/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენდოკრინოლოგია

მტევნის ცვლილებით მიმდინარე ენდოკრინული დაავადებები

მტევნის ცვლილებით მიმდინარე ენდოკრინული დაავადებები
სხვა პროფილის დაავადებებთან ერთად მტევნის ანატომიურ-ფუნქციურ ცვლილებებს ენდოკრინული პათოლოგიებიც იწვევს.

სახელდობრ, როგორ მოქმედებს მტევანზე ჰორმონულ-ენდოკრინული დარღვევები და რა სახით ვლინდება ისინი, ამის გასარკვევად კლინიკა "ენმედიცის" ექიმს, ენდოკრინოლოგ რუსუდან ლორთქიფანიძეს ვეწვიეთ.

- ქალბატონო რუსუდან, რომელ ენდოკრინულ პათოლოგიებს სდევს თან მტევნის ანატომიურ-ფუნქციური ცვლილებანი?

- ენდოკრინული დაავადებების დროს ძვალსახსროვანი და კუნთოვანი სისტემის ცვლილებებს მრავალი მიზეზი აქვს. მათ შორის უმთავრესი საკვებში მინერალური ნივთიერებების, ვიტამინების დეფიციტი, კუჭ-ნაწლავიდან მათი შეწოვის შეფერხება და ზოგიერთი ჰორმონის (პარათჰორმონის, თიროქსინის და კორტიზოლის) ჰიპერსეკრეციაა. აკრომეგალია, შაქრიანი დიაბეტი, იცენკო-კუშინგის დაავადება, ჰიპოთირეოზი, პარათირეოიდული ჯირკვლის დაზიანება - ეს იმ ენდოკრინულ დაავადებათა ჩამონათვალი გახლავთ, რომლებიც ყველაზე ხშირად უცვლის მტევანს ფორმას და ზოგჯერ მის სრულ დისფუნქციასაც კი იწვევს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მტევნის ცვლილებითა და დეფორმაციით მიმდინარე ენდოკრინული დაავადებებიდან მკითხველის ყურადღებას, უპირველეს ყოვლისა, აკრომეგალიაზე შევაჩერებ. ეს პათოლოგია ზრდის ჰორმონის ცვლილებებით არის გამოწვეული. მისი ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია ძვლოვანი სისტემის დისპროპორციული ცვლილებები, კერძოდ, სხეულის წარზიდული ნაწილების - სახის, ცხვირის, ზედა და ქვედა კიდურების ფალანგების გამსხვილება.

კიდურების კარგად გამოხატული ცვლილებები ახასიათებს იცენკო-კუშინგის დაავადებასაც. ამ პათოლოგიის დროს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის კორტიკოტროპული ჰორმონის მომატების გამო იცვლება ცილების სტრუქტურა და მცირდება ნაწლავებიდან კალციუმის შეწოვა, რაც იწვევს ძვლებში კალციუმის დეფიციტს, ლულოვანი ძვლების სტრუქტურის შეცვლას და მათ დეფორმაციას.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ვარ 21 წლია ბიჭი მინდა სიმაღლეში გაზრდა მირჩიეს სტატურანი და აქსელანი და მაინტერესებს ორივე ერთად რომ დავლიო შეიძლება?</p>

კალციუმის მეტაბოლიზმის დარღვევის გამო ვითარდება ოსტეოპოროზი, იგივე სტეროიდული ოსტეოპოროზი. ასე რომ, დამახასიათებელი კუშინგოიდური ჰაბიტუსის გარდა, ეს პათოლოგია კიდურების დეფორმაციას და კიდურების ატროფიასაც იწვევს. ახლა - რაც შეეხება ფარისებრახლო ჯირკვლის დაავადებას - ჰიპერპარათირეოზს: პარათირეოიდული ჰორმონის ანუ პარათჰორმონის ძირითადი დანიშნულება კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულაციაა. ამ ორი მინერალის წონასწორობის დარღვევის მიზეზი პარათჰორმონის სიჭარბეა, რასაც ვუწოდებთ კიდეც ჰიპერპარათირეოზს.

ამ პათოლოგიის დროს ძვლის ქსოვილში მიმდინარეობს დიდი ცვლილებები, კერძოდ, ფიბროზული გარდაქმნები, რომელთა შედეგადაც ძვალი რბილდება და ძალზე მოქნილი ხდება. პარათჰორმონის ჰიპერსეკრეციით გამოწვეული კალციუმის ცვლის დარღვევისას კალციუმის ძლიერი დეფიციტი იწვევს ხშირ მოტეხილობას. პაციენტმა ხელი, ფეხი, ნეკნები შესაძლოა ერთი გვერდიდან მეორეზე გადაბრუნების, დახველების ან დაცემინების დროსაც კი მოიტეხოს. დაავადების ადრეული სტადიისთვის ასევე დამახასიათებელია მტევნის, განსაკუთრებით - თითების დეფორმაცია.

ასევე დაგაინტერესებთ
ენდოკრინული დაავადებების პროფილაქტიკა

- რა ცვლილებები ხდება მტევანში დიაბეტის დროს?

- მტევანთან დაკავშირებული ცვლილებები შაქრიანი დიაბეტის გართულებებს უფრო მეტად ახასიათებს. კერძოდ, ასეთი გართულებაა ოსტეოპოროზი, რომელიც ინსულინის დეფიციტის გამო ძვლოვან ქსოვილში ოსტეობლასტების შემცირებას უკავშირდება. შაქრიანი დიაბეტის ხანგრძლივი და არარაციონალური მკურნალობის შედეგად ხშირად ვითარდება სხვადასხვა გართულება ნერვული სისტემისა და მამოძრავებელი (ძვლოვანი) აპარატის მხრივ. ეს არის სიმპტომოკომპლექსი, რომელსაც დიაბეტურ მტევანს ვუწოდებთ. მას ახასიათებს გაელვებისა და წვის შეგრძნება, დაბუჟება, მგრძნობელობის დაქვეითება, რაც ხელთათმანის სიმპტომად მოიხსენიება. დეფორმაციის პროცესში ჩართულია როგორც ძვლოვანი, ისე ნერვკუნთოვანი სისტემა, ხდება ძვლოვანი სისტემის დეფორმაცია და კუნთების ატროფია. ატროფირებული, განლეული ადგილი კარგად ჩანს საჩვენებელ თითსა და ცერა თითს შორის არსებული ჩაღრმავების სახით. რაც შეეხება სუბიექტურ ჩივილებს: ტკივილი საკმაოდ მწვავეა, იწვევს შრომის უნარის დაქვეითებას და უძილობას.

- საუბრის დასაწყისში ბრძანეთ, რომ ზედა კიდურებში მიმდინარე ცვლილებები ფარისებრი ჯირკვლის დაავადებასაც ახასიათებს.

- ფარისებრი ჯირკვლის დაავადების, კერძოდ, მისი ჰიპერფუნქციის (თირეოიდული ჰორმონის სიჭარბის) დროს კატაბოლიზმის გამო ძვლოვან ქსოვილში მცირდება ცილოვანი სტრუქტურა. ამ დროს თითების კანი ნაზია, ფალანგები - განლეული, ამას თან სდევს ტკივილი და ხშირი მოტეხილობა.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებით მიმდინარე ჰიპოთირეოზს ახასიათებს კიდურების, კერძოდ, მტევნების დეფორმაცია, რომელიც თირეოტროპული ჰორმონის ნაკლებობას, ორგანიზმში ჭარბი სითხის დაგროვებასა და შეშუპებას უკავშირდება, რასაც კანის სიმშრალე და გაუხეშებაც ერთვის.

შეშუპება ჰიპოთირეოზის ერთ-ერთი ადრეული სიმპტომია. უფრო მეტიც - ის ამ დაავადების ერთგვარი სადიაგნოსტიკო ნიშანიც კი გახლავთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მტევნის ცვლილებით მიმდინარე ენდოკრინული დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები