/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ჰემატოლოგია

სისხლი, ერითროციტები, ჰემოგლობინი

სისხლი, ერითროციტები, ჰემოგლობინი
სისხლი ორი ძირითადი კომპონენტისგან წარმოქმნილი ბიოლოგიური სითხეა.

  1. ერთი სისხლის ფორმიანი ელემენტებია, მეორე კი თხიერი, უჯრედშორისი ნივთიერება - პლაზმა.
  2. პლაზმა სისხლის თხიერი ნაწილია, რომელიც მისი მთლიანი მოცულობის 55-60%-ს იკავებს, დანარჩენი 40-45% ფორმიანი ელემენტებია.
  3. სისხლის საერთო ოდენობა ნორმალურ პირობებში სხეულის წონის 6-8%-ია. მოზრდილ მამაკაცს საშუალოდ 5,2 ლიტრი სისხლი აქვს, ქალს - 3,9 ლიტრი.
  4. სისხლის თითოეული ლიტრი 500 გრამ წყალს შეიცავს.
  5. სისხლდენისას სისხლის 10%-ის დაკარგვა დასაშვებია, 30%-ისა - საშიშია, ხოლო 50%-ისა - სასიკვდილო.

ერითროციტები

  • ერითროციტები სისხლის წითელი სხეულაკებია, რომლებიც ძვლის ტვინში წარმოიშობა. ეს უბირთვო უჯრედებია და ცილა ჰემოგლობინს შეიცავს.
  • ერითროციტების უშუალო წინამორბედია რეტიკულოციტი - უჯრედი, რომელიც ძვლის წითელი ტვინიდან სისხლში მოხვედრის შემდეგ რამდენიმე საათში ერითროციტად გადაიქცევა.
  • ლიტრ სისხლში ეროთროციტების რაოდენობა მამაკაცებისთვის 4,0-5,5X1012-ია, ქალებისთვის - 3,7-4,7 X 1012.
  • მოზრდილი ადამიანის ორგანიზმში 25 მილიონამდე ერითროციტია, ამასთან, მისი 0,8% ყოველდღიურად ახალი ფორმიანი ელემენტებით ივსება.
  • ერითროციტების საერთო ფართობი 3 800 მ2-ია.
  • მომწიფებული ერითროციტები სისხლში 100-120 დღის განმავლობაში ცირკულირებენ, რის შემდეგაც მათ ღვიძლის, ელენთისა და ძვლის ტვინის სპეციალური უჯრედები შთანთქავენ.
  • სისხლის წითელი სხეულაკების დაშლა სხვა ქსოვილებსაც შეუძლიათ, რასაც ადასტურებს კანზე ტრავმის შემდეგ გაჩენილი სილურჯეების თავისთავადი გაქრობა.
  • სისხლდენის შემდეგ ერითროციტების წარმოქმნის პროცესი ჩქარდება. მისი ნორმალური წარმოქმნისთვის აუცილებელია, ორგანიზმში იყოს რკინის, ფოლიუმის მჟავასა და ვიტამინ B12-ის საკმარისი რაოდენობა.
  • ერითროციტების წარმოქმნის პროცესს ასტიმულირებს თირკმელების მიერ გამომუშავებული ჰორმონი ერითროპოეტინი, რომლის დონეც შესაბამისად იზრდება ორგანიზმის მიერ ჟანგბადზე მოთხოვნის გაზრდისას.

ერითროციტების ფუნქციები

1. სუნთქვითი - ერითროციტების მთავარ ფუნქციას განაპირობებს ცილა ჰემოგლობინის შემცველობა, რომელსაც ჟანგბადი - ფილტვებიდან ქსოვილებამდე, ხოლო ნახშირორჟანგი ქსოვილებიდან ფილტვებამდე მიაქვს.

2. კვებითი - ხორციელდება საჭმლის მომნელებელი ორგანოებიდან ქსოვილებამდე ამინმჟავების ტრანსპორტირებით.

3. ფერმენტული - ერითროციტები მონაწილეობენ ორგანიზმში მიმდინარე ფერმენტულ რეაქციებში, რამდენადაც მათ ზედაპირს მრავალი ფერმენტი უკავშირდება და მიემაგრება.

4. დამცველობითი - ერითროციტებს უნარი შესწევთ, თავიანთი ზედაპირით შთანთქონ ტოქსინები და ანტიგენები. მონაწილეობენ იმუნურ და აუტოიმუნურ რეაქციებშიც.

5. რეგულატორული - ერითროციტები მონაწილეობენ ორგანიზმში მჟავატუტოვანი წონასწორობის შენარჩუნებაში.

ჰემოგლობინი

შეკითხვა ექიმს
<p>-D ვიტამინი სისხლში რა ხნით რჩება ? ღვიძლი ინახავს მას?</p>

ჰემოგლობინი სისხლის წითელი პიგმენტია, რომელიც ერითროციტებს მათი ფუნქციის შესრულებაში - ჟანგბადის ტრანსპორტირებაში, თითოეულ უჯრედამდე მის მიტანაში ეხმარება. თავად ჰემოგლობინი ცილა გლობინისა და რკინაპორფირინ ჰემისგან შედგება. მას მხოლოდ ჟანგბადი კი არ მიაქვს უჯრედებამდე, არამედ იქიდან ნახშირორჟანგს სასუნთქი ორგანოებისკენ განდევნის.

ნორმაში ჰემოგლობინი მამაკაცს 130-160 გ/ლ უნდა ჰქონდეს, ხოლო ქალს - 115-145 გ/ლ.

დაბადებიდან 1-3 დღის შემდეგ ჰემოგლობინის მაჩვენებელი სისხლში პიკს აღწევს და 145-225 გ/ლ-ს შეადგენს, 3-6 თვეში მისი დონე მინიმუმამდე - 95-135 გ/ლ-მდე ქვეითდება, წლიდან 18 წლამდე კი დონე თანდათან ისევ მაღლა იწევს და ნორმალურ მაჩვენებელს აღწევს.

კომენტარები (3)
მალხაზი
ბავშვს აქვს ქუნთრუშა. ერითროციტმა აჩვენა 25. რა უნდა გავაკეთოთ
თარიღი : 22-11-2021
maia
gamarjobat. shardis analizi chavabare da eritrocitebi 50 makvs.... danarcheni yvelaperi normashia. risi brali sheizlrba iyos
თარიღი : 27-02-2018
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

როგორ აძლიერებს ბავშვის ზრდას რკინა და როგორ უნდა გააუმჯობესოთ მისი შეწოვა
როგორ აძლიერებს ბავშვის ზრდას რკინა და როგორ უნდა გააუმჯობესოთ მისი შეწოვა
ბავშვებში რკინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ანემია და შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მათ კოგნიტურ ფუნქციებზე და ზრდაზე.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

სისხლი, ერითროციტები, ჰემოგლობინი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სისხლი, ერითროციტები, ჰემოგლობინი

  1. ერთი სისხლის ფორმიანი ელემენტებია, მეორე კი თხიერი, უჯრედშორისი ნივთიერება - პლაზმა.
  2. პლაზმა სისხლის თხიერი ნაწილია, რომელიც მისი მთლიანი მოცულობის 55-60%-ს იკავებს, დანარჩენი 40-45% ფორმიანი ელემენტებია.
  3. სისხლის საერთო ოდენობა ნორმალურ პირობებში სხეულის წონის 6-8%-ია. მოზრდილ მამაკაცს საშუალოდ 5,2 ლიტრი სისხლი აქვს, ქალს - 3,9 ლიტრი.
  4. სისხლის თითოეული ლიტრი 500 გრამ წყალს შეიცავს.
  5. სისხლდენისას სისხლის 10%-ის დაკარგვა დასაშვებია, 30%-ისა - საშიშია, ხოლო 50%-ისა - სასიკვდილო.

ერითროციტები

  • ერითროციტები სისხლის წითელი სხეულაკებია, რომლებიც ძვლის ტვინში წარმოიშობა. ეს უბირთვო უჯრედებია და ცილა ჰემოგლობინს შეიცავს.
  • ერითროციტების უშუალო წინამორბედია რეტიკულოციტი - უჯრედი, რომელიც ძვლის წითელი ტვინიდან სისხლში მოხვედრის შემდეგ რამდენიმე საათში ერითროციტად გადაიქცევა.
  • ლიტრ სისხლში ეროთროციტების რაოდენობა მამაკაცებისთვის 4,0-5,5X1012-ია, ქალებისთვის - 3,7-4,7 X 1012.
  • მოზრდილი ადამიანის ორგანიზმში 25 მილიონამდე ერითროციტია, ამასთან, მისი 0,8% ყოველდღიურად ახალი ფორმიანი ელემენტებით ივსება.
  • ერითროციტების საერთო ფართობი 3 800 მ2-ია.
  • მომწიფებული ერითროციტები სისხლში 100-120 დღის განმავლობაში ცირკულირებენ, რის შემდეგაც მათ ღვიძლის, ელენთისა და ძვლის ტვინის სპეციალური უჯრედები შთანთქავენ.
  • სისხლის წითელი სხეულაკების დაშლა სხვა ქსოვილებსაც შეუძლიათ, რასაც ადასტურებს კანზე ტრავმის შემდეგ გაჩენილი სილურჯეების თავისთავადი გაქრობა.
  • სისხლდენის შემდეგ ერითროციტების წარმოქმნის პროცესი ჩქარდება. მისი ნორმალური წარმოქმნისთვის აუცილებელია, ორგანიზმში იყოს რკინის, ფოლიუმის მჟავასა და ვიტამინ B12-ის საკმარისი რაოდენობა.
  • ერითროციტების წარმოქმნის პროცესს ასტიმულირებს თირკმელების მიერ გამომუშავებული ჰორმონი ერითროპოეტინი, რომლის დონეც შესაბამისად იზრდება ორგანიზმის მიერ ჟანგბადზე მოთხოვნის გაზრდისას.

ერითროციტების ფუნქციები

1. სუნთქვითი - ერითროციტების მთავარ ფუნქციას განაპირობებს ცილა ჰემოგლობინის შემცველობა, რომელსაც ჟანგბადი - ფილტვებიდან ქსოვილებამდე, ხოლო ნახშირორჟანგი ქსოვილებიდან ფილტვებამდე მიაქვს.

2. კვებითი - ხორციელდება საჭმლის მომნელებელი ორგანოებიდან ქსოვილებამდე ამინმჟავების ტრანსპორტირებით.

3. ფერმენტული - ერითროციტები მონაწილეობენ ორგანიზმში მიმდინარე ფერმენტულ რეაქციებში, რამდენადაც მათ ზედაპირს მრავალი ფერმენტი უკავშირდება და მიემაგრება.

4. დამცველობითი - ერითროციტებს უნარი შესწევთ, თავიანთი ზედაპირით შთანთქონ ტოქსინები და ანტიგენები. მონაწილეობენ იმუნურ და აუტოიმუნურ რეაქციებშიც.

5. რეგულატორული - ერითროციტები მონაწილეობენ ორგანიზმში მჟავატუტოვანი წონასწორობის შენარჩუნებაში.

ჰემოგლობინი

ჰემოგლობინი სისხლის წითელი პიგმენტია, რომელიც ერითროციტებს მათი ფუნქციის შესრულებაში - ჟანგბადის ტრანსპორტირებაში, თითოეულ უჯრედამდე მის მიტანაში ეხმარება. თავად ჰემოგლობინი ცილა გლობინისა და რკინაპორფირინ ჰემისგან შედგება. მას მხოლოდ ჟანგბადი კი არ მიაქვს უჯრედებამდე, არამედ იქიდან ნახშირორჟანგს სასუნთქი ორგანოებისკენ განდევნის.

ნორმაში ჰემოგლობინი მამაკაცს 130-160 გ/ლ უნდა ჰქონდეს, ხოლო ქალს - 115-145 გ/ლ.

დაბადებიდან 1-3 დღის შემდეგ ჰემოგლობინის მაჩვენებელი სისხლში პიკს აღწევს და 145-225 გ/ლ-ს შეადგენს, 3-6 თვეში მისი დონე მინიმუმამდე - 95-135 გ/ლ-მდე ქვეითდება, წლიდან 18 წლამდე კი დონე თანდათან ისევ მაღლა იწევს და ნორმალურ მაჩვენებელს აღწევს.


ჰემოგლობინის ფუნქცია

ჰემოგლობინის როგორც ცილის მთავარი ფუნქცია ჟანგბადის ტრანსპორტია. ადამიანის ფილტვის კაპილარებში ჟანგბადით გაჯერებული ჰაერის ჩასუნთქვისას ჟანგბადი უერთდება ჰემოგლობინს. სისხლის ნაკადთან ერთად ერითროციტები, რომლებიც ჰემოგლობინის მოლეკულას და მასთან დაკავშირებულ ჟანგბადს შეიცავენ, მიემართებიან ორგანოებისა და ქსოვილებისკენ, სადაც ჟანგბადი ნაკლებია და მას ყველა მოუთმენლად ელის. დანიშნულების ადგილამდე მიღწეული ჟანგბადი გამოთავისუფლდება ჰემოგლობინის მოლეკულის კავშირისგან და გადადის უჯრედებში. გარდა ამისა, ჰემოგლობინს უნარი შესწევს, ქსოვილებში ნახშირორჟანგი დაიკავშიროს და შემდეგ ფილტვებში გათავისუფლდეს მისგან, რათა ადამიანმა ამოსუნთქვისას გარემოში გამოყოს ორგანიზმში დაგროვილი ჭარბი ნახშირორჟანგი.

ჟანგბადისა და ჰემოგლობინის დაკავშირება მიმდინარეობს ე.წ. კოოპერატიულობის პრინციპით, ანუ პირველი მოლეკულის დაკავშირების შემდეგ ყოველი მომდევნო მოლეკულის დაკავშირება უფრო და უფრო ადვილდება.

მედლის მეორე მხარე

ჰემოგლობინი მართლაც რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის ცილაა და მის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენელია, ოღონდ ეს სისხლში ერითროციტებთან დაკავშირებულ ცილაზე ითქმის, რადგან მას აქვს ერთი არცთუ სასახელო თვისებაც - სისხლში, კერძოდ, პლაზმაში ერითროციტების გარეშე, თავისუფალი სახით მოხვედრისას იგი ძლიერ ტოქსიკურ თვისებებს ავლენს. ასეთი რამ ხდება ორგანიზმში ისეთი დაავადებების განვითარებისას, როგორიცაა: შიდასისხლძარღვოვანი ჰემოლიზი, ჰემორაგიული შოკი, ჰემოლიზური ანემიები, არათავსებადი სისხლის გადასხმის შემდეგ განვითარებული პათოლოგიური ცვლილებები და სხვა. საბედნიეროდ, როდესაც ამ პათოლოგიურ პროცესთა შედეგად პლაზმაში თავისუფალი ჰემოგლობინი ხვდება, მისი ტოქსიკური თვისებების აღსაკვეთად ამოქმედდება სპეციალური სისტემები, რომელთა ფუნქციასაც თავისუფალი ცილის შებოჭვა და გაუვნებლება წარმოადგენს. ასეთია სპეციალური პლაზმური ცილა ჰაპტოგლობინი, რომელიც ბოჭავს თავისუფალ გლობინს და უვნებელყოფს მას.

ჰემოგლობინის დეფიციტი

ორგანიზმში ჰემოგლობინის დეფიციტი შესაძლოა ორი ძირითადი მიზეზით იყოს გამოწვეული:

1. ანემიით - სისხლში საკუთრივ ჰემოგლობინის მოლეკულების სიმცირით;

2. სისხლში არსებული ცილის მოლეკულების ჟანგბადთან დაკავშირების უნარის დაქვეითებით. ცილა ჰემოგლობინი ერითროციტების ძირითადი კომპონენტია, ამიტომ მის მაჩვენებელს როგორც დიაგნოსტიკური, ისე პროგნოზული მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც ჰემოგლობინის შემცირება საბოლოო ჯამში ქსოვილთა ჟანგბადოვან შიმშილს იწვევს.

სისხლის ფერადობის მაჩვენებელი

ფერადობის მაჩვენებელი ასახავს ერითროციტების პიგმენტ ჰემოგლობინით გაჯერების ხარისხს. ფერადობის მაჩვენებლის ნორმა 0,90-1,10-ია და ძირითადად ანემიების დიფერენციაციისთვის გამოიყენება.

ფერადობის მაჩვენებლის დაქვეითება ერითროციტებისა და ჰემოგლობინის დაქვეითების პარალელურად ხდება და რკინადეფიციტური ანემიის პირველი ნიშანია.

ედსი - ერითროციტების დალექვის სიჩქარე

ედსი განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად გამოეყოფა ერითროციტები სისხლის პლაზმას და სინჯარაში ილექება. იგი ორგანიზმის პათოლოგიური მდგომარეობის არასპეციფიკური ინდიკატორია. ქალებისთვის მისი ნორმა შედარებით დიდია - 2-15 მმ/სთ, ხოლო მამაკაცებისთვის - 1-10 მმ/სთ.

ჰემატოკრიტის მაჩვენებელი

ჰემატოკრიტი გვიჩვენებს სისხლის ფორმიანი ელემენტების (ერითროციტები, ლეიკოციტები, თრომბოციტები) რაოდენობრივ ფარდობას მის თხიერ ნაწილთან - პლაზმასთან. მამაკაცებისთვის მისი ნორმა 40-45%-ია, ქალებისთვის - 36-42%.

ჰემატოკრიტის მაჩვენებლის ცვლილება ან სისხლდენის შედეგია, ან იმის მანიშნებელია, რომ ორგანიზმში მკვეთრადაა დაქვეითებული სისხლის ახალი უჯრედების წარმოქმნა, რაც მძიმე ინფექციებისა და აუტოიმუნური დაავადების დროს ხდება.