/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ჰემატოლოგია

ანემია

ანემია
ანემია არის სისხლში პერიფერიული ქსოვილების ჟანგბადით უზრუნველყოფისთვის აუცილებელი ერითროციტების ნაკლებობა.

ანემიის დიაგნოსტიკის საფუძველი შეიძლება გახდეს სამი მაჩვენებლიდან ნებისმიერის დაქვეითება.ეს მაჩვენებლებია:

  • ჰემოგლობინი (Hb);
  • ჰემატოკრიტი (Hct), რომელსაც დალექილი ერითროციტების მოცულობასაც უწოდებენ;
  • ერითროციტების რაოდენობა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტების მიხედვით, ანემიის დიაგნოსტიკის საფუძველია:

  • მამაკაცებისთვის: ჰემოგლობინი - Hb<130 გ/ლ; ჰემატოკრიტი - Hct<39% (<0.39);
  • ქალებისთვის: ჰემოგლობინი - Hb<120 გ/ლ; ჰემატოკრიტი - Hct<37% (<0.37);
  • ორსულებისთვის: ჰემოგლობინი - Hb<110 გ/ლ; (<11 გ/დ); ჰემატოკრიტი Hct<35% (<0.35)

ჩვენს დედებსა და ბებიებს ჯერ კიდევ ახსოვთ ჰემოგლობინის ძველი ნორმები. იმისთვის, რომ გ/ლ-ში გამოსახული თანამედროვე მაჩვენებელი ძველ ერთეულებში გადავიყვანოთ, საკმარისია ახალი მაჩვენებელი გავამრავლოთ 0,6-ზე.

ამგვარად, ძველი მაჩვენებლებით ჰემოგლობინის ნორმა ასეთია: მამაკაცებისთვის - 78 ერთეული, ქალებისთვის - 72 ერთეული, ორსულებისთვის - 66 ერთეული.

ანემიას იწვევს დისბალანსი ერითროციტების წარმოქმნასა და მის დაშლას ან დაკარგვას შორის. როცა იშლება/იკარგება უფრო მეტი ერითროციტი, ვიდრე წარმოიქმნება, ვითარდება ანემია. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ერითროციტების გაძლიერებული დაშლა-დაკარგვა, დაქვეითებული წარმოქმნა და ორივე ერთად.

როგორ ვლინდება ანემია

შეკითხვა ექიმს
<p>-D ვიტამინი სისხლში რა ხნით რჩება ? ღვიძლი ინახავს მას?</p>

ანემიის კლინიკურ სიმპტომებს განაპირობებს ორი ფაქტორი - თავად ანემიის სახეობა და სიმძიმე და მისი გამომწვევი დაავადებების თავისებურებები. უშუალოდ ანემიისთვის დამახასიათებელია:

  • სისუსტე;
  • ჰაერის უკმარისობა, ქოშინი;
  • გულის ფრიალი;
  • თავის ტკივილი და თავბრუხვევა;
  • ყურების შუილი;
  • გემოვნების გაუკუღმართება;
  • კანისა და ლორწოვანი გარსების სიფითრე;
  • ატროფიული გლოსიტი (ენის ანთება) და ანგულური ქეილიტი (პირის კუთხეების დახეთქვა და ტკივილი);
  • ტროფიკული დარღვევები - თმების ბოლოების გაყოფა, თმის ზრდის შეფერხება, კანის სიმშრალე, ფრჩხილების მტვრევადობა, ჩაზნექა;
  • გულის აჩქარება ანუ ტაქიკარდია, მოსმენით სისტოლური შუილი გულზე, ანემიის მძიმე და ხანგრძლივი მიმდინარეობის დროს კი გულის უკმარისობა;
  • ელენთის გადიდება - სპლენომეგალია.

ანემიის სახეები

არსებობს ანემიის მრავალი ფორმა. მათგან ყველაზე ხშირი და, შესაბამისად, მკითხველისთვის უფრო საინტერესოა:

  • რკინის დეფიციტით გამოწვეული ანუ რკინადეფიციტური ანემია;
  • B12 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული ანუ B12-დეფიციტური ანემია;
  • ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანუ ფოლიუმდეფიციტური ანემია.

ანემიის ყველაზე ხშირი ფორმაა რკინადეფიციტური ანემია. ის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული პათოლოგიაა მთელ მსოფლიოში. ინგლისში ის მამაკაცთა 3%-ს და ქალთა 8%-ს აღენიშნება. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, 20 წელს გადაცილებულ მამაკაცთა და 50 წელს გადაცილებულ ქალთა 2%-ს რკინადეფიციტური ანემია აქვს. რკინადეფიციტური ანემია განსაკუთრებით ხშირია ქალებში პრემენოპაუზურ პერიოდში - მენსტრუალური ციკლის შეწყვეტამდე რამდენიმე წლით ადრე. ხელოვნურ კვებაზე (არაფორტიფიცირებული ფორმულა, ძროხის რძე) მყოფ ჩვილ ბავშვებში რკინადეფიციტური ანემიის განვითარების რისკი 20%-40%-ს შეადგენს.

ცნობილია, რომ რკინადეფიციტური ანემიის მიზეზი შეიძლება გახდეს:

  • რკინის ნაკლებობა საკვებში;
  • რკინის დაქვეითებული შეწოვა: ნაწლავთა დაავადების - ცელიაკიის დროს, გასტრექტომიის ანუ კუჭის ამოკვეთისას, ნაწლავის რეზექციის შემთხვევაში;
  • რკინის გაძლიერებული მოხმარება ორსულობის ან ლაქტაციისას;
  • სისხლის კარგვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; მენსტრუაციის დროს ან სისხლის დონორობისას;
  • ჰემოგლობინურია;
  • რკინის დაგროვება ქსივილებში, მაგალითად, ფილტვების ჰემოსიდეროზის დროს.

გამოკვლევათა შედეგების თანახმად, B12-დეფიციტური ანემიის განვითარების რისკის პირისპირ დგას აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 39%, ხოლო დაავადების გავრცელების სიხშირე ასაკოვნებში შეადგენს 5-15%-ს. ანემიის ეს ფორმა უფრო ხშირია განვითარებად ქვეყნებში და ვეგეტარიანელებს შორის. დადგენილია, რომ ორგანიზმში ვიტამინ B12-ის მარაგი ნორმაში 2-3 მგ-ს შეადგენს. ეს რაოდენობა საკმარისია მოხმარებისთვის 2-4 წლის მანძილზე.

კომენტარები (1)
ხატია ნინო
გამარჯობა, როგორც ვიცი, წიწიბურა და "გერკულესი" რკინას შეიცვს და შეიძლება თუ არა მათი ყველთან ერთად მირთმევა?ხელს შეუშლის რკინის შეწოვას?
თარიღი : 19-01-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ანემია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ანემია

ანემიის დიაგნოსტიკის საფუძველი შეიძლება გახდეს სამი მაჩვენებლიდან ნებისმიერის დაქვეითება.ეს მაჩვენებლებია:

  • ჰემოგლობინი (Hb);
  • ჰემატოკრიტი (Hct), რომელსაც დალექილი ერითროციტების მოცულობასაც უწოდებენ;
  • ერითროციტების რაოდენობა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტების მიხედვით, ანემიის დიაგნოსტიკის საფუძველია:

  • მამაკაცებისთვის: ჰემოგლობინი - Hb<130 გ/ლ; ჰემატოკრიტი - Hct<39% (<0.39);
  • ქალებისთვის: ჰემოგლობინი - Hb<120 გ/ლ; ჰემატოკრიტი - Hct<37% (<0.37);
  • ორსულებისთვის: ჰემოგლობინი - Hb<110 გ/ლ; (<11 გ/დ); ჰემატოკრიტი Hct<35% (<0.35)

ჩვენს დედებსა და ბებიებს ჯერ კიდევ ახსოვთ ჰემოგლობინის ძველი ნორმები. იმისთვის, რომ გ/ლ-ში გამოსახული თანამედროვე მაჩვენებელი ძველ ერთეულებში გადავიყვანოთ, საკმარისია ახალი მაჩვენებელი გავამრავლოთ 0,6-ზე.

ამგვარად, ძველი მაჩვენებლებით ჰემოგლობინის ნორმა ასეთია: მამაკაცებისთვის - 78 ერთეული, ქალებისთვის - 72 ერთეული, ორსულებისთვის - 66 ერთეული.

ანემიას იწვევს დისბალანსი ერითროციტების წარმოქმნასა და მის დაშლას ან დაკარგვას შორის. როცა იშლება/იკარგება უფრო მეტი ერითროციტი, ვიდრე წარმოიქმნება, ვითარდება ანემია. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ერითროციტების გაძლიერებული დაშლა-დაკარგვა, დაქვეითებული წარმოქმნა და ორივე ერთად.

როგორ ვლინდება ანემია

ანემიის კლინიკურ სიმპტომებს განაპირობებს ორი ფაქტორი - თავად ანემიის სახეობა და სიმძიმე და მისი გამომწვევი დაავადებების თავისებურებები. უშუალოდ ანემიისთვის დამახასიათებელია:

  • სისუსტე;
  • ჰაერის უკმარისობა, ქოშინი;
  • გულის ფრიალი;
  • თავის ტკივილი და თავბრუხვევა;
  • ყურების შუილი;
  • გემოვნების გაუკუღმართება;
  • კანისა და ლორწოვანი გარსების სიფითრე;
  • ატროფიული გლოსიტი (ენის ანთება) და ანგულური ქეილიტი (პირის კუთხეების დახეთქვა და ტკივილი);
  • ტროფიკული დარღვევები - თმების ბოლოების გაყოფა, თმის ზრდის შეფერხება, კანის სიმშრალე, ფრჩხილების მტვრევადობა, ჩაზნექა;
  • გულის აჩქარება ანუ ტაქიკარდია, მოსმენით სისტოლური შუილი გულზე, ანემიის მძიმე და ხანგრძლივი მიმდინარეობის დროს კი გულის უკმარისობა;
  • ელენთის გადიდება - სპლენომეგალია.

ანემიის სახეები

არსებობს ანემიის მრავალი ფორმა. მათგან ყველაზე ხშირი და, შესაბამისად, მკითხველისთვის უფრო საინტერესოა:

  • რკინის დეფიციტით გამოწვეული ანუ რკინადეფიციტური ანემია;
  • B12 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული ანუ B12-დეფიციტური ანემია;
  • ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანუ ფოლიუმდეფიციტური ანემია.

ანემიის ყველაზე ხშირი ფორმაა რკინადეფიციტური ანემია. ის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული პათოლოგიაა მთელ მსოფლიოში. ინგლისში ის მამაკაცთა 3%-ს და ქალთა 8%-ს აღენიშნება. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, 20 წელს გადაცილებულ მამაკაცთა და 50 წელს გადაცილებულ ქალთა 2%-ს რკინადეფიციტური ანემია აქვს. რკინადეფიციტური ანემია განსაკუთრებით ხშირია ქალებში პრემენოპაუზურ პერიოდში - მენსტრუალური ციკლის შეწყვეტამდე რამდენიმე წლით ადრე. ხელოვნურ კვებაზე (არაფორტიფიცირებული ფორმულა, ძროხის რძე) მყოფ ჩვილ ბავშვებში რკინადეფიციტური ანემიის განვითარების რისკი 20%-40%-ს შეადგენს.

ცნობილია, რომ რკინადეფიციტური ანემიის მიზეზი შეიძლება გახდეს:

  • რკინის ნაკლებობა საკვებში;
  • რკინის დაქვეითებული შეწოვა: ნაწლავთა დაავადების - ცელიაკიის დროს, გასტრექტომიის ანუ კუჭის ამოკვეთისას, ნაწლავის რეზექციის შემთხვევაში;
  • რკინის გაძლიერებული მოხმარება ორსულობის ან ლაქტაციისას;
  • სისხლის კარგვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; მენსტრუაციის დროს ან სისხლის დონორობისას;
  • ჰემოგლობინურია;
  • რკინის დაგროვება ქსივილებში, მაგალითად, ფილტვების ჰემოსიდეროზის დროს.

გამოკვლევათა შედეგების თანახმად, B12-დეფიციტური ანემიის განვითარების რისკის პირისპირ დგას აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 39%, ხოლო დაავადების გავრცელების სიხშირე ასაკოვნებში შეადგენს 5-15%-ს. ანემიის ეს ფორმა უფრო ხშირია განვითარებად ქვეყნებში და ვეგეტარიანელებს შორის. დადგენილია, რომ ორგანიზმში ვიტამინ B12-ის მარაგი ნორმაში 2-3 მგ-ს შეადგენს. ეს რაოდენობა საკმარისია მოხმარებისთვის 2-4 წლის მანძილზე.


შესაბამისად, ანემია ვითარდება ანემიის გამომწვევი მიზეზის ხანგრძლივი არსებობის შემთხვევაში. ცნობილია, რომ B12-დეფიციტური ანემიის შემთხვევაში ფოლიუმის მჟავას თანმხლები დეფიციტის სიხშირე 10%-ია.

ფოლიუმის მჟავას ორგანიზმი ძირითადად საკვებიდან იღებს. მისი უმთავრესი წყაროა ღვიძლი, სოკო, მწვანე სალათი, ახალი ხილი, საფუარი. ფოლიუმის მჟავა თერმოლაბილური ვიტამინია - თერმული დამუშავებისას ფოლატების 50-70% იშლება. ფოლიუმის მჟავაზე დღეღამური მოთხოვნილება შეადგენს დაახლოებით 200 მკგ-ს. ეს ციფრი მეტია ორსულობისა და ლაქტაციისას. ვიტამინის მარაგი ორგანიზმს მხოლოდ 4 თვე ჰყოფნის.

ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანემია უფრო ხშირია ვეგეტარიანელებში, ინდოჩინეთის მოსახლეობაში, რაც დაკავშირებულია რაციონში ხორცის დეფიციტთან და ბოსტნეულის ჭარბ თერმულ დამუშავებასთან. დაავადების რისკჯგუფს მიეკუთვნებიან მოხუცები; პირები, რომლებიც დიდხანს იღებენ ფოლიუმის მჟავას შეწოვასა და მეტაბოლიზმზე მოქმედ პრეპარატებს და ვეგეტარიანელები. გარდა ამისა, ანემიის ეს სახე ხშირია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქრონიკული დაავადებების დროს, ორსულებში, ლაქტაციის პერიოდში.

რატომ არის აუცილებელი ანემიის დროს სხვადასხვა გამოკვლევა?

თანამედროვე ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შესაძლებლობათა წყალობით ანემიის დიაგნოსტიკა არ არის რთული. არც მისი კონკრეტული სახის დიფერენცირებაა გაძნელებული. ხშირად გაცილებით დიდ ძალისხმევას მოითხოვს ანემიის გამომწვევი დაავადების დიაგნოსტიკა. ამ მიზნით პაციენტის ჩივილებისა და ავადმყოფობის ისტორიის გათვალისწინებით საჭირო ხდება სხვადასხვა გამოკვლევა. კერძოდ:

  • თუ პაციენტს აქვს წყლულოვანი დაავადება ან დისპეფსია, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის სიმპტომები, ან თუ იყენებდა პრეპარატებს, რომელთა მიღების დროსაც მოსალოდნელია წყლულის წარმოქმნა, დიაგნოსტიკის მიზნით აუცილებელია გასტროსკოპია;
  • თუ პაციენტს აქვს სწორი ნაწლავიდან სისხლდენა, ქრონიკული ყაბზობა ან დიარეა, წარსულში აღმოჩენილი სიმსივნური წარმონაქმნები, წვრილი ნაწლავის რეზექცია, უნდა ჩატარდეს კოლონოსკოპია;
  • თუ სისხლში ვლინდება ეოზინოფილია, აშკარაა ალერგიის ნიშნები, საჭიროა განავლის ანალიზი პარაზიტებზე;
  • ჰემატურიის ანუ შარდში სისხლის არსებობისას ტარდება ექოსკოპია, ცისტოსკოპია, რენტგენოკონტრასტული კვლევა;
  • თუ პაციენტს აქვს მეტრორაგია ან რაიმე გინეკოლოგიური პრობლემა, რეკომენდებულია გინეკოლოგის კონსულტაცია, მცირე მენჯის ორგანოების ულტრასონოგრაფია.

რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა

რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალოდ ინიშნება სამვალენტიანი რკინის პრეპარატები. პაციენტებს ხშირად აწუხებთ შეკითხვა - საკმარისია თუ არა ანემიის სამკურნალოდ ტაბლეტების მიღება. დღეს მრავალი გამოკვლევით არის დადგენილი, რომ ტაბლეტირებული პრეპარატებით მკურნალობა სავსებით საკმარისია. ელემენტარული რკინის სადღეღამისო დოზა არის 200 მგ, გაყოფილი 2-3 მიღებაზე.

საინექციო ფორმით რკინის პრეპარატი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პაციენტი ვერ იტანს ტაბლეტებს ან როცა მკვეთრადაა დარღვეული ნაწლავიდან შეწოვა. ინექცია შეიძლება დაინიშნოს მკვეთრად გამოხატული ანემიის დროს ან მაშინ, როდესაც აუცილებელია ანემიის სწრაფი კორექცია. შემდგომ ხდება ტაბლეტირებულ ფორმაზე გადასვლა.

საჭიროა თუ არა სისხლის გადასხმა რკინადეფიციტური ანემიის დროს?

იმ შემთხვევაში, როცა პაციენტის სისხლის მიმოქცევის მაჩვენებლები არ არის სტაბილური ან როცა მას აქვს თანმხლები გულ-სისხლძარღვთა დაავადება, შეიძლება ჩატარდეს ერითროციტული მასის გადასხმა - ტრანსფუზია. ჩვეულებრივ, ასეთ პაციენტებს მკურნალობენ სტაციონარში ჰემატოლოგის მეთვალყურეობით. ტრანსფუზიის შემდეგ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მკურნალობა რკინის ტაბლეტირებული პრეპარატებით.


რა ელის ანემიით დაავადებულს?

პროგნოზი ანემიის გამომწვევ დაავადებაზეა დამოკიდებული. რკინადეფიციტური ანემიის სათანადო მკურნალობისას მდგომარეობა, წესისამებრ, გამოსწორდება. რასაკვირველია, ეს ეხება იმ შემთხვევებს, როცა წარმატებით ხორციელდება ანემიის გამომწვევი დაავადების მკურნალობა ან ანემიის მიზეზის ლიკვიდაცია.

მწვავე პოსტჰემორაგიული ანუ სისხლდენის შემდგომი ანემიის დროს პროგნოზი დამოკიდებულია დაკარგული სისხლის რაოდენობასა და კარგვის სისწრაფეზე.

B12-დეფიციტური ანემიის დროული დიაგნოსტიკისა და ადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში პროგნოზი ასევე კეთილსაიმედოა. ნერვული სისტემის მხრივ გამოვლინებები, რაც ხშირია B12 -დეფიციტური ანემიის დროს, სრულად იშვიათად უკუვითარდება, თუმცა ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება.

ფოლიუმდეფიციტური ანემიის ადეკვატური მკურნალობისას პროგნოზი კეთილსაიმედოა. თუ ფოლიუმდეფიციტური ანემია მეორეულია, პროგნოზი ამ შემთხვევაშიც ძირითად დაავადებაზეა დამოკიდებული (მალაბსორბცია, ქრონიკული დაავადება).

რკინა რომ არ დაგვაკლდეს

ვერავინ უარყოფს, რომ რკინადეფიციტური ანემიის შემთხვევაში პაციენტები ხშირად ცდილობენ, დიდი რაოდენობით მიიღონ რკინით მდიდარი პროდუქტები. ასეთად კი ტრადიციულად მიიჩნევენ ჭარხალს, ბროწეულს, ვაშლს. სინამდვილეში ადამიანის ორგანიზმი ყველაზე უკეთ ხორცში არსებულ რკინას ითვისებს.

რკინით ძალიან მდიდარია (100 გრამ პროდუქტში - 3 მგ-ზე მეტი) ღორის და ძროხის ღვიძლი, ძროხის ენა, კურდღლის და ინდაურის ხორცი, ბურღულეული (წიწიბურა, ხორბალი, ქერი, შვრია), მოცვი, ატამი, ხიზილალა.

საკმაოდ მდიდარია (100 გრამ პროდუქტში - 2-3 მგ) ქათმის, ძროხის, ცხვრის ხორცი, შებოლილი ძეხვი, სკუმბრია, კვერცხი, მანანის ბურღული, პური, კომში, ხურმა, მსხალი, ვაშლი, ქლიავი, გარგარი, ისპანახი, მჟაუნა.

რკინას საშუალო რაოდენობით (100 გრამ პროდუქტში - 1-1,9 მგ-ზე მეტი) შეიცავს ღორის ხორცი, მოხარშული ძეხვი, სოსისი, ბრინჯი, მაკარონი, კამა, ტომატი, ჭარხალი კომბოსტო, ბოლოკი, მწვანე ხახვი, სტაფილო, საზამთრო, ხურტკმელი, შავი მოცხარი, ალუბალი, მარწყვი.

რკინით ძალიან ღარიბია (0,1-0,3 მგ-ზე მეტი) რძე, კეფირი, არაჟანი, ფორთოხალი, მანდარინი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგიერთი საკვები ამცირებს რკინის შეწოვას.

რკინის შეწოვის ინჰიბიტორებია:

  • ფიტატები - მარცვლეული, ბურღულეული, მაღალი ექსტრაქციის ფქვილი, თხილეული;
  • ფენოლის ნაერთები - ტანინები, ჩაი, ყავა, კაკაო, მცენარეული ნაყენები, სანელებლები და ზოგიერთი ბოსტნეული;
  • კალციუმი - რძე, რძის ნაწარმი.

რკინის შეწოვას ხელს უწყობს:

  • ჰემური რკინა, რომელიც გვხვდება ხორცში, შინაურ ფრინველში, თევზსა და ზღვის პროდუქტებში;
  • ასკორბინის მჟავა ანუ C ვიტამინი, რომელიც არის ხილში, ხილის წვენებში, კარტოფილსა და ზოგიერთ სხვა გორგლოვან ბოსტნეულში, აგრეთვე - პარკოსნებში, ყვავილოვან კომბოსტოსა და თეთრ კომბოსტოში;
  • რკინითა და ვიტამინებით გამდიდრებული პროდუქტები.

ამ თავისებურებათა გათვალისწინებით მიზანშეწონილია, კვების რეჟიმი ისე შევცვალოთ, რომ რკინის შეწოვა არ დაბრკოლდეს. ამ მიზნით რეკომენდებულია:

  • ჩაის, ყავის მიღება საკვების მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ - ამ დროს საკვები კუჭში აღარ არის და რკინის შეწოვას ვერ შეაფერხებს;
  • რძის, ყველის მიღება კვებათა შორის;
  • ინჰიბიტორების შემცველი პროდუქტების მიღება რკინით ღარიბ საკვებთან ერთად. მაგალითად, საუზმეზე რკინის დაბალი შემცველობის მარცვლეული (პური, სიმინდის ნაწარმი) უმჯობესია მიირთვათ ჩაისთან ან რძის ნაწარმთან ერთად - ეს უზრუნველყოფს კალციუმის ადეკვატურ მიწოდებას რკინის შეწოვის შეუფერხებლად;
  • ყოველდღიურ საკვებთან ერთად C ვიტამინით მდიდარი პროდუქტების (ხილის წვენის, ფორთოხლის) მიღება;
  • რკინითა და ვიტამინებით გამდიდრებული პროდუქტების მიღება.