/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფტიზიატრია

ცოტა რამ ტუბერკულოზის შესახებ

ცოტა რამ ტუბერკულოზის შესახებ
გვესაუბრება ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ამბულატორიული განყოფილების გამგე ლეილა გოგინაშვილი.

- ქალბატონო ლეილა, რა დაა­ვადებაა ტუბერკულოზი?

- ტუბერკულოზი გადამდები დაავადებაა, რომელსაც ტუბერკულოზის ბაქტერია იწვევს. ადამიანისგან ადამიანს ის ჰაერის მეშვეობით გადაედება. ტუბერკულოზის ბაქტერიით შეიძლება დაინფიცირდეს ნებისმიერი ჩვენგანი, თუ ჩაისუნთქავს ამ ბაქტერიის შემცველ ჰაერს. ჰაერში კი ბაქტერია ხვდება ტუბერკულოზის ე.წ. ღია ფორმით დაავადებული პაციენტის ხველის, ცემინების ან ლაპარაკის დროს.

- როდის არ გადაედება ტუბერკულოზი?

- ტუბერკულოზი არ გადაედება:

  • დაავადებულის ნივთებთან შეხებით;
  • ხელის ჩამორთმევით;
  • საკვებითა და სასმელით.

- როგორია ალბათობა, ტუბერკულოზის გამომწვევის ორგანიზმში მოხვედრისას ადამიანი დაავადდეს?

- ტუბერკულოზის გამომწვევს ორგანიზმი უმეტესად თავად უმკლავდება. შესაბამისად, ადამიანი ავად არ ხდება. ზოგჯერ კი ბაქტერია არ კვდება, მხოლოდ “იძინებს”. ასეთ ადამიანს ტუბერკულოზის ნიშნები არ აქვს და არც ინფექციას გადასდებს გარშემო მყოფებს. ამას ეწოდება ლატენტური, მთვლემარე ტუბერკულოზი. თუმცა ათიდან ერთ ასეთ შემთხვევაში ბაქტერიამ შეიძლება მოგვიანებით დაიწყოს გამრავლება და მისი გააქტიურების შედეგად განვითარდეს აქტიური ტუბერკულოზი. ასე ხდება მაშინ, როდესაც ადამიანის იმუნური სისტემა დასუსტებულია რომელიმე სხვა დაავადებით. ზოგიერთი კი ტუბერკულოზის ბაქტერიის შემცველი ჰაერის ჩასუნთქვიდან რამდენიმე დღეში, კვირასა თუ თვეში ავადდება და აქტიური ტუბერკულოზური პროცესი უვითარდება.

- ბრძანეთ, რომ ტუბერკულოზის განვითარების რისკი იმატებს რომელიმე სხვა დაავადების გამო იმუნური სისტემის დაქვეითებისას. სახელდობრ, როდის ხდება ეს?

- საზოგადოდ, ტუბერკულოზის განვითარების რისკს ზრდის:

  • ტუბერკულოზით დაავადებულთან ახლო კონტაქტი;
  • აივ ინფექცია და შიდსი;
  • ნარკოტიკული საშუალებების, თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარება;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ქრონიკული დაავადებები;
  • ცხოვრების დაბალი დონე;
  • სამედიცინო პერსონალისთვის - ტუბერკულოზით დაავადებულებთან მუშაობა.

- როგორი შეიძლება იყოს ტუბერკულოზი?

- ტუბერკულოზი შეიძლება იყოს რეგულარული (სენსიტიური, მგრძნობიარე) და რეზისტენტული (მდგრადი, გამძლე).

შეკითხვა ექიმს
<p>-Ახალგაზრდა ბიჭს მარცხენა იღლიასთან ესინჯება შესიებული ჯირკვალი რომელიც მტკივნეულია და რომელ სპეციალისტს უნდა მიმართოს ან რა სახის გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს გთხოვთ მიპასუხოთ მადლობა</p>

რეგულარული ტუბერკულოზისდროს გამომწვევი მგრძნობიარეა ყველა ძირითადი ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტის მიმართ.

რეზისტენტული ტუბერკულოზის დროს გამომწვევი გამძლეა ერთი ან მეტი ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტის მიმართ, ამიტომ საჭირო ხდება დამატებითი მედიკამენტების დანიშვნა, რომელთა მიმართ ის ჯერ კიდევ მგრძნობიარეა.

იმისდა მიხედვით, რომელი და რამდენი ანტიტუბერკულოზური მედიკამენტის მიმართ არის გამძლე ტუბერკულოზის ბაქტერია, განასხვავებენ ტუბერკულოზის მონორეზისტენტულ, პოლირეზისტენტულ, მულტირეზისტენტულ და ექსტენსიურად (განსაკუთრებით) რეზისტენტულ ფორმებს.

- რომელი ორგანოები და სისტემები შეიძლება დააზიანოს ტუბერკულოზის ბაქტერიამ?

- ტუბერკულოზი ყველაზე ხშირად აზიანებს ფილტვებს (ფილტვის ტუბერკულოზი), თუმცა შეუძლია ნებისმიერი სხვა ორგანოს, მაგალითად თირკმელების, სასქესო ორგანოების, ძვალ-სახსართა სისტემის, ცენტრალური ნერვული სისტემის ან ლიმფური კვანძების დაზიანებაც. ამ შემთხვევაში ფილტვგარეშე ტუბერკულოზზე საუბრობენ.

- როგორია ტუბერკულოზის კლინიკური სურათი?

- ტუბერკულოზისთვის დამახასიათებელი ზოგადი კლინიკური ნიშნებია:

  • წონის კლება;
  • საერთო სისუსტე;
  • ტემპერატურის მომატება;
  • ღამის ოფლიანობა;
  • უმადობა.

ფილტვის ტუბერკულოზს გვაეჭვებინებს:

  • 2 კვირაზე მეტად გახანგრძლივებული ხველა;
  • სისხლიანი ნახველი;
  • ტკივილი გულმკერდის არეში;
  • სუნთქვის გაძნელება.

ფილტვგარეშე ტუბერკულოზის ნიშნები კი დაზიანებულ ორგანოზეა დამოკიდებული.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ცოტა რამ ტუბერკულოზის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცოტა რამ ტუბერკულოზის შესახებ

- ქალბატონო ლეილა, რა დაა­ვადებაა ტუბერკულოზი?

- ტუბერკულოზი გადამდები დაავადებაა, რომელსაც ტუბერკულოზის ბაქტერია იწვევს. ადამიანისგან ადამიანს ის ჰაერის მეშვეობით გადაედება. ტუბერკულოზის ბაქტერიით შეიძლება დაინფიცირდეს ნებისმიერი ჩვენგანი, თუ ჩაისუნთქავს ამ ბაქტერიის შემცველ ჰაერს. ჰაერში კი ბაქტერია ხვდება ტუბერკულოზის ე.წ. ღია ფორმით დაავადებული პაციენტის ხველის, ცემინების ან ლაპარაკის დროს.

- როდის არ გადაედება ტუბერკულოზი?

- ტუბერკულოზი არ გადაედება:

  • დაავადებულის ნივთებთან შეხებით;
  • ხელის ჩამორთმევით;
  • საკვებითა და სასმელით.

- როგორია ალბათობა, ტუბერკულოზის გამომწვევის ორგანიზმში მოხვედრისას ადამიანი დაავადდეს?

- ტუბერკულოზის გამომწვევს ორგანიზმი უმეტესად თავად უმკლავდება. შესაბამისად, ადამიანი ავად არ ხდება. ზოგჯერ კი ბაქტერია არ კვდება, მხოლოდ “იძინებს”. ასეთ ადამიანს ტუბერკულოზის ნიშნები არ აქვს და არც ინფექციას გადასდებს გარშემო მყოფებს. ამას ეწოდება ლატენტური, მთვლემარე ტუბერკულოზი. თუმცა ათიდან ერთ ასეთ შემთხვევაში ბაქტერიამ შეიძლება მოგვიანებით დაიწყოს გამრავლება და მისი გააქტიურების შედეგად განვითარდეს აქტიური ტუბერკულოზი. ასე ხდება მაშინ, როდესაც ადამიანის იმუნური სისტემა დასუსტებულია რომელიმე სხვა დაავადებით. ზოგიერთი კი ტუბერკულოზის ბაქტერიის შემცველი ჰაერის ჩასუნთქვიდან რამდენიმე დღეში, კვირასა თუ თვეში ავადდება და აქტიური ტუბერკულოზური პროცესი უვითარდება.

- ბრძანეთ, რომ ტუბერკულოზის განვითარების რისკი იმატებს რომელიმე სხვა დაავადების გამო იმუნური სისტემის დაქვეითებისას. სახელდობრ, როდის ხდება ეს?

- საზოგადოდ, ტუბერკულოზის განვითარების რისკს ზრდის:

  • ტუბერკულოზით დაავადებულთან ახლო კონტაქტი;
  • აივ ინფექცია და შიდსი;
  • ნარკოტიკული საშუალებების, თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარება;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ქრონიკული დაავადებები;
  • ცხოვრების დაბალი დონე;
  • სამედიცინო პერსონალისთვის - ტუბერკულოზით დაავადებულებთან მუშაობა.

- როგორი შეიძლება იყოს ტუბერკულოზი?

- ტუბერკულოზი შეიძლება იყოს რეგულარული (სენსიტიური, მგრძნობიარე) და რეზისტენტული (მდგრადი, გამძლე).

რეგულარული ტუბერკულოზის დროს გამომწვევი მგრძნობიარეა ყველა ძირითადი ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტის მიმართ.

რეზისტენტული ტუბერკულოზის დროს გამომწვევი გამძლეა ერთი ან მეტი ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტის მიმართ, ამიტომ საჭირო ხდება დამატებითი მედიკამენტების დანიშვნა, რომელთა მიმართ ის ჯერ კიდევ მგრძნობიარეა.

იმისდა მიხედვით, რომელი და რამდენი ანტიტუბერკულოზური მედიკამენტის მიმართ არის გამძლე ტუბერკულოზის ბაქტერია, განასხვავებენ ტუბერკულოზის მონორეზისტენტულ, პოლირეზისტენტულ, მულტირეზისტენტულ და ექსტენსიურად (განსაკუთრებით) რეზისტენტულ ფორმებს.

- რომელი ორგანოები და სისტემები შეიძლება დააზიანოს ტუბერკულოზის ბაქტერიამ?

- ტუბერკულოზი ყველაზე ხშირად აზიანებს ფილტვებს (ფილტვის ტუბერკულოზი), თუმცა შეუძლია ნებისმიერი სხვა ორგანოს, მაგალითად თირკმელების, სასქესო ორგანოების, ძვალ-სახსართა სისტემის, ცენტრალური ნერვული სისტემის ან ლიმფური კვანძების დაზიანებაც. ამ შემთხვევაში ფილტვგარეშე ტუბერკულოზზე საუბრობენ.

- როგორია ტუბერკულოზის კლინიკური სურათი?

- ტუბერკულოზისთვის დამახასიათებელი ზოგადი კლინიკური ნიშნებია:

  • წონის კლება;
  • საერთო სისუსტე;
  • ტემპერატურის მომატება;
  • ღამის ოფლიანობა;
  • უმადობა.

ფილტვის ტუბერკულოზს გვაეჭვებინებს:

  • 2 კვირაზე მეტად გახანგრძლივებული ხველა;
  • სისხლიანი ნახველი;
  • ტკივილი გულმკერდის არეში;
  • სუნთქვის გაძნელება.

ფილტვგარეშე ტუბერკულოზის ნიშნები კი დაზიანებულ ორგანოზეა დამოკიდებული.


- როგორ მოვიქცეთ საეჭვო ნიშნების არსებობისას?

- ყველა, ვისაც აღენიშნება ტუბერკულოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ან მიეკუთვნება ტუბერკულოზის განვითარების რისკჯგუფს, ტუბერკულოზზე საეჭვოა. მან უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, სადაც გაუწევენ კონსულტაციას, საჭიროებისამებრ ჩაუტარებენ გულმკერდის რენტგენოგრამასა და სხვა ანალიზებს.

- როგორ ადგენენ ტუბერკულოზს?

- პაციენტს უტარდება ნახველის გამოკვლევა, სულ მცირე, ორჯერ, რათა გაირკვეს, შეიცავს თუ არა ის ტუბერკულოზის გამომწვევს. თუ ნახველში ბაქტერია აღმოჩნდა, ეს ნიშნავს, რომ პაციენტს აქვს ფილტვის ტუბერკულოზის მგბ(+), ე.წ. ღია ფორმა, ანუ გამოყოფს ბაქტერიებს ლაპარაკის, ხველისა და ცემინების დროს და, შესაბამისად, გადამდებია.

თუ ნახველში ბაქტერია ვერ აღმოაჩინეს, მაგრამ კლინიკური ნიშნები და ტესტები ადასტურებს ტუბერკულოზურ პროცესს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ პაციენტს აქვს ფილტვის ტუბერკულოზის მგბ(-) ფორმა. ის ავად არის ტუბერკულოზით და სჭირდება მკურნალობა, მაგრამ არ გამოყოფს ბაქტერიებს ლაპარაკის, ხველისა და ცემინების დროს. შესაბამისად, არ გადასდებს მას ირგვლივ მყოფებს.

ნახველის სპეციალური გამოკვლევით ირკვევა, მგრძნობიარე ტუბერკულოზით არის პაციენტი ავად თუ რეზისტენტულით, რის მიხედვითაც ექიმი ნიშნავს შესაბამის ანტიტუბერკულოზურ მკურნალობას.

გარდა ნახველის ნაცხის გამოკვლევისა, პაციენტს ჩაუტარდება ყველა სხვა გამოკვლევაც, რომელსაც მკურნალი ექიმი მიიჩნევს საჭიროდ.

ფილტვგარეშე ტუბერკულოზზე საეჭვო პაციენტს ნახველის მიკროსკოპიული გამოკვლევის ნაცვლად უტარდება სხვა მასალის, მაგალითად, შარდის, დაავადებული ორგანოდან აღებული ანთებითი სითხის ან მცირე ზომის ქსოვილოვანი ანათალის გამოკვლევა.

- თქვენ მიძინებული ტუბერკულოზი ახსენეთ. როგორ ხდება მისი გამოვლენა?

- ლატენტური ანუ მთვლემარე ტუბერკულოზის გამოსავლენად გამოიყენება მანტუს სინჯი: კანში მცირე რაოდენობით შეჰყავთ სპეციალური სითხე; 2-3 დღის შემდეგ ფასდება ის არე, სადაც ჩხვლეტა მოხდა. თუ ტესტის პასუხი უარყოფითია, ორგანიზმში, სავარაუდოდ, ტუბერკულოზის მიკობაქტერია არ არის, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი ადამიანი ინფიცირებულია და აქვს ტუბერკულოზის ლატენტური ფორმა. ამ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს დამატებითი გამოკვლევა იმის დასადგენად, არის თუ არა ადამიანი დაავადებული აქტიური ტუბეკულოზით.

- როგორ მკურნალობენ?

- ტუბერკულოზის მკურნალობა ექიმმა უნდა დანიშნოს და მისი დანიშნულება ზედმიწევნით უნდა შეასრულოს პაციენტმა. არ შეიძლება პრეპარატის დოზის გამოტოვება, მკურნალობის დროზე ადრე შეწყვეტა, ასევე - ანტიტუბერკულოზური მედიკამენტების მიღება თვითნებურად, ექიმის დანიშნულების გარეშე.

ფილტვის რეგულარული ტუბერკულოზის მკურნალობა გულისხმობს პირველი რიგის ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების მიღებას ექვსი თვის განმავლობაში. მკურნალობის წარმატებით დასრულებისათვის აუცილებელია ექიმის დანიშნულების ზედმიწევნით შესრულება.

ფილტვის რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა გულისხმობს გამომწვევის გამძლეობის გათვალისწინებით შერჩეული, სულ მცირე, ოთხი ანტიტუბერკულოზური მედიკამენტის მიღებას 18-20 თვის განმავლობაში.

ფილტვგარეშე ტუბერკულოზის მკურნალობა ფილტვის ტუბერკულოზის მკურნალობის ანალოგიურად ხორციელდება. საჭიროების შემთხვევაში ექიმი იღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის გაგრძელების ან ინდივიდუალური ჩარევის შესახებ.

- რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ახლდეს თან ტუბერკულოზის მკურნალობას და როგორ შეიძლება მათი მართვა?

- ანტიტუბერკულოზური მედიკამენტების მიღებისას მოსალოდნელია:

  • დაღლილობა;
  • ცხელება სამი დღის და მეტი ხნის განმავლობაში;
  • გრიპისმაგვარი სინდრომი;
  • თავბრუხვევა;
  • ჩხვლეტის შეგრძნება ფეხისა და ხელის თითებში;
  • ტკივილი მუცლის არეში;
  • უმადობა;
  • გულისრევა;
  • პირღებინება;
  • დიარეა;
  • გამონაყარი კანზე;
  • სისხლჩაქცევები;
  • სისხლდენები;
  • კანისა და თვალის სკლერის გაყვითლება;
  • მხედველობის დაქვეითება;
  • სმენის დაქვეითება;
  • შარდის, ცრემლისა და ოფლის მოწითალოდ შეფერვა.

ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობისას პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

მკურნალობის პროცესში შესაძლოა შეიცვალოს მედიკამენტის თავდაპირველი დოზა ან დაინიშნოს დამატებითი მედიკამენტები იმ გვერდითი მოვლენების გამო, რომლებიც შესაძლოა გამოიწვიოს ანტიტუბერკულოზურმა მკურნალობამ.

- როგორია პროგნოზი?

- ექიმის დანიშნულების შესრულების შემთხვევაში ტუბერკულოზი იკურნება. თუ პაციენტი დროულად, ჩივილების შემჩნევისთანავე მიმართავს ექიმს და მის დანიშნულებას ზედმიწევნით შეასრულებს, თავადაც განიკურნება და არც სხვას დააავადებს.

კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ტუბერკულოზზე დასაბუთებული ეჭვის მიტანის შემთხვევაში - გამოკვლევის, ხოლო მისი დადასტურების შემთხვევაში მკურნალობის ხარჯებს მთლიანად ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამა ფარავს.

- როგორ უნდა მოიქცეს ტუბერკულოზით დაავადებული, რომ საფრთხე არ შეუქმნას გარშემო მყოფებს?

- ტუბერკულოზით დაავადებული ბაქტერიაგამომყოფი (მგბ+) პაციენტი უნდა ეცადოს:

  • თავი არიდოს გარშემო მყოფებთან ახლო კონტაქტს, ხოლო მათთან ურთიერთობისას გაიკეთოს ნიღაბი.
  • თუ ნიღაბზე ხელი არ მიუწვდება, ხველის ან ცემინების დროს აიფაროს ცხვირსახოცი, ხოლო ცხვირსახოცის უქონლობისას მკლავის ზედა ნაწილი და არა ხელისგული;
  • შეძლებისდაგვარად იძინოს ცალკე ოთახში;
  • რეგულარულად გაანიავოს ოთახი.