რა უნდა გახსოვდეთ:
- გრიპის საპროფილაქტიკო ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალება - ნიღაბი - მისგან დაცვის უნიკალური საშუალება არ არის;
- ინფექცია ადვილად გადადის ჭუჭყიანი ხელებით, ამიტომაც აუცილებელია ხელების ხშირად დაბანა. ხელებზე დღეში 300-ჯერ მაინც ხვდება ცხვირიდან და თვალებიდან გამონადენი სითხე და ნერწყვი. ხელის ჩამორთმევისა და დაბინძურებული საგნებიდან გრიპის ვირუსი ჯანმრთელი ადამიანის ხელებზე გადადის, აქედან კი იოლად ხვდება ცხვირში, პირის ღრუსა და თვალებში. ამიტომაც ეპიდემიის დროს თავი უნდა შეიკავოთ ხელის ჩამორთმევისგან, ხელები ხშირად უნდა დაიბანოთ, განსაკუთრებით თუ ავადმყოფთან გიხდებათ ურთიერთობა.
გრიპის საპროფილაქტიკოდ:
- აუცილებელია ორგანიზმის გაკაჟება;
- უნდა მიირთვათ ბევრი ხილი და ბოსტნეული;
- ეპიდემიის დროს აუცილებელია ყოველდღიურად 2-3 კბილი ნივრის ჭამა; ძლიერი ეფექტი აქვს ხახვსაც;
- რეკომენდებულია აგრეთვე C ვიტამინის (0,5 გ დღეში 1-2-ჯერ) მიღებაც. ის აწესრიგებს ნივთიერებათა შეკითხვა ექიმს
თინათინ გოცაძე