/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფიტნესი და სპორტი

ცურვა და ჯანმრთელობა

ცურვა და ჯანმრთელობა
ცურვა აკაჟებს ორგანიზმს, ხელს უწყობს თერმორეგულაციის მექანიზმთა სრულყოფას, აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს

გარემოსთან ადაპტაციის უნარს, ამაღლებს ზოგად ტონუსსა და გამძლეობას. მას, ვინც რეგულარულად ცურავს, ჯანსაღი ძილი, კარგი მადა და გაწონასწორებული ნერვული სისტემა აქვს.

ცურვის დროს ყველა ჯგუფ­ის კუნთები აქტიურდება, ხოლო სისხლის მიმოქცევის სისტემა, სხეულის ჰორიზონტალური მდგომარეობიდან და გარემოს (წყლის) სპ­­ე­ციფიკიდან გამომდინარე, უფრო ნაკლებად იტვირთება, ვიდრე, მაგალითად, თხილამურებით სრიალის ან სირბილის დროს. ამით განსხვავდება ცურვა სხვა ციკლური ვარჯიშებისგან.

ცურვის დროს გულმკერდზე წყლის ზეწოლის გამო ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა ჭირს, რაც აწრთობს და ავითარებს სასუნთქ სისტემას, ხელს უწყობს ფილტვების სასიცოცხლო ტევადობის გაზრდას. დადგენილია, რომ მაღალი კლასის მოცურავეებს ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა გაცილებით მეტი აქვთ, ვიდრე სპორტის სხვა სახეობათა მიმდევრებს. მათი ბრონქული გამავლობა და ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის მაქსიმალური სიჩქარეც ბევრად უფრო მაღალ მაჩვენებლებს აღწევს, ვიდრე სხვა სპორტსმენებისა.

ცურვა განსაკუთრებით სასარგებლოა ბრონქული ასთმით დაავადებულთათვის. გარემოს სპეციფიკა - მაღალი ტენიანობა და სხვა ფაქტორები - მათზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს. ცურვის დროს ასთმური შეტევა არ ვითარდება, მაშინ როდესაც სირბილისა და ფორსირებული სუნთქვისას მისი აღმოცენების ალბათობა საკმაოდ დიდია.

ცურვისას პრაქტიკულად არ იტვირთება სახსრები და ხერხემალი, ამიტომაც ხერხემლის პათოლოგიებით დაავადებულთათვის ცურვა განსაკუთრებით სასარგებლოა. ციკლური ვარჯიშის ამ სახეობას წარმატებით იყენებენ ხერხემლის დაავადებათა კომპლექსური მკურნალობისას.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ისინი, ვისთვისაც ხმელეთზე სპორტული დატვირთვა მტკივნეული და სახიფათოა, მშვიდად და შედარებით კომფორტულად ვარჯიშობენ წყალში.

ცურვა რეკომენდებულია ხანდაზმულებისთვის, ინვალიდებისა და მსუქნებისთვის. წყალი, გარდა იმისა, რომ ხელს უწყობს სხეულის მასის დაქვეითებას, სუსტ სახსრებს საშუალებას აძლევს, ისეთ დატვირთვას გაუძლონ, რომელიც ხმელეთზე შესაძლოა საზიანოც კი აღმოჩნდეს მათთვის. წყლის მაამორტიზებელი თვისებების წყალობით ვარჯიში ადვილი და სასიამოვნოა არა მხოლოდ ართრიტით (სახსრების ანთებით) დაავადებულთათვის, არამედ ორსულთათვისაც.

რას უხდება ცურვა

  • ხელს უწყობს ზრდასა და წონის კლებას;
  • ჩინებული საშუალებაა სქოლიოზის, ბრტყელტერფიანობის, ხერხემლის სხვადასხვა პათოლოგიის პროფილაქტიკისთვის;
  • ავითარებს სასუნთქ აპარატსა და კუნთოვან სისტემას;
  • ამაგრებს ძვლოვან სისტემას;
  • განამტკიცებს ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ფუნქციას.

ცურვა და ენერგეტიკული ბალანსი

კუნთოვანი სისტემის ენერგეტიკული უზრუნველყოფა ცურვის დროს რამდენიმე თავისებურებით გამოირჩევა. წყალში ენერგიის ხარჯვა თავისთავად, ყოველგვარი ფიზიკური აქტივობის გარეშეც იმატებს - ვინაიდან წყლის სითბოგამტარობა 25-ჯერ აღემატება ჰაერისას, წყალში სხეულის ტემპერატურის შენარჩუნება 2-3-ჯერ მეტ ენერგიას მოითხოვს. წყლის ძლიერი წინაღობის გამო ერთი მეტრის გაცურვისას 4-ჯერ მეტი ენერგია იხარჯება, ვიდრე იმავე სიჩქარით სიარულისას (1 კმ-ის გაცურვისას - დაახლოებით 3 კალ/კგ, ხოლო 2 კმ-ის გავლისას - 0,7 კალ/კგ). ამის კვალობაზე, ცურვა სხეულის მასის ნორმალიზების უნიკალური გზაა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ცურვისას და, საზოგადოდ, წყალში ყოფნისას სხეული ერთგვარ მასაჟს განიცდის.

ასე რომ, იცურეთ, გაკაჟდით, ისიამოვნეთ, მოიპოვეთ სხეულისა და სულის ჰარმონია!

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ცურვა და ჯანმრთელობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები