/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენდოკრინოლოგია

ხმა და ფარისებრი ჯირკვალი

ხმა და ფარისებრი ჯირკვალი
ხორხი, როგორც ხმის გენერატორი, ჰორმონდამოკიდებული ორგანოა. თავის მხრივ, ფარისებრი ჯირკვალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენდოკრინული ორგანოა,

რომელიც თავისი ფუნქციით დიდ გავლენას ახდენს ხახისა და ხორხის კუნთოვან ტონუსზე. ადამიანის ხმა, როგორც ურთულესი ნერვ-კუნთოვანი აქტი, ორგანიზმის ჰორმონული სტატუსის უმნიშვნელო ცვლილებებზეც კი რეაგირებს. ამიტომ, ხმის ცვლილება-დარღვევებით შეგვიძლია მივიღოთ ინფორმაცია ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიათა შესახებ, თანაც ბევრად ადრე დაავადების კლინიკურ გამოვლინებამდე. ხმის ცვლილება ხშირად ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიათა ერთ-ერთი პირველი სიმპტომია.

ხმის ცვლილება ვლინდება ფარისებრი ჯირკვლის როგორც ჰიპოთირეოზით (დაქვეითებული ფუნქციით), ასევე თირეოტოქსიკოზითა (გაძლიერებული ფუნქციით) და ეუთირეოზით (ნორმალური ფუნქციით) მიმდინარე პათოლოგიების დროს.

განსაკუთრებით სპეციფიკური და გამორჩეულია ხმის ცვლილება ჰიპოთირეოზით მიმდინარე ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისას. ჰიპოთირეოზით დაავადებული ადამიანი, საზოგადოდ, რამდენადმე შენელებული და მოდუნებულ-აპათიურია. სახე ამიმიური (ნიღბისებრი) აქვს, ხმა – დაბალი და ხრინწიანი, მეტყველება – შენელებულ-წყვეტილი, ადამიანს უჭირს სიტყვების წარმოთქმა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებით განპირობებული სახმო აპარატის დაავადებები უმეტესად ფუნქციური ხასიათისაა. ფუნქციურ დარღვევებს შორის კი უხშირესად პირველ ადგილს იკავებს ფუნქციური ჰიპოტონიური დისფონია.

ხორხის ყველა ორგანული პათოლოგია ხასიათდება სახმო აპარატის კუნთოვანი ტონუსის ცვლილებით.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ,სკრინინგ ცენტრში გავიკეთე შემთჩვევთ ეხო და აღმომაჩნდა მარცხენა ეილის ქვედა მესამედში ქსოვილურ სითხური სწორკონტურიანი კვანძი 7*5 მმ...ფარისებერი საერთო მოცულობით 9.8.სმ. ხიდაკი ზომით 2მმ..სამი წლის უკან არაფერი არ იყო.გავიკეთე tsh,ft4 ,anti TPO da ნორმაშია სამივე.საყურადღებოა რამე? კი მითხრა ენდოკრინოლოგმა არაფერია სერიოზული ,მაგრამ 6 თვის მერე გადავაკონტროლოთო.</p>

ხანგრძლივი, მორეციდივე დისფონიის დროს, როდესაც ის ტრადიციული სამკურნალო მეთოდებისადმი რეზისტენტობას ავლენს, საჭიროა დამატებით ენდოკრინული პროფილის კვლევა, უპირველესად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შემოწმება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ არის გამოხატული ენდოკრინული პათოლოგიის ესა თუ ის სიმპტომი. კვლევა უნდა მოიცავდეს როგორც ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერით სკანირებას, ასევე სისხლის ანალიზს ჰორმონებზე. ხმის ცვლილებისას მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის არტერიათა გამოკვლევაც.

ხმის ცვლილებები ფარისებრ ჯირკვალზე ჩატარებული ოპერაციების შემდეგ

ფარისებრ ჯირკვალზე ქირურგიული ოპერაციის შედეგად შესაძლოა სახმო იოგები დაზიანდეს, რადგან აღნიშნულ ჯირკვალს ახლო მდებარეობა აქვს სახმო იოგებთან და იმ ნერვებთან, რომლებიც მეტყველების პროცესში მონაწილეობს. სწორედ ამის გამო ჯირკვალზე ქირურგიული მანიპულაციების შედეგად შესაძლოა ხმასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები აღმოცენდეს, მაგალითად, ადამიანს ხმა შეეცვალოს, სრულად დაეკარგოს ბგერების წარმოთქმის უნარი, გამოუვლინდეს „კანკალა“ ხმა, დაუქვეითდეს ხორხის მგრძნობელობა.

ფარისებრი ჯირკვლის მახლობელ ზონაში მდებარე ერთ-ერთი ნერვი უშუალოდ მონაწილეობს სახმო იოგების მოძრაობაში (რხევაში), რაც პრაქტიკულად ადამიანს ხმით უზრუნველყოფს. ანატომიურად, აქვე გადის მეორე ნერვი, რომელიც უნარჩუნებს ტონუსს სახმო იოგებს და ასევე მონაწილეობს მეტყველების პროცესში.

ფარისებრ ჯირკვალზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ხმის დარღვევა შესაძლოა სამ ძირითად პრობლემას უკავშირდებოდეს. მიზეზი შესაძლოა გახდეს:

1) პოლიპები, რომლებიც ზოგჯერ ტრაქეის ინტუბაციისა და ანესთეზიის შედეგად ვითარდება (აღნიშნული მანიპულაციის გამო შესაძლოა სახმო იოგების ანთება განვითარდეს);

2) საკუთრივ ქირურგიული ჩარევა, რომლის დროსაც ქირურგი სახმო იოგების ზონაში მანიპულირებს, კვეთს ქსოვილებს და მათ განშრევებას ახდენს. ჯირკვალზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ პაციენტები (უმეტესად ქალები) ხშირად ამჩნევენ (უკვირდებიან), რომ მათი ხმა ისეთი აღარ არის, როგორიც უწინ იყო. ხმის ცვლილება ასეთ დროს სრულად შექცევადია და გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვალოდ გაივლის. მძიმე მდგომარეობა ვითარდება მაშინ, როდესაც ხახის ნერვები ზიანდება, განსაკუთრებით ის ნერვი, რომელიც სახმო იოგების მოძრაობაზეა პასუხისმგებელი. თუ დაზიანდა სახმო იოგების „დამჭიმავი“ ნერვი (ეს შემთხვევათა 8-15%-ში ხდება), პაციენტი ხმის ძალას კარგავს, ხმამაღალი ლაპარაკი აღარ შეუძლია, და ეს ყოველივე იმის შედეგია, რომ სახმო იოგები სათანადოდ ვეღარ იჭიმება. ეს, რა თქმა უნდა, სრული კატასტროფაა იმ ადამიანთა ცხოვრებაში, რომლებიც „ხმით მუშაობენ“ – მომღერლები, პედაგოგები, ექიმები და სხვა. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ნერვები ორმხრივადაა (ორივე მხარეზეა) დაზიანებული.

3) სახმო იოგების მამოძრავებელი ნერვის დაზიანება. ეს უკანასკნელი გართულება შედარებით იშვიათად გვხვდება, მისი შედეგი მეტად მძიმეა. აღნიშნული ნერვის დაზიანების სიხშირე ქირურგიული ოპერაციის სახეზეა დამოკიდებული. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დროს ამ ნერვის დაზიანების სიხშირე 5-6%-ია, კეთილთვისებიანი სიმსივნეების დროს კი – 1-2%.

კომენტარები (1)
ნანა
ოპერაცია გავიკეთე 10 დღე გავიდა და ხმა არ მიბრუნდება რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს საშინელება ყოფილა
თარიღი : 31-08-2024
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რა სიმპტომები ახასიათებს სამწვერა ნერვის ნევრალგიას

ნევრალგია პერიფერიული ნერვების დაავადებაა, რომელსაც თან ახლავს ძლიერი ტკივილი.
სრულად
პოლინეიროპათია - კლინიკური ნიშნები და მკურნალობის მეთოდები

პოლინეიროპათია მრავალი პერიფერიული ნერვის ფუნქციის ერთდროული მოშლაა მთელ სხეულში.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ხმა და ფარისებრი ჯირკვალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები