როგორ ავიცილოთ ასაკთან ერთად წონის მატება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ავიცილოთ ასაკთან ერთად წონის მატება

ამ პრობლემის მოგვარების გზებზე გვესაუბრება კლინიკა „ენმედიცის“ ენდოკრინოლოგი, ქეთევან ბოდოკია.

– ქალბატონო ქეთევან, რატომ ხდება წონის მომატება ასაკთან ერთად?

– ასაკთან ერთად წონის მატების მიზეზი მრავალია. ეს არის:

  • ჰორმონული დარღვევები;
  • მეტაბოლური დარღვევები;
  • აუტოიმუნური დაავადებები, როგორიცაა – ქრ. აუტოიმუნური თირეოიდიტი;
  • მაღალკალორიული კვება, არასწორი კვების რეჟიმი, არაბალანსირებული კვება;
  • დატვირთული გენეტიკა;
  • დაბალი ფიზიკური აქტივობა (ადინამიკური ცხოვრების წესი);
  • სტრესული ფაქტორი;
  • ძილის რეჟიმის დარღვევა.

– რა უნდა ვიღონოთ, რომ ასაკთან ერთად, ზედმეტი წონა არ დავაგროვოთ?

– ასაკის მატებასთან ერთად, წონის შესანარჩუნებლად საჭიროა ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, რაც გულისხმობს სწორ (ბალანსირებულ) კვებას და ზომიერ, რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას. ცხოვრების ხარისხზე ზრუნვა გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად ზრდის შანსს, რომ ასაკთან ერთად არ გვქონდეს ჭარბი წონა.

რეგულარულად ივარჯიშეთ

პირველი, რასაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება, არის რეგულარული ვარჯიში. კვლევები აჩვენებს, რომ ზომიერი ვარჯიში ხელს უწყობს ნორმალური წონის შენარჩუნებას.

დასაწყისისთვის, შეგიძლიათ დაიწყოთ სიარულით.

სიარული ხშირად არ აღიქმება ვარჯიშის ფორმად. თუმცა, კვლევის მიხედვით, ის წვავს დამატებით კალორიებს და ზრდის ორგანიზმის გამძლეობას. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ სიარული ახანგრძლივებს სიცოცხლეს.

ფიზიკური აქტივობის ტიპის არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ თავდაპირველ ფიზიკურ ფორმას – ნუ დავტვირთავთ თავს ზედმეტად.

სწორი კვება

კვლევები ადასტურებს, რომ კალორიების ზომიერი შეზღუდვა ხელს უწყობს ჯანსაღი წონის შენარჩუნებას და ხანდაზმულების ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და აუცილებელია. აქ შიმშილზე დაფუძნებული დიეტები არ იგულისხმება.

საკვებით ორგანიზმი იღებს მიკრო- და მაკროელემენტებს, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ამიტომ, არ არის საჭირო გარკვეული პროდუქტების კატეგორიულად უარყოფა. მნიშვნელოვანია, რომ კვება იყოს ბალანსირებული.

მიმართეთ ექიმს

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია დროული მკურნალობა. მნიშვნელოვანია არ უგულებელყოთ სპეციალისტების დახმარება. ჭარბი წონა შეიძლება თან ახლდეს ისეთ პათოლოგიებს, როგორიცაა: შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და სხვა. სხეულის ჭარბი წონა მნიშვნელოვნად ართულებს და მთელ რიგ შემთხვევებში იწვევს ამ დაავადებათა პროვოცირებას.

ფიზიკური დატვირთვა, ადეკვატური ძილი, მრავალფეროვანი და ბალანსირებული კვება, ეხმარება ადამიანს ასაკთან ერთად ჭარბი წონის არიდებაში. მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობაც, რადგან სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს კვებითი დარღვევები.

– რა მდგომარეობაა სარკოპენია?

– სარკოპენია ან მიოპენია შედარებით ახალი ტერმინია, რომელიც სამედიცინო სფეროში 1989 წლიდან გამოიყენება. ის გამოხატავს დაბერების პროცესთან დაკავშირებული ჩონჩხის კუნთების მასის შემცირების პროცესს.

2010 წელს ტერმინოლოგია გადაიხედა და ამჟამინდელი განმარტება ასეთია: „სარკოპენია არის კუნთების მასისა და მისი ფუნქციური მახასიათებლების დაქვეითება, რომელიც გამოწვეულია ნეიროჰუმორული ცვლილებებით, არასრულფასოვანი კვების ან კუნთების რღვევით კატაბოლური პროცესების შედეგად“.

– რა შეიძლება იყოს სარკოპენიის მიზეზები?

– პათოლოგიის გამომწვევი ეტიოლოგიური ფაქტორების გამო, ის იყოფა ორ ტიპად:

  • პირველადი სარკოპენია, რომლის დროსაც კუნთების მასის დაქვეითება ვითარდება კუნთოვანი ქსოვილის ბუნებრივი დაბერების პროცესის შედეგად.
  • მეორეული სარკოპენია, რომელიც შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა მიზეზის გამო, როგორიცაა: არასწორი კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობა ან ქრონიკული დაავადებები (მათ შორის ონკოლოგიური დაავადებები, ღვიძლის უკმარისობა, რევმატოიდული ართრიტი). მეორეული სარკოპენია შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის პაციენტს.

– როგორ ვითარდება ეს პათოლოგია?

– პათოლოგიის განვითარების მექანიზმი არის რთული პროცესი, რომელიც ეფუძნება ცილების სინთეზის დაქვეითებას და ამავე დროს მათი დაშლის პროგრესირებას.

„სარკოპენური მანკიერი წრე“ მთავარ როლს თამაშობს დაავადების განვითარებაში. კუნთების სიძლიერის დაქვეითება, ქრონიკული დაავადებების არსებობა და ტკივილი იწვევს პაციენტის ფიზიკური აქტივობის დაქვეითებას, ზოგიერთ შემთხვევაში კი, წოლითი მდგომარეობის აუცილებლობას. ეს თავის მხრივ ამცირებს დატვირთვას კუნთებზე და ართულებს მათ აღდგენას.

ზოგადი აქტივობის დაქვეითება იწვევს მადის დაკარგვასაც, რამაც შეიძლება განაპირობოს ჭამაზე უარის თქმა. ეს, თავის მხრივ, ამცირებს საკვებიდან ცილების მიღებას და აძლიერებს მეტაბოლური დაშლის პროცესებს. ამრიგად, მოჯადოებული წრე იკვრება და მდგომარეობა უარესდება.

– რა მიზეზები იწვევს სარკოპენიას?

  • აპოპტოზის გააქტიურება – კუნთოვანი უჯრედების სიკვდილი. მიოციტები ორგანიზმში მნიშვნელოვანი ცილის რეზერვია და როდესაც ეს პათოლოგია ვითარდება, ისინი გამოიყენება სხეულის აღდგენისთვის.
  • ჰორმონული პათოლოგია – სასქესო ჰორმონების დონის დაქვეითება და კორტიზოლის, სტრესის ჰორმონის, დონის მომატება.
  • D ვიტამინის დეფიციტი.
  • პათოლოგიური პროცესები ნეირომუსკულატორულ სისტემაში, რაც იწვევს კუნთების ინერვაციის გაუარესებას და მათ შესუსტებას.

– როგორია სარკოპენიის სიმპტომები?

– სარკოპენიის მთავარი სიმპტომია კუნთების სიძლიერის დაკარგვა. დაავადების ადრეულ სტადიაზე ადამიანს უჭირს ნორმალური აქტივობების შესრულება და ხშირად გრძნობს სწრაფდაღლილობას, მეტი დრო სჭირდება დასვენებისთვის. პათოლოგიის პროგრესირებასთან ერთად, პაციენტს უჭირს ყოველდღიური დავალებების შესრულება: სიარული, კიბეებზე ასვლა, მსუბუქი საგნების ტარება და ისეთი მარტივი აქტივობებიც კი, როგორიცაა თმის დავარცხნა. არასტაბილურობა სიარულის დროს, ფეხების სისუსტე, რაც ზრდის დაცემისა და ტრავმის რისკს, ასევე ზღუდავს მოძრაობას, რაც ხელს უწყობს კუნთების შემდგომ დეგენერაციას.

მნიშვნელოვან როლს თამაშობს სასუნთქი კუნთების სიძლიერის დაქვეითებაც, რის ფონზეც ვითარდება შერეული ქოშინი, ეს კი იწვევს დაღლილობის ზრდას და ფილტვის დაავადებების განვითარების რისკს.

დაავადების შემდგომ სტადიებზე, როდესაც კუნთოვანი ბოჭკოების უმეტესი ნაწილი იცვლება ცხიმოვანი ქსოვილით, პაციენტი ვეღარ ახერხებს თავის უზრუნველყოფას და საჭიროებს მუდმივ მოვლას.

– როგორია სარკოპენიის მკურნალობა?

– სარკოპენიის მკურნალობა ეფუძნება სამ ძირითად მეთოდს:

  • რაციონში ცილის გაზრდას;
  • ანაბოლური სტეროიდების გამოყენებასა და ვარჯიშს.

ამ ღონისძიებების მთავარი მიზანია ცილის სინთეზის სტიმულირება და მისი განადგურების დათრგუნვა.

* სარკოპენიის მკურნალობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს კვება.

როგორც წესი, ორგანიზმს 50-100 გრამი ცილა მიეწოდება საკვებით, ხოლო დაახლოებით 300 კატაბოლიზდება, თუ ადამიანი ხანდაზმულია, კატაბოლიზმი იზრდება და ეს ხელს უწყობს სარკოპენიის განვითარებას. ამ დეფიციტის კომპენსაციისთვის საჭიროა სხეულის წონის ყოველ კგ-ზე 1,2-1,5 გრამი ცილა.

თუმცა, ანორექსიამ (მადის დაკარგვა) შეიძლება გამოიწვიოს საკვების, თუნდაც საყვარელი საკვების მიღების აკრძალვა. ასეთ შემთხვევებში შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალურად შემუშავებული, ცილებით და სხვა მაკრო და მიკროელემენტებით გამდიდრებული ნარევები.

მედიკამენტური საშუალებებიდან ამ მდგომარეობის დასაძლევად გამოიყენება ანაბოლური პრეპარატები.

ვარჯიში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ დაავადების წარმატებულ მკურნალობაში, განსაკუთრებით სხვა მეთოდებთან ერთად, როგორიცაა ცილოვანი კვება და ჰორმონული თერაპია.

უნდა აღინიშნოს, რომ ფიზიკური აქტივობის გაზრდა შესაძლოა არ იყოს მიზანშეწონილი ან შეუძლებელი იყოს სერიოზული ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის. თუმცა, მინიმალური ფიზიკური აქტივობაც კი ძალზე მნიშვნელოვანია.

– როგორაა შესაძლებელი სარკოპენიის პრევენცია?

– სარკოპენიის პრევენცია მოიცავს რეგულარულ, დაბალანსებულ დიეტას, აქტიური ცხოვრების წესის შენარჩუნებას ფიზიკური აქტივობით და B ჯგუფისა და D ვიტამინების მიღებას კუნთებისა და ძვლების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.