რას გვიჩვენებს სისხლის საერთო ანალიზი
ამ ანალიზით განსაზღვრული პარამეტრები ფიზიოლოგიური თუ პათოლოგიური ფაქტორების საპასუხოდ განვითარებულ ორგანიზმის რეაქციას ასახავს.
სისხლის საერთო ანალიზი გვიჩვენებს:
- ერითროციტების რაოდენობას;
- ერითროციტების დალექვის სიჩქარეს (ედს);
- ჰემოგლობინის შემცველობას;
- ჰემატოკრიტს;
- ლეიკოციტების რაოდენობას;
- ლეიკოციტურ ფორმულას.
აღნიშნული გამოკვლევისთვის მასალას (სისხლს) თითიდან ან ვენიდან იღებენ. უტყუარი პასუხის მისაღებად უმჯობესია ანალიზი უზმოზე ჩააბაროთ.
-
ერითროციტები
ერითროციტები ანუ სისხლის წითელი უჯრედები ორგანიზმში აირთა ცვლას ემსახურებიან. მათ ფილტვებიდან ქსოვილებში ჟანგბადი გადააქვთ, უჯრედებს კი ცხოველმყოფელობის შედეგად წარმოქმნილი ნახშირორჟანგისგან ათავისუფლებენ.
ერითროციტების ნაკლებობა მიუთითებს :
- ანემიაზე. ეს ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ქსოვილები სათანადო ოდენობის ჟანგბადს ვერ იღებენ.
არც ერითროციტების რაოდენობის მკვეთრი მომატებაა კარგის ნიშანი - ეს ე. წ. პოლიციტემიაა, რომლის დროსაც სისხლის უჯრედების გროვებად შეჯგუფება-შეწებებისა და წვრილი სისხლძარღვების - კაპილარების დაცობის საფრთხე იქმნება. სისხლში ერითროციტების რაოდენობა იკლებს სტრესის, შიმშილობის, ძლიერი ფიზიკური დატვირთვის, რკინის, ცილის, ვიტამინის დეფიციტის შედეგად განვითარებული ანემიის, ავთვისებიანი სიმსივნის მეტასტაზირების დროს.
ერითროციტების რაოდენობის მომატება მიუთითებს:
-
ერითროციტების დალექვის სიჩქარე
ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ედსი) გვიჩვენებს, რამდენად სწრაფად გამოილექება სისხლის პლაზმიდან ერითროციტები სპეციალურ მინის ჭურჭელში. როდესაც ორგანიზმში ანთებითი პროცესი მიმდინარეობს, ერითროციტები ნორმასთან შედარებით ბევრად უფრო სწრაფად ილექება. ედსი კლინიცისტებს ანთებითი პროცესის დიაგნოსტიკაში ეხმარება, განსაკუთრებით - მაშინ, როდესაც ლეიკოციტების (სისხლის თეთრი უჯრედების) რაოდენობა ნორმის ფარგლებშია. ნორმაში ქალებს მამაკაცებზე მაღალი ედსი აქვთ. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო იმატებს ორსულობის პერიოდში.
მაღალი ედსი მიანიშნებს:
- მწვავე ან ქრონიკულ ანთებით დაავადებაზე (პნევმონიაზე, ოსტეომიელიტზე, ტუბერკულოზზე, სიფილისზე და სხვა);
- მოწამვლაზე;
- მიოკარდიუმის ინფარქტზე;
- ძვლის მოტეხილობასა და ზოგადად ტრავმაზე;
- ანემიაზე;
- თირკმლის პათოლოგიაზე;
- სიმსივნურ პროცესზე და სხვა.
- ედსი იმატებს ოპერაციის შემდგომ პერიოდში, აგრეთვე - ზოგიერთი მედიკამენტის მიღებისას.
ერითროციტების დალექვის სიჩქარე იკლებს :
- შიმშილობისა და კუნთოვანი მასის შემცირებისას;
- კორტიკოსტეროიდების მიღებისას.
-
ჰემოგლობინი
ჰემოგლობინი ერითროციტების ძირითადი კომპონენტია. მისი მთავარი ფუნქცია აირთა ცვლა (ანუ ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ტრანსპორტი) და მჟავატუტოვანი წონასწორობის შენარჩუნებაა. სისხლის წითელ ფერს სწორედ ჰემოგლობინი განსაზღვრავს. სისხლში ამ კომპონენტის ოდენობაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად შეასრულებს იგი თავის ფუნქციას ჟანგბადის გადატანის თვალსაზრისით.
ჰემოგლობინის მაჩვენებელი მამაკაცებს ქალებთან შედარებით რამდენადმე მაღალი აქვთ.
სისხლში ჰემოგლობინის ოდენობა მცირდება:
- რკინის დეფიციტის (რკინა ჰემოგლობინის მთავარი საშენი მასალაა);
- სისხლის სხვადასხვა დაავადებისა და მათთან დაკავშირებული ქრონიკული პათოლოგიების დროს.
- გარდა ამისა, დაბალი ჰემოგლობინი ძლიერი სისხლდენის მანიშნებელია.
ჰემოგლობინის მომატება (მაღალი ჰემოგლობინი) სისხლის ზოგიერთ დაავადებაზე მეტყველებს. ამ დროს სისხლის კლინიკური ანალიზი ერითროციტების რაოდენობის მომატებასაც ავლენს.
მაღალი ჰემოგლობინი დამახასიათებელია
- ადამიანებისთვის, რომელთაც გულის თანდაყოლილი მანკი ან ფილტვ-გულის უკმარისობა აღენიშნებათ.
- ჰემოგლობინის ოდენობამ შესაძლოა ფიზიოლოგიური მიზეზითაც მოიმატოს. ასეთი რამ ემართებათ მფრინავებს ფრენის შემდეგ, მთამსვლელებს, საზოგადოდ, მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ და სხვა შემთხვევებში.
-
ჰემატოკრიტი
ჰემატოკრიტი იმაზე მიუთითებს, სისხლის საერთო მოცულობის რა ნაწილი უკავიათ ერითროციტებს. ის პროცენტებში გამოისახება. მაგალითად, ჰემატოკრიტი - 38 იმას ნიშნავს, რომ სისხლის მოცულობის 38%-ს ერითროციტები შეადგენენ. ლეიკოციტები ორგანიზმს ინფექციისგან იცავენ. ისინი აქტიურად ებრძვიან ვირუსებს, ბაქტერიებსა და სხვა მიკროორგანიზმებს.
ლეიკოციტების რაოდენობა მნიშვნელოვნად იმატებს:
- ინფექციური დაავადების დროს;
- დამწვრობისა და ტრავმის დროს;
- მიოკარდიუმის, ფილტვის, თირკმლისა და ელენთის ინფარქტის დროს;
- მწვავე და ქრონიკული ანემიების დროს;
- ავთვისებიანი სიმსივნური პათოლოგიის დროს.
ლეიკოციტების რამდენადმე მომატება აღენიშნებათ:
- მენსტრუაციის წინა პერიოდში;
- ორსულობის მეორე ნახევარში;
- მშობიარობის დროს.
ლეიკოციტების რაოდენობა მცირდება:
- ზოგიერთი ინფექციური პათოლოგიის (მალარია, შიდსი, მუცლის ტიფი, გრიპი, წითელა და სხვა) დროს;
- რევმატოიდული ართრიტის დროს;
- სხივური დაავადების დროს;
- თირკმლის უკმარისობის დროს;
- ზოგიერთი მედიკამენტის (ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების) მიღების დროს;
- ძვლის ტვინის პათოლოგიის დროს;
- ანაფილაქსიური შოკის დროს.
-
ლეიკოციტური ფორმულა
ლეიკოციტების ძირითად ტიპს შეადგენენ ნეიტროფილები, ლიმფოციტები, მონოციტები, ეოზინოფილები და ბაზოფილები. ლეიკოციტური ფორმულის განსაზღვრისას, ჩვეულებრივ, ითვლიან ახალგაზრდა (მოუმწიფებელ) ჩხირბირთვიან ნეიტროფილებსაც.
უჯრედთა თითოეული ტიპი განსხვავებულ ფუნქციას ასრულებს. თითოეული მათგანის პროცენტული შემცველობა მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის იმუნური სისტემის მდგომარეობის შესახებ.
სხვადასხვა ტიპის ლეიკოციტის რაოდენობის მომატება ან შემცირება კლინიცისტს ამა თუ იმ ინფექციური დაავადების, ალერგიული რეაქციის დიაგნოსტიკასა და სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის შეფასებაში ეხმარება.