/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პროთრომბინი და მისი მაჩვენებლები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პროთრომბინი და მისი მაჩვენებლები

რა არის პროთრომბინი?

პროთრომბინი არის რთული ცილა, რომელიც სისხლის შედედების სისტემის მდგომარეობას ასახავს. ის თრომბინის - თრომბის წარმოქმნის სტიმულატორი ცილის - წინამორბედია.

პროთრომბინი ღვიძლში წარმოიქმნება K ვიტამინის მონაწილეობით. სისხლში პროთრომბინის ანალიზის შედეგი რამდენიმე ფორმით შეიძლება იყოს წარმოდგენილი - პროთრომბინის დრო, პროთრომბინის ინდექსი, საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება.

პროთრომბინის დრო ასახავს სისხლის პლაზმის შედედების დროს, რაც წამებში გამოიხატება.

პროთრომბინის ინდექსი გამოხატავს ჯანმრთელი ადამიანის პროთრომბინის დროის შეფარდებას პაციენტის პროთრომბინის დროსთან, რაც გამოიხატება პროცენტებში.

საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება არის სისხლის შედედების სისტემის მდგომარეობის ამსახველი თანამედროვე მაჩვენებელი. ის გამოიყენება სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებით - არაპირდაპირი ანტიკოაგულანტებით მკურნალობის მეთვალყურეობისთვის.

საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების მაჩვენებელი გამოიხატება ციფრებით, მისი ნორმაა 1.

რომელი მაჩვენებელია მნიშვნელოვანი შედედების სისტემის მდგომარეობის შესაფასებლად?

როგორც აღვნიშნეთ, თანამედროვე მაჩვენებელი არის საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება. სამწუხაროდ, ზოგიერთ ლაბორატორიაში ჯერ კიდევ ტარდება ძველი ტესტი - პროთრომბინის ინდექსის განსაზღვრა.

საჭიროა თუ არა საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების კონტროლი?

ზოგ შემთხვევაში ასეთი კონტროლი აუცილებელია. სახელდობრ, მაშინ, როდესაც დიდია თრომბოზის განვითარების ალბათობა და როდესაც თრომბოზის თავიდან ასაცილებლად სპეციალური პრეპარატები ინიშნება.

საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების კონტროლი უტარდებათ პაციენტებს, რომელთაც აქვთ:

  • მოციმციმე არითმია ან წინაგულთა თრთოლა;
  • ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი, სისხლძარღვთა თრომბოემბოლიური დაავადება;
  • ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია;
  • გადატანილი აქვთ გულის სარქვლების პროთეზირება;
  • გადატანილი აქვთ სისხლძარღვების ოპერაცია.

გარდა ამისა, აღნიშნული მაჩვენებლის კონტროლი შესაძლოა საჭირო გახდეს ზოგიერთი ოპერაციის, იშემიური ინსულტის, მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ.

ჩამოთვლილ შემთხვევებში საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება განსაზღვრულ ფარგლებში უნდა მერყეობდეს.


როდის არ არის მიზანშეწონილი საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდებისა და პროთრომბინის კონტროლი?

მაშინ, როცა ადამიანი ჯანმრთელია, არ აქვს ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები და არც რომელიმე ზემოთ ნახსენები მდგომარეობა აღენიშნება. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება, დისკომფორტი, ზედა კიდურების პარესთეზია (დაბუჟება) ღამის საათებში ჯანმრთელი ადამიანისთვის არ არის სისხლის შედედების სისტემის მდგომარეობის კონტროლის ჩვენება, რადგან დასახელებულ სიმპტომებს, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, არავითარი კავშირი არ აქვთ თრომბოზის რისკთან.

როცა ჯანმრთელ ადამიანს აღმოაჩნდება პროთრომბინის მაღალი ინდექსი, მკურნალობა არ ინიშნება.

როგორ შეიძლება პროთრომბინის დაქვეითება?

ზემოთ მითითებული ჩვენებების შემთხვევაში ინიშნება ანტიკოაგულანტები - შედედების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე პრეპარატები. მათი გამოყენების მიზანია საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების მაჩვენებლის შენარჩუნება განსაზღვრულ ფარგლებში.

ანტიკოაგულანტების მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეიძლება. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ასპირინის ზემოქმედებით პროთრომბინის ინდექსი ან საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება არსებითად არ იცვლება.

რა შეიძლება იყოს პროთრომბინის მატების მიზეზი?

პროთრომბინის მატება შესაძლოა გამოწვეული იყოს:

  • K ვიტამინით მდიდარი საკვების მიღებით;
  • ესტროგენების შემცველი ჰორმონული მედიკამენტების მიღებით (ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები);
  • სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატის - გრიზეოფულვინის მიღებით;
  • დიმედროლის მიღებით;
  • თრომბოზით.

რა იწვევს პროთრომბინის დაქვეითებას?

პროთრომბინის დაქვეითებას იწვევს:

  • შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები;
  • ღვიძლის დაავადებები;
  • ცილის დეფიციტი;
  • K ვიტამინის დეფიციტი;
  • სიმჟავის საწინააღმდეგო პრეპარატები - ანტაციდები;
  • ზოგიერთი სხვა მედიკამენტი.

ამის გათვალისწინებით, თუ ჰეპატიტის (ღვიძლის ანთებითი დაავადების) დროს აღმოჩნდა, რომ პროთრომბინის მაჩვენებელი ნორმალურია, ესე იგი ღვიძლის მდგომარეობაც ნორმალურია და ანთების აქტივობა უმნიშვნელოა.

საკვები, რომელიც ხელს უშლის პროთრომბინის დაქვეითებას

როგორც აღვნიშნეთ, განსაზღვრული სახის საკვები დიდი რაოდენობით შეიცავს K ვიტამინს. მისი ჭარბი მიღება არაპირდაპირი ანტიკოაგულანტებით მკურნალობისას ამცირებს ეფექტს და აბრკოლებს თრომბოზის პროფილაქტიკისთვის საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების სასურველი მაჩვენებლის მიღწევას.

K ვიტამინით მდიდარია ყოველგვარი ჯიშის კომბოსტო, მწვანილი, მწვანე ხახვი, ბოლოკი, საქონლის ღვიძლი, სოია და მისი პროდუქტები, მწვანე ჩაი. მათი მიღება ანტიკოაგულანტებით მკურნალობისას უნდა შეიზღუდოს.

პროთრომბინის დაქვეითებას ხელს უწყობს თევზის ქონი, E ვიტამინი, კოჭა, ნიორი, თუმცა მათი ეფექტიანობა სამეცნიერო კვლევებს არ დაუდასტურებია.