რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ღვიძლის დეტოქსი და რომელი პროდუქტები გვეხამრება ტოქსინებისგან გათავისუფლებაში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ღვიძლის დეტოქსი და რომელი პროდუქტები გვეხამრება ტოქსინებისგან გათავისუფლებაში

რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ღვიძლის დეტოქსი და რომელი პროდუქტები გვეხამრება ტოქსინებისგან გათავისუფლებაში
ნებისმიერი ადამიანის კეთილდღეობა და ჯანმრთელობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად იშორებს ორგანიზმი ტოქსინებს.
ირგვლივ არსებული გარემო პირობების გათვალისწინებით, თითოეული ადამიანის ორგანიზმს სერიოზული დეტოქსიკაცია სჭირდება.


დეტოქსის ფუნქცია ღვიძლს გააჩნია, სწორედ ის ეხმარება ორგანიზმს არასაჭირო შხამებისა და შლაკებისაგან გასუფთავებაში, ის სისხლს ტოქსინებისაგან ფილტრავს. ამასთანავე, ნაღველს წარმოქმნის, რაც ცხიმის მონელებაში გვეხმარება. ეს ორგანო მონაწილეობს ჰორმონების დაშლაში და მარაგის სახით ინახავს აუცილებელ ვიტამინებს, მინერალებსა და რკინას.


როდესაც ღვიძლის ფუქნცია დაქვეითებულია, ჩვენ არ შეგვიძლია საჭმლის, განსაკუთრებით ცხიმების, სათანადო მონელება.


ამიტომ, აუცილებელია ღვიძლი გაცხიმოვნებისგან დავიცვათ. მისი
გაწმენდა და შესაბამისი დიეტის დაცვა, დაგვეხმარება ტოქსინებისაგან გათავისუფლებაში.


რას აკეთებს ღვიძლი?


• ამუშავებს ნაწლავების მიერ ათვისებულ საკვებ ნივთიერებებს და უზრუნველყოფს მათ შეწოვას ნაწლავის მიერ;


• არეგულირებს სისხლში ცხიმების, ცილებისა და შაქრის დონეს;


• ანადგურებს სისხლის დაბერებულ წითელ უჯრედებს;


• წარმოქმნის ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც სისხლის შედედებაში ღებულობენ მონაწილეობას;


• მონაწილეობს
ალკოჰოლისა და მედიკამენტების დაშლასა და მეტაბოლიზმში;


• წარმოქმნის აუცილებელ ცილებსა და ქოლესტერინს;


• სისხლს აცილებს ტოქსინებს, მათ შორის: ბილირუბინს, ამიაკსა და სხვ. ;


• ინახავს მარაგის სახით A ვიტამინს, მინერალებს და რკინას.



ნიშნები, რომლებიც ღვიძლის არასათანადო ფუნქციონირებაზე მიგვანიშნებს:


• შებერილობა და აირების დაგროვება;

• გულძმარვა;

• ყაბზობა;

• მოყვითალო კანი და თვალები;

• წონის კლების პრობლემები;

• შფოთვა და დეპრესია;

• მუქი შეფერილობის შარდი;

• როზაცეა;

• ქრონიკული დაღლილობა;

• ოფლიანობა;

• სისხლჩაქცევები

• უმადობა.

ღვიძლის საფუძვლიანი წმენდის შემდეგ, თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.


• ამოიღეთ კვების რაციონიდან ტოქსიკური საკვები


დამუშავებული საკვები განსაკუთრებული რისკის შემცველია ღვიძლის ფუქნციის დაქვეითებისათვის. მავნებელია: ჰიდროგენიზირებული ზეთები, რაფინირებული შაქარი და სხვ.


ჰიდროგენიზირებული ზეთები ანუ ტრანს ცხიმები გულის დაავადებების განვითარების შანსს 25%-ით ზრდის. ისინი იმუნურ სისტემას ასუსტებენ და ორგანიზმში ანთებით პროცესებს აპროვოცირებენ.


სერიოზულ პრობლემებს იწვევს საკვებში მოხვედრილი ნიტრატები და ნიტრიტები. მაქსიმალურად ეცადეთ შემწვარი, არაჯანსაღი საკვები, ჩიფსები და სხვ. შეცვალოთ ჯანსაღი ხილითა და ბოსტნეულით.


• დალიეთ რაც შეიძლება მეტი ცოცხალი ხილის წვენები


ღვიძლის ფუნქციის აღსაგენად ეფექტურია ბოსტნეულის წვენები, რომელთაც ორგანიზმი საკმაოდ ადვილად ითვისებს.


ღვიძლის წმენდისთვის ბოსტნეული საუკეთესო არჩევანია, მათ შორის: კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ბრიუსელის კომბოსტო, სტაფილო, კიტრი, ჭარხალი და მწვანილი.


ისინი ორგანიზმში მჟავის დონეს ამცირებენ და PH-ის დარეგულირებაში გვეხმარებიან.


ასევე, სასარგებლოა ფორთოხლის, სტაფილოს, ჯანჯაფილის წვენები.


ღვიძლში ბეტა კაროტინი A ვიტამინად გარდაიქმნება, რაც ტოქსინებისგან გაწმენდას, ასევე ღვიძლში ცხიმების შემცირებას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, ხშირად მიირთვით სტაფილოს წვენი.


• მიირთვით კალიუმით მდიდარი საკვები


კალიუმით მდიდარი საკვები სისტოლური არტერიული წნევის შემცირებას უწყობს ხელს, ასევე - ქოლესტერინის დონის შემცირებასაც. დღიური ნორმის - 4700 მილიგრამი - კალიუმის მიღება ღვიძლს წმენდს და გიცავთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან.


ასე რომ, მიირთვით: პომიდვრის წვენი, ისპანახი, ლობიო, ბანანი და სხვ.
ღვიძლის წმენდისთვის სასარგებლოა კურკუმაც. ის ეფექტურია სახსრების ტკივილის დროს. ასევე, კარგი ანტიდეპრესანტია, რომელიც სიხლში შაქრის დონეს არეგულირებს, ღვიძლის ქსოვილებს კი რეგენერაციაში ეხმარება.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
კატეგორიის სხვა სტატიები
რა თქმა უნდა, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ამა თუ იმ სიმპტომის მნიშვნელობას, ღვიძლის დაავადებასთან
ლიმფომა ონკოლოგიურ დაავადებებს შორის საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად