაძლოა იყოს ტესტი, თუ სხვა ვირუსი არის ორგანიზმში მაგალითად, SARS2. ამ დროს, შეიძლება მოხდეს ჯვარედინი რეაქცია და ტესტმა ცრუ-დადებითი აჩვენოს. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია ტესტირების დროს ტექნოლოგია, შემსრულებელი და ინტერპრეტაცია.

    როგორ დავადგინოთ, გადავიტანეთ თუ არა კოვიდ-19?

    - ამისთვის, უნდა ჩაიტაროთ იმუნოფერმენტული კვლევა, ანუ ანტისხეულები გამოიკვლიოთ. ანტისხეული M ორგანიზმში 7-10 დღეში ჩნდება, ანტისხეული G - უფრო მოგვიანებით და ნარჩუნდება დიდი ხნით. სწორედ, G ანტისხეული უნდა განისაზღვროს, რომ გაიგოთ, გადაიტანეთ თუ არა კოვიდი. ტესტისთვის საჭიროა, თითიდან სისხლის აღება.

    რატომ და რა დროს ვიკეთებთ D-დიმერის ანალიზს?

    - D-დიმერი საპროფილაქტიკო ტესტი არ არის. ყველამ, ვისაც ჰქონდა კორონა, საჭირო არ არის გაიკეთოს ის. როგორც, დ-დიმერი, ასევე სხვა კვლევები თვითნებურად არ უნდა დაინიშნოთ.

    მას დაგინიშნავენ ექიმები, კონკრეტულ დროსა და კონკრეტულ შემთხვევაში. დ-დიმერს აქვს ერთი დანიშნულება, თუ ექიმს აქვს ეჭვი თრომბოზზე, მაშინ ინიშნება ეს კვლევა. დ-დიმერის ნორმა გამორიცხავს თრომბოზის რისკს.

    მისი მომატებული რიცხვი არ ნიშნავს, რომ აუცილებლად თრომბოზზე მიიტანოთ ეჭვი, ამიტომ ინიშნება უფრო ღრმა კვლევები.

    უფრო დეტალურად, რომ განვმარტოთ, D-დიმერი ეს არის ფიბრინის დაშლის პროდუქტი. ფიბრინი წარმოადგენს ფიბრინოგენის გარდაქმნის პროდუქტს (ფიბრინოგენი არის ერთ-ერთი ცილა, პროტეინი, რომელიც მონაწილეობას იღებს სისხლის შედედების პროცესში).

    ფიბრინოგენი ე.წ ანთების ცილაცაა და მხოლოდ თრომბზე არ აგებს პასუხს, შესაბამისად, მისი დონე შეიძლება აიწიოს ანთების ფონზე და არა ჰიპერკოაგულაციის გამო.

    სისხლის შედედების ორი გზა არსებობს და ორივე შემთხვევაში, გამაერთიანებელი პროდუქტი ფიბრინოგენი გახლავთ. როდესაც, სისხლის შედედების პროცესები არის გააქტიურებული, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია ჰიპერკოაგულაციასთან გქონდეთ საქმე, შესაბამისად ფიბრინოგენი არის მაღალი, მისი გარდაქმნის და დეგრადაციის პროდუქტიც მატულობს დ-დიმერის სახით.

    რისთვის ტარდება კოაგულოგრამა?

    - კოაგულოგრამით ფასება სისხლის შედედების სტატუსი და ასევე, თუ როგორ მოქმედებენ ანტიკოაგულაციური პრეპარატები. კვლევით, ფასდება და ტარდება მონიტორინგი მედიკამენტებზე.

    რა არის C-რეაქტიული ცილა?

    C-რეაქტიული ცილა გამომუშავდება ჩვენს ორგანიზმში, გარკვეული პროცესების სარეაქციოდ. მისი დონე ვირუსული და ბაქტერიული ინფექციისას მატულობს. როგორც იცით, ვირუსი ააქტიურებს სხვა თანმხლებ დაავადებებს, რასაც არეგულირებს C-რეაქტიული ცილა. მისი განსაზღვრა ეხმარება ექიმს სწორი მკურნალობის შერჩევაში, მაგალითად უნდა დაინიშნოს თუ არა ანტიბიოტიკოთერაპია.