/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

პირველი აცრა - რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა აუცილებლად?

პირველი აცრა - რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა აუცილებლად?
აცრების კალენდარში შეტანილია B ჰეპატიტის საწინააღმდეგო აცრაც.

მაინტერესებს, რამდენად შესაძლებელია, ბავშვი დაინფიცირდეს - B ჰეპატიტი ხომ სისხლით გადაედება.B ჰეპატიტს შრატისმიერ ჰეპატიტსაც უწოდებენ, ვინაიდან სისხლის მეშვეობით ვრცელდება. ამ ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია პირველი აცრაა, რომელსაც ახალშობილს სამშობიაროშივე უკეთებენ BCG-სთან ერთად.პირველი აცრა კეთდება სიცოცხლის პირველსავე დღეს, დაბადებიდან 12 საათის შემდეგ, II და III - 2 და 4 თვის ასაკში, დიფტერია-ყივანახველა-ტეტანუსისა და პოლიომიელიტის ვაქცინებთან ერთად.

B ჰეპატიტის ვაქცინაცია მთელ მსოფლიოში ღვიძლის კიბოს პროფილაქტიკის უმთავრეს მეთოდად არის მიჩნეული.

საიმედო დაცვა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

აცრების ეროვნულ კალენდარში B ჰეპატიტის საწინააღმდეგო აცრის შეტანის აუცილებლობა იმით აიხსნება, რომ სულ უფრო მეტი ზრდასრული ადამიანი ინფიცირდება ამ ვირუსით. აქედან გამომდინარე, ყოველწლიურად იზრდება იმ ბავშვების რაოდენობაც, რომლებსაც დაავადების რისკი ემუქრებათ.

რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს ინფექცია. მას ელვისებური მიმდინარეობა ახასიათებს და ამით საფრთხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლეს, აცრა კი ამ საფრთხისგან გვაზღვევს.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მყავს 11 თვის პატარა და დაუდგინდა ჭინჭრის ციება. სისხლის ანალიზებში არანაირი ცვლილება არ იყო. ესლოტინის, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დასალევად დანიშნული. მეთორმეტე დღეს მხოლოდ ბარძაყებზე გამოაყარა პატარა ბრტყელი ვარდისფერი ლაქები და აულაგდა იმ დღესვე. 20 დღე ვიმკურნალეთ. შესაძლებელია კიდევ რომ გაუმეორდეს? მყავს ბუნებრივ კვებაზე. რასაც მანამდე ვჭამდი და მასაც ვაჭმევდი, სიახლე არ გვქონია არაფერი. შესაძლებელია მცენარეს ან მწერის ნაკბენს გამოეწვია ჭინჭრის ციება? დაუუდოვებელს არ ვაცმევ და დაუუთოვებელში არ ვაწვენ. შიში დამრჩა რომ გაუმეორდება, ლამის ღამეც არ დავიძნო და ვათვალიერებ სულ ახალი გამონაყარაი ხომ არ აქვს სადმე. 20 დღეა დიეტაზე ვართ. ეგებ მირჩიოთ რამე.</p>

როგორ ვრცელდება

B ჰეპატიტის ვირუსი უმთავრესად სისხლის მეშვეობით გადაედება. ბავშვი დედისგან ინფიცირდება პლაცენტის გავლით ან დაბადების დროს.

ინფიცირება სისხლისა და სისხლის კომპონენტების გადასხმის შედეგადაცაა მოსალოდნელი. სახიფათოა აგრეთვე ცუდად სტერილიზებული ინსტრუმენტების გამოყენება და საყოფაცხოვრებო კონტაქტი, როდესაც დაზიანებულ კანსა და ლორწოვან გარსზე შესაძლოა ვირუსის შემცველი მასალა მოხვდეს (მჭიდრო კონტაქტი ოჯახში, ბავშვთა კოლექტივში).

მთლიანობაში, B ჰეპატიტით ინფიცირების ასიდან 15 შემთხვევა ბავშვების წილად მოდის. ავადობა განსაკუთრებით ხშირია წლამდე ასაკის ბავშვებთან. 3 წლიდან ბავშვები B ჰეპატიტით შედარებით იშვიათად ავადდებიან, რაც იმით უნდა აიხსნას, რომ ამ ასაკში სისხლსა და მის კომპონენტებს სამკურნალოდ ნაკლებად იყენებენ.

ბოლო ხანს თავად სამედიცინო მანიპულაციებიც ნაკლებსახიფათოა, ვინაიდან გამოიყენება უმთავრესად ერთჯერადი ინსტრუმენტები, ხოლო მრავალჯერადის სტერილიზება სპეციალური მეთოდებით ხდება. უფრო მეტადაა მოსალოდნელი პატარას ინფიცირება საყოფაცხოვრებო კონტაქტის გზით - ჭურჭლის, პირსახოცის, საწოლის თეთრეულის მეშვეობით და ა.შ.

რეალური საფრთხე

საკმარისია, ოჯახის ერთ-ერთი წევრი B ვირუსის მატარებელი გახდეს, რომ 10-15 წლის განმავლობაში ოჯახის დანარჩენი წევრებიც დაინფიცირდებიან.

B ჰეპატიტი 100-ჯერ უფრო გადამდებია, ვიდრე აივ ინფექცია, ამიტომ ოჯახის ყოველმა წევრმა უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა HBsAg ანტიგენზე, ხოლო თუ ბავშვს ელოდებიან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი დედის გამოკვლევა.

ინფექციის გავრცელების კრიტერიუმად მიღებულია მოსახლეობის ჯანმრთელ ფენებში HBსAგ-ის გამოვლენის მაჩვენებელი. ეს უკანასკნელი კეთილსაიმედოდ მიიჩნევა, როცა ვირუსმატარებლობა არ აღემატება 2%-ს. ასეთი რეგიონებია ევროპის უდიდესი ნაწილი (ჩრდილოეთი, დასავლეთი და ცენტრალური ევროპა) და ჩრდილოეთი ამერიკა. საშუალო მაჩვენებელია 2-7%, რომელიც დასტურდება სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში. უფრო მაღალი ვირუსმატარებლობა აღინიშნება აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებში, ჩრდილოეთ აფრიკაში. ასეთი ზონები ჰიპერენდემურია - მატარებლობის მაჩვენებელი 55%-ს აღემატება.

კომენტარები (4)
tea
var 28 wlis fexebze xelebze venebi gamodis wvril venebsac ki vxedav da kapilarebs da mewvis risi brali sheileba iyos?
თარიღი : 01-08-2020
natalia
მაინტერესებსს ვენებისს ვარიკოზისს დროსს თუ შეილება ვარჯიში
თარიღი : 26-09-2016
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ვენების დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვენების დაავადებები

ეს სინდრომი ფართოდ არის გავრცელებული და მოზრდილი მოსახლეობის 15%-ს აღენიშნება. ვენური დაავადებების აღმოცენების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რისკფაქტორი დიდხანს დგომაა. გარდა ამისა, დაავადების ალბათობას ზრდის ჭარბი წონა, მდედრობითი სქესი. უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობისა და მშობიარობის, არცთუ იშვიათად - ჰორმონული პრეპარატების, მათ შორის - კონტრაცეპტივების (ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების) მიღების გამო.

რატომ ვითარდება ვენების დაავადებები

ვენური სისხლის მიმოქცევა მკვეთრად განსხვავდება არტერიული სისხლის მიმოქცევისგან. არტერიულ სისტემაში სისხლის მიმოქცევის ძირითადი მამოძრავებელი ძალა გულია. მისი შეკუმშვა განაპირობებს სისხლის გადატყორცნას აორტაში, იქიდან კი არტერიებში.

არტერიული სისტემისგან განსხვავებით, ვენურ სისტემაში სისხლის დინებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს წვივის კუნთებს. ამის გამო მათ "ვენურ გულსაც" უწოდებენ. ვენურ სისტემაში სისხლის მიმოქცევა გრავიტაციის მოქმედების საპირისპიროდ - ქვემოდან ზემოთ ხდება. ასეთ დინებას უზრუნველყოფს წვივის კუნთების შეკუმშვა-მოდუნება და ვენური სისტემის სარქვლოვანი აპარატი. ჰიპოდინამიის, დიდხანს ფეხზე დგომისა და სხვა რისკფაქტორების ზემოქმედებით ვენური სისტემიდან სისხლის უკუდინება ქვეითდება, ვითარდება ვენური შეგუბება, რაც დროთა განმავლობაში განაპირობებს სარქვლოვანი აპარატის დეფორმაციას, იწვევს ვენის კედლების შეუქცევად ცვლილებებს. ეს ცვლილებები აძლიერებს ვენურ შეგუბებას, ხელს უწყობს ვენურ სისტემაში წნევის მატებას. ასე იკვრება მანკიერი წრე, რაც დაავადების პროგრესირებას განაპირობებს.

ვარიკოზულად გაგანიერებულ ვენაში ჰემოდინამიკაც - სისხლის დინებაც - შეცვლილია, გაძნელებულია.

რა დისკომფორტს გვიქმნის ვენების გაგანიერება

გაგანიერებული ვენები თავისთავად იპყრობს ყურადღებას, განსაკუთრებით - ზაფხულში, თუმცა ვენების ვარიკოზული გაგანიერება არ არის მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა. ვარიკოზი ერთ-ერთი რგოლია იმ პათოლოგიური პროცესისა, რომელიც თანდათანობით პროგრესირებს. პაციენტები უჩივიან კრუნჩხვით ტკივილს ღამღამობით წვივების არეში, სიმძიმეს ქვედა კიდურებში, ქავილს, წვას, სიმხურვალის შეგრძნებას. ქვედა კიდურებზე, უპირატესად - კოჭ-წვივის სახსრის არეში, ხშირად ვითარდება გარდამავალი შეშუპება, რომელიც პიკს საღამოს აღწევს. დაავადების პროგრესირებასთან ერთად ჩივილები უფრო და უფრო შემაწუხებელი ხდება - შეინიშნება კანის ტროფიკული ცვლილებები, კოჭლობა, კანის ეგზემური დაზიანება, ტროფიკული წყლული. მართალია, კოსმეტიკური თუ აღწერილი ჩივილებით გამოწვეული დისკომფორტი მნიშვნელოვანია, მაგრამ ვენების დაავადებები უპირველეს ყოვლისა თრომბოზის თვალისაზრისით გვაშინებს.

ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტის ძირითადი ნიშანია მკვრივი, მტკივნეული, ჰიპერემიული (გაწითლებული) ზონრისებრი წარმონაქმნი კიდურის გასწვრივ. ხშირად პაციენტები ვენების გაგანიერებას მხოლოდ კოსმეტიკურ დეფექტად მიიჩნევენ და ამ მძიმე პათოლოგიას მანამდე არ აქცევენ ყურადღებას, სანამ არ განვითარდება მწვავე (თრომბოზული) ან ქრონიკული (კანის ტროფიკული დარღვევები) გართულებები. ვენური თრომბოზი მაშინაც შეიძლება განვითარდეს, როცა ადამიანს არ აქვს ვენური სისტემის თვალში საცემი პათოლოგია, თუმცა დაზიანებულ ვენაში თრომბების ჩამოყალიბების ალბათობა, რასაკვირველია, გაცილებით დიდია. როცა პაციენტს აქვს დიდი და მცირე საჩინო ვენის ან მათი ტოტების ვარიკოზული გაგანიერება, თრომბოზის რისკი საგრძნობლად იმატებს.

საჭიროა თუ არა პროთრომბინის ინდექსის გამოკვლევა

პროთრომბინის განსაზღვრა არის ლაბორატორიული გამოკვლევა, რომელსაც პაციენტები ხშირად იტარებენ ექიმის დანიშნულების გარეშე ან დაჟინებით მოითხოვენ მის დანიშვნას. სინამდვილეში პროთრომბინის ინდექსის რეგულარული განსაზღვრა ვენური სისტემის მდგომარეობის შესაფასებლად და თრომბოზის რისკის განსაზღვრისთვის სრულიად არაინფორმაციულია. მართალია, პროთრომბინის ინდექსი ჰემოსტაზის (შემდედებელი სისტემის) მდგომარეობის ერთ-ერთი პარამეტრია, მაგრამ მისი მნიშვნელობა მრავალ შინაგან და გარეგან ფაქტორზეა დამოკიდებული.

ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას თრომბოზის საფრთხის გამოვლენა ემყარება იმ სიმპტომების აღმოჩენას, რომელთა შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ. სწორედ მათი არსებობის საფუძველზე ნიშნავს ექიმი დამატებით კვლევებს. ამ კვლევათაგან კი აღსანიშნავია საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება - INR.

სწორად ვიტარებთ თუ არა თრომბოზის პროფილაქტიკას

ხშირად პაციენტები თავად იწყებენ ზრუნვას მომატებული პროთრომბინის დასაქვეითებლად. მიირთმევენ ლიმონს, ტყემალს, ალუჩას, ზოგჯერ ასპირინსაც სვამენ. მათი მიღება მართლაც მიზანშეწონილია, რადგან თითოეული მათგანი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, მჟავებით, რომლებიც სისხლის რეოლოგიურ თვისებებს აუმჯობესებს, თუმცა რაციონში ამ პროდუქტების ჩართვით დაავადების სურათის რადიკალურ ცვლილებას ნამდვილად არ უნდა ველოდეთ. მით უფრო არ შეუძლია ამ საშუალებებს თრომბოზის პროფილაქტიკა.

ვენების დაავადებების დროს პაციენტთა "საყვარელი" ერთ-ერთი პრეპარატი ასპირინია. ის ანტიაგრეგანტია - ამცირებს თრომბოციტების შეწებებას, აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, თუმცა უშუალო ანტითრომბოზული აქტივობა არ აქვს და INR-ს არ აქვეითებს.

თანამედროვე მედიცინას თრომბოზის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებები მოეპოვება. ესენია პირდაპირი და არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები. არიან პაციენტები, რომელთაც უტარდებათ ვენური თრომბოზის მუდმივი პროფილაქტიკა. ეს ეხება იმ პირებს, ვისაც აქვს გენეტიკური თრომბოფილური მდგომარეობა. შესაძლებელია თრომბოზის პროფილაქტიკა საჭირო გახდეს რიგი ოპერაციული ჩარევების, სხვადასხვა პათოლოგიების დროს, თრომბოზის შემდეგ პერიოდში და ა.შ. ამ მიზნით გამოიყენება პირდაპირი (მაგალითად, ჰეპარინი) და არაპირდაპირი მოქმედების (მაგალითად ვარფარინი) ანტიკოაგულანტები. ამ პრეპარატებით მკურნალობის წარმართვა მხოლოდ სპეციალისტის პრეროგატივაა, მათი თვითნებური მიღება დაუშვებელია.


ვენების ვარიკოზული გაგანიერების მკურნალობა

დღეს ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს ფართოდ გამოიყენება ვენოპროტექტორული საშუალებები. ისინი აუმჯობესებენ ვენის კედლების ელასტიკურ თვისებებს და ამ გზით ამცირებენ დაავადებასთან დაკავშირებულ დისკომფორტს. ნებისმიერი პათოლოგიის მკურნალობის დროს კი ძალზე მნიშვნელოვანია პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, შემაწუხებელ სიმპტომთა შემცირება. ქვედა კიდურების ვენური უკმარისობის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმისთვის - ვარიკოზული დაავადებისთვის დამახასიათებელი ვიზუალური ცვლილებების ლიკვიდაცია ამ პრეპარატების დახმარებით შეუძლებელია. ვენოპროტექტორების გამოყენებისას არ უნდა გვქონდეს ვარიკოზული დაავადების შეჩერება-გაქრობის იმედი. ამ თვალსაზრისით რადიკალური მეთოდი ქირურგიული ჩარევაა. პროცესის პროგრესირების შესაჩერებლად რეკომენდებულია ელასტიკური კომპრესიული ტრიკოტაჟის გამოყენება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის, შრომის პირობების შეცვლა, პროფილაქტიკური რეკომენდაციების შესრულება.

ვენების ქირურგია

ვინაიდან ვენების ვარიკოზული დაავადება საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული და თანაც დაავადებულთა დიდი ნაწილი ქალია, დღეს ოპერაციული მკურნალობისთვის მოწოდებულია მინიინვაზიური და მაქსიმალური კოსმეტიკური ეფექტის მქონე მეთოდები, მათ შორის - სკლეროთერაპია, ლაზერული და რადიოსიხშირული აბლაცია, მინიფლებექტომია.

სულ უფრო დიდი ადგილი ეთმობა მკურნალობის ორგანოშემანარჩუნებელ მეთოდებს. ქირურგიული თუ მინიინვაზიური ჩარევის შედეგად ხდება მხოლოდ დაზიანებული ვენის ლიკვიდაცია, რაც საფუძველს გვაძლევს შევამციროთ დაავადების პროგრესირების, მისი გართულებების საფრთხე და პაციენტის დაინვალიდების რისკი. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ თუ მკურნალობა, მათ შორის - ქირურგიული, დროულად არ ჩატარდა, დიდია ალბათობა, რომ ვარიკოზული დაავადების პროგრესირების შედეგად დაზიანდეს ღრმა ვენური სისტემაც.

ოპერაციისა და მისი შემდგომი პერიოდის თვალსაზრისით ვარიკოზული დაავადება "ჯანმრთელი" დაავადებაა. ოპერაციული ჩარევა უმეტესად იმ მეთოდით სრულდება, რომ არ არის აუცილებელი ზოგადი ნარკოზი, ოპერაციის შემდეგ პაციენტი პრაქტიკულად განკურნებულია, ოპერაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ ფეხზე დგას, დადის, კლინიკაში დაყოვნების ხანგრძლივობა რამდენიმე საათი, მაქსიმუმ ერთი დღეა.

ღრმა ვენების დაავადებები

ზედაპირული ვენების ვარიკოზული დაავადებებისგან განსხვავებით, ღრმა ვენების სარქველოვანი უკმარისობა ნაკლებ მანიფესტირებულია. მის უხშირეს გამოვლინებას წარმოადგენს გარდამავალი შეშუპება კოჭ-წვივის სახსრის არეში. ავადმყოფს განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ღრმა ვენების დაავადებათა მწვავე გართულება – თრომბოზი. ის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, ვინაიდან ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის ძირითად წყაროს წარმოადგენს. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიას კი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით განპირობებული სიკვდილიანობის მიზეზთა შორის ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია.

ღრმა ვენების თრომბოზი ვლინდება მკვეთრი და მდგრადი შეშუპებით, კანის გასადავებით (ქრება კანის ნაოჭები), მიკროცირკულაციის დარღვევით, რაც ვლინდება კანის მოლურჯო-ციანოზური შეფერილობით, ზოგჯერ - ჰიპერემიით (სიწითლით), წვივის არეში თავს იჩენს მკვეთრი მწვავე გამბჯენითი ტკივილი. ამ სიმპტომების არსებობისას აუცილებელია სპეციალისტთან დაუყოვნებელს მისვლა.

რატომ შუპდება ქვედა კიდურები

ეს კითხვა განსაკუთრებულ აქტუალობას ზაფხულში იძენს. ქვედა კიდურების შეშუპება, რომელიც შინაგანი ორგანოების დაავადებებთან არ არის დაკავშირებული, შესაძლოა განპირობებული იყოს ქრონიკული ვენური უკმარისობით, ლიმფური უკმარისობით (ლიმფოსტაზით).

სისხლძარღვოვანი გენეზის შეშუპება უმთავრესად ვენური სისტემის პათოლოგიებს უკავშირდება, უფრო მკვეთრია ზაფხულში და გარდამავალია - მცირდება წოლის დროს, დატვირთვის შემცირებისას და დილით. შეშუპების მიზეზია სისხლის მომატებული დეპონირება კიდურებსა და ვენურ სისტემაში. წლის ცხელ პერიოდში ადამიანი დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს, რის გამოც მკვეთრად იზრდება სისხლის სიბლანტე. ასეთ სისხლს დენა უჭირს, ვითარდება ვენური სტაზი, რაც შეშუპებას განაპირობებს.

ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ექიმი აფასებს შეშუპების შესაძლო მიზეზებს და გეგმავს სათანადო გამოკვლევებს - დუპლექსსონოგრაფიას, პლეტიზმოგრაფიას, რათა გაირკვეს, რამ გამოიწვია შეშუპება - სისხლძარღვთა ორგანულმა ცვლილებებმა თუ ფუნქციურმა დეფიციტმა.

საუკეთესო სამკურნალო საშუალებებია ვარჯიში, კონტრასტული შხაპი, ცურვა, რეკომენდებულია ვენოტონური პრეპარატები.

უსამართლოდ ბრალდებული

არის შემთხვევები, როცა გარკვეული ჩივილების მიზეზი პაციენტებს ვენების ვარიკოზული გაგანიერება ჰგონიათ, მაგრამ სინამდვილეში ისინი სხვა მდგომარეობის გამოვლინებაა. სახელდობრ, ნეიროპათიისა, სახსრების დაავადებებისა, კანის პათოლოგიისა, ზოგჯერ - გულის ან სხვა ორგანოთა დაავადებისაც. როგორც წესი, ექიმი აფასებს პაციენტის ზოგად მონაცემებს, ატარებს სათანადო კვლევებს და აზუსტებს პაციენტთა ჩივილების მიზეზებს.


ვენების დაავადებათა დიაგნოსტიკა

ვენების დაავადებათა დიაგნოსტიკა ემყარება სუბიექტური (პაციენტის მიერ წარმოდგენილი ჩივილები) და ობიექტური (ექიმის მიერ პაციენტის გასინჯვით და ინსტრუმენტული კვლევებით მიღებული) მონაცემების ანალიზს. სადღეისოდ ვენების დაავადებების დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტია დუპლექსსონოგრაფია ანუ დუპლექსსკანირება. ამ მეთოდით ვიღებთ ფაქტობრივად ყველა ძირითად პარამეტრს, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება ვიმსჯელოთ ქრონიკული ვენური უკმარისობის სტადიაზე, ვარიკოზული დაავადების შედეგად მომხდარ ცვლილებებზე. დუპლექსსონოგრაფიის მეშვეობით ტარდება ეგრეთ წოდებული ვენური სისტემის კარტირება. ის საშუალებას გვაძლევს, სარწმუნოდ შევაფასოთ ყველა ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი ვენის მდგომარეობა, ზუსტად დავადგინოთ მათი დაზიანების ხარისხი. მიღებული შედეგების საფუძველზე ზუსტად შეირჩევა ოპერაციული ჩარევის მასშტაბი, რაც მინიმუმამდე ამცირებს ოპერაციის შემდეგ დაავადების რეციდივის რისკს.

დღესდღეობით ვენების გამოკვლევის ყველაზე გავრცელებული და ზუსტი მეთოდია ფერადი დუპლექსსკანირება. ტერმინი აღნიშნავს ორმაგ კვლევას, ორმაგ შესწავლას.

დუპლექსსკანირების დროს სისხლის დინების მიმართულება განსაზღვრავს გამოსახულების ფერს. ესე იგი, ექიმს საშუალება ეძლევა, ფერის მიხედვით დაადგინოს სისხლის ნაკადის მიმართულება, რასაც მნიშვნელობა აქვს სისხლძარღვთა პათოლოგიების დიაგნოსტიკისთვის. ამ გამოკვლევისთვის განკუთვნილი აპარატით ტარდება რბილი ქსოვილებისა და სისხლძარღვების სტანდარტული ექოსკოპიური გამოკვლევა და განისაზღვრება სისხლძარღვში სისხლის დინების სიჩქარე, სისხლის დინების სიჩქარის ცოდნა კი გადამწყვეტ როლს ასრულებს ვენური დაავადებების, განსაკუთრებით - ღრმა ვენების მდგომარეობის შესწავლაში.

გარდა ამისა ვენური სისტემის ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად შესაძლოა ჩატარდეს პლეტიზმოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, ზოგ შემთხვევაში კი საჭიროა ინვაზიური მეთოდის - ანგიოგრაფიის გამოყენება.

როგორ იკვლევენ ქვედა კიდურების არტერიებს

ქვედა კიდურების არტერიათა მდგომარეობის შესასწავლად ტარდება:

  • დოპლეროგრაფია. ეს არის სისხლძარღვების კვლევის არაინვაზიური მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ სისხლძარღვებში სისხლის მოძრაობის სიჩქარე
  • გოჯ-მხრის ინდექსის განსაზღვრა - ექიმი ზომავს წნევას გოჯის მიდამოსა და მხრის არტერიაში (ჩვეულებრივი არტერიული წნევა). მათი თანაფარდობით ადგენენ გოჯ-მხრის ინდექსს, რომელიც ექიმს საშუალებას აძლევს, პაციენტის სისხლძარღვების მდგომარეობაზე იმსჯელოს.
  • ციფრული სუბტრაქციული ანგიოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიით, მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია - სისხლძარღვთა რენტგენოლოგიური გამოკვლევა, რომლის დროსაც სპეციალურ საკონტრასტო ნივთიერებას იყენებენ.

აღნიშნული ნივთიერება გამოკვლევის პროცესში სისხლძარღვის სანათურს მთელ სიგრძეზე ავსებს, რის შედეგადაც ხდება სისხლძარღვის კონტრასტირება გარშემო მდებარე ქსოვილებისგან, ეს კი საშუალებას იძლევა, დადგინდეს სისხლძარღვის მდებარეობა, მისი ფორმა, დიამეტრი. ანგიოგრაფია ინვაზიური მეთოდია, მის ჩასატარებლად საჭიროა სისხლძარღვის ნემსით ჩხვლეტა, თუმცა ჩხვლეტა უმტკივნეულოა, არ ქმნის საგრძნობ დისკომფორტს, რადგან საჩხვლეტ არეში წინასწარ ტარდება ადგილობრივი გაუტკივარება.

რომელი გამოკვლევაა უკეთესი

ყოველ ცალკეულ შემთხვევაში არჩევანი დამოკიდებულია პაციენტის ჩივილებზე, დაავადების ხასიათსა და სხვა ფაქტორებზე, ამიტომ უმჯობესია, კვლევის მეთოდი, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, სპეციალისტმა შეარჩიოს. ასეთი მიდგომა საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ ზედმეტი კვლევები და მასთან დაკავშირებული დანახარჯი და შევარჩიოთ მკურნალობის ოპტიმალური ტაქტიკა.

როგორ ავიცილოთ თავიდან

ზემოთ დავასახელეთ ვენების დაავადებათა აღმოცენების რისკფაქტორები. მართალია, ისეთი რისკფაქტორების კორექცია, როგორიც არის მდედრობითი სქესი, შეუძლებელია და ქალები ორსულობისა და მშობიარობის გამო წინასწარ არიან განწყობილნი ქრონიკული ვენური უკმარისობის განვითარებისკენ, მაგრამ ვერ უარვყოფთ, რომ ამ არამოდიფიცირებად ფაქტორს ხშირად ემატება ისეთი ფაქტორებიც, როგორებიც არის სიმსუქნე, უმოძრაობა, დიდი ხნის განმავლობაში ფეხზე დგომა და დაავადების რისკიც მნიშვნელოვნად იზრდება.

ვენების დაავადებათა პროფილაქტიკის მიზნით უნდა მივდიოთ აქტიურ ცხოვრების წესს - მაქსიმალურად ვარიდოთ თავი ჰიპოდინამიას. აუცილებელია სხეულის მასის კორეგირება, მოხერხებული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის (განსაკუთრებით - ამ უკანასკნელის) ხმარება. ყოველდღიური ფეხსაცმლის ქუსლის სიმაღლე 3-5 სანტიმეტრი უნდა იყოს. დაავადების პროფილაქტიკის უმთავრესი პრინციპი კი მისი დროული გამოვლენა და მართვაა. ეს შესაძლებელია, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანვე მიმართავს ექიმს.