/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

ლეიკემია - ვერაგი დაავადება

ლეიკემია - ვერაგი დაავადება
რა ხდება ლეიკემიის დროსლეიკემია, იგივე ლეიკოზი, ლიმფოსარკომა, სისხლის კიბო, სიმსივნურ დაავადებათა ჯგუფია, რომელიც განსხვავებული ეტიოლოგიისა და სიმპტომების მქონე პათოლოგიებს აერთიანებს.

ჩვეულებრივ, ნორმალურ პირობებში ორგანიზმში უჯრედები მრავლდება, მწიფდება, ასრულებს მათზე დაკისრებულ ფუნქციებს და იხოცება იმ პროგრამის შესაბამისად, რომელიც მათშია კოდირებული (“დაპროგრამებული”). უჯრედთა დაღუპვის შემდეგ ისინი იშლება და მათ ნაცვლად ახალი უჯრედები წარმოიქმნება. სიმსივნე, საზოგადოდ, გულისხმობს უჯრედთა დაყოფა-გამრავლების, სიცოცხლისა და ფუნქციობის პროგრამაში მნიშვნელოვან დარღვევებს, რის გამოც უჯრედთა ზრდა-გამრავლება სრულიად უკონტროლოდ ხდება. არსობრივად, ლეიკემია არის სიმსივნე, რომლის დროსაც ზიანდება ძვლის ტვინის უჯრედები ანუ ის უჯრედები, რომლებიც ჯანმრთელი ადამიანის სისხლის უჯრედთა (ლეიკოციტების, ერითროციტებისა და თრომბოციტების) წინამორბედია.

ჯანმრთელ ორგანიზმში სისხლის უჯრედებს კონკრეტული ფუნქციები აქვთ: ლეიკოციტები (სისხლის თეთრი უჯრედები, თეთრი სხეულაკები) დამცველობით ფუნქციას ასრულებენ, მონაწილეობენ ინფექციურ დაავადებათა თანმხლებ პროცესებში, უვნებელყოფენ ორგანიზმში მოხვედრილ უცხო აგენტებს, ერითროციტები (სისხლის წითელი უჯრედები, წითელი სხეულაკები) უზრუნველყოფენ ქსოვილებს ჟანგბადითა და სხვადასხვა ნივთიერებით, თრომბოციტები (სისხლის ფირფიტები) მონაწილეობენ სისხლის შედედების პროცესში, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ორგანიზმისათვის სისხლდენებისა და სისხლძარღვთა დაზიანებების დროს.

ლეიკემიით დაავადებული ადამიანის ძვლის ტვინში სისხლის უჯრედთა წარმოქნის პროცესი მნიშვნელოვნად დარღვეულია, რის გამოც ადამიანის სისხლი იტვირთება უფუნქციო თეთრი უჯრედების ანუ ლეიკოციტების დიდი მასებით. აღნიშნული ლეიკოციტები, გარდა იმისა, რომ ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ ფუნქციებს, ჯანმრთელი უჯრედებისაგან განსხვავებით, დროულადაც (შესაბამის დროს) არ იღუპებიან; მათი ცხოველმყოფელობა შემოიფარგლება მხოლოდ სისხლში ცირკულაციით, რაც სერიოზულ წინააღმდეგობას უქმნის ჯანმრთელ უჯრედებს (ართულებს მათი ფუნქციის განხორციელებას). პათოლოგიურ ლეიკოზურ (უფრო კონკრეტულად, უმწიფარ უფუნქციო ბლასტურ) უჯრედთა სიჭარბე ორგანიზმში სხვადასხვა ორგანოსა და ლიმფურ კვანძებში მათ გავრცელებას განაპირობებს. სწორედ ლეიკოზური უჯრედების შეჭრა ორგანოებსა თუ ლიმფურ კვანძებში იწვევს ამ უკანასკნელთა გადიდებასა და ტკივილს.

ტერმინები ლეიკემია და ლეიკოზი სისხლის კიბოს ამსახველი სინონიმებია, რომლებიც სწორად განსაზღვრავს პათოლოგიური პროცესის არსსა და აქტუალობას. სისხლის კიბო, იგივე სისხლის სიმსივნე კი სამედიცინო კუთხით ბევრს კორექტულ (სწორ) განსაზღვრებად არ მიაჩნია. არადა რატომღაც ამ უკანასკნელმა მეტად პოვა ფართო გამოყენება-დამკვიდრება. სისხლის სიმსივნეებისთვის ბევრად უფრო მართებული სახელწოდებაა - ჰემობლასტოზი, რაც სისხლის წარმომქმნელი უჯრედების საფუძველზე ფორმირებულ სიმსივნურ დაავადებათა ჯგუფს გულისხმობს.

რეალურად სიმსივნური წარმონაქმნი (საკუთრივ სიმსივნე) აქტიურად განვითარებადი მზარდი ქსოვილია, რომელიც ორგანიზმის მხრიდან ნაკლებად ექვემდებარება კონტროლს, ამასთან, სიმსივნური წარმონაქმნი არ არის არამეტაბოლიზებადი უჯრედების დაგროვების ან კიდევ ანთებითი პროცესის შედეგი. ფაქტობრივად, ლეიკემიის დროს ლოკალური სიმსივნური წარმონაქმნი (ერთ ორგანოში, ერთ კონკრეტულ ადგილას) არ არსებობს ორგანიზმში, სიმსივნე გაფანტულია (მიმობნეულია) მთელ ორგანიზმში სისხლის ნაკადით. ამიტომაც მიაჩნია სპეციალისტთა ნაწილს, რომ სისხლის სიმსივნე ნაკლებკორექტული განსაზღვრებაა.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

ტერმინით - ჰემობლასტოზები მოიაზრებენ ლეიკოზებს და ლიმფომებს. ლეიკოზები განსხვავდება ლიმფომებისაგან იმით, რომ, ჯერ ერთი, მათ სისტემური დაზიანებანი ახასიათებს, მეორეც, ლიმფომების ტერმინალური სტადია გამოირჩევა მეტასტაზირებით (მათ შორის ძვლის ტვინის ჩართვით). ლეიკოზები გულისხმობს ძვლის ტვინის პირველად დაზიანებას, მაშინ როცა ლიმფომების დროს ძვლის ტვინი მეორეულად ზიანდება, ფაქტობრივად, მეტასტაზების ზემოქმედების შედეგად ერთვება პროცესში.

კლასიფიკაციასთან დაკავშირებული საკითხები

დაავადების აგრესიულობის მიხედვით განასხვავებენ ლეიკოზების მწვავე და ქრონიკულ ფორმებს.

მწვავე ლეიკოზით მოიაზრება უფუნქციო, უმწიფარი სიმსივნური უჯრედების დიდი რაოდენობით აღმოჩენა სისხლში. დაავადების სიმპტომები ამ დროს ადრეულ ეტაპზევე ვლინდება. მწვავე ლეიკოზს სწრაფი პროგრესირება ახასიათებს. ქრონიკული ლეიკოზის დროს სიმსივნურ უჯრედებს რამდენადმე შენარჩუნებული აქვთ ფუნქციები, რის გამოც დაავადების სიმპტომები დიდი ხნის განმავლობაში არ ვლინდება. ქრონიკული ლეიკოზის აღმოჩენა ხშირად შემთხვევით ხდება, პროფილაქტიკური მიზნით ან სხვა საჭიროების გამო სისხლის ანალიზისას. ლეიკოზის ქრონიკულ ფორმას, მწვავესთან შედარებით, ნაკლებაგრესიული მიმდინარეობა ახასიათებს, თუმცა ეს არ გამორიცხავს მის პროგრესირებას სისხლში სიმსივნური უჯრედების მუდმივად დაგროვების გამო. ლეიკოზების ორივე ფორმას მნიშვნელოვანი თავისებურება ახასიათებს. ეს თავისებურება ისაა, რომ მწვავე ფორმა არასოდეს გადადის ქრონიკულში, ქრონიკული ლეიკოზი კი არასოდეს მწვავდება. შესაბამისად, დაავადების ტიპის განსაზღვრა (მწვავეა ის თუ ქრონიკული) მხოლოდ მიმდინარეობის კონკრეტული სცენარისათვის დაავადების მისაკუთვნებლად გამოიყენება.

ლეიკოციტების კონკრეტულ ტიპზე (რომელიც ჩართულია პათოლოგიურ პროცესში) დამოკიდებულებით გამოყოფენ ლეიკოზების შემდეგ ტიპებს:

  • ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია (იგივე ქრონიკული ლიმფოლეიკოზი, ლიმფოციტური ქრონიკული ლეიკოზი) - სისხლის ისეთი ტიპის სიმსივნეა, რომელიც ხასიათდება ძვლის ტვინში ლიმფოციტების დაყოფა-გამრავლებისა და მომწიფების დარღვევით.
  • ქრონიკული მიელოციტური ლეიკემია (იგივე ქრონიკული მიელოლეიკოზი, მიელოციტური ქრონიკული ლეიკოზი) - სისხლის ისეთი ტიპის სიმსივნეა, რომლის დროსაც ძვლის ტვინის უჯრედთა დაყოფა და მომწიფება ირღვევა, ამასთან, პათოლოგიური უჯრედები ამ შემთხვევაში ერითროციტების, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების შედარებით ახალგაზრდა ფორმების სახით გვევლინება.
  • მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია (იგივე მწვავე ლიმფოლეიკოზი, ლიმფობლასტური მწვავე ლეიკოზი) - ამ სიმსივნის დროს ძვლის ტვინში ლიმფოციტების დაყოფა-გამრავლებისა და მომწიფების პროცესი ირღვევა.
  • მწვავე მიელობლასტური ლეიკემია (იგივე მწვავე მიელოლეიკოზი, მიელობლასტური მწვავე ლეიკოზი) - სისხლის ისეთი ტიპის სიმსივნეა, რომლის დროსაც ძვლის ტვინის უჯრედთა დაყოფა და მომწიფება ირღვევა, ამასთან, პათოლოგიური უჯრედები ამ შემთხვევაში ერითროციტების, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების შედარებით ახალგაზრდა ფორმების სახით გვევლინება.

პათოლოგიურ პროცესში ჩართული უჯრედების ტიპსა და მათი მომწიფების პროცესის დარღვევის ხარისხზე დამოკიდებულებით განასხვავებენ ამ უკანასკნელი ფორმის ლეიკოზის მიმდინარეობის შემდეგ ტიპებს:

  • ლეიკოზი უჯრედთა მომწიფების გარეშე;
  • ლეიკოზი, რომელსაც ახლავს უჯრედთა არასრული მომწიფება;
  • ლეიკოზი პრომიელობლასტური;
  • ლეიკოზი მიელომონობლასტური;
  • ლეიკოზი მონობლასტური;
  • ერითროლეიკოზი;
  • ლეიკოზი მეგაკარიობლასტური.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ლეიკემია - ვერაგი დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები