/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

დღეში რამდენი ნაბიჯი ამცირებს ხანდაზმულ ქალებში დემენციის რისკს 33%-ით - ნევროლოგთა დასკვნა

დღეში რამდენი ნაბიჯი  ამცირებს ხანდაზმულ ქალებში დემენციის რისკს 33%-ით - ნევროლოგთა დასკვნა
კალიფორნიის სან დიეგოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ხანდაზმულ ქალებს,

რომლებიც უფრო ხშირად დადიან და ზომიერ და ენერგიულ ფიზიკურ აქტივობას ეწევიან, ნაკლებად უვითარდებათ დემენცია. კვლევა გამოქვეყნებულია Alzheimer's & Dementia: The Journal of the Alzheimer's Association-ში.

მკვლევარებმა შეაგროვეს მონაცემები 65 წლის და მეტი ასაკის 1277 ქალისგან. ქალები, ჩვეული საქმიანობის შესრულებისას, შვიდი დღის განმავლობაში ატარებდნენ მაღალი ხარისხის ნაბიჯის რაოდენობის მოზმებს.

ანალიზმა აჩვენა, რომ ყოველი დამატებითი 31 წუთი ზომიერი ან ენერგიული ფიზიკური აქტივობა დღეში ამცირებს დემენციის განვითარების რისკს 21%-ით. გარდა ამისა, ყოველი დამატებითი 1865 ნაბიჯი დღეში ამცირებს რისკს 33%-ით.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თუმცა, ხანგრძლივი ჯდომა არ იყო დაკავშირებული დემენციის უფრო მაღალ რისკთან.

მსუბუქი ფიზიკური აქტივობის მაგალითები შეიძლება მოიცავდეს საშინაო საქმეებს, მებაღეობას ან სეირნობას. ზომიერი და ძლიერი ფიზიკური აქტივობა შეიძლება მოიცავდეს სწრაფ სიარულს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

ფიზიკური აქტივობა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ გზად დემენციის, მათ შორის ალცჰაიმერის დაავადების რისკის შესამცირებლად.

პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დემენციის დიაგნოზის დადგენის შემდეგ, მისი განკურნება შეუძლებელია. ცნობილია, რომ ქალები დემენციის განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან, ვიდრე მამაკაცები.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ცხოვრება დიაბეტით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცხოვრება დიაბეტით

უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში საოცარი სისწრაფით იმატებს შაქრიანი დაბეტით დაავადებულთა რაოდენობა როგორც ზრდასრულებს, ასევე ბავშვებსა და მოზარდებს შორის. შაქრიან დიაბეტს უკვე განიხილავენ მოსალოდნელ ეპიდემიად - ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის შაქრიანი დიაბეტი ექნება 380 მილიონ კაცს, ანუ მსოფლიოს მოსახლეობის 7%-ს, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როგორ უნდა მოუაროს თავს დიაბეტიანმა. ამ საკითხებზე გვესაუბრება თბილისის ენდოკრინოლოგიური ცენტრის ექიმი, ენდოკრინოლოგი ია ხომერიკი.

- ქალბატონო ია, ყველაზე მეტად რომელ ორგანოებს აზიანებს შაქრიანი დაიბეტი?

- შაქრიანი დიაბეტის დროს ყველაზე მეტად ზიანდება ის ორგანოები, სადაც უფრო უხვად არის წვრილი სისხლძარღვები. მაგალითად, თვალი, თირკმელი, გულის კუნთი. შაქრიანი დიაბეტი ვერაგი დაავადებაა: თავდაპირველად მას არ აქვს მკაფიო კლინიკა, ამიტომ ხშირად იმ სტადიაში ვლინდება, როდესაც უკვე გამოხატულია დამახასიათებელი გართულებები ან ვლინდება პირდაპირ გართულებით, მაგალითად, მხედველობის მკვეთრი დაქვეითებით, უტკივილო ინფარქტით, შეუხორცებელი ჭრილობით. თირკმელების უკმარისობა, სიბრმავე, მიოკარდიუმის ინფარქტი, დიაბეტური ტერფი დიაბეტის გვიანი გართულებებია და ნებაზე მიშვებული დიაბეტის ფონზე ვითარდება. გართულებისთვის არ არის აუცილებელი, სისხლში მუდმივად იყოს გლუკოზის მაღალი დონე (300-400 მგ%). საამისოდ დიდი ხნის განმავლობაში 150-170 მგ%-იც საკმარისია.

- როგორია ამ შემთხვევაში პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების ფსიქოლოგიური მდგომარეობა?

- შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი უმძიმესი ფსიქოლოგიური დარტყმაა პაციენტისა და მისი ოჯახის წევრებისთვის, მით უმეტეს, თუ პაციენტი ბავშვია. ზოგი სასოწარკვეთილებამდეც კი მიდის. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმის სწორი ტაქტიკა, სიმშვიდე, კეთილგანწყობა, თანადგომა. ეს საუკეთესო გზაა ავადმყოფის ნდობის მოსაპოვებლად, რაც შემდგომ დაავადების სწორად მართვაში დაგვეხმარება. დიაგნოზის დასმისთანავე იწყება ექიმის მუშაობა პაციენტსა და მის ახლობლებთან იმის ირგვლივ, როგორ უნდა მართონ სიტუაცია სხვადასხვა გართულების დროს, შაქრის დაბალი (ჰიპოგლიკემია) და მაღალი (ჰიპერგლიკემია) მაჩვენებლის შემთხვევაში და სხვა სტრესულ სიტუაციებში. ეს აუცილებელია, რათა დიაბეტიანმა იცხოვროს და არა მხოლოდ იარსებოს, განუწყვეტლივ არ იფიქროს იმაზე, რომ "არავის სჭირდება", "ყველასათვის დიდი ტვირთია", "რაც არ უნდა ეცადოს, მაინც არაფერი გამოუვა" და ასე შემდეგ. თუ ამას მივაღწევთ, მივიღებთ სრულფასოვან, ცხოვრების რიტმში ჩართულ პიროვნებას, როგორიც არის და იყო მრავალი ცნობილი ადამიანი პოლიტიკაში, ხელოვნებასა და სპორტშიც კი. ამ მიზნით იქმნება საერთაშორისო ფედერაციები, დიაბეტიან ავადმყოფთა მოვლის ადგილობრივი ჯგუფები, რომლებიც აერთიანებს ექიმებს, დიეტოლოგებს, ფსიქოლოგებს, პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს. მსგავს სტრუქტურებში გაერთიანება განსაკუთრებით სასარგებლოა პაციენტებისთვის. ისინი სწავლობენ ერთმანეთთან ურთიერთობას, ფსიქოლოგიური დახმარებით ცხოვრებისეული წინააღმდეგობებისთვის თავის დაღწევის ტაქტიკას. რწმუნდებიან იმაში, რომ "მათნაირი" ბევრია, რომ დიაბეტი გახდა "ცხოვრების წესი" და კარგად მართული დაავადება ხელს არ შეუშლით, ისწავლონ, იშრომონ და ცხოვრების ფერხულში ჩაებან.

- რა ჩვევები უნდა შეიმუშაოს დიაბეტით დაავადებულმა, რომ სათანადოდ აკონტროლოს თავისი მდგომარეობა?

- პირველ რიგში აუცილებელია ცხოვრების სტილის შეცვლა - კვების რეჟიმის მოწესრიგება, ზომიერი ფიზიკური ვარჯიში, მავნე ჩვევებისთვის თავის დანებება. პაციენტი აუცილებლად უნდა გრძნობდეს პირად პასუხისმგებლობას, იცოდეს, როგორ მოუაროს თავს, რა წესები დაიცვას დაავადების სწორი კონტროლისათვის, იცნობდეს დიაბეტიანთა უფლებებსა და მოვალეობებს. სასურველია, აწარმოებდეს დღიურს, სადაც დაფიქსირებული იქნება:

  • სხეულის წონის ცვლილებები,
  • გლუკოზის დონე უზმოზე და ჭამის შემდეგ,
  • გლიკოჰემოგლობინი 3 თვეში 1-ხელ.

გარდა ამისა, ექიმ-ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით იტარებდეს კონსულტაციებს სპეციალისტებთან - კარდიოლოგთან, ნევროპათოლოგთან, ოფთალმოლოგთან, ნეფროლოგთან, ანგიოლოგთან. ვიყოთ ყურადღებით და არ მივცეთ საშუალება შაქრიან დიაბეტს, არასრულფასოვან და გარშემომყოფთათვის არასასურველ პიროვნებად გვაქციოს. იმისათვის, რომ მკურნალობის ტაქტიკა სწორად იქნეს შერჩეული, აუცილებელია პაციენტისა და ექიმის კოორდინირებული, შეთანხმებული და ხშირი ურთიერთობა. უნდა ვიმეგობროთ ჩვენ მიერ შერჩეულ ექიმთან და მივანდოთ მას სამკურნალო მედიკამენტების შერჩევის საკითხი, ტაბლეტოთერაპია იქნება ეს თუ ინსულინოთერაპია, ნუ გვეგონება, რომ ინსულინი ჩვენი მტერია (როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე), რომ მას შევეჩვევით, რომ ჯერ არ გვინდა და ასე შემდეგ. ინსულინოთერაპიას აქვს თავისი მკაცრად განსაზღვრული ჩვენება, რომლის გარეშეც ექიმი ინსულინს არ დანიშნავს. ყურადღება გავამახვილოთ დიეტოთერაპიაზე, რომლის დაცვაც მთლიანად პაციენტის კომპეტენციაა და რომლის გარეშეც არ არსებობს შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის არანაირი მეთოდი. დიეტა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს დიაბეტის ტიპი, პაციენტის ასაკი, წონა, დიაბეტის გართულებები და თანმხლები დაავადებები. არსებობს მრავალი დიეტა: ნახშირწყლოვანი, ცხიმოვანი, ცილოვანი, სხვადასხვა რაციონით გაწერილი, ზუსტად აწონილი და გრამობითა და წუთობით გათვლილი 7 დღეზე, 7 კვირაზე და ასე შემდეგ, რომლებიც არავითარ შედეგს არ იძლევა, თუნდაც პაციენტი ყველაფერს ზუსტად ასრულებდეს, რადგან ძალიან ძნელი და ძვირია, ასეთ სტრესს კი მისი ეფექტი ნულამდე დაჰყავს, ამიტომ პაციენტები საერთოდ ანებებენ თავს და აუცილებელ მოთხოვნებსაც კი აღარ ასრულებენ. ეს რომ არ დაგვემართოს, სასურველია, დიეტოლოგთან ერთად უფრო შემოქმედებითად მივუდგეთ საკვები რაციონის შედგენას პროდუქტების სამი ჯგუფის (სასურველი, არასასურველი და ნეიტრალური) გათვალისწინებით.

სასურველია: დაბალკალორიული, ძირითადად მცენარეული საკვები, რომელიც შეიცავს უჯრედისს, ავსებს კუჭს და ადვილად იწვევს სიმაძღრის შეგრძნებას, ამავე დროს მდიდარია ვიტამინებითა და წყლით. ასეთია პომიდორი, კიტრი, ყოველგვარი კომბოსტო, მწვანე სალათა, ბოლოკი, ოხრახუში, კამა, ბადრიჯანი, წითელი და მწვანე ტკბილი წიწაკა, სოკო. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს შეგიძლიათ მიირთვათ ეს ყველაფერი, რამდენიც გნებავთ, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ მათი მიღება სასურველია უმად ან თერმულად ოდნავ დამუშავებული სახით, მინიმალური ოდენობის მაიონეზით, ზეთით და სხვა საწებლებით.


ნებადართულია: მინერალური წყალი, ბოსტნეულის წვენი, დაუტკბობელი ჩაი, ყავა და გამაგრილებელი სასმელები.

არასასურველია: საკვები, რომელიც დიდი ოდენობით შეიცავს ცხიმებსა და ალკოჰოლს. მისი მიღება უნდა შეიზღუდოს მაქსიმალურად, მაგრამ არა სრულად. ასეთია: ცხოველური (უჯერი) ცხიმები - ერბო, კარაქი, ასევე - მარგარინი, ქონი, სოუსები, ცხიმიანი თევზი, საქონლისა და ფრინველის ცხიმიანი ხორცი, შებოლილი პროდუქტები, ცხიმში დაკონსერვებული თევზი და ხორცი, ნაღები, არაჟანი, ცხიმიანი ხაჭო, ყველი (მათ შორის - მდნარიც), საკონდიტრო ნაწარმი. არასასურველი პროდუქტების რიცხვში შედის მზესუმზირას, ზეთისხილის, სიმინდის ზეთი, ნიგოზი, თხილი, მზესუმზირა, ასევე - ფარული ცხიმების შემცველი პროდუქტები, მაგალითად, ძეხვეული, ფენოვანი და საფუვარიანი ცომები, ნაყინი და შოკოლადი. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებულთათვის არასასურველია აგრეთვე მარტივი ნახშირწყლების მიღება სუფთა სახით. ასეთია შაქარი, გლუკოზა, თაფლი, მურაბა, კანფეტები, ტკბილი სასმელები, ლუდი. ნეიტრალურია პროდუქტები, რომლებიც ცხოველურ ცილებს უფრო მეტს შეიცავენ, ვიდრე ცხიმებს. მაგალითად, მჭლე ხორცი, უცხიმო თევზი, უცხიმო ყველი. მცენარეულ ცილებს შეიცავს პარკოსნები. ვინაიდან დიაბეტი ტიპი 1-ით დაავადებულები ძირითადად ბავშვები და მოზარდები არიან, დიეტოთერაპია არ ითვალისწინებს განსაკუთრებულ შეზღუდვებს. იგი უფრო ლიბერალურია და უახლოვდება ჩვეულებრივ შერეულ კვებას, რომელიც მდიდარია ნახშირწყლებით (საერთო კალორაჟის 55-60%) და მცენარეული ბოჭკოთი. ცხიმი იზღუდება მხოლოდ ჭარბი წონის შემთხვევაში. დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებულებმა, რომლებიც არტერიული წნევის მატებასაც უჩივიან, სასურველია შეზღუდონ მარილი დღეში 3 გრამამდე და ალკოჰოლი 20 გრამამდე.

- რაკი კვებაზე ვსაუბრობთ, იქნებ შაქრის შემცვლელებზეც გვითხრათ რამე...

- ჩაის, ყავის, წვენის დასატკბობად დიაბეტიანები ხშირად იყენებენ შაქრის შემცვლელებს. შაქრის შემცვლელები ორნაირია. ერთნი ვერ უძლებენ თერმულ დამუშავებას, ამიტომ მათ უმთავრესად მზა პროდუქტებში იყენებენ, ასეთია: საქარინი (300-ჯერ ტკბილია შაქარზე), ასპარტამი (200-ჯერ ტკბილია) და სუკრაზოლი (600-ჯერ ტკბილია). მათი დიდი ოდენობით მიღება იწვევს თირკმელების, ღვიძლის პათოლოგიებს და არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის. არსებობს მცენარეული შაქარი სტევია, რომელსაც გვერდითი მოვლენები არ აქვს და სხვა სამკურნალო თვისებებიც ახასიათებს. მეორე ტიპის შაქრის შემცვლელები თერმულ დამუშავებას უძლებენ. მათ იყენებენ ჯემების, მურაბების და მსგავსი პროდუქტების დასამზადებლად. ესენია სორბიტოლი, მალტიტოლი, იზომალტი, ქსილიტოლი. დიდი ოდენობით არც მათი გამოყენება შეიძლება, ვინაიდან 30 გრამზე მეტის მიღება კუჭის აშლილობას იწვევს. თერმულ დამუშავებას უძლებს ფრუქტოზაც, მაგრამ ის იგივე გლუკოზაა და ისევე იწვევს სისხლში შაქრის დონის მომატებას, როგორც გლუკოზა.

- რას გვეტყვით ფიზიკურ დატვირთვაზე შაქრიანი დიაბეტის დროს?

- შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისას რეგულარული ფიზიკური დატვირთვა, ვარჯიში ისევე აუცილებელია, როგორც დიეტა, ტაბლეტებითა და ინსულინით თერაპია, მაგრამ ისიც თითოეული ავადმყოფისთვის ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს ასაკის, წონის, კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებულისთვის რეკომენდებულია ფეხით სიარული - ყოველდღიური გასეირნება 30 წუთის განმავლობაში, კიბეზე ფეხით ასვლა-ჩამოსვლა. ძალიან კარგია კვირაში 3-ჯერ 1 საათის განმავლობაში ცურვა. ფიზიკური დატვირთვის დროს ორგანიზმი გლუკოზას მოიხმარს როგორც ენერგიის წყაროს და სისხლში მისი რაოდენობა გარკვეული ხნით (12-16 საათის განმავლობაში) იკლებს. მეორე მხრივ, იმატებს შაქრის დაცემის (ჰიპოგლიკემიური მდგომარეობის) რისკი, ამიტომ აუცილებელია შაქრის კონტროლი ვარჯიშის დაწყებამდე და მის შემდეგ. იგივე ხდება დიაბეტი ტიპი 1-ის დროსაც. ამის გათვალისწინებით, შესაძლებელია ცოტაოდენი ნახშირწყლების დამატებითი მიღება ვარჯიშის დაწყებამდე და მის შემდეგ ინსულინის დოზის კორეგირებით. თუ სისხლში შაქრის დონე აღემატება 237-276 მგ%-ს, ფიზიკური დატვირთვა რეკომენდებული არ არის.

- ქალბატონო ია, როგორც ზემოთ აღნიშნეთ, შაქრიანი დიაბეტი ყველა ასაკის ადამიანს ემართება. რა ფსიქოლოგიური მომენტებია დამახასიათებელი თითოეული ასაკისთვის?

- ბავშვისთვის ყველაზე რთულია სკოლის პერიოდი - ის აღარ იმყოფება მშობლების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, უჭირს უცხო გარემოსთან, თანაკლასელებთან, მასწავლებლებთან, უამრავ უცხო ადამიანთან შეგუება, აქვს ერთგვარი შიში, ამიტომ მისი მომზადება ახალ გარემოსთან შესაგუებლად სკოლამდელ ასაკში უნდა დაიწყოს. ბავშვი კი არ უნდა გვეცოდებოდეს, არამედ უნდა დავეხმაროთ და თავიდანვე გამოვუმუშაოთ დამოუკიდებლობა, თავის მოვლის, ინსულინის გაკეთების, ანალიზის აღების, თავის დროზე ჭამის ჩვევები. ამავე დროს, ბავშვი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ გარშემო მყოფები ყოველთვის მზად არიან მის დასახმარებლად. ამ შემთხვევაში მას აღარ ექნება საზოგადოებაში ყოფნის შიში. როგორც ბავშვმა და მისმა მშობლებმა, ასევე სკოლის მთელმა კოლექტივმა უნდა იცოდეს, რომ სისხლში შაქრის გაზომვა, ინსულინის ინექციის გაკეთება და საკვების მიღება საჭიროა ზუსტად იმ დროს, როცა ეკუთვნის. ეს ბავშვის უფლებაა და ამაში არავითარ შემთხვევაში ხელი არ უნდა შეუშალონ.

შედარებით მოზრდილ ასაკში არასრულფასოვნების შეგრძნებას ხშირად მივყავართ სრულ დეპრესიამდე: "მე ის არ შემიყვარებს", "ზედაც არ შემომხედავს"... ამ შემთხვევაში აუცილებელია ფსიქოლოგის დახმარება, რათა პაციენტმა ისწავლოს აზრების მართვა. თავისებური სპეციფიკა აქვს ხანში შესულთა დიაბეტსაც. ჯერ ერთი, მისი დიაგნოზირება შედარებით გვიან ხდება, რადგან არ გააჩნია სპეციფიკური სიმპტომები და ხშირად ვლინდება სხვა დაავადებების პარალელურად, შესაძლოა, მეხსიერების დაქვეითების ფონზეც კი, ამიტომ ავადმყოფს ყოველთვის თან უნდა ჰქონდეს სამედიცინო დოკუმენტები, სადაც აღნიშნული იქნება მისი დიაგნოზი და მკურნალობის სქემა. მრავალ ქვეყანაში ასეთი პაციენტები ატარებენ სამაჯურს და ყოველთვის აფრთხილებენ ირგვლივ მყოფებს თავიანთი ავადმყოფობის შესახებ, თუმცა დიაბეტის სათანადო კონტროლის პირობებში საშუალება ეძლევათ, სიბერეს ენერგიითა და ძალებით სავსენი შეხვდნენ. ცხოვრება მშვენიერია და მისთვის ბრძოლა ღირს, მით უმეტეს, რომ ტექნიკური პროგრესის ეპოქაში დღეს თუ არა ხვალ სავსებით შესაძლებელია შეიქმნას აპარატი, რომელიც დაგვავიწყებს ყველა იმ სირთულეს, რომელიც შაქრიან დიაბეტს სდევს თან.