რატომ უმკლავდება გერმანია კორონავირუსს ევროპის ყველა ქვეყანაზე უკეთესად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ უმკლავდება გერმანია კორონავირუსს ევროპის ყველა ქვეყანაზე უკეთესად

და ვირუსით დაავადებულთა შორის, სიკვდილიანობის ყველაზე დაბალ მაჩვენებელს აჩვენებს. ამაში მას ეხმარება ტესტირების ფართო პროგრამა, ჯანდაცვის სფეროში გახსნილი ბაზარი და დასნებოვნებულებს შორის ხანდაზმულთა დაბალი წილი.

კორონავირუსის გავრცელების პირობებში, გერმანიაში სიტუაცია, ევროპის სხვა ქვეყნებში არსებული ტენდენციის საწინააღმდეგოდ მიდის. ვიდრე იტალიასა და ესპანეთში ფიქსირდება გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა, გერმანია გამოირჩევა დაავადებულთა შორის სიკვდილიანობის ძალიან დაბალი პროცენტით და იგი შედგენს მხოლოდ 0,74%, მაშინ როდესაც ჩინეთში იყო 4,02%, ესპანეთში 7,82%, იტალიაში 10,56%. ეს მონაცემები მეტყველებს, რომ გერმანია სწორად აკეთებს იმას, რასაც მისი მეზობლები ვერ ახერხებენ.

1. ტესტები

ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც გერმანიაში დაბალი სიკვდილიანობა უკავშირდება არის, მასობრივი ტესტირება. მეცნიერები იმაზე თანხმდებიან, რომ დასნებოვნების მრავალი შემთხვევა ვერ ხვდება ოფიციალურ სტატისტიკაში, რადგანაც ექიმები ბევრი ადამიანის სიმპტომს არასაკმარისად მწვავედ მიიჩნევენ. რაც მეტია ჩატარებული ტესტი, მით ბევრი "რბილი" შემთხვევის აღმოჩენაა შესაძლებელი.

როგორც ბერლინის ჩჰარიტé საავადმყოფოს ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი კრისტიან დროსტენი აცხადებს "გერმანიში კვირაში 120 000 ადამიანის ტესტირება ხორცილდება. მიმაჩნია, რომ გაცილებით მეტი ადამიანის ტესტირებას ვახდენთ, ვიდრე სხვა ქვეყნები."

დიდი ბრიტანეთი, ა.შ.შ., ესპანეთი და იტალია ტესტირების მაჩვენებლით მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებიან გერმანიას.

2. ჯანდაცვის საიმედო სისტემა

გერმანიას პანდემიასთან ბრძოლაში ასევე ეხმარება კარგად განვითარებული და ყველაფრის მომცველი ჯანდაცვის სისტემა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, გერმანია ჯანდაცვის სფეროში ყოველწლიურად, 1 სულ მოსახლეზე ხარჯავს $4714, რაც სხვა ქვეყნების მაჩვენებელს აღემატება.

გერმანიას ასევე სხვა რესურსიც გააჩნია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს კორონავირუსთან ბრძოლაში- ადგილი საავადმყოფოებში. ქვეყანას 621 საწოლი აქვს 100 000 მოსახლეზე, მაშინ, როდესაც ესპანეთში ეს მაჩვენებელი შეადგენს 293 საწოლს, იტალიაში კი — 275.

3. ხანაზმული ადამიანების დიდი ნაწილი ვირუსით დასნებოვნებას გადაურჩა

ხანდაზმული ადამიანები უფრო მეტი ალბათობით იღუპებიან ვირუსისაგან. სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი მოდის ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებზე, რომლებიც ასევე უფრო ხშირად ხანდაზმულ ადამიანებს აღენიშნებათ.

4. გერმანიაში ეპიდემია ჯერ კიდევ ადრეულ სტადიაზეა

იტალიისა და ესპანეთთან შედარებით, გერმანია კორონავირუსის ეპიდემიის უფრო ადრეულ ეტაპზე იმყოფება. ამდენად, ფიქრობენ მეცნიერები სიკვდილიანობის მაჩვენებლის მომატებას. ამასთან, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ დასნებოვნებულთა რიცხვის მატების მიუხედავად, პრობლემის სიმწვავე აპრილის დასაწყისისთვის შემცირდება.

5. მკაცრი კარანტინი

გერმანიამ, სხვა ქვეყნების მსგავსად 24 მარტიდან, შემოიღო კარანტინის მკაცრი ზომები. ორზე მეტი ადამიანის შეკრება (საუბარი არ არის ოჯახის წევრებზე) არ შეიძლება. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმა შეიძლება € 25 000-მდე იყოს.

ასევე წაიკითხეთ:

ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვების COVID-19-ის - კორონავირუსული ინფექციის შესახებ


კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები

არის თუ არა მომაკვდინებელი კორონავირუსი?


როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან


ხელის ანტისეპტიკიკური ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია


რამდენი ხანი სჭირდება კორონავირუსით დაავადებულის გამოჯანმრთელებას?


რა მოხდა იტალიაში - რატომ არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი?


კორონავირუსის მკურნალობის საკითხებზე - რა გამოცდილება დაუგროვდათ მედიკოსებს, რომელ პრეპარატებს უწევენ რეკომენდაციას?


უნდა ველოდოთ თუ არა კორონავირუსის აქტივობის დაცემას დათბობის შემდეგ - რა დაადგინეს მეცნიერებმა? 13 მარტის განცხადება


მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა - ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე საუბრობს