/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენდოკრინოლოგია

გარდატეხის ასაკის პრობლემები გოგონებთან

გარდატეხის ასაკის პრობლემები გოგონებთან
გოგონებთან გარდატეხის ასაკში განვითარებულ პრობლემებსა და მათი აღმოფხვრის გზებზე გვესაუბრება ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია- მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრის, „ენმედიცის“, ბავშვთა ენდოკრინოლოგი მარიამ ბალახაძე.

- ქალბატონო მარიამ, საზოგადოდ, რა ასაკიდან იწყება გოგონებთან გარდატეხის პერიოდი?

- გარდატეხის ასაკი ანუ პუბერტატი გოგონებთან 8 წლის ასაკის შემდგომ, მაგრამ არა უგვიანეს 13 წლის ასაკიდან უნდა დაიწყოს. საშუალო ასაკი პუბერტატის დაწყებისთვის 10-11 წელია. თუ ბავშვი ჯერ კიდევ არ არის 8 წლის და უკვე დაეწყო სქესობრივი მომწიფება, ან უკვე 13 წლისაა და სქესობრივი მომწიფება ჯერ არ დასწყებია, აუცილებელია მიმართოთ ენდოკრინოლოგს, რათა მან გამორიცხოს რაიმე პათოლოგიის არსებობა.

- რა ცვლილებები ვლინდება ამ დროს გოგონების ორგანიზმში?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- უმრავლეს შემთხვევაში, გოგონებთან გარდატეხის ასაკი სარძევე ჯირკვლების ზრდით იწყება. ამას მოსდევს გათმიანება ბოქვენის სიმფიზზე და იღლიის ფოსოებში. როგორც წესი, გათმიანება ჯერ ბოქვენის სიმფიზზე იწყება და შემდეგ იღლიის ფოსოებში. პარალელურად იწყება საშვილოსნოსა და საკვერცხეების ზრდა. პუბერტატის დაწყებიდან 1,5-2 წელიწადში დგება მენარქე (პირველი მენსტრუაცია). საშუალო ასაკი მენარქეს დადგომისთვის არის 12,6 წელი.

მნიშვნელოვანია ასევე, რომ გარდატეხის ასაკში ხდება ძვლის ძირითადი მასის ჩამოყალიბება. ჩონჩხის ძირითადი მასის 90% უკვე ჩამოყალიბებულია 18 წლის ასაკისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გარდატეხის ასაკში ბავშვი იღებდეს კალციუმით მდიდარ საკვებს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ,სკრინინგ ცენტრში გავიკეთე შემთჩვევთ ეხო და აღმომაჩნდა მარცხენა ეილის ქვედა მესამედში ქსოვილურ სითხური სწორკონტურიანი კვანძი 7*5 მმ...ფარისებერი საერთო მოცულობით 9.8.სმ. ხიდაკი ზომით 2მმ..სამი წლის უკან არაფერი არ იყო.გავიკეთე tsh,ft4 ,anti TPO da ნორმაშია სამივე.საყურადღებოა რამე? კი მითხრა ენდოკრინოლოგმა არაფერია სერიოზული ,მაგრამ 6 თვის მერე გადავაკონტროლოთო.</p>

სასქესო ჰორმონების დიდი რაოდენობით გამოყოფის გამო მატულობს კანის ცხიმიანობა. შესაძლოა გაჩნდეს აკნე. ხშირად მშობლები მოგვმართავენ გაოცებულები, ვერ ხსნიან, რატომ აქვთ მათ შვილებს უსიამოვნო სუნი თმასა და კანზე. აღშფოთებულები ყვებიან, რომ დილით დაბანილ ბავშვს შუადღეს უკვე ოფლისა და ცხიმის არასასიამოვნო სუნი ასდის. ნუ გაგიკვირდებათ, ეს სასქესო ჰორმონების ბრალია.

- როგორ აისახება ეს ცვლილებები სხეულის ფორმებზე?

- გოგონას სხეული იღებს ქალურ ფორმებს - იზრდება მკერდი, მრგვალდება სხეულის ფორმები.

- რამდენად ხშირია და როგორ გამოიხატება გარდატეხის ასაკში სიმაღლეში ზრდის პრობლემები?

- ნორმალურ შემთხვევაში გარდატეხის ასაკი დაკავშირებულია სწრაფი ზრდის პერიოდთან. ამ პერიოდს ემთხვევა ზრდის პუბერტატული ნახტომი. ზრდის სიჩქარე შესაძლოა წელიწადში15 სმ-იც კი იყოს. ზრდის პუბერტატულ ნახტომს განაპირობებს სასქესო ჰორმონებისა და ზრდის ჰორმონის ჭარბი გამოყოფა. რიგი პათოლოგიებისას, შესაძლოა, პუბერტატის დროს ზრდა არ დაჩქარდეს, რის გამოც სქესობრივი მომწიფების ბოლოს ბავშვი ვერ მიაღწევს სამიზნე სიმაღლეს. საყურადღებოა, რომ სქესობრივი მომწიფების დამთავრების შემდეგ ძვლის ზრდის ზონები იხურება და ინდივიდი წყვეტს ზრდას. ამიტომ ზრდასთან დაკავშირებული პრობლემების გამო სასურველია ექიმს პუბერტატის დამთავრებამდე მიმართოთ.

- რამდენად ხშირია ამ ასაკში წონასთან დაკავშირებული პრობლემები და როგორ შეიძლება მათი მოწესრიგება?

- წონასთან დაკავშირებული პრობლემები საკმაოდ ხშირია გარდატეხის ასაკში. ამ პერიოდში სასქესო ჰორმონების ჭარბი გამოყოფა მადის გაძლიერებას იწვევს და ამის გამო, შესაძლოა, ბავშვმა წონა მოიმატოს. ამას, ერთი მხრივ, განაპირობებს ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ძვრები, მეორე მხრივ კი ის, რომ ამ ასაკის ბავშვის კვებას მშობლები ადრინდელივით ადვილად უკვე ვეღარ აკონტროლებენ. ბავშვები ხშირად იკვებებიან სწრაფი კვების ობიექტებში, დამოუკიდებლად ყიდულობენ ტკბილეულს და სხვა მაღალკალორიულ საკვებს.

სიმსუქნის შემთხვევაში საჭიროა სპეციალისტმა დანიშნოს სათანადო დიეტა კალორაჟის გათვალისწინებით. ასევე აუცილებელია პაციენტს დაენიშნოს დოზირებული ფიზიკური დატვირთვა. აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ფსიქოლოგსაც.

- რა სირთულეებს უკავშირდება გარდატეხის ასაკი გოგონებთან?

- გარდატეხის ასაკში შესაძლოა თავი იჩინოს როგორც ორგანულმა, ისე ფსიქოლოგიურმა პრობლემებმა. ეს ბავშვის ორგანიზმსა და მის ფსიქიკაში მნიშვნელოვანი ძვრების პერიოდია. სასქესო ჰორმონებით გამოწვეული გარეგნული ცვლილებები, რიგ შემთხვევაში, ბავშვისთვის ძნელად შესაგუებელი ხდება. ეს არის ბავშვის მოზრდილობაში გადასვლის რთული გზა, თვითდამკვიდრებისა და საკუთარი თავის პოვნის პერიოდი.

- საჭირო თუა ჩარევა ამ დროს და რა შემთხვევაში?

- პრობლემების არსებობისას, რასაკვირველია, აუცილებელია სათანადო სპეციალისტის ჩარევა.

- რამდენად შესაძლებელია პრევენციული ღონისძიებების გატარება, რომ ამ რთულმა პერიოდმა შედარებით მშვიდად და მარტივად ჩაიაროს?

- აუცილებელია, ბავშვი მიაჩვიოთ ჯანსაღ ცხოვრებას. პატარაობიდანვე დაიცვათ სწორი კვების პრინციპები; მისდიოს სპორტს; შეამზადოთ გარდატეხის ასაკში მოსალოდნელი ცვლილებებისთვის; აუხსნათ, რატომ ხდება ეს ცვლილებები. გარდატეხის ასაკში მშობლები უნდა იყვნენ უფრო მომთმენნი და ყურადღებიანი. გაითავისონ, რომ გარდატეხის ასაკში ბავშვის შეცვლილი ხასიათი ორგანიზმში მიმდინარე რთულ და კომპლექსურ ცვლილებებს უკავშირდება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ენდოკრინოლოგია

სალსმი. ვიყავი ორ სხვადასხვა ენდოკრინოლოგთან. ორი განსხვავებული დიაგნოზი დამისვეს. არ მაქვს რაიმე სიმპტომი და წუხილი. პროფილაქტიკისთვის გავიკეთე ანალიზი. უბრალოდ ტკბილი მიყვარს საკმაოდ. რაც რამე შეიზლებოდა ახლოს მდგომი ან შაქართან შორს მდგომი,გამოკვლევა,ექოსკოპია,კომპ. გამოკვლევა ყველაფერი გავაკეთეთ, ყველგან სიმშვიდეა. გლუკოზა,ინსულინი, Homa IR,გლიკ.ჰემოგლობინი,გლუკ.ტოლერანტობის ყველა ანალიზი ნორმაა. მხოლოდ homa ინდექსის, ბეტა უჯრედები 123.70 (ნორმა80-100)და მგრზნობელობა ინსულინის 215.30(ნორმა70-130) ია. ერთი მეუბნება მხოლოდ ნორმის დაბლა არის დარღვევა და მეტი თუ არის ცუდი არაა. მეორე მეუბნება დარღვევაა და უნდა ვუმკურნალოთ,სიოფორით ან გლუკოგიმით. ეს ციფრები დარღვევაა?

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

გარდატეხის ასაკის პრობლემები გოგონებთან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები