/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ალერგოლოგია

როგორ უნდა მოვიქცეთ ანაფილაქსიური შოკის დროს

ანაფილაქსიური შოკი მძიმე ალერგიული რეაქციაა, რომლის სწორი მკურნალობაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ანაფილაქსიური შოკისას მაქსიმალურად სწრაფადაა აუცილებელი ადრენალინის (ეპინეფრინის) ინექცია, ამავე დროს დაუყოვნებლივ უნდა დარეკოთ ნომერზე 112 და გამოიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მკურნალობის გარეშე ანაფილაქსიური შოკი პაციენტის სიკვდილით მთავრდება. ეპინეფრინის (ადრენალინის) ინექციით სიმპტომები შეიძლება წუთების განმავლობაში უკუგანვითარდეს. თუ ეს არ ხდება, ნახევარი საათის განმავლობაში აუცილებელი ხდება ადრენალინის განმეორებითი ინექცია. ანტიჰისტამინური საშუალებები (ტაბლეტები და ამპულები, რომელთაც პაციენტები ჩვეულებრივი ალერგიული რეაქციების დროს იყენებენ) ანაფილაქსიური რეაქციის დროს არაეფექტურია და შესაბამისად ჩვენებაც არ არის.

საბედნიეროდ, ანაფილაქსიური შოკი იშვიათია და სწორი პირველი დახმარებით შესაძლებელი ხდება პაციენტს სიცოცხლე შეუნარჩუნდეს. ეს საგანგაშო მდგომარეობა რომ არ აღმოცენდეს, ნებისმიერი მედიკამენტური მკურნალობის დაწყებამდე ექიმს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ალერგიის გამომწვევი ყველა ფაქტორის შესახებ. დაგვეთანხმებით, სამედიცინო ინფორმაციის დამახსოვრება ყოველთვის იოლი არ არის. აღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად საზღვარგარეთ სხვადასხვა საშუალება გამონახეს - სპეციალური სამაჯური, გულსაბამი ან ბარათი, რომლებიც ალერგიის შესახებ ინფორმაციას შეიცავს. ჩვენ შეგვიძლია შესაბამისი ინფორმაცია დავწეროთ და დოკუმენტებთან ერთად ვიქონიოთ. ეს აუცილებელია - ანაფილაქსიური რეაქციის ერთი შემთხვევის შემდეგ მისი გამომწვევი მედიკამენტის მიღებით კიდევ უფრო იზრდება შემთხვევის განმეორების რისკი. დიდია ანაფილაქსიის რისკი მაშინაც, თუ პაციენს აქვს ბრონქული ასთმა ან მასთან გენეტიკურად დაკავშირებულ პირებს ჰქონდათ ანაფილაქსია.

ანაფილაქსიური შოკის სიმპტომები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ანაფილაქსიური შოკის პირველი სიმპტომები შეიძლება ჩვეულებრივი ალერგიის მსგავსი იყოს და გამოვლინდეს ცხვირიდან წყლისებრი გამონადენით ან კანზე გამონაყარითა და ქავილით, თუმცა მალევე ვითარდება სხვადასხვა სიმპტომი. ხშირად ისინი ერთდროულად აღინიშნება. ეს სიმპტომებია:

  • ხველა, ხიხინი, გულმკერდში ტკივილი, შებოჭვა, ზეწოლა;
  • თავბრუ, ცნობიერების კარგვა, სისუსტე;
  • ნაჭინჭრი, კანზე გამონაყარი, ქავილი, კანის შეშუპება, სიწითლე;
  • ცემინება, ცხვირის გაჭედვა;
  • ქოშინი, ამოსუნთქვის გაძნელება, ხშირი სუნთქვა;
  • ტუჩების, ენის, ცხვირის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, ყელში გაჭედვის შეგრძნება;
  • გულისრევა, ფაღარათი, მუცლის ტკივილი;
  • სუსტი, მცირე ავსების პულსი, რომელიც ქრება, არტერიული წნევა ეცემა.

პაციენტთა ნაწილი მიუთითებს, რომ სიმპტომთა სრულ გამოვლენამდე ჰქონდათ „დაკარგვის“ შეგრძნება.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. 16 წლის ასაკიდან დამეწყო ალერგია. სიმპტომები:ხველება, მსტვინავი სუნთქვა.ხიხინი. დამინ</p>

ყოველი 5 ადამიანიდან ერთს პირველი რეაქციიდან 12 საათის განმავლობაში შეიძლება ჰქონდეს ანაფილაქსიის მეორე ეპიზოდი. ამ მოვლენას ორფაზიანი ანაფილაქსია ეწოდება.

როგორ მოვიქცეთ ანაფილაქსიური შოკის შემთხვევაში

  • დაუყოვნებლივ უნდა დავუკავშირდეთ 112-ს და გამოვიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა;
  • თუ პაციენტს აქვს ადრენალინის (ეპინეფრინის) ინექტორი - მზა შპრიცი ადრენალინით, ის სასწრაფოდ გამოვიყენოთ;
  • ეცადეთ დაამშვიდოთ პაციენტი და იქ მყოფი პირები, თავად პაციენტმაც უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე;
  • დააწვინეთ პაციენტი ზურგზე;
  • ააწევინეთ ფეხები 30 სმ-ით, დააფარეთ თბილად;
  • ღებინების ან სისხლდენისას დააწვინეთ გვერდზე;
  • დარწმუნდით, რომ მას ტანსაცმელი ხელს არ უშლის სუნთქვაში.

უმჯობესია, ეპინეფრინი რაც შეიძლება ადრე გამოიყენოთ.

არ არის რეკომენდებული წამლების აბებად მიღება, სითხის დალევა, თავის წამოწევა, განსაკუთრებით - სუნთქვის გაძნელების დროს.

რატომ არის მნიშვნელოვანი სიმშვიდის შენარჩუნება

ერთი შეხედვით უცნაურია, რომ ანაფილაქსიური ალერგიული რეაქციის მქონე ადამიანს სიმშვიდის შენარჩუნებას ვთხოვთ, თუმცა ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ანაფილაქსია ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება აღმოცენდეს და შესაძლებელია პაციენტი ამ დროს სრულად გაუთვითცნობიერებელი ადამიანების გარემოცვაში იყოს. სწორედ ამიტომაა აუცილებელი, პაციენტმა სიმშვიდე შეინარჩუნოს, მოახერხოს კონცენტრირება და ირგვლივ მყოფთ უთხრას, რომ შესაძლოა ანაფილაქსია აქვს, სთხოვოს დაუყოვნებლივ გამოიძახონ სასწრაფო, მარტო ყოფნისას კი მოახერხოს 112-თან დაკავშირება.

არანაკლებ მნიშვნელოვანია პაციენტთან მყოფი ადამიანების სიმშვიდე. ეს აუცილებელია პირველი დახმარების აღმოსაჩენად და დასარწმუნებლად, რომ ალერგენის ზემოქმედება აღარ გრძელდება. მაგალითად, პაციენტის სხეულში აღარ არის კრაზანას ნესტარი.

ადრენალინი (ეპინეფრინი)

თუ პაციენტს წარსულში ჰქონდა მძიმე ალერგიული რეაქცია, მას ექიმი ურჩევს ადრენალინის (ეპინეფრინის) სპეციალური აუტოინექტორის შეძენას. ეს არის მზა შპრიცი, რომელიც შეიცავს საინექციო პრეპარატს. ასეთი შპრიცის გამოყენებით ინექცია სწრაფად, ყოველგვარი მომზადების გარეშე შეიძლება ჩატარდეს. თუ პაციენტი იმდენად დასუსტდა, რომ ინექციას თავად ვერ იტარებს, მან როგორმე უნდა მოახერხოს, ახლოს მყოფ პირს სთხოვოს დახმარება.

უნდა გვახსოვდეს, რომ ადრენალინის ინექცია არის ანაფილაქსიური შოკის მკურნალობის მხოლოდ თავდაპირველი, საწყისი ეტაპი, რაც პაციენტის სიცოცხლის გადარჩენის საშუალებას გვაძლევს. სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება და პაციენტის სტაციონარში გადაყვანა ადრენალინის ინექციის მიუხედავად აუცილებელია!

როდის უნდა გამოვიყენოთ ადრენალინი (ეპინეფრინი)

ადრენალინი სწრაფად ამცირებს ანაფილაქსიის ყველაზე საშიშ სიმპტომებს - ხორხის შეშუპებას, სუნთქვის გაძნელებას ბრონქოსპაზმისა და სასუნთქი გზების შეშუპების გამო, არტერიული წნევის დაქვეითებას. ის აუცილებელი პრეპარატია ანაფილაქსიის სამკურნალოდ და სწრაფი და მაქსიმალური ეფექტის მისაღებად სიმპტომების გამოვლენის პირველი წუთებიდანვე უნდა გამოვიყენოთ.

გაითვალისწინეთ, რომ ადრენალინის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ის ექიმის მიერ არის დანიშნული, რადგანაც პრეპარატს აქვს სერიოზული გვერდითი ეფექტებიც.

რატომ არის აუცილებელი პაციენტის გადაყვანა სტაციონარში

ანაფილაქსიური შოკის დროს, სათანადოდ აღმოჩენილი პირველი დახმარების მიუხედავად, აუცილებელია პაციენტის გადაყვანა სტაციონარში. მიზეზი მარტივია - როგორც აღვნიშნეთ, ანაფილაქსიურ რეაქციას შეიძლება ორფაზიანი მიმდინარეობა ჰქონდეს. ამიტომაა აუცილებელი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობა ანაფილაქსიური შოკიდან გარკვეული დროის განმავლობაში. გარდა ამისა, საჭიროა გარკვეული მკურნალობა ურტიკარიის (ჭინჭრის ციება), ქავილისა თუ ალერგიისათვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომების წინააღმდეგ.

თავიდან ავიცილოთ ანაფილაქსიური შოკის განმეორებითი ეპიზოდი

ანაფილაქსიური შოკის ერთი ეპიზოდის შემდეგი მიზანია მისი განმეორების არიდება. ამისათვის საუკეთესო გზაა ანაფილაქსიის გამომწვევი მიზეზის ზემოქმედების აღკვეთა. ზოგჯერ აღნიშნულის დასადგენად შესაძლოა საჭირო გახდეს ალერგოლოგთან ვიზიტი და სპეციალური კვლევები.

საზოგადოდ კი, ანაფილაქსიის განმეორებითი ეპიზოდის ასარიდებლად, უნდა გავითვალისწინოთ მარტივად შესასრულებელი შემდეგი რეკომენდაციები:

  • საკვებით გამოწვეული ანაფილაქსიისას ყოველთვის უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენთვის ახალი კერძი არ შეიცავს აღნიშნულ კომპონენტს;
  • მწერის ნაკბენზე ალერგიისას ზაფხულში, ბუნებაში ყოფნის დროს, გამოიყენეთ დამცავი პირბადე, ხელთათმანები, რეპელენტები. არასოდეს შეეხოთ კრაზანებს, ფუტკრებს, არ სცადოთ მათი გასრესა, რადგანაც ამ დროს შესაძლებელია დანესტვრა. თუ კრაზანები ან ფუტკრები დაინახეთ, ეცადეთ, სწრაფად მოშორდეთ მათ სამყოფელს.
  • მედიკამენტური ალერგიისას აუცილებლად გააფრთხილეთ ყველა ექიმი ნებისმიერი მკურნალობის დანიშვნის წინ. მედიკამენტის სახელწოდება რომ არ დაგავიწყდეთ, დაწერეთ ის ფურცელზე და ატარეთ პირადობის მოწმობასთან ერთად.
  • თუ ანაფილაქსიის გამომწვევი ფაქტორის ზემოქმედების არიდება შეუძლებელია, თან იქონიეთ ადრენალინის (ეპინეფრინის) ინექტორი. არ დაგავიწყდეთ მისი ვარგისიანობის ვადის პერიოდული შემოწმება.

კომენტარები (2)
ანა
ადრენალინის გამოყენება მხოლოდ მაშინ შეიძლება, ექიმის მიერ თუ არის დანიშნულიო, რომ წერთ, წინასწარ ვინ იცის როდის დაემართება ანაფილაქსია, და თუ დაემართა, ექიმის ცდაში ხომ შეიძლება დაიღუპოს. იქნებ უფრო გარკვევით მიგვითითოთ, ასეთ შემთხვევაში გავუკეთოთ თუ არ გავუკეთოთ ადრენალინი? სასწრაფოს რომ უნდა დავურეკოთ, ეგ გასაგებია, იქამდე რა ვქნათ?
თარიღი : 18-05-2023
ქეთინო
მე გავიკეთე ტესტი და მითხრეს რომ ადრენალინზე მაქვს ალერგია, ამ შემთხვევაში გამოსავალი რაა?
თარიღი : 19-03-2021
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

5 ყველაზე საშიში საყოფაცხოვრებო ალერგენი, რომელმაც მთელი დღის განმავლობაში შეიძლება  ზიანი მოგაყენოთ

სახლის კომფორტი შეიძლება ალერგენების სახით მალავდეს ჯანმრთელობისთვის უხილავ საფრთხეებს.
სრულად
არის თუ არა კავშირი სტრესსა და ასთმას შორის

გავრცელებულ ნათქვამს, ყველა დაავადება ნერვებისგან არისო, რეალური საფუძველი აქვს.
სრულად
იცოდით, როგორ უნდა დაიცვათ თავი ალერგიისგან გაზაფხულზე?

ალერგია საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, განსაკუთრებით გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში,
სრულად
რომელი ზონაა სახლში ყველაზე ძლიერი ალერგენი

კედლები, რბილი ავეჯი და ქოთნები მცენარეებით არის ადგილები ბინაში, სადაც შესაძლებელია ალერგენების დაგროვება.
სრულად
თოდუას კლინიკის ალერგოლოგ-იმუნოლოგი ქეთევან ომიაძე: „დაავადების უარყოფითი ეფექტების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ასთმის დროული გამოვლენა და სწორი მართვა“

თოდუას კლინიკის ალერგოლოგ-იმუნოლოგი ქეთევან ომიაძე ასთმის მართვისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე გვესაუბრება.
სრულად
იგრძენი გაზაფხული – იცხოვრე ალერგიის გარეშე

გაზაფხულზე ბუნება იღვიძებს. არემარე ნათელი ფერებითა და სასიცოცხლო ენერგიით ივსება, მზე სასიამოვნოდ აცხუნებს, ირგვლივ
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ალერგოლოგია

გამარჯობა. ასეთი სიტუაცია შემემთხვა- რამოდენიმეჯერ დამაცემინა და გამიწითლდა სახე, დამიბუჟდა ენის ძირი, რაღაცნაირა ზოლად, თითქოს მიკრული მქონდა რაღაც. გამიწითლდა კისერი, გულმკერდი და ნახევარი მუცელი. წვის შეგრძნებით. ასევე, ფეხებშორის წვა. ასევე, ყურებში შუილი და თავში მაწვებოდა. გადამიყვანეს სასწრაფოთი, სტანდარტულად დექსა, გადასხმა. გამომიშვეს დანიშნულებით-სუპრასტინი, ესლოტინი, დექსა. მეორე დღეს სახსრების ტკივილი და 37მ სიცხე მომცა. შემდეგი ორი დღე ნიქსარი დავლიე. სიწითლე სახეზე, და 37მდე ტემპერატურა მქონდა. შემდეგ ამტკივდა და შემისივდა ყელი, ხორხის მიდამოში, კისრის დასაწყისში. შემისივდა ენა, თეთრი ნადებით. ისევ გადამიყვანეს სასწრაფოთი. მას მერე ვსვავ ესლოტინს, ლეტრანს. სახეზე შედარებით უკეთ ვარ. მაგრამ ყელში დისკომფორტი, ყელის დასაწყისში სპაზმივით, თავის დატრიალებისას იგრძნობა განსაკუთრებით, თითქოს ყელის კუნთები მაქვს დაჭიმული. ზოგადად თან ნევროზიც მაქვს, და ამის ფონზე უფრო ცუდად ვგრძნობ თავს. იქნებ მირჩიოთ რამე, მადლობა წინასწარ

კატეგორია : ალერგოლოგია

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

როგორ უნდა მოვიქცეთ ანაფილაქსიური შოკის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები