თუ გამონაყარი განვითარდა, შეგიძლიათ კომბოსტოს ფურცელი, კიტრის თხელი ნაჭრი ან კარტოფილი დაიდოთ ამ ადგილებზე, რაც შეგიმცირებთ ჩივილს.
თუ გამონაყარი გაძლიერდა, აუცილებელი
გამწვავების პერიოდში თავი შეიკავეთ კოსმეტიკისა და ძლიერ არომატული საშუალებების გამოყენებისგან. უსაფრთხოების წესების დაცვის პირობებში მზის აბაზანების მიღებაც კი შეგიძლიათ.
ფოტოდერმატოზის დროს ხშირ შემთხვევაში ფსიქოლოგიური ფაქტორი ჭარბობს ხოლმე. ასეთებმა უმჯობესია სპეციალისტს მიმართონ, გამოკვლევები ჩაიტარონ და დარწმუნდებიან, რომ საგანგაშო არაფერია.
ამასთან ერთად გაითვალისწინეთ, ზოგჯერ ფოტოდერმატიტს კოსმეტოლოგიური საშუალებები აძლევს საფუძველს (მისი რომელიმე კომპონენტი), ასევე ზოგიერთი მედიკამენტი, ანტიბიოტიკი ან ანტიმიკოზური საშუალება.
ამიტომ თუ მზეზე გასვლისთანავე კანზე გამონაყარი აღგენიშნებათ, უნდა მიმართოთ ექიმს და გაარკვიოთ ფოტოდერმატიტის უშუალო მიზეზი.