სხივური დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სხივური დაავადება

სახეობაზე, დოზაზე, რადიაქტიური ნივთიერებების წყაროს მდებარეობაზე, მისი დოზის განაწილებაზე დროის მიხედვით და ადამიანის სხეულში.

ადამიანი შეიძლება დაავადდეს როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი დასხივებისას (როდესაც ორგანიზმში ჩასუნთქულ ჰაერთან ერთად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, კანისა და ლორწოვანი გარსების საშუალებით ან ინექციის შედეგად ხვდება რადიაქტიური ნივთიერება).

ადამიანის სხეულში დოზის გავრცელების მიხედვით სხივური დაავადება შეიძლება იყოს:ზოგადი (თანაბარი გავრცელებისას);

  • ადგილობრივი;
  • არათანაბარი;

ხოლო დოზის დროში გავრცელების მიხედვით განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ ფორმებს.

მწვავე სხივური დაავადება

მწვავე სხივური დაავადება ვითარდება ხანმოკლე (რამდენიმე წუთიდან 1-3 დღემდე ხანგრძლივობის) გამოსხივებისას, რომელიც მოქმედებს მთელ სხეულზე 1 ჰერცზე მეტი დოზით (1 ჰერცი შეესაბამება 100 რადს). ასეთი რამ მოსალოდნელია გამოსხივების ზონაში ყოფნისას, რადიაქტიური ნალექის უშუალო ზემოქმედებისას, გამოსხივების ძლიერი წყაროს ექსპლუატაციის პირობების დარღვევისას ან გამოსხივების სამკურნალო მიზნით გამოყენებისას. მწვავე სხივური დაავადების გამოვლინებები და გართულებებია:

  • სისხლმბადი ორგანოების დაზიანება (ძვლის ტვინის აპლაზია) და ჰემორაგიული სინდრომი;
  • ორგანოების ინფექციური დაზიანება, სეფსისი;
  • მსხვილი ნაწლავის ლორწოვანის დაზიანება, ცილების, ელექტროლიტების, სითხის კარგვა (დიარეის შედეგად);
  • მძიმე ინტოქსიკაცია (ძვლის ტვინის, მსხვილი ნაწლავის, კანის მასიური დაზიანება გარეგანი ბეტა-გამოსხივებით);
  • ცენტრალური ნერვული სისტემის უშუალო დაზიანება;
  • სისხლის მიმოქცევისა და სუნთქვის ცენტრალური რეგულაციის დარღვევა.

ამ გართულებათა შესაბამისად განასხვავებენ მწვავე სხივური დაავადების შემდეგ ფორმებს: ძვლის ტვინისას, ნაწლავურს, ტოქსიკურს, ნერვულს, გარდამავალს.

თანამედროვე მედიცინა გამოყოფს მწვავე სხივური დაავადების 4 სტადიას: მსუბუქს, საშუალოს, მძიმეს და ძალიან მძიმეს.

მსუბუქ სტადიაში ორგანიზმი სხივდება 100-200 რადი დოზით. ამ დოზით დასხივებისას ადამიანს საავადმყოფოში ათავსებენ მხოლოდ დაკვირვებისთვის და არა სამკურნალოდ. იშვიათად შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიბიოტიკის დანიშვნა.

საშუალო სიმძიმის დაავადება გულისხმობს 200-400 რად დასხივებას. ამ დროს თითქმის ყველა ავადმყოფს აღენიშნება ცვლილებები სისხლში (თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება, გრანულოციტოზი). საჭიროა ავადმყოფის იზოლირება და სერიოზული ანტიბაქტერიული მკურნალობა საავადმყოფოში.

მძიმე სტადიას თან სდევს ძვლის ტვინის დაზიანება. ამ დროს ადამიანი 400-დან 600 რადამდე დასხივებას იღებს. ძვლის ტვინის დაზიანებას ერთვის კუჭ-ნაწლავის დაზიანება და სტომატიტი. ავადმყოფს ათავსებენ სპეციალიზირებულ ქირურგიულ ან ჰემატოლოგიურ კლინიკაში.

უკიდურესად მძიმე სტადია ვითარდება, როცა დასხივება აჭარბებს 600 რად-ს. ავადმყოფი თავსდება სტაციონარში ექიმების მუდმივი, 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ.

ჩივილები:

მწვავე სხივური დაავადების მსუბუქი ფორმის დროს ადამიანს შესაძლოა არაფერი აწუხებდეს, მაგრამ ასე იშვიათად არის. უმეტესად დასხივებიდან 2 საათის შემდეგ იწყება გულისრევა და პირღებინება, რომელიც გაივლის დასხივებიდან 5-6 საათის შემდეგ.

მძიმე ფორმის დროს პირღებინება იწყება ნახევარი-ერთი საათის შემდეგ, გრძელდება 6-12 საათს.

უკიდურესად მძიმე ფორმის დროს პირველადი ჩივილები თავს იჩენს ნახევარი საათის შემდეგ. რადიაქტიური გამოსხივების ზემოქმედების შედეგად იწყება მუცლის შებერვა, დიარეა, იმატებს სხეულის ტემპერატურა, ზიანდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტი და ღვიძლი. კანის დაზიანება ვლინდება დამწვრობით, თმის ცვენით, სხივური დერმატიტით. რადიაქტიური გამოსხივების მიღებიდან 2 დღე-ღამის შემდეგ იწყება ძვლის ტვინის გაღარიბება, რაც აისახება პერიფერიულ სისხლში ლეიკოციტებისა და თრომბოციტების მკვეთრი შემცირებით.


ქრონიკული სხივური დაავადება

ქრონიკული სხივური დაავადება ვითარდება სხივური დაავადების ქრონიკული ზემოქმედების ან ორგანიზმში რადიაქტიური ნივთიერებების მოხვედრის შედეგად. მაქსიმალურად დასაშვები გარეგანი დასხივების დოზა შეადგენს წელიწადში 5 რადს. დაავადება თანდათანობით ვითარდება. ამის კვალდაკვალ ირღვევა მრავალი ორგანოსა და სისტემის ფუნქციები. დიდი მნიშვნელობა აქვს რადიაქტიური ნივთიერების სახეობას, მის აქტიურობას, ორგანიზმიდან გამოდევნის პერიოდს, იმას, თუ რომელ ორგანოშია ჩალაგებული და სხვა. მაგალითად, ცეზიუმი და პოლონიუმი უპირატესად ღვიძლში ლაგდება და იწვევს ციროზს; სტრონციუმი, რადიუმი და პლუტონიუმი - ძვლოვან სისტემაში, რაც იწვევს ძვლის ტვინის დათრგუნვას და ხელს უწყობს ლეიკოზის განვითარებას.

ჩივილები:

ქრონიკული ფორმის ადრეულ სტადიაში დაავადება ვლინდება სისხლმბადი სისტემის ფუნქციური დარღვევითა და ნერვული აშლილობით. ავადმყოფები უჩივიან თავის ტკივილს, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის შედეგად არამყარ პულსაციასა და წნევას, არითმიას, აქვთ სანაღვლე გზებისა და ნაწლავების დისკინეზია. სისხლში გამოხატულია ლეიკოციტების ზომიერი დაქვეითება (3,000-4,000X109). ძვლის ტვინში - პლაზმური უჯრედების მომატება. ყველა ეს ცვლილება შექცევადია, რაც იმას ნიშავს, რომ არახელსაყრელი პირობების აღმოფხვრის, დასვენებისა და მკურნალობის შემდეგ მაჩვენებლები ნორმას უბრუნდება.

შორეული შედეგები

ორგანიზმზე ერთჯერადი ან ქრონიკული დასხივების შედეგად გარკვეული ხნის შემდეგ შესაძლია თავი იჩინოს შორეულმა შედეგებმა. ეს შედეგებია:

  • ცვლილებები სქესობრივ სისტემაში;
  • სკლეროზული პროცესები;
  • სხივური კატარაქტა;
  • იმუნური დაავადებები;
  • რადიოკანცეროგენეზი;
  • ნაადრევი სიკვდილი;
  • გენეტიკური ცვლილებები.

განახვავებენ შორეული შედეგების ორ ტიპს - სომატურს, რომლებიც უშუალოდ დასხივებულს გამოაჩნდება და გენეტიკურს, მემკვიდრეობითს, რომლებიც გამოვლინდება დასხივებულთა შთამომავლობაში. ასეთი დაყოფა პირობითია, რადგან გენეტიკური აპარატი ორივე შემთხვევაში ზიანდება და, ამის კვალობაზე, დარღვევებიც მემკვიდრეობით გადაეცემა.

როგორ მოვიქცეთ დასხივების შემთხვევაში

დაზარალებული დასხივებიდან რაც შეიძლება მალე უნდა გადავიყვანოთ სამედიცინო დაწესებულებაში გამოკვლევისა და რადიაციის დოზის განსაზღვრისთვის. კანზე, ტანსაცმელზე რადიაქტიური ნივთიერების მოხვედრის შემთხვევაში უნდა დავაყენოთ შხაპის ქვეშ, რათა რადიაქტიური ნაწილაკები გამდინარე წყალმა ჩამორეცხოს. ამ მიზნით გამოიყენება მექანიკური და ქიმიური მეთოდებიც, ასევე - კუჭის ამორეცხვა, ამოსახველებელი საშუალებების მიცემა. ღებინების შეგრძნების მოსახსნელად გამოიყენება სპაზმის მომხსნელი საშუალებები (დოპროკანი, ბუსკოპანი, აერონი). განმეორებითი ღებინებისას ისინი კუნთში შეჰყავთ. შეუკავებელი პირღებინებისას მიმართავენ ინტრავენურ გადასხმებს სითხისა და ელექტროლიტების შესავსებად, ასევე - სხვა სიმპტომურ საშუალებებს.

სხივური დაავადების მძიმე ფორმები ვითარდება ორგანიზმზე 100 რადზე მეტი გამოსხივების ერთჯერადი ხანმოკლე მოქმედებისას. როდესაც ორგანიზმზე 100 რადზე ნაკლები გამოსხივება მოქმედებს, ვითარდება არა სხივური დაავადება, არამედ სხივური ტრავმა. რადიაქტიური ნივთიერების დაშლისას წარმოიქმნება ალფა, ბეტა, გამა სხივები და ატომური ბირთვის სხვა ნაწილები. დიდი რაოდენობით მათი გამოსხივება იწვევს უჯრედის ციტოპლაზმისა და ბირთვის დაზიანებას. რაც უფრო დიდია გამოსხივების დოზა და მაღალია ორგანიზმში სხივების შეღწევადობა, მით უფრო მძიმეა სხივური ტრავმა. ყველაზე ღრმად აღწევს გამა სხივები, რომლებსაც შეუძლია, ნახევარი მეტრის სისქის ბეტონის კედელშიც კი გაიაროს.

ალფა და ბეტა სხივები კანისა და ლორწოვანი გარსების მძიმე დამწვრობას იწვევს, ხოლო როდესაც ორგანიზმში აღწევს საკვებთან, სითხესა და ჩასუნქულ ჰაერთან ერთად, შინაგან ორგანოებსა და ქსოვილებსაც აზიანებს.

მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც პირველად დაიწყეს რადიაქტიური იზოტოპების შესწავლა და გამოყენება, აღირიცხა სხივური ტრავმების პირველი შემთხვევებიც. ცნობილმა ფიზიკოსმა მარია სკლოდოვსკაია-კიურიმ, რომელმაც პირველმა მიიღო რადიუმი და პოლონიუმი და მუშაობდა დამცავი სისტემის გარეშე, ხელების მწვავე სხივური ტრავმა მიიღო და ლეიკემიით გარდაიცვალა. ამჟამად არსებობს თავდაცვის უამრავი საშუალება მათთვის, ვინც მუშაობს ატომურ ელექტროსადგურებში, ატომური ენერგიის ინსტიტუტებში, გამოკვლევებზე. აქ მომუშავე პერსონალი უსაფრთხოების წესების დაცვის შემთხვევაში დაზღვეულია სხივური ტრავმებისა და დაავადებებისგან. გამონაკლისია ავარიები და არაპროგნოზირებადი სტიქიური უბედურებები. მსგავს შემთხვევებში ადამიანი უძლურია.