დიაბეტი და დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიაბეტი და დაავადებები

შაქრიანი დიაბეტის ფონზე გაცილებით სწრაფად ვითარდება ათეროსკლეროზი და არტერიული ჰიპერტენზია, რომლებიც მისი განუყრელი თანამგზავრები არიან. არტერიული ჰიპერტენზია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში არტერიული ჰიპერტენზია 2-3-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ნახშირწყლების ნორმალური ცვლის მქონე ადამიანებში. რისკჯგუფში არა მარტო I ტიპის დიაბეტის მქონენი, არამედ ისინიც შედიან, ვინც ნახშირწყლების დონეს აბების დახმარებით არეგულირებს.

შაქრიანი დიაბეტის ტიპის მიხედვით ჰიპერტენზია რამდენიმე მექანიზმით ვითარდება: ტიპი 1-ის მქონეებში სწრაფად ზიანდება თირკმელები და ჰიპერტენზიას თან ერთვის შეშუპება - ორგანიზმში სითხის შეკავების გამო. ტიპი 2-ისას პირველ ყოვლისა ნერვული სისტემა ზიანდება, სისხლში ჩქარდება ადრენალინის მსგავსი ნივთიერებების გადმოსროლა, რაც ზრდის პაციენტების სისხლძარღვთა მგრძნობელობას ადრენალინისადმი. შაქრიან დიაბეტზე დართულ ჰიპერტონიას რამდენიმე თავისებურება ახასიათებს:

  • წნევა არ ქვეითდება ღამით;
  • სისხლის წნევის მატება უკავშირდება ადამიანის სხეულის მდებარეობას: წნევა მაღალია, როდესაც ადამიანი წევს და შესაძლოა, მკვეთრად დაქვეითდეს სხეულის ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას, ამიტომ ექიმები ურჩევენ დიაბეტიანებს, მწოლიარენი არ წამოდგნენ სწრაფად ფეხზე;
  • დიაბეტიანებში სუფრის მარილის სულ უმნიშვნელო გადაჭარბებაც კი წნევის მატებას იწვევს;
  • დიაბეტიანებისთვის დამახასიათებელია `თეთრი ხალათის~ ჰიპერტონია - პაციენტები ძლიერ რეაგირებენ სამედიცინო შემოწმებაზე, რასაც თან სდევს თეთრი ხალათის შიშით გამოწვეული წნევის მატება.

შაქრიანი დიაბეტი და ჰიპერტენზია პაციენტსა და ექიმს ერთ მეტად მნიშვნელოვან პირობას უყენებს: აუცილებელია წნევის მუდმივი კონტროლი, იგი არ უნდა აღემატებოდეს 130/80 მმ.ვწყ.სვ-ს, მაშინ როდესაც არადიაბეტიანი ჰიპერტონიკებისთვის დასაშვები ციფრი 140/80 მმ.ვწყ.სვ-ია.

მედიკამენტური უსაფრთხოება

გაითვალისწინეთ: შაქრიანი დიაბეტის მქონე ჰიპერტონიკს არ აქვს წნევის დამწევი ნებისმიერი პრეპარატის გამოყენების უფლება:

  • დიაბეტიკებისთვის არ შეიძლება წნევის დამწევი და სტენოკარდიის შეტევის აღსაკვეთი პრეპარატების (პროპრანოლოლი, ანაპრილინი, ნიფედიპინი, ვერაპამილი) ერთდროული მიღება, რადგან ისინი ზრდიან სისხლში შაქრის დონეს ან პირიქით, მკვეთრად აქვეითებენ.
  • წნევის დაქვეითება მართალია რთულია შარდმდენი პრეპარატების გარეშე, მაგრამ ისინი უკუნაჩვენებია დიაბეტისას.
  • დიდი სიფრთხილე გმართებთ ნიტროგლიცერინის, სუსტაკისა და ნიტრონგის მიღებისას.
  • დიაბეტიანებში ჰიპერტენზიის სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება გახანგრძლივებული მოქმედების კალციუმის ანტაგონისტები, მაგრამ ნეფროპათიის დროს მათი გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, როდესაც ორგანიზმი არ კარგავს დიდი რაოდენობით ცილას.
  • არსებობს პრეპარატები, რომლებიც არა მარტო აქვეითებენ წნევას, არამედ აძლიერებენ გულის მუშაობას, დადებითად მოქმედებენ თირკმელების მუშაობაზე და სისხლძარღვების ფუნქციონირებაზე. მათი მიღება შეიძლება არა მარტო მაღალი წნევის, არამედ ნორმალური მაჩვენებლების დროსაც, რათა მან არ აიწიოს.

აღნიშნული მედიკამენტები არ მოქმედებენ უარყოფითად ნახშირწყლოვან ცვლაზე, ზოგიერთი მათგანი კი იმ სამიზნე ორგანოთა მდგომარეობას აუმჯობესებს კიდეც, რომლებსაც დიაბეტი ყველაზე მეტად აზიანებს.

სწორედ ასეთი პრეპარატებია საჭირო დიაბეტიანებისთვის, თუმცა აღნიშნული მედიკამენტები მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ უნდა იქნეს შერჩეული.

ცელიაკია

ცელიაკია ნაწლავური დისფუნქციით მიმდინარე მულტისისტემური დაავადებაა, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში. დიაბეტიანებს ცელიაკიის განვითარების ალბათობა არადიაბეტიანებზე 20-ჯერ უფრო მაღალი აქვთ. I ტიპის დიაბეტით დაავადებულების 3-8%-ში გვხვდება ცელიაკია, II ტიპის დიაბეტიანებში იგი ძირითადად ჭარბი წონით ან სიმსუქნით არის პროვიცირებული. აღსანიშნავია, რომ ცელიაკია დიაბეტიანებში ატიპურად ან საერთოდ ლატენტურად მიმდინარეობს, არადა მისი თანდართვისას პაციენტებს აღენიშნებათ სიმპტომები, რომლებიც დიაბეტით არ აიხსნება, ახასიათებთ სისხლში გლუკოზის მაჩვენებლების რყევა, ჰიპოგლიკემიის აუხსნელი ეპიზოდები, სპეციალისტები დიდ სირთულეებს აწყდებიან ინსულინის რეჟიმის შერჩევისას. ასეთი ფაქტები იმდენად გახშირდა, რომ აშშ-ის დიაბეტის ასოციაციის რეკომენდაციით, I ტიპის დიაბეტის დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში აუცილებელია ცელიაკიაზე გამოკვლევა და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება მკურნალობა და ინსულინთერაპია.