/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ანგიოლოგია

ცხოვრების წესი ვენების დაავადების დროს

ცხოვრების წესი ვენების დაავადების დროს
ვენების დაავადების მკურნალობაში ეფექტიანი ფარმაკოთერაპიის, ქირურგიული მანიპულაციებისა და კვალიფიციური სარეაბილიტაციო ღონისძიებების გვერდით არანაკლებ

მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ცხოვრების სათანადო რეჟიმს და ყოველდღიურ რეკომენდაციათა განუხრელ დაცვას, რაც რაციონალურ ფიზიკურ აქტივობას, კვებას, დასვენებას და სწორ, ხანგრძლივ ელასტიკურ-კომპრესიულ თერაპიას გულისხმობს.

კომპრესიული თერაპია

კომპრესიული თერაპია ხორციელდება სამედიცინო ელასტიკური ბინტებისა და კომპრესიული ტრიკოტაჟის მეშვეობით, რომელიც, დანიშნულების შესაბამისად, ორი ტიპისაა: პროფილაქტიკური და სამკურნალო.

პროფილაქტიკური კომპრესიული ტრიკოტაჟი ორგანიზმზე 18 მმ ვწყ. სვ წნევით მოქმედებს, რაც სამკურნალოდ საკმარისი არ არის, ამიტომ მას უმთავრესად ვარიკოზული დაავადების განვითარების თავიდან ასაცილებლად იყენებენ რისკჯგუფის პირები: ორსულები, ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესის მიმდევარნი, მჯდომარე და მდგომარე პროფესიათა წარმომადგენლები.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კომპრესიული ტრიკოტაჟის ტარება რეკომენდებულია ნებისმიერი ხარისხის ვენური უკმარისობისას, განურჩევლად მიზეზისა.

ელასტიკურ კომპრესიას ერთადერთი უკუჩვენება აქვს: მისი გამოყენება არ შეიძლება ქვედა კიდურების არტერიათა ქრონიკული დაავადებების დროს. კომპრესიული თერაპიის მთავარი დანიშნულება ვენებისა და ლიმფური სისხლძარღვებისთვის ელასტიკური კარკასის შექმნაა, რათა გამაგრდეს მათი სარქვლოვანი აპარატი და გულისკენ სისხლი ადეკვატურად დაბრუნდეს.

ელასტიკური ბინტი

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.ტროქსევაზინი და ლიოტონი ერთიდაიგივეა? შემოძლია ტროქსეცაზინის მალამო ვარიკოზულ ვენებზე ფეხზე წავისვა?</p>

ელასტიკური ბინტები წელვადობის ხარისხის მიხედვით 3 კლასად იყოფა:

I კლასი - მოკლე წელვადობა: ბინტი საწყისი სიგრძის არა უმეტეს 70%-ით გრძელდება;

II კლასი - საშუალო წელვადობა: გრძელდება 70-140%-ით;

III კლასი - მაღალი წელვადობა: იზრდება საწყისი სიგრძის 140%-ით.

ნებისმიერ ბინტს აქვს ორი მახასიათებელი: მოსვენების წნევა - წნევა, რომელსაც ის ორგანიზმზე კუნთური რელაქსაციის, ანუ მოსვენების დროს ახდენს და მუშა წნევა - წნევა, რომელიც ორგანიზმზე კუნთების შეკუმშვისას მოქმედებს.

ვენური კალაპოტი ყველაზე ძლიერ დგომისას და სიარულისას იტვირთება, როცა ერთმანეთს ენაცვლება კუნთების მოდუნება და შეკუმშვა, ამიტომ ქრონიკული ვენური უკმარისობისა და ვარიკოზული დაავადებისას სამკურნალო ეფექტის მისაღწევად აუცილებელია ისეთი ელასტიკური ბინტის გამოყენება, რომლის მუშა წნევა მაღალია, ხოლო მოსვენებისა - დაბალი.

ამ მოთხოვნას მოკლე და საშუალო წელვადობის ბინტები აკმაყოფილებს. გრძელი წელვადობის ბინტები გამოიყენება: ღრმა ვენების თრომბოზის პროფილაქტიკისთვის ენდოტრაქეული ნარკოზის შემდეგ; წოლითი რეჟიმის შემთხვევაში; ჰემატომისა და სისხლდენის პროფილაქტიკისთვის ფლემექტომიის შემდეგ; ვენური უკმარისობის პროფილაქტიკისთვის, ფიზიკური დატვირთვის დროს. ასეთ ბინტებს სამოძრაო ბინტებსაც უწოდებენ. მათ ფართოდ იყენებენ ტრავმატოლოგიასა და ორთოპედიაში ამა თუ იმ სახის მოტეხილობისა და ნაღრძობის, დაჭიმვის სამკურნალოდ, ვინაიდან კარგად აფიქსირებს სახსარს და პაციენტს აქტიურად მოძრაობის საშუალებას აძლევს, თუმცა მოსვენებისას მათი გამოყენება არ შეიძლება.

გაითვალისწინეთ: ვარიკოზული დაავადების სამკურნალოდ ვარგის ელასტიკურ ბინტს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 2,5-3 მ სიგრძე და 8-10 სმ სიგანე, უნდა შეიცავდეს არანაკლებ 50% ბამბას, ამასთანავე, ისე უნდა იწელებოდეს, რომ სიგანე არ ეცვლებოდეს.

როგორ ჩავიტაროთ კომპრესიული შეხვევა

კომპრესიული შეხვევა ტარდება დილით, საწოლიდან წამოდგომამდე. შეხვევის წინ აუცილებელია, პაციენტმა დაზიანებული კიდური 10-15 წუთით 45-გრადუსიანი კუთხით ასწიოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ნახვევის დადება. ბინტის სათავე ფეხის თითებზე უნდა მოხვდეს, ყოველმა მომდევნო ტურმა კი წინას ორი მესამედი დაფაროს. ქუსლი და ტერფის ნაწილი გამაშის ტიპით უნდა დაიფაროს.

შეხვევა ფუნქციობს მხოლოდ ფეხზე დგომისას, როდესაც ძლიერდება დაზიანებულ კიდურში სისხლის მოდინება. თუ ნახვევი სწორად არის დადებული, მოხსნის შემდეგ არ უნდა იჩინოს თავი უსიამოვნო შეგრძნებებმა, შეშუპებამ.

ხარისხიანი ბინტი დიდხანს ინარჩუნებს კომპრესიულ თვისებებს გარეცხვისა და სტერილიცაზიის შემდეგ. ის ისეა მოქსოვილი, რომ ატარებს ჰაერს და ხელს არ უშლის პოსტოპერაციულ პერიოდში ჭრილობის შეხორცებას.

კომპრესიული ტრიკოტაჟი

სამკურნალო მიზნით გამოსაყენებელი კომპრესიული ტრიკოტაჟი: გეტრები და წინდები - 4 კლასად იყოფა:

  • I კლასი - სუსტი კომპრესია (18-25 მმ ვწყ. სვ). გამოიყენება ვარიკოზული დაავადების საწყის სტადიაზე, ორსულთა ფლებოპათიის დროს;
  • II კლასი - საშუალო ხარისხის კომპრესია (25-35 მმ ვწყ. სვ). გამოიყენება ვარიკოზული დაავადების გამოხატული ფორმების შემთხვევაში;
  • III კლასი - ძლიერი კომპრესია (36-55 მმ ვწყ. სვ). გამოიყენება პოსტთრომბოფლებიტური დაავადებისა და ლიმფურ-ვენური უკმარისობის დროს.
  • IV კლასი - ზეძლიერი კომპრესია (56 მმ ვწყ. სვ). გამოიყენება ლიმფურ-ვენური უკმარისობის მძიმე ფორმებისა და მწვავე ვენური თრომბოზის დროს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ცხოვრების წესი ვენების დაავადების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცხოვრების წესი ვენების დაავადების დროს

მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ცხოვრების სათანადო რეჟიმს და ყოველდღიურ რეკომენდაციათა განუხრელ დაცვას, რაც რაციონალურ ფიზიკურ აქტივობას, კვებას, დასვენებას და სწორ, ხანგრძლივ ელასტიკურ-კომპრესიულ თერაპიას გულისხმობს.

კომპრესიული თერაპია

კომპრესიული თერაპია ხორციელდება სამედიცინო ელასტიკური ბინტებისა და კომპრესიული ტრიკოტაჟის მეშვეობით, რომელიც, დანიშნულების შესაბამისად, ორი ტიპისაა: პროფილაქტიკური და სამკურნალო.

პროფილაქტიკური კომპრესიული ტრიკოტაჟი ორგანიზმზე 18 მმ ვწყ. სვ წნევით მოქმედებს, რაც სამკურნალოდ საკმარისი არ არის, ამიტომ მას უმთავრესად ვარიკოზული დაავადების განვითარების თავიდან ასაცილებლად იყენებენ რისკჯგუფის პირები: ორსულები, ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესის მიმდევარნი, მჯდომარე და მდგომარე პროფესიათა წარმომადგენლები.

კომპრესიული ტრიკოტაჟის ტარება რეკომენდებულია ნებისმიერი ხარისხის ვენური უკმარისობისას, განურჩევლად მიზეზისა.

ელასტიკურ კომპრესიას ერთადერთი უკუჩვენება აქვს: მისი გამოყენება არ შეიძლება ქვედა კიდურების არტერიათა ქრონიკული დაავადებების დროს. კომპრესიული თერაპიის მთავარი დანიშნულება ვენებისა და ლიმფური სისხლძარღვებისთვის ელასტიკური კარკასის შექმნაა, რათა გამაგრდეს მათი სარქვლოვანი აპარატი და გულისკენ სისხლი ადეკვატურად დაბრუნდეს.

ელასტიკური ბინტი

ელასტიკური ბინტები წელვადობის ხარისხის მიხედვით 3 კლასად იყოფა:

I კლასი - მოკლე წელვადობა: ბინტი საწყისი სიგრძის არა უმეტეს 70%-ით გრძელდება;

II კლასი - საშუალო წელვადობა: გრძელდება 70-140%-ით;

III კლასი - მაღალი წელვადობა: იზრდება საწყისი სიგრძის 140%-ით.

ნებისმიერ ბინტს აქვს ორი მახასიათებელი: მოსვენების წნევა - წნევა, რომელსაც ის ორგანიზმზე კუნთური რელაქსაციის, ანუ მოსვენების დროს ახდენს და მუშა წნევა - წნევა, რომელიც ორგანიზმზე კუნთების შეკუმშვისას მოქმედებს.

ვენური კალაპოტი ყველაზე ძლიერ დგომისას და სიარულისას იტვირთება, როცა ერთმანეთს ენაცვლება კუნთების მოდუნება და შეკუმშვა, ამიტომ ქრონიკული ვენური უკმარისობისა და ვარიკოზული დაავადებისას სამკურნალო ეფექტის მისაღწევად აუცილებელია ისეთი ელასტიკური ბინტის გამოყენება, რომლის მუშა წნევა მაღალია, ხოლო მოსვენებისა - დაბალი.

ამ მოთხოვნას მოკლე და საშუალო წელვადობის ბინტები აკმაყოფილებს. გრძელი წელვადობის ბინტები გამოიყენება: ღრმა ვენების თრომბოზის პროფილაქტიკისთვის ენდოტრაქეული ნარკოზის შემდეგ; წოლითი რეჟიმის შემთხვევაში; ჰემატომისა და სისხლდენის პროფილაქტიკისთვის ფლემექტომიის შემდეგ; ვენური უკმარისობის პროფილაქტიკისთვის, ფიზიკური დატვირთვის დროს. ასეთ ბინტებს სამოძრაო ბინტებსაც უწოდებენ. მათ ფართოდ იყენებენ ტრავმატოლოგიასა და ორთოპედიაში ამა თუ იმ სახის მოტეხილობისა და ნაღრძობის, დაჭიმვის სამკურნალოდ, ვინაიდან კარგად აფიქსირებს სახსარს და პაციენტს აქტიურად მოძრაობის საშუალებას აძლევს, თუმცა მოსვენებისას მათი გამოყენება არ შეიძლება.

გაითვალისწინეთ: ვარიკოზული დაავადების სამკურნალოდ ვარგის ელასტიკურ ბინტს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 2,5-3 მ სიგრძე და 8-10 სმ სიგანე, უნდა შეიცავდეს არანაკლებ 50% ბამბას, ამასთანავე, ისე უნდა იწელებოდეს, რომ სიგანე არ ეცვლებოდეს.

როგორ ჩავიტაროთ კომპრესიული შეხვევა

კომპრესიული შეხვევა ტარდება დილით, საწოლიდან წამოდგომამდე. შეხვევის წინ აუცილებელია, პაციენტმა დაზიანებული კიდური 10-15 წუთით 45-გრადუსიანი კუთხით ასწიოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ნახვევის დადება. ბინტის სათავე ფეხის თითებზე უნდა მოხვდეს, ყოველმა მომდევნო ტურმა კი წინას ორი მესამედი დაფაროს. ქუსლი და ტერფის ნაწილი გამაშის ტიპით უნდა დაიფაროს.

შეხვევა ფუნქციობს მხოლოდ ფეხზე დგომისას, როდესაც ძლიერდება დაზიანებულ კიდურში სისხლის მოდინება. თუ ნახვევი სწორად არის დადებული, მოხსნის შემდეგ არ უნდა იჩინოს თავი უსიამოვნო შეგრძნებებმა, შეშუპებამ.

ხარისხიანი ბინტი დიდხანს ინარჩუნებს კომპრესიულ თვისებებს გარეცხვისა და სტერილიცაზიის შემდეგ. ის ისეა მოქსოვილი, რომ ატარებს ჰაერს და ხელს არ უშლის პოსტოპერაციულ პერიოდში ჭრილობის შეხორცებას.

კომპრესიული ტრიკოტაჟი

სამკურნალო მიზნით გამოსაყენებელი კომპრესიული ტრიკოტაჟი: გეტრები და წინდები - 4 კლასად იყოფა:

  • I კლასი - სუსტი კომპრესია (18-25 მმ ვწყ. სვ). გამოიყენება ვარიკოზული დაავადების საწყის სტადიაზე, ორსულთა ფლებოპათიის დროს;
  • II კლასი - საშუალო ხარისხის კომპრესია (25-35 მმ ვწყ. სვ). გამოიყენება ვარიკოზული დაავადების გამოხატული ფორმების შემთხვევაში;
  • III კლასი - ძლიერი კომპრესია (36-55 მმ ვწყ. სვ). გამოიყენება პოსტთრომბოფლებიტური დაავადებისა და ლიმფურ-ვენური უკმარისობის დროს.
  • IV კლასი - ზეძლიერი კომპრესია (56 მმ ვწყ. სვ). გამოიყენება ლიმფურ-ვენური უკმარისობის მძიმე ფორმებისა და მწვავე ვენური თრომბოზის დროს.


ბოლო ხანს პაციენტები სულ უფრო ხშირად იყენებენ ელასტიკურ წინდებსა და გეტრებს. მათი კოსმეტიკური, ესთეტიკური და ელასტიკური თვისებები რამდენადმე აღემატება კიდეც ელასტიკური ბინტებისას. ისინი ფიზიოლოგიურად ანაწილებენ წნევას მთელ კიდურზე და ამისთვის საჭირო არ არის სწორად დახვევა, ვინაიდან კიდურის ანატომიური თავისებურებანი მათი დამზადების პროცესშივეა გათვალისწინებული.

ელასტიკური ტრიკოტაჟი ქმნის ოფლდენისა და თერმორეგულაციური ბალანსისთვის საჭირო პირობებს.

დაბოლოს, ადვილია ოპტიმალური მოდელის არჩევა წნევის კლასის გათვალისწინებით. ფლებოლოგები გვირჩევენ, კომპრესიული ტრიკოტაჟი 18-20 წლიდან ყველა ქალმა ატაროს, რადგან ელასტიკური კომპრესია აქრობს დაღლილობისა და სიმძიმის შეგრძნებას ქვედა კიდურებში, ამცირებს შეშუპებას, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, ყოველივე ეს კი აფერხებს თრომბების წარმოქმნას. ასეთი ტრიკოტაჟი განსაკუთრებით სჭირდებათ მდგომარე პროფესიათა წარმომადგენლებს: გამყიდველებს, სტილისტებს, ოფიციანტებს, მასწავლებლებს. მათი ტარება სასურველია ხანგრძლივი მგზავრობის, შორეული ლაშქრობისა და ექსკურსიის დროსაც. კომპრესიული ტრიკოტაჟის შეძენისას გაითვალისწინეთ:

  • წნევის მაჩვენებელი აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ეტიკეტზე.
  • ჩვეულებრივი ტრიკოტაჟის ეტიკეტზე მოყვანილი მარკირება ნაწარმის სიმკვრივეს გვიჩვენებს. ყველაზე მაღალი - 100-200 DEN სიმკვრივის ნაწარმიც კი იწვევს მხოლოდ ზომიერ თანაბარ წნევას კიდურზე და პროფილაქტიკურ-სამკურნალო ეფექტი არ გააჩნია, ასე რომ, თუ ვინმე ასეთ ნაწარმს სამკურნალოდ შემოგთავაზებთ, იცოდეთ, გატყუებენ.
  • ვარიკოზის საწინააღმდეგო ტრიკოტაჟს აქვს გრადუირებული კომპრესიის მაჩვენებლები: იგი იწვევს 100%-იან წნევას ტერფის ძირზე, 70%-იანს მუხლზე და 40%-იანს თეძოებზე, ხოლო ის, თუ როგორ ნაწილდება წნევა კიდურის დანარჩენ ნაწილებზე, შეფუთვაზე გამოსახულ კიდურზე ნიშნულებით უნდა იყოს მითითებული.

ელასტიკური ტრიკოტაჟის 4 კლასიდან რომელია საჭირო თქვენთვის, ექიმის ან აფთიაქის კვალიფიციური თანამშრომლის დახმარებით უნდა დაადგინოთ.

რაციონალური ფიზიკური აქტიურობა

რაციონალური ფიზიკური აქტიურობა შრომისა და დასვენების რაციონალურ ორგანიზაციას გულისხმობს. ქრონიკული ვენური უკმარისობით დაავადებულთათვის რეკომენდებულია სამსახური, რომელიც არ მოითხოვს ხანგრძლივად დგომას ან ჯდომას, სიმძიმეების აწევას, მაღალ ტემპერატურაზე დიდხანს ყოფნას. ამ კატეგორიის პაციენტებს უნდა ახსოვდეთ, რომ სამსახურშიც და შინაც აუცილებელია, ყოველი 1,5-2 საათის შემდეგ 15-20 წუთით კიდურები გულის დონეზე მაღლა ასწიონ. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ცხარე და მლაშე საკვები, ალკოჰოლი. აუცილებელია წონის მკაცრი კონტროლი, ვინაიდან ზედმეტი კილოგრამები დაავადების პროგრესირებას იწვევს.

დღესდღეობით შემუშავებულია სპეციალური ვარჯიშები, რომლებიც უნდა შესრულდეს მხოლოდ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, თანაც ელასტიკური კომპრესიის პირობებში. ნებადართულია ველოსიპედით რბოლა, თხილამურებით სრიალი, თუმცა ვენური ნაკადის საუკეთესო გადინებისთვის და ქვედა კიდურების კუნთების გასავარჯიშებლად საუკეთესოა ცურვა. ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს დადებითი ეფექტი მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როდესაც პაციენტი განუხრელად იცავს ექიმის რეკომენდაციებს, რომლებიც პირადად მისთვის არის შემუშავებული რაციონალური თერაპიული და ქირურგიული არსენალის გამოყენებით.

როგორ ავიცილოთ თავიდან მოგზაურთა თრომბოზი

უკანასკნელ წლებში გახშირდა ინფორმაცია ფრენისას თავჩენილი თრომბოზის შესახებ, რომელიც ზოგჯერ ფატალურად სრულდება, ამასთანავე, რისკი თანაბარია როგორც პირველი, ისე ბიზნეს- და ეკონომკლასის მგზავრებს შორის. ხანგრძლივი ფრენა ორგანიზმს საკმაოდ მძიმე პირობებში აყენებს. სალონის მიკროკლიმატი და დაბალი წნევა ხელს უწყობს ვენებში სისხლის შეგუბებას, მშრალი ჰაერი იწვევს ორგანიზმის გაუწყლოებას, რის გამოც სისხლი სქელდება, ეს კი ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევის ფონზე ზრდის თრომბების წარმოქმნის რისკს. ამას "მოგზაურთა სინდრომს" ან "თვითმფრინავის თრომბოზს" უწოდებენ. ამ სინდრომის განვითარების რისკი იზრდება ავტობუსით ხანგრძლივი მგზავრობის დროსაც.

როგორ დავიცვათ თავი

  • ნუ მიიღებთ ალკოჰოლს ფრენის წინა დღეს.
  • ნუ მიიღებთ სედაციურ საძილე საშუალებას, რომელიც მოგადუნებთ და მოძრაობას შეგიზღუდავთ.
  • თვითმფრინავში აუცილებლად სვით რამე, გარდა მაგარი ალკოჰოლიანი სასმელებისა. კერძოდ, აკრძალულია არაყი, ვისკი, ნებადართულია მსუბუქი ღვინო, მინერალური წყალი, წვენი.
  • თავი არიდეთ სიგარეტის მოწევას, რადგან ნიკოტინი სისხლს ასქელებს.
  • ეცადეთ, სავარძელში ფეხი ფეხზე არ გადაიდოთ. იჯექით თავისუფლად. ასე თავიდან აიცილებთ ვენაზე ზედმეტ ზეწოლას, სისხლის შეგუბებას ქვედა კიდურებისა და მენჯის სისხლძაღვებში.
  • დროდადრო აუდგომლად გასწიეთ ხელ-ფეხი წინ.
  • კარგი იქნება, თუ მგზავრობისას მოხერხებულ კომპრესიულ გოლფებს ჩაიცვამთ.