არითმია - რა მიზეზები იწვევს მის განვითარებას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არითმია - რა მიზეზები იწვევს მის განვითარებას

სწორედ გულის შეკუმშვაზეა დამოკიდებული მთელი სხეულის სისხლით მომარაგება. ნორმაში ისწუთში დაახლოებით 60-90-ჯერ ძგერს. გულის შეკუმშვას მასში აღმოცენებული ელექტრული იმპულსები უზრუნველყოფს.

გულის სწორი მუშაობისთვის დაცული უნდა იყოს ელექტრული იმპულსის გავრცელების გზა. ნებისმიერი ცვლილება კი შეკუმშვათა თანმიმდევრობის დარღვევას იწვევს, რასაც უარყოფითი შედეგები მოჰყვება და შესაძლოა:

  • აღმოცენდეს ანომალიური (ზედმეტი) იმპულსი;
  • ელექტრული იმპულსი ახალი გზით გავრცელდეს;
  • შენელდეს ან დაიბლოკოს ელექტრული იმპულსის გავრცელება

არითმია გულში იმპულსების ნორმალური გავრცელების ნებისმიერ დარღვევას ნიშნავს. იმპულსები შესაძლოა აღმოცენდეს სწრაფად, ნელა, ზოგჯერ კი ქაოსურად. რა დროსაც ირღვევა გულის შეკუმშვათა რიტმი. როდესაც გულის შეკუმშვის რიტმი დარღვეულია, ის ვეღარ ასრულებს ტუმბოს ფუნქციას, სისხლი ორგანიზმში სათანადოდ ვეღარ ნაწილდება, რაც აზიანებს ორგანოებს (ტვინს, ფილტვებს). ამას გარდა, არითმია მთელ ორგანიზმსაც უქმნის საფრთხეს.

არითმიას ორ ჯგუფად ყოფენ: ბრადიარითმიებად და ტაქიარითმიებად. ბრადიარითმა გულის რიტმის შენელებას გულისხმობს, ტაქიარითმია კი აჩქარებას.

წუთში 60-ზე ნაკლები ან 100-ზე მეტი დარტყმა პრობლემაზე მიანიშნებს.

ზოგჯერ არითმია თავისთავად გაივლის, ზოგჯერ კი დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მძიმდება. ზოგ შემთხვევაში გულის რიტმის დარღვევა უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ზოგჯერ კი სერიოზულ ჩივილებს იწვევს.

მიზეზები

არითმიის გავრცელებული მიზეზებია:

  • ცვლილებები სისხლში;
  • გლუკოზის დონე სისხლში;
  • გულის ანატომიის ცვლილება, გულის ელექტრული სისტემის დაზიანება, გულისკენ მიმდინარე სისხლის ნაკადის შესუსტება;
  • გაუწყლოება(იზრდება გულის შეკუმშვათა სიხშირე);
  • ფარისებრი ჯირკვლის ჰომონების მატება ან კლება;
  • კალიუმის, მაგნიუმისა და კალციუმის დონის დაქვეითება;
  • ზოგიერთი მედიკამენტი(ანტიბიოტიკები, არტერიული ჰიპერტენზიის, გაციების საწინააღმდეგო მედიკამენტები);

არითმიის განვითარების რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება:

  • გარემო ფაქტორები(ჰაერის დაბინძურება);
  • გენეტიკური ფაქტორი;
  • ასაკი;
  • დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, თირკმელების დაავადებები, ფილტბების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ძილის აპნოე, ანევრიზმა, ავტოიმუნური დაავადებები;
  • ცხოვრების არაჯანსაღი წესით ცხოვრება;
  • ალკოჰოლის და სიგარეტის მოხმარება;
  • სტრესი

მოციმციმე არითმია

მოციმციმე არითმიის დროს დარღვევა წინაგულებშია. ამ დროს წინაგულებში ელექტრული იმპულსი არარეგულარულად წარმოიქმნება. ასინქრონული შეკუმშვის გამო პარკუჭი სისხლით სათანადოდ ვეღარ ივსება და ფილტვებსა და დანარჩენ სხეულში სისხლს საკმარისი რაოდენობით ვეღარ გადატუმბავს.

არითმიის ყველაზე ხშირი გულის ქსოვილის დაზიანებაა, რაც უმეტესად არტერიული ჰიპერტენზიის ან გულის იშემიური დაავადების შედეგად ვითარდება. ამას გარდა, მოციმციმე არითმია შესაძლოა გამოიწვიოს გულის კედლის გასქელებამ ან გათხელებამ, ანთებამ, სისხლის არასაკმარისმა ნაკადმა.

ნიშნები:

მოციმციმე არითმია შესაძლოა უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, ზოგჯერ კი სიმპტომები უეცრად იჩენს თავს.

დამახასიათებელია:

  • სწრაფი და არარეგულარული გულისცემა;
  • თავბრუსხვევა;
  • საერთო სისუსტე;
  • ქოშინი;
  • ოფლიანობა;
  • ტკივილი გულმკერდის არეში

ამ დროს გულისცემის სიხშირე წუთში 100-ზე მეტია, არტერიული წნევა კი ნორმალურია ან დაქვეითებული.