წონის დაკლება უსტრესოდ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წონის დაკლება უსტრესოდ

რჩევა 1-ელი - ცხარე სანელებლები

წიწაკა ჩილიში არის ნივთიერება კაპსაიცინი, რომელიც ჭამიდან 20 წუთის შემდეგ იწყებს ზედმეტი კალორიების წვას. პირშუშხა, მდოგვი და ილი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას თერმოგენეზის პროცესის წყალობით, როცა ცხიმების დაშლა სხეულის ტემპერატურის მომატების ხარჯზე ხდება.

რჩევა მე-2 - აიწონეთ ერთსა და იმავე დროს

დილით სასწორზე ყოველთვის ერთსა და იმავე დროს უნდა დადგეთ. დღის განმავლობაში წონა 0,5-2 კგ-ით მერყეობს. წონა იმატებს ფიზიკური დატვირთვის შედეგად - კუნთების ზრდის გამო. გაითვალისწინეთ ისიც, რომ მენსტრუაციამდე ორი დღით ადრე ორგანიზმში სითხის შეკავების გამო სხეულის წონა რეალურთან შედარებით 1-2 კგ-ით იმატებს.

რჩევა მე-3 - გაინებივრეთ თავი

ვინ თქვა, რომ დესერტი და დიეტა შეუთავსებელია?! აურიეთ ერთმანეთში ხილი, კენკრა და ერთი ჭიქა იოგურტი, დაუმატეთ ცოტაოდენი დარიჩინი და დაბალკალორიული დესერტით ყელი ჩაიკოკლოზინეთ. ხაჭო და იოგურტი შეიცავს ბევრ ცილას, რომლის დასაშლელად ორგანიზმი უფრო მეტ ძალისხმევას ხარჯავს, ვიდრე ცხიმებისა და ნახშირწყლების გადასამუშავებლად. თუ ტკბილეული ძალიან მოგინდათ, შეგიძლიათ, თავს უფლება მისცეთ, ერთი ბანანი ან ერთი ჭიქა თაფლიანი რძე მიირთვათ.

რჩევა მე-4 - შიმშილის წინააღმდეგ

თუ შიმშილი აუტანელი გახდა, შეგიძლიათ მოწუწნოთ სალბის ექსტრაქტიანი ყინულის ნატეხი. სალბი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც მადას ასუსტებს. შიმშილის შეგრძნებას ამცირებს პიტნისგემოიანი კბილის პასტაც.

რჩევა მე-5 - ჩაიწერეთ

კალორიების მოსაწყენი თვლის ნაცვლად შემოიღეთ სპეციალური წიგნაკი, რომელშიც ჩაიწერთ ყველაფერს, რაც დღის განმავლობაში მიირთვით, ანდა საჭმელს მობილური ტელეფონით ფოტო გადაუღეთ. საღამოს გააანალიზეთ თქვენი რაციონი და იფიქრეთ იმაზე, სად გადააჭარბეთ. ცნობილია, რომ ადამიანი შეჭმული საკვების ოდენობას რეალურთან შედარებით 20%-ით ნაკლებად აღიქვამს. ამიტომაც გვგონია, რომ თითქმის არაფერი გვიჭამია, კილოგრამებს კი ვაგროვებთ.

რჩევა მე-6 - შიმშილით თავს ნუ მოიკლავთ

ალბათ ძნელი ასატანია, როცა სამსახურში, გახურებულ მუშაობაში, შიმშილი გიტევთ. მიირთვით პროდუქტები, რომლებიც უხვად შეიცავს წყალს (ხილი, ბოსტნეული, მწვანილი). სადილი დაიწყეთ სალათით, რომელიც ლიმონის წვენით იქნება შეზავებული - კუჭს ზედმეტი კალორიების გარეშე ამოივსებთ. წასახემსებლად საუკეთესოა ვაშლი. ის მდიდარია პექტინით და შესანიშნავად აცხრობს შიმშილს.

რჩევა მე-7 - დაისახეთ მიზანი

შეიძინეთ ტანსაცმელი, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ, მაგრამ... ერთი ზომთ ნაკლები. წარმოიდგინეთ, რა თვალისმომჭრელი იქნებით ამ ტანსაცმელში, თუ 1-2 კგ-ს დაიკლებთ! ეს თქვენთვის იქნება მოტივი, რათა არ შეჩერდეთ, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევთ!

რჩევა მე-8 - შემოიკრიბეთ კომპანია

გახდომა დაქალთან ერთად გაცილებით სახალისოა - შეგიძლიათ იაროთ საყიდლებზე, გაცვალოთ რეცეპტები და გაუზიაროთ ერთმანეთს ყოველი წარმატება თუ ხელის მოცარვა. დაურეკეთ ერთმანეთს ისეთ წუთებში, როცა ძალიან მოგინდებათ ნამცხვარი ან შოკოლადი. ინტერნეტში არის საიტები, სადაც ქალები მხარს უჭერენ და ამხნევებენ ერთმანეთს ზედმეტ წონასთან ბრძოლის დროს. ასეთ კლუბს ის უპირატესობა აქვს, რომ ვინაობის გამჟღავნება არ არის საჭირო. მოიგონეთ საინტერესო მეტსახელი.

რჩევა მე-9 - ჩაის ცერემონიალი

ის, ვინც ხშირად სვამს მწვანე ჩაის, ჩვეულებრივზე 60%-ით ნაკლებს ჭამს. მწვანე ჩაი აჩენს დანაყრების შეგრძნებას, ანელებს ცხიმების შეწოვას და არეგულირებს სისხლში გლუკოზის დონეს. თუ მას ყოველდღე დალევთ, ჩვეულებრივზე 80-ით მეტ კილოკალორიას დაწვავთ. საქმე ის არის, რომ მწვანე ჩაი შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერებებს - პოლიფენოლებს, რომლებიც ცხიმებს შლის. ამ გზით წელიწადში 4 კილოგრამს დაიკლებთ.

რჩევა მე-10 - ზოგჯერ შეიძლება...

მიეცით თავს უფლება, კვირაში ერთხელ რაიმე ნუგბარი მიირთვათ. ოღონდ ფრთხილად იყავით, ნუ შეიძენთ ერთბაშად კანფეტების მთელ შეკვრას, შოკოლადის მთელ ნაკრებს. თუ თქვენი მაგიდის უჯრაში ტკბილეულის მთელი გროვა იდება, ძნელია, ერთ ულუფას დასჯერდეთ.