დაიცავით თავი ვარიკოზისგან

სამი ათას ლიტრ სისხლს გადადენიან სისხლძარღვებში, რაშიც მათ არტერიებიც ეხმარებიან. ყოველ ვენას თავისი თანამოსახელე არტერია მიჰყვება გვერდით.
გულის შეკუმშვისას არტერიები ფართოვდებიან, აწვებიან გვერდით მდებარე ვენებს, რის შედეგადაც ვენური სარქვლები მონაცვლეობით იხურება და იღება და სისხლს ზევით - კვლავ გულისკენ გზავნის. ეს მექანიზმი გამართულად მუშაობს მაშინ, როდესაც ადამიანი ბევრს მოძრაობს.
ვენური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ვარიკოზი, რომლის დროსაც მნიშვნელოვნად ფერხდება სისხლის მიმოქცევა. ვარიკოზი რომ არ დაგემუქროთ, ვენებს უნდა გაუფრთხილდეთ. ვეცდებით, ამაში დაგეხმაროთ.
ჰორმონთერაპიასთან სიფრთხილე გმართებთ!
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ქალის სასქესო ჰორმონები ვენების მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს. ამიტომაც არის ვარიკოზი უპირატესად ქალების პრობლემა. ამასთანავე, ის განსაკუთრებით ორსულებს ემუქრება, რადგან ქალის ჰორმონული ფონი ორსულობისას საგრძნობლად იცვლება.
ვარიკოზისადმი მიდრეკილი ქალებისთვის ჰორმონული კონტრაცეფცია მიზანშეწონილი არ არის. რაც შეეხება ჩანაცვლებით ჰორმონთერაპიას, სასურველია, მისაღები პრეპარატის სახეობა, დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა ორი სპეციალისტის - რეპროდუქტოლოგისა და ფლებოლოგის - ურთიერთშეთანხმებით განისაზღვროს.
ყურადღება მიაქციეთ ჯდომის მანერას
მსოფლიო სტატისტიკა მეტყველებს, რომ ვენები მჯდომარე პროფესიის წარმომადგენელთა 30%-ს აწუხებს. თუ ერთი მათგანი ბრძანდებით, მუშაობისას 25-30 წუთში ერთხელ ადექით და სამუშაო ოთახში რამდენიმე ნაბიჯი მაინც გადადგით. ერიდეთ ფეხიფეხგადადებული ან ფეხებგადაჯვარედინებული ჯდომას. ყურადღება მიაქციეთ, რომ ფეხები დიდი ხნით არ შეგიშუპდეთ - ეს ვენებს შავ დღეს აყენებს, ხელს უწყობს მათში სისხლის შეგუბებას და სისხლძარღვების გაფართოებას. ნუ დაიდებთ მუხლებზე მძიმე ჩანთას. არც ბავშვის დიდი ხნით კალთაში ჩასმაა რეკომენდებული - ამ დროს ვენების დატვირთვა ორმაგდება. სახლში წიგნის კითხვისა და ტელევიზორის ყურებისას ეცადეთ, ფეხები ოდნავ შემაღლებულ ადგილზე გედოთ.
თვითმფრინავში
თუ ხანგრძლივი ფრენა და, მაშასადამე, სავარძელში დიდხანს გაუნძრევლად ჯდომა გიწევთ, უხვად მიიღეთ სითხე. განსაკუთრებით კარგია ლიმონიანი ჩაი - იგი ათხელებს სისხლს და ხანგრძლივი უმოძრაობის პირობებში გასქელების საშუალებას არ აძლევს.
ფრენისას ნუ ჩაიცვამთ მჭიდრო შარვალს ან ქვედაკაბას, ნუ მოიჭერთ მჭიდროდ ქამარს. არც კისერთან მჭიდროდ შეკრული პერანგის ჩაცმაა სასურველი - ტანსაცმელი, რომელიც კისერსა და ტანს აწვება, ართულებს პერიფერიულ სისხლძარღვებში სისხლის მიდენას.
ეცადეთ, 20-30 წუთში ერთხელ აამოძრაოთ ფეხები, შეკრათ და გაშალოთ მუშტები, აამოძრაოთ თითები.